Strophe: 3063_[2955] | ||
Verse: a | ჭმუნვით გაჴდა წასლვისათვის | არ მომლოდნე სიცილისა, |
Verse: b | ვა, მუხთალო საწუთროო, | მომლოდნე ხარ ტირილისა! |
Verse: c | რა სიაოშ გაიგონა, | ჭკვა დაჰკარგა ღიმილისა. |
Verse: d და | მერმე ჰკითხა: "უღონიოდ | იცი რამე სიკვდილისა?" |
Strophe: 3064_[2956] | ||
Verse: a | კვლავ გარსევაზ მოაჴსენა: | აფრასიობ" მუხთალია, |
Verse: b | ერთგული და გაუყრელი | მე ყოფილვარ თქვენი დია; |
Verse: c | ყმაწვილი ხარ, გულმართალი, | საქმე მაზედ მიგიგდია, |
Verse: d და | შენ ვერ იცნობ აფრასიობს, | თავი მისთვის მიგინდვია. |
Strophe: 3065_[2957] | ||
Verse: a | ვინცა მიენდო, მოუკლავს, | მისცა ცეცხლისა დებასა, |
Verse: b | ღარშარაბ მოკლა ძმა თვისი | თავის ჴელითა ნებასა; |
Verse: c | ღმერთსა წასვლია სულითა, | არ ელის განკურნებასა, |
Verse: d და | შენ რად მოელი იმისგან | ფიცისა გათავებასა?" |
Strophe: 3066_[2958] | ||
Verse: a | ეს რა ესმა, თქვა სიაოშ: | "ნეტარ ჩემგან რა იქნების!.. |
Verse: b | "სჯობს სიცოცხლე, ნუ მოკვდები" | -- მას გარსევაზ ეუბნების -- |
Verse: c | "შორიდაღმა მსახურებდი, | გული შენი ნუ ენდობის, |
Verse: d და | რაცა გიჯობს იმას ვიტყვი, | გაგონება მეძნელების". |
Strophe: 3067_[2959] | ||
Verse: a | შეაჯერა, სიმართლითა | მას ეგონა სიყვარული, -- |
Verse: b | "არა ვნახო, მართ ვეგონო | უკუდგომით მე ორგული, |
Verse: c | მივიდე და მან სიმართლე | არ იყუროს ჩემი სრული, |
Verse: d და | ავი რამე წამეკიდოს, | უფრო წავჴდე დაკარგული." |
Strophe: 3068_[2960] | ||
Verse: a | გარსევაზ მიჰყვა სატანას, | ნებასა ეშმაკისასა, |
Verse: b | თქვა: "მოვაჴსენებ მიზეზსა | შენისა არ მისლვისასა, |
Verse: c | ამბავს ზეღიზედ გაცნობებ | საქმესა პატრონისასა;" |
Verse: d და | მოცდომა მას უხაროდა | სიაოშ არ წასლვისასა. |
Strophe: 3069_[2961] | ||
Verse: a | "შარიერო, უკუ გიდგა" | აფრასიობს ეუბნების -- |
Verse: b | სიაოშზედ" ჭირნახული | წაჴდა შენი, არ იქნების, |
Verse: c | ამპარტავნობს, საჴელმწიფო | ძღვენი ყველა მას ეძღვნების, |
Verse: d და | ჰპირობს თქვენსა წაჴდენასა, | ტახტ-გვირგვინსა გეცილების. |
Strophe: 3070_[2962] | ||
Verse: a | მას ლაშქარნი კარსა უდგან, | იარაღი მომეწონა, |
Verse: b | არას ჰგავხარ მოკაზმითა, | საჭურჭლენი ვინ აწონა?" |
Verse: c | აფრასიობს გაუკვირდა, | რა გარსევაზ გააგონა, |
Verse: d და | პირველადვე რომ ენახა, | იგ სიზმარი მოეგონა: |
Strophe: 3071_[2963] | ||
Verse: a | სიზმრივ ჴლმით სცემდა სიაოშ, | შეშინდა, განჰკრთა სულითა, |
Verse: b | გარსევაზობით იძახდა, | მძინარს ეგონა გულითა; |
Verse: c | კვლა მოაჴსენა გარსევაზ | სიტყვითა კადრებულითა. |
Verse: d და | ვერ გმართებს მისი მინდობა, | ერთი არა ვართ რჯულითა". |
Strophe: 3072_[2964] | ||
Verse: a | აფრასიობ კვლავ უბრძანა | გარსევაზსვე კრულსა ძირად: |
Verse: b | დიდი იყოს, აგრე მართებს | მზეს სიაოშს ალვა ზრდილად. |
Verse: c | ერანისა ჴელმწიფეა, | მერმე მე ვზრდი ჩემად შვილად, |
Verse: d და | დიდება და მორჭმულობა | მას ჩემგან აქვს მიცემულად". |
Strophe: 3073_[2965] | ||
Verse: a | კვლავ მოაჴსენა გარსევაზ | სიტყვა ეშმაკთა ძლევისა: |
Verse: b | "მითქვამს ყველაი რაცა ვსცან | ამბავი საქმეთ ცნევისა; |
Verse: c | სცნობ აპას სიაოშისგან | შენზედ რა მოიწევისა, |
Verse: d და | ნეტამცა ვიყო ზღვას იქით, | ან მქონდეს დღე დალევისა!" |
Strophe: 3074_[2966] | ||
Verse: a | მოწმად გროვი მოიყვანა, | ამ ორთაგან დაემართა; |
Verse: b | დააჯერეს, შეიყარა, | მასვე დღესა გაემართა, |
Verse: c | აფრასიობ გულგამწყრალი | სიაოშზედ წარემართა, |
Verse: d და | გარსევ კაცი გაუგზავნა: | "მეფე შეჯდა რისხვის ქართა, |
Strophe: 3075_[2967] | ||
Verse: a | ჴელმწიფე გამოემართა | შენზედა გარისხებული, |
Verse: b | თავსა უშველე, იცოდი | ეს ჩემგან გაცხადებული" |
Verse: c | სიაოშ გაჴდა გულკლებით | ამ ამბისათვის ცნებული, |
Verse: d და | ფარანგოზთანა მოვიღა | მტირალი, გამწარებული. |
Strophe: 3076_[2968] | ||
Verse: a | მან ფარანგოზს გაუმჟღავნა | გარსევაზის ნაუბარი, |
Verse: b | მოაჴსენა: "ნუ უყურებ, | მოღალატე ცრუი არი, |
Verse: c | ვისგან მეტი რამც ვინ გიყო, | შეცოდება რაცა არი!" |
Verse: d და | მას ღამესა შეჭირვებით | ერთაღ დაჴშნეს ძილთა კარი. |
Strophe: 3077_[2969] | ||
Verse: a | სიაოშ ნახა სიზმარი | მას ღამეს საკვირველია, |
Verse: b | ცოლსა უბრძანა: "გარდასწყდა | ცოლ-ქრმობა საყვარელია, |
Verse: c | მე მამა-შენი მოცამკლავს, | გარსევაზ სისხლთა მღვრელია; |
Verse: d და | მტკიცეა ეტლი მბრუნავი, | განგება შეუცვლელია. |
Strophe: 3078_[2970] | ||
Verse: a | რომე მომკვლენ, მას უკანით | ფათერაკსა ჩავარდები, |
Verse: b | ფირან გიჴსნის მამისაგან, | ვითა მართებს, ებრალები; |
Verse: c | ორსული ხარ, ქაიხოსრო | ძე სახელაღ დასადები, |
Verse: d და | ერანელი კაცი ძებნად | მოვა, მასთან იარები: |
Strophe: 3079_[2971] | ||
Verse: a | ელამი და მჭლე მწითური | ნათესავი ქიშვადისი, |
Verse: b | მას სახელაღ გივი ჰრქვიან, | შვილი არის გოდერძისი; |
Verse: c | რა ჟამს ნახო, თანა წაჰყევ, | იარენით ღამე, დღისი, |
Verse: d და | გული მაზედ დაიჭირე, | შენად შველად მოვა ისი. |
Strophe: 3080_[2972] | ||
Verse: a | ეგ ჩემი შვილი იქნების | ღვთისაგან სახელდებული, |
Verse: b | მაგას მიხვდების გვირგვინი, | ერანის ტახტი ქებული, |
Verse: c | ვიცი, ჩემს სისხლსა იძებნის, | გმირი იქნების ნებული, |
Verse: d და | დაიმორჩილებს ორგულთა, | მტერზედა გალაღებული". |
Strophe: 3081_[2973] | ||
Verse: a | გარსევაზ კაცი გაგზავნა, | იჩემა მან ერთგულობა, |
Verse: b | მისლვა აცნობა ლაშქრისა, | შესთვალა მოციქულობა; |
Verse: c | სიაოშს ესმა, მარტომან | დაიწყო მოკაზმულობა, |
Verse: d და | ლაშქართა ჰკადრეს: "გვიბრძანე, | ჩვენ გვმართებს სადაურობა!" |
Strophe: 3082_[2974] | ||
Verse: a | უბრძანა: "ახლოს საქმე მიც, | არ კვირა დავჰყო მე ათი, |
Verse: b | აწ გავვლო ჩემი ქალაქი, | გამიმწარდების მე სათი; |
Verse: c | მე ერთსა ღმერთსა ვილოცავ, | გულსა არა ძიც მე ზადი". |
Verse: d და | სხვას ცხენსა შეჯდა, წავიდა, | გაუშვა შაბრანგ ბეზათი. |
Strophe: 3083_[2975] | ||
Verse: a | დავედრა: შაბრანგ" ბეზათო, | ჩემთვის ნუ დაგულძვირდები, |
Verse: b | უჩემოდ მთასა მაღალსა | სძოვდი და აცასტირდები; |
Verse: c | რა ჩემი შვილი მოვიდეს, | წელთ ერტყას კაპარჭ-მშვილდები, |
Verse: d და | ვირ უნაგირი არ იცნა, | ნურც ქართა დამორჩილდები". |
Strophe: 3084_[2976] | ||
Verse: a | თან გაიტანა ლაშქარნი, | ქალაქით გაცამოვიდა, |
Verse: b | რისხვით აღძრული გამწყრალი | ზედ აფრასიობ მოვიდა; |
Verse: c | არ მიეგება სიაოშ, | სალამად არ ჩამოვიდა, |
Verse: d და | ტყუილი გარსევაზისა | აწ ამით მართლად მოვიდა. |
Strophe: 3085_[2977] | ||
Verse: a | გარსევაზის ნაუბარი | დაუჯერა გულმან სრულად, |
Verse: b | მას ლაშქარნი რაცა ახლდეს, | თურქნი მისად მიცემულად, |
Verse: c | იგინივე შეუზახნა, | არ ეყოდეს ყოლე რჯულად, |
Verse: d და | მათ სიაოშ ჩამოაგდეს | უპატიოდ, გაბასრულად. |
Strophe: 3086_[2978] | ||
Verse: a | რა სიაოშ შეპყრობილი | დაინახეს თანა-ზრდილთა, |
Verse: b | ერთპირობით დაიკივლეს, | შეუტივეს ჴმალმოწვდილთა; |
Verse: c | იგ მინდორი ძლივ იტევდა | თურქთა მათგან დაჴოცილთა, |
Verse: d და | იგინიცა დაიჴოცნეს, | მიეფარნეს მზისა ჩრდილთა. |
Strophe: 3087_[2979] | ||
Verse: a | მუნ მოიყვანეს სიაოშ | მაგრა შეკრული ჴელითა, |
Verse: b | წინ აფრასიობს დაუდვეს, | არას იტყოდა ენითა; |
Verse: c | მამასთან მოდგა ფარანგოზ | პირითა შვენიერითა: |
Verse: d და | "გაუკითხავად ნუ მოჰკლავ, | მას ოდენ ვიაჯენითა. |
Strophe: 3088_[2980] | ||
Verse: a | შურითა უყვეს ყოველი, | ადრე სცნობ შეცოდებულსა, |
Verse: b | იცი, ქექაოზ ჴელმწიფეს | როსტომ ჰყავს სახელდებულსა! |
Verse: c | გაჴსოვსა, ერთხელ რა გიყვეს | მას ზედა გამზაღებულსა? |
Verse: d და | შენ ფიცი რად გაუტეხე | სიაოშს მათგან ვნებულსა! |
Strophe: 3089_[2981] | ||
Verse: a | მძევალ-საჭურჭლე ჴელთ მოგცა, | არ მოუსმინა მამასა, |
Verse: b | შენ ფიცი რით გაგიტეხა, | ოდენ დასძლია დრამასა! |
Verse: c | როსტომ და გოდერძის შვილნი | სრულ ერთობილნი ჰყავ მასა, |
Verse: d და | ნუ გაიმწარებ ბარბითსა, | ჩანგის ჟღერითა ჭამასა. |
Strophe: 3090_[2982] | ||
Verse: a | ავცნობობითა არა ჰქნა | მიჰყვე გულისა ნებასა, |
Verse: b | დიდის ჴელმწიფის შვილია, | მით უყვარს ეს განგებასა; |
Verse: c | სინანულითა ჩავარდე | შენ დიდსა შეჭირვებასა, |
Verse: d და | სისხლსა არავინ გარდუშვებს, | ღმერთი იქს მოგონებასა. |
Strophe: 3091_[2983] | ||
Verse: a | გინახავსა ფრთეთა სცემდეს, | ყვავს აგვაროს კაცმან მართვე? |
Verse: b | ესე შვილი ქაოზისა | უკეთესი მოწაღმართე, |
Verse: c | მამა სისხლსა არ გაუშვებს, | გული ასრე გაიმართე, |
Verse: d და | მაგისითა სიკვდილითა | თავსამც ავი არ დამართე!" |
Strophe: 3092_[2984] | ||
Verse: a | ძმა ფირანისა ფილასონ | მოვიდა შეჭირვებული, |
Verse: b | ჰკაღრა: "თქვენს შუა ყოფილა | ძმა ჩემი თქვენგან რებული, |
Verse: c | აწ ისი აქა არ არის, | ვინ იცის დაპირებული, |
Verse: d და | მას ვარჩევ რომე მოვიდეს, | სიაოშ გვყვანდეს პყრობილი. |
Strophe: 3093_[2985] | ||
Verse: a | მოვიდეს და გაიკითხოს | შემცოდეა თუ მართალი, |
Verse: b | ამას მოჰკლავ უბრალოსა, | მოგედების ზეცით ალი; |
Verse: c | ქაოზ დასთმობს, მორჭმულია | პილოტანი როსტომ, ზალი, |
Verse: d და | გოდერძის და მისთა შვილთა | ვერ დაუდგამს თვით კლდე სალი." |
Strophe: 3094_[2986] | ||
Verse: a | არც ფარანგოზს მოუსმინა, | არცა ძმასა ფირანისა, |
Verse: b | არ უყურა აფრასიობ | და გარსევაზ ძრწოლით ზისა, |
Verse: c | პირი მეტად გაუყვითლდა, | დაუბნელდა შუქი მზისა, |
Verse: d და | თუ ფარანგოზს გაუგონოს | სიაოშის სიმართლისა. |
Strophe: 3095_[2987] | ||
Verse: a | მან გარსევაზ ღვთისა მტერმან | მოიგონა სხვავე ღონე: |
Verse: b | "რაც გასმია -- მართალია, | დაიჯერე, გაიგონე, |
Verse: c | ღმერთმან ჴელთა ჩამოგიგდო, | შემცოდესა შეაწონე, |
Verse: d და | თუ არ სჯერხარ, წინანდელი | სიზმარიცა მოიგონე". |
Strophe: 3096_[2988] | ||
Verse: a | გარსევაზის ნაუბარი | ისევ გროვი მოაჴსენა, |
Verse: c | მერმე ბრძანა აფრასიობ | სიაოშის გამოყვანა; |
Verse: c | მოიყვანეს წამებული, | თანზიარი წმიდათ თანა, |
Verse: d და | რომელთაცა შეებეზღა, | მათ გალესეს მისთვის დანა. |
Strophe: 3097_[2989] | ||
Verse: a | ტირს სიაოშ, ილოცვიდა: | "ღმერთო, შენ ხარ ჩემი მჴსნელი, |
Verse: b | უბრალო ვარ, შენ ნუ დამწვავ, | სხვა არა მყავს მე მეშველი; |
Verse: c | ნუ შეარჩენ ჩემსა სისხლსა, | ვინ ტყუილად მომცა ჴელი, |
Verse: d და | უბრალოსა გარდამჴდების, | ვამე, საქმე საზარელი!" |
Strophe: 3098_[2990] | ||
Verse: a | ადგეს გროვი და გარსევაზ, | სარტყელი შეჴსნეს ჴელითა, |
Verse: b | საყურნი გამოუყარეს | მათ საუბრითა ძნელითა, |
Verse: c | ჴელმწიფეს წინა მოიღეს | ტაშტი ოქროსი რბენითა, |
Verse: d და | მაშიგან თავი მოჰკვეთეს | დანითა სისხლთა მღვრელითა. |
Strophe: 3099_[2991] | ||
Verse: a | სამსა დღესა მტვერი იყო, | კაცი კაცსა ვერ იცნობდეს, |
Verse: b | რაცა სისხლი დაიღვარა, | იგ იმისთვის ვაგლახობდეს; |
Verse: c | მაზედ ხენი ამოვიდეს, | ყოვლს ნაყოფსა იგი სჯობდეს, |
Verse: d და | ფურცლად ესხა პირის-სახე, | სიაოშით მას უჴმობდეს. |
Strophe: 3100_[2992] | ||
Verse: a | თქვა აფრასიობ: "მე მოვჰკვეთ, | ხე ნუ ჰფენია ზე ველად!" |
Verse: b | მან გაუძახა ლაშქარი | იმისთვის წასაქცეველად. |
Verse: c | მოჰკვეთეს, ყველა დაჴოცა, | გაჩნდა სისხლისა მზღვეველად, |
Verse: d და | კაცნი უჩინა სიაოშს | ველზედა გასათრეველად. |
Strophe: 3101_[2993] | ||
Verse: a | მესამესა დღესა ბრძანა | ფარანგოზის მოყვანებად, |
Verse: b | ცემა მისი, წამლის შესმა | მოსაწყვეტლად, ვაჟის ვნებად; |
Verse: c | ფირანს ესმა, მოცავიდა, | უჩანს დიდად გაგონებად, |
Verse: d და | სიაოშის ტანი იცნა, | განჰკრთა, ეყო შეძრწუნებად. |
Strophe: 3102_[2994] | ||
Verse: a | ტირს, ცხენიდაღმან გარდიჭრა | საყელო გარდახეული, |
Verse: b | ნაცარი გარდაიყარა, | ცრემლი სდის სისხლგარეული; |
Verse: c | იტყოდა: "ნაკვთი საროსა | ვით გნახე დღე-დალეული, |
Verse: d და | სხვასა ნაყოფსა შენებრსა | მიწა ვერ გაზრდის ძლეული!" |
Strophe: 3103_[2995] | ||
Verse: a | ემთხვივა, პირსა აკოცა, | თქვა: "საწუთროსა წესია, |
Verse: b | სძე უპატიოდ მოკლული, | ვა, ლახვარ ანალესია!" |
Verse: c | ჴელმწიფეს წინა მოვიდა, | თქვა: "რა გიქნია ესია? |
Verse: d და | ნაყოფსა ადრე მოისხამს, | ნახო რა დაგითესია! |
Strophe: 3104_[2996] | ||
Verse: a | შენვე მოიმკო მარტომან | მჭახე, არ-დამწიფებული, |
Verse: b | ნახო თურანის ქვეყანა | დამწვარი, მომტვერებული, |
Verse: c | შენი ტახტი და გვირგვინი, | სამყოფი გაოჴრებული, |
Verse: d და | ნაცარი გარდაგეყაროს, | შენ იჯდე დავალებული. |
Strophe: 3105_[2997] | ||
Verse: a | ეს რომ მოგიკლავს უბრალოდ | შენ უსამართლოდ გარჯილი, |
Verse: b | როსტომ და გოდერძიანთა | სიაოშ იყო გაზრდილი, |
Verse: c | რა შეიტყობენ, თვით ნახო | შენზედ იმათგან ქადილი, |
Verse: d და | მათგან მოსწყდების თურანი, | ჰქონდეს ნადირთა ხადილი". |
Strophe: 3106_[2998] | ||
Verse: a | მერმე ნახა რა ფარანგოზ | -- შეურაცხი მას ვით სცემსა, |
Verse: b | ფირან ჰკადრა: "მე მიბოძე, | შევინახავ სახლსა ჩემსა; |
Verse: c | ქალი შობოს?არა უნდა, | თუ ვაჟი შვას, მიეც სენსა". |
Verse: d და | ამ პირზედა შეავედრა, | დაუმადლა, თაყვანს სცემსა. |
Strophe: 3107_[2999] | ||
Verse: a | უბრძანა, წამოიყვანა, | ვით დანაფიცი დობისა. |
Verse: b | შვა ქაიხოსრო სახელად, | პირველ სიაოშ ცნობისა, |
Verse: c | დამალა ფირან, არ უთხრა | მას აფრასიობს ცოფისა, |
Verse: d და | ფირან თქვა: "მოსწყდა ცემითა | არ შობად ასაკობისა," |
Strophe: 3108_[3000] | ||
Verse: a | მეცხვარეთა-უხუცესსა | შეაბარა ათსა წელსა, |
Verse: b | მალვით იყვის, არვინ უთხრა | აფრასიობს სისხლთა-მღვრელსა; |
Verse: c | ხოსროვ შექნა შეშის მშვილდი, | აკვირვებდა მისსა მზრდელსა, |
Verse: d და | ჴელთა უფრთო ისარი აქვს, | ლომსა ჰჴოცდა, ვითა მელსა. |