Strophe: 3109_[3001] | ||
Verse: a | ათისა წლისა იქმოდა | საქმეთა სადევგმიროთა, |
Verse: b | დათვსა, მგელსა და ნიანგსა, | ადვილ მოჰკლევდა პილოთა, |
Verse: c | ველურსა ღორსა, ლომ-ვეფხსა | ადგილთა უადგილოთა, |
Verse: d და | ჰჴოცდის შეშისა მშვილდითა, | ისრითა მით უპიროთა. |
Strophe: 3110_[3002] | ||
Verse: a | აღარ მორჩილობს გამზრდელთა, | მისგან აქვს შიში რიდისა, |
Verse: b | ფირანს უჩივლეს: "პირველად | ეს თხასა მოგვიკლვიდისა, |
Verse: c | აწ ნადირობა ლომ-ვეფხთა | სწორად სჩანს, ვითა ჩიტისა, |
Verse: d და | თუ რა ევნების, წაჴღების | ჩვენ ჭირთნახული დიდისა. |
Strophe: 3111_[3003] | ||
Verse: a | ფირან თქვა: "არ დაიმალვის | გვარი," -- არ ოდენ ჩიოდა, -- |
Verse: b | მარქაფას შეჯდა, წავიდა, | მდაბლად ხოსროვით ყიოდა, |
Verse: c | უჴმო მას, ყელსა აკოცა, | თვალთ ცრემლი ჩამოსდიოდა, |
Verse: d და | პირი გულზედა დაიდვა: | "რჯულწმიდავ, გნახე ძლიო და! |
Strophe: 3112_[3004] | ||
Verse: a | შენითამც ნათობს თურანი | დღემან დაგიცოს მზიანმა!" |
Verse: b | -"მიკვირს მეცხვარეს სალამად" | ყმაწვილმან ჰკადრა ჭკვიანმა. |
Verse: c | -"გვარად არა ხარ მეცხვარე" | ფირან თქვა თვალ-ცრემლიანმა, |
Verse: d და | ცხენს შესვა, თან წაიტანა, | მას მისი ნახვა იამა, |
Strophe: 3113_[3005] | ||
Verse: a | ფირან თქვა თუ: აფრასიობ | " რა შეიტყობს, ეწყინების, |
Verse: b | სჯობს განდობა, ამ ყმაწვილსა | მაშინ რამე გარდუწყდების; |
Verse: c | წამოვიდა, მოაჴსენა: | "აწ დამალვა არ ეგების, |
Verse: d და | ჯავრიანსა საწყინარი | კაცსა ყოლე არ ეთხრობის. |
Strophe: 3114_[3006] | ||
Verse: a | შენსა ქალსა ყმაწვილი ჰყავს, | ესე მაშინ დაგიმალე, |
Verse: b | მალვით არის, მას-უკანით | მეცხვარეთა მივათვალე". |
Verse: c | აფრასიობ დაიმადლა: | "ვნახოთ, აქა მოიყვანე, |
Verse: d და | კარგი იყოს -- ფიცხლავ მოვჰკლათ, | მამის გზასა უძღვნათ მალე". |
Strophe: 3115_[3007] | ||
Verse: a | რა ოთხი თვე გამოვიდა, | ფირან იჴმო ჴელმწიფემან, |
Verse: b | უბრძანა თუ: "არა მძინავს, | გამიმწარა დღე ნათელმან, |
Verse: c | მე სიცოცხლე გამიარმა | სიაოშის ახლა ძემან, |
Verse: d და | ასრე ვითა მოიწიფოს, | არ გაზარდოს დედის რძემან! |
Strophe: 3116_[3008] | ||
Verse: a | ნუ გიკვირს, სიბრალულითა | თუ გული გეწვებოდესა, |
Verse: b | ფრიდონის შვილის-შვილია, | ცხვართან, ვით იზრდებოდესა! |
Verse: c | თუ მისგან ავი ჩემზედ რა | განგებით მოჰჴდებოდესა, |
Verse: d და | არ შეიცვლების განგება, | რომ კაცი ირჯებოდესა. |
Strophe: 3117_[3009] | ||
Verse: a | მან მამა არ მოიგონოს, | გავზარდოთ სიხარულითა, |
Verse: b | თუ ავცნობობას შევუტყობ, | თავს მოვჰკვეთ, ვფიცავ რჯულითა". |
Verse: c | ფირან თქვა: "თვით შეისწავლე, | ჭკვა იცნობს გულსა გულითა, |
Verse: d და | მამას ვერ იცნობს, ნუ ბრძანებთ | საქმითა მუნებურითა. |
Strophe: 3118_[3010] | ||
Verse: a | გაზარდე, შვილად დაგრჩების | შენ გვართა ნასყიდივითა, |
Verse: b | არ ავნო, ფიცი მიბოძე, | გული დამიდევ იმითა; |
Verse: c | ფრიდონ თეთრს ტახტსა ესევდა, | ქნის სამართალი ზიმითა, |
Verse: d და | მან ღმერთი მართლად აჴსენის, | ქნა ჴელმწიფობა იმითა". |
Strophe: 3119_[3011] | ||
Verse: a | რა ესმა, თქვა აფრასიობ | ფიცითა ჴელმწიფურითა: |
Verse: b | "დღემან ლაჟვარდმან, ღამემან, | მე ღმერთსა ვფიცავ გულითა, |
Verse: c | ფრინველ-ნადირნი რამ შექმნა, | არის ყოველი რჯულითა, |
Verse: d და | მე არა ვავნო მას ყრმასა | საქმით და სიტყვა-სულითა. |
Strophe: 3120_[3012] | ||
Verse: a | ღმერთმან მკითხოს უსამართლო | დაემართოს, თუ ავი და, |
Verse: b | არსით ეცეს ცივი ქარი, | ყოვლი სული მას ნატრიდა; |
Verse: c | მისგან ავი არა ვნახო, | ჩემი გული მზედ სახვიდა". |
Verse: d და | ფირან მადლი გარდიჴადა, | მოსაყვანლად წამოვიდა. |
Strophe: 3121_[3013] | ||
Verse: a | მოვიდა და ქაიხოსროს | მოაჴსენა: "აქა მოდი, |
Verse: b | გულს გონება გააშორე, | რაცა გითხრა, მას იქმოდი; |
Verse: c | ჴელმწიფესა წინ მიგიყვან, | უცხოფერად იქცეოდი, |
Verse: d და | ომისასა თუ გკითხევდეს, | სიხარულსა უამბობდი. |
Strophe: 3122_[3014] | ||
Verse: a | დღე არ შემოკლდეს შენზედა, | მე ვერას მოგეჴმარები, |
Verse: b | ზნეობა-ნაზარდობასა | ყოლე ნუ დაეკარები, |
Verse: c | მშვიღობით მორჩე ამითა | ტახტისა მოსაჴმარები, |
Verse: d და | მამისა თავი იძებნო | უბრალოდ სისხლ-ნაღვარები". |
Strophe: 3123_[3015] | ||
Verse: a | იგ მოჰკაზმა ჴელმწიფურად, | ცხენსა შესვა მობიჯარსა; |
Verse: b | აფრასიობ უსინჯევდა | მკერდ-მკლავსა და წყალ-ჯავარსა, |
Verse: c | მოეწონა, ფერი ექცა, | დაემსგავსა სახედ მკვდარსა, |
Verse: d და | ფირან თრთოდა, ვითა წნორი, | არ აზრობდა მორჩენასა. |
Strophe: 3124_[3016] | ||
Verse: a | ჰკითხევდა მას აფრასიობ, | -- ამბავნი ღამე-დღისანი: |
Verse: b | "შენ რას იქმოდი ცხვართანა, | ეტლნი თქვენ მთვარე-მზისანი, |
Verse: c | მითხარ, -- ვით გიამებოდა | საქმე მის ადგილისანი?" |
Verse: d და | ხოსრომ თქვა: "მგელი არ არის, | არცა მაქვს მშვილდი-ისარნი". |
Strophe: 3125_[3017] | ||
Verse: a | კვლავე ჰკითხა: "რა იციო, | სწავლა თქვენი მიამების!" |
Verse: b | მოაჴსენა: "ნუ მაყოვნებ, | ვიცი ცხვარი წამოჴდების, |
Verse: c | თუ იქი ვარ, კარგად ვუვლი, | ღვთით ერთიცა არ მოკვდების; |
Verse: d და | ვეფხს რა ნახავს ჭანგმახვილსა, | კაცსა გული გაუსქდების". |
Strophe: 3126_[3018] | ||
Verse: a | მესამედ ჰკითხა ამბავი | დედის მათისა ცნევისა: |
Verse: b | "ჭამა ერანის ქალაქთა, | გაქვს მოლოდინი ლევისა?" |
Verse: c | ხოსრომ თქვა: "ლეკვსა თუ გავზრდი, | ნადირსა მოეტევისა, |
Verse: d და | მებრძოლსა ძაღლსა მფრეწელი | ლომი ვით დაუდგებისა?" |
Strophe: 3127_[3019] | ||
Verse: a | გაეცინნეს აფრასიობს, | ხოსრო ნახა მოუბარე, |
Verse: b | შეხედა და ფირანს უთხრა: | "არის ტახტის მოუჴმარე, |
Verse: c | თავი ჰკითხო, ფერჴს გიამბობს, | არის მეტად შეუგვარე, |
Verse: d და | ვნება არა შეუძლია, | დედას ჴელთავ მიაბარე. |
Strophe: 3128_[3020] | ||
Verse: a | ეს გაგზავნე, ჴელთავ მისცენ | სიაოშის საჭურჭლენი, |
Verse: b | ზედ ჯაშუშად დააყენე | მაგას კაცნი მოკრძალენი." |
Verse: c | წამოვიდა მხიარული, | შეუკაზმეს ფირანს ცხენი, |
Verse: d და | ხოსროვ შინა მოიყვანა, | თქვა: "აყვავდეს ახლად ხენი"! |
Strophe: 3129_[3021] | ||
Verse: a | კარი გაჴსნა საჭურჭლეთა, | უძველესი რაცა იყო, |
Verse: b | ცხენ-აბჯარი, ვეცხლის ტახტი | უძღვნა, მისთვის გამოიღო, |
Verse: c | აუკიდა თვალ-გუარი, | რაცა ოდენ წამოიღო, |
Verse: d და | მას ქალაქსა გამოგზავნა, | რომ საეკლედ გასულიყო. |
Strophe: 3130_[3022] | ||
Verse: a | მოვიდეს მათსა სამყოფსა, | დედა იხარებს ძისაგან, |
Verse: b | კაცნი გამოჩნდეს, ემთხვივნეს, | მადლსა იაჯდეს ღვთისაგან: |
Verse: c | "ასეთი შტო გამოსულა | მისის ნაგლეჯის ხისაგან, |
Verse: d და | სიაოშ ნათლად სულით ყოს, | ეს იჴსნას ავი დღისაგან!" |
Strophe: 3131_[3023] | ||
Verse: a | რა სიაოშ უწყლად მოკლეს, | სისხლი მიწას ეწვთებოდა, |
Verse: b | მაზეღ ხენი ამოვიდეს, | წვერი ცასა შესწვდებოდა; |
Verse: c | პირის-სახე ფურცლად ესხა, | სულად მუშკსა იგი სჯობდა, |
Verse: d და | ვინცა ნახის, უხაროდა, | მგლოვარეთა ნუგეშს სცემდა. |
Strophe: 3132_[3024] | ||
Verse: a | წესია, ამ საწუთროსა | ნუ ემოყვრები გულითა |
Verse: b | იამე, ვირემ შეგეძლოს, | სჯობს იყავ წმიდა რჯულითა; |
Verse: c | ეტლსაცა ზიხარ -- მოჰკვდები, | მიწა გიც სასთაულითა, |
Verse: d და | ვიწრო ტაგრუცი მიგელის | წესითა დარბაზულითა. |