Strophe: 3133_[3025] | ||
Verse: a | ამ როსტომთა გამლექსავი | სოგრატისძე საბას შვილი, |
Verse: b | მხატვარია ჴელოვანი, | ლექს-ულევი, სიტყვა-ტკბილი; |
Verse: c | მრევლთა თავი, ჴევის ბერი, | ჴელმწიფეთა თანა-ზრდილი, |
Verse: d და | შენდობასა მიბრძანებდეთ, | ვინცა ნახოთ ჩემგან თქმული! |
Strophe: 3134_[3026] | ||
Verse: a | სამოცისა წლისა იქნეთ, | მოიგონეთ მონაჴსენი: |
Verse: b | ღვინოს ნუ სვამთ, თვით მთრვალი ხართ, | ჟამმან მოგცათ ყავარჯენი; |
Verse: c | სადევეთა ნუ უყურებთ, | დაიფანჩნეს საჭურჭლენი, |
Verse: d და | ჟამსა ნურვინ მიენდობით, | ვართ ამისი მოაჯენი. |
Strophe: 3135_[3027] | ||
Verse: a | რა მტვერი ატყდეს, გუშაგთა | ვეღარა ნახონ მთის მეტი, |
Verse: b | წამწამთა შინა შობასა | რა გაათენებს მზის მეტი! |
Verse: c | ვით დააბრკოლებს, არ ვიცი, | ჟამსა სამოცის წლის მეტი, |
Verse: d და | ჭიქა სამოც-და-თორმეტი | გაქვს, გმართებს სამარის მეტი?! |
Strophe: 3136_[3028] | ||
Verse: a | მობრუნდა საქმე. აწ ნახეთ, | -- მთქმელსა არ დაეყოვნების. |
Verse: b | სხვა უარესი ქექაოზს | აღარა გაეგონების. |
Verse: c | მოკლეს უბრალოდ სიაოშ, | კაცი თქმად დაეღონების, |
Verse: d და | ტირან მფრინველნი ცრემლითა | ნადირთა მოეგონების. |
Strophe: 3137_[3029] | ||
Verse: a | ტირს იადონი ყოველგან, | ბულბულთა ჰქონდა ჩივილი, |
Verse: b | ჭალას დურეჯთა, ჴოჴობთა | აღარა ჰქონდა ყივილი; |
Verse: c | წითელი ვარდი გაყვითლდა, | იასა ეყო ტკივილი, |
Verse: d და | მიწანი ტირან, ბალახთა | აქვს დიდი მისატკივილი: |
Strophe: 3138_[3030] | ||
Verse: a | მოკლვა მისი, გროვისაგან | სისხლისათვის ტაშტის დადგმა, |
Verse: b | მაშიგ დაკვლა, ვითა ცხვარი, | პირის-სახე ხეცა გაჴმა; |
Verse: c | თქვეს: "არავინ იხოიშნა, | ისაუბრა არვინ წაღმა". |
Verse: d და | ქაოზს ესმა, ტახტისაგან | ჩამოვარდა თავიდაღმა, |
Strophe: 3139A_[3031] | ||
Verse: a | გარდაიხივა საყელო, | თქვა, თუ: "ცოცხალი ვზი ვითა?" |
Verse: b | მიწათა ზედა გორევდა | უთავო ფრინველივითა; |
Verse: c | ტიროდეს, დუღდეს მიწანი, | თქვეს: ერანელნი" ვჩივითა"; |
Verse: d და | შეიქნა ღვარი ცრემლისა, | სისხლი დგას ტალახივითა. |
Strophe: 3139B_[3032] | ||
Verse: a | "ვა წავჴდი, ვა დავიკარგე, | ვა დაიჴოცნეს სხვანიცა! |
Verse: b | ჩემითა სიბრალულითა | ხე ავატირე, ცანიცა; |
Verse: c | მე რომე ცრემლი მედინა, | ვერ დაიტევდა ზღვანიცა, |
Verse: d და | მიწას ვეწყალვი, ცოცხალსა | ხე დამტირიან, ქვანიცა". |
Strophe: 3140_[3033] | ||
Verse: a | მჴარდაჴთილნი ფალავნები | გოდერძი და ტუსი, ფარად, |
Verse: b | იძახოდეს ვაგლახობით, | გივი, შათურ, ბარამ, შავად, |
Verse: c | გურგენ, გურზი, გოსტამ, ფოლად, | თავს იმკობდეს ნაცრით ავად, |
Verse: d და | მათ დაეპო პირის-სახე, | გასდიოდა სისხლი ღვარად. |
Strophe: 3141_[3034] | ||
Verse: a | ნიმროზს მივიდა ამბავი, | დღე დაემსგავსა მზე-ბნელსა, |
Verse: b | ზაალს და როსტომს უამბეს | სოფლისა მანათობელსა: |
Verse: c | ერანს" ადუღდეს მიწანი, | ჰგავს ეტლი დასამჴობელსა, |
Verse: d და | ქაოზ ინატრის სიკვდილსა, | ლახვართა დასახებელსა". |
Strophe: 3142_[3035] | ||
Verse: a | უჭკუოდ გახდა თამთან, ტირს | და ზაალ დანასრულია, |
Verse: b | ნაცარი გარღაიყარა, | ზის გურგენ გაბასრულია; |
Verse: c | პირსა იხოჭდა ჴელითა, | თმა-წვერი მოპარსულია, |
Verse: d და | ერთს კვირას მათთან ტიროდეს | ზაულისტანი სრულია. |
Strophe: 3143_[3036] | ||
Verse: a | მერვეს დღესა როსტომს წინა | შეიყარნეს ზაულელნი, |
Verse: b | ქოსითა და ნაღარითა | ქიმშიღურნი, ქვაბულელნი; |
Verse: c | ქაოზისკენ წამოვიდეს, | სპანი ახლდეს სისხლთა მღვრელნი, |
Verse: d და | ტირილითა მკერდს იცემდეს, | სისხლსა ღვრიან ლომნი ხელნი. |
Strophe: 3144_[3037] | ||
Verse: a | როსტომ დახივა საცვამი | მან ფალავნური ტანისა, |
Verse: b | ფიცით თქვა: "ვერავინ მნახოს | მომდომე პირდაბანისა, |
Verse: c | ქუდად მებუროს ზარადი | და ჭიქად ტარი ჴმალისა, |
Verse: d და | ბადეღა მეცვას მჴარზედა | მე საგდებელი კანისა!" |
Strophe: 3145_[3038] | ||
Verse: a | ქექაოზის ტახტსა წინა | დგას მტირალი, ცრემლიანი, |
Verse: b | თქვა: "დასთესე ავცნობობა | თავწარსხმული, ეკლიანი; |
Verse: c | სევდაოზის სიყვარულმან | -- კაეშანი სევდიანი -- |
Verse: d და | თავს გვირგვინი აგარიდა, | ზღვას ზი ძნელად გასაყვანი. |
Strophe: 3146_[3039] | ||
Verse: a | ჭირს ჩავარდი სირეგვნითა, | შორს ახლავხარ მოლხენასა, |
Verse: b | ვინ დაუდგამს სიმძიმილსა, | ტირილითა ცრემლ-დენასა? |
Verse: c | სჯობს სიკვდილი ბრძენთა კაცთა | დიაცისა მოსმენასა. |
Verse: d და | ვინ დიაცსა არ ეშობოს, | ძალუც აღმა-აფრენასა. |
Strophe: 3147_[3040] | ||
Verse: a | ვა, სიაოშ, შენი მკერდი, | მკლავ-კისერი, ასაკობა, |
Verse: b | გმირობა და ცხენოსნობა, | ლალის-ფერად ფეროვნობა, |
Verse: c | ტურფა თქვენი ტახტ-გვირგვინი, | რაზმსა შიგან თავადობა, |
Verse: d და | ჟამი შენებრ ვისღა ნახავს, | ნახე სოფლის ასეთობა! |
Strophe: 3148_[3041] | ||
Verse: a | მე მისი სისხლი ვიძებნო, | ქვეშ ვიყო ნატად ფენილი, |
Verse: b | ვირემ ცოცხალ ვარ, ჯავრისა | ცეცხლითა თავგატენილი; |
Verse: c | ვით ჩემი გული დამწვარა | მტირალი, ცრემლდადენილი, |
Verse: d და | საწუთრო სრულად ავავსო, | წაირღვნას სისხლგადენილი". |
Strophe: 3149A_[3042] | ||
Verse: a | ქაოზ სიტყვა ვეღარა თქვა, | გარდმოსდინდა ცრემლი ცხელი; |
Verse: b | როსტომ სევდავს უპატიოდ | მოსაკლავად მიჰყო ხელი; |
Verse: c | თმითა კართა გაითრივა, | ტახტი დარჩა ცარიელი, |
Verse: d და | ხანჯრით ორად გაცაკვეთა, | გააცურვა სისხლსა მრთელი. |
Strophe: 3149B_[3043] | ||
Verse: a | ქაოზ ვერა თქვა პასუხი | ცოლისა სიკვდილისათვის. |
Verse: b | პირ ყვითლად მოდგეს ლაშქარნი, | გავს არ ეჭვრიტოს მზისათვის, |
Verse: c | როსტომს წინაშე რვა დღემდის | ტიროდეს პატრონისათვის; |
Verse: d და | ჰკრეს ბუკსა, ქოსი გამართეს | მომტვერად თურანისათვის. |
Strophe: 3150_[3044] | ||
Verse: a | როსტომს წინა შეეყარნეს | ფალავნები, ჰკადრეს: "სჩივი"- |
Verse: b | ტუსი, ფარად, შედოშ, გურგენ, | გოდერძი და ბარამ, გივი, |
Verse: c | რუამ, შვილი ქაოზისა | ფარემუზ და შაფურ, ნივი, |
Verse: d და | გურზი, გოსტამ მათთანავე | აცურვიან სისხლსა ტივი. |
Strophe: 3151_[3045] | ||
Verse: a | როსტომ უთხრა: "ფალავანნო, | გულსა შიში გავაშოროთ, |
Verse: b | სიაოშის სისხლი ვძებნოთ, | მტერთა თავი მოვაწონოთ, |
Verse: c | სხვა მჴედარი იმისებრი | ვინ ცოცხალა, მოვიგონოთ, |
Verse: d და | მიწა სისხლით გავაწითლოთ, | მთა და ბარი გავასწოროთ. |
Strophe: 3152_[3046] | ||
Verse: a | მე მისი თავი ვიძებნო | გულითა გატენილითა, |
Verse: b | რომელმან სისხლი დაღვარა, | ტაშტსა ვემთხვიო პირითა, |
Verse: c | ან მოვჰკვდე მათის ჴელითა | უარესითა ჭირითა, |
Verse: d და | ან მისი მკლველი მე დავსჭრა | უწყალოდ ჴმლისა პირითა! |
Strophe: 3153_[3047] | ||
Verse: a | თუ არ მომკლან მასთანავე, | ჴმალ-შუბითა დავიცადო, |
Verse: b | ღვთით საწუთრო გაუშაო, | აღსასრული გაუცხადო, |
Verse: c | მე ომისა მტვერისაგან | ჩემი მბრძოლი გამოვცადო, |
Verse: d და | არამია ჩემზედ ლხინი, | თუ ტყუილად დავიქადო!" |
Strophe: 3154_[3048] | ||
Verse: a | თქვეს ფალავანთა: "ჩაქოლეთ, | არ დაგმორჩილდეს ვინ არ და"; |
Verse: b | ჴმალი შეირტყეს, შეიქნა | ჴმა სპილენძ-ჭურთა, ინარდა, |
Verse: c | მათ აფრასიობს მიმართეს, | მტერობა არ გაუქარდა, |
Verse: d და | შუბის პირითა ჰაერი, | მზის-თვალი გაუჩინარდა. |
Strophe: 3155_[3049] | ||
Verse: a | მასკვლავთა ბრძოლა დაიწყეს, | ცამ დაიბანა ჴელია, |
Verse: b | ქაიანურსა დროშასა | მისდევდეს ერანელია |
Verse: c | ათი-ათასი ჭაბუკი, | მებრძოლი კაცი, ქველია, |
Verse: d და | წინმავლად იყო ფარემუზ, | მტერთა სისხლისა მღვრელია. |
Strophe: 3156_[3050] | ||
Verse: a | თურანელთა გუშაგად უთქს | ვარზად მეფე სპანჯედისა; |
Verse: b | სპილენძ-ჭურთა შეუბერეს, | ჴმა მიესმა ნაფირისა, |
Verse: c | მოვიდა და რაზმი აწყო, | სადა იდგა ზღვა სისხლისა, |
Verse: d და | კაცი ოცი ათასია | მეომარი, მკრველი ჴმლისა. |
Strophe: 3157A_[3051] | ||
Verse: a | ფარემუზს წინ მოეგება | ვარზად მართ ოდენ თავითა, |
Verse: b | ჰკითხა: "მოსრულხარ, რა იცი, | ხარა ჩვენთანა ზავითა? |
Verse: c | ჴელმწიფემ თუ გამოგგზავნა, | ამბავი თქვი ფარმანითა, |
Verse: d და | მითხარ სახელი, თვარ სული | გაგეშორების ტანითა". |
Strophe: 3157B_[3052] | ||
Verse: a | ფარემუზ უთხრა: "რას იტყვი, | ბედ მლაშე, ვაგლახებული, |
Verse: b | ფალაურისა ხისაგან | ნორჩი ვარ გამოღებული; |
Verse: c | ვისის ჴელითა ინახვის | ლომი უსულოდ დებული; |
Verse: d და | მისი ნაკრავი მუშტითა | პილო ვერ ნახო რებული! |
Strophe: 3158_[3053] | ||
Verse: a | "დევის ნაშობო, დღესითგან | ჩემგან ნუ ელი ლხენასა, |
Verse: b | მიკვირს, რას ვაქნევ შენზედა | სახელის გამოჩენასა; |
Verse: c | აქ როსტომ მოვა ლაშქრითა, | ჰპირობს სისხლისა დენასა, |
Verse: d და | თურანსა შიგან სულდგმულსა | უპირობს არ დარჩენასა. |
Strophe: 3159_[3054] | ||
Verse: a | სიაოშის თავი ვძებნოთ, | ჩვენ ვადინოთ სისხლი ღვარად". |
Verse: b | ვარზად ამას არ ჯერ იყო, | რაზმი აწყო საომარად, |
Verse: c | რკინის ქუდი დაიბურეს, | შუბები აქვს მოსაჴმარად, |
Verse: d და | მტვერი ასტყდა, ერთმანერთსა | ვერ იცნობდეს ფერად, გვარად. |
Strophe: 3160_[3055] | ||
Verse: a | თქვა აფრასიობ: "ამათსა | კარგს ბედსა დასძინებია, |
Verse: b | ყოლ ნუ დალბებით ომშიგან, | ჩვენ ეტლი აგვმაღლებია, |
Verse: c | აწ მოიჭირვეთ გმირულად, | მელს ვეფხი ვერკინებია, |
Verse: d და | ყოველგნით გამოჩნდით მბრძოლნი (!), | ჴმალზედა გედვას ნებია". |
Strophe: 3161_[3056] | ||
Verse: a | თვით მიუჴდა ერანელთა, | გულ-მესისხლედ ჰჴოცდა დია, |
Verse: b | ვერ დაუდგა აფრასიობს, | ტუსმან ზურგი შეაქცია; |
Verse: c | როსტომს კაცი გაუგზავნა: | "მომერივნეს მტერნი დია, |
Verse: d და | მარჯვნით წაჴდა სპათა ჯარი, | სისხლის ღვარსა წაუღია". |
Strophe: 3162_[3057] | ||
Verse: a | მაშინ როსტომ და ფარემუზ | მიუჴდეს სახელ-დებულნი, |
Verse: b | ტუსი, ფარემუზ უკანა | ჯავრითა ცეცხლ-მოდებულნი; |
Verse: c | დიადი მოკლეს, ისხნიან | მიწათა დანარცხებულნი. |
Verse: d და | მორწყეს მინდორი სისხლითა, | ველი ჩანს გაწითლებულნი. |
Strophe: 3163_[3058] | ||
Verse: a | ქაი̂ანთ დროშა დაინახა | აფრასიობ, მწვანე ცნობით, |
Verse: b | აჩქარდა და პილოტანსა | მან მომართა წინასწრობით; |
Verse: c | ფილასონცა წამოვიღა | პატრონთათვის ნაცლოვნობით, |
Verse: d და | რაზმსა წინა მუქარობდა, | იზახოდა როსტომობით. |
Strophe: 3164_[3059] | ||
Verse: a | როსტომ უბრძანა ლაშქართა: | "უძრავად აქ იყვენითა"; |
Verse: b | თავს მუზარაღი დაირქო, | შუბი აიღო ჴელითა, |
Verse: c | მოიმსუბუქა სადევე, | ავჟანდა მიაქვს ტენითა, |
Verse: d და | პერული გარდმოსღიოდა, | წავიდა კბილთა ღრჭენითა. |
Strophe: 3165_[3060] | ||
Verse: a | დაუძახა თუ: ფილასონ, | " გინდი სულთა დასაწველად" -- |
Verse: b | შუბი შესცა, იგ აიღო | ვითა ბურთი შეუპოვლად, |
Verse: c | ლაშქართაკენ შემოსტყორცა | ფიცხლავ სულთა დასათხოვლაღ; |
Verse: d და | ტირს ფირან და ფილასონცა, | გაჴდა აქიმთ შესახვევლად. |
Strophe: 3166_[3061] | ||
Verse: a | აქ აფრასიობ საომრად | ადგილსა არ ემთხვეოდა, |
Verse: b | ჰჴოცდის პილოსა, ზახილი | მათი ცად გაიწეოდა; |
Verse: c | ბუკთა ჴმა იყო, მინდორი | სისხლის ტბად გარდიქცეოდა, |
Verse: d და | ძრწოდეს ქვანი და მიწანი, | ჰგავს თუ ცა დაიქცეოდა. |
Strophe: 3167_[3062] | ||
Verse: a | აფრასიობ რა ეს ნახა, | მესისხლურად გათქვის ვნებად, |
Verse: b | როსტომს მკერდსა შუბი შესცა, | ვერა ავნო აბჯრის ქებად, |
Verse: c | პილოტანმა, -- ცხენის მკერდსა | ხეშტი უკან გაყვანებად, |
Verse: d და | ჩამოაგდო, ჴელი ჩაყო | მისის დღისა გათავებად. |
Strophe: 3168_[3063] | ||
Verse: a | ომან ნახა აფრასიობ | რა მოჴდილი უნაგირსა, |
Verse: b | მოუჴდა და როსტომს ლახტი | დაჰკრა ცხენით ჩადრეკილსა; |
Verse: c | აფრასიობ ჴელთათ დასძვრა, | სხვას ცხენს შესვეს კარგად ზრდილსა, |
Verse: d და | მუნ გამრავლდა ლახტის ცემა, | აბნელებღა მზისა ჩრდილსა. |
Strophe: 3169_[3064] | ||
Verse: a | ტუსიმ ჰკითხა პილოტანსა: | "როგორ დაგძვრა პილოს ჴელსა? |
Verse: b | ომანისგან შენ ნაკრავი | ყოლ ნურად გჩანს გულად ქველსა; |
Verse: c | მონაქნევსა ძალი უნდა, | თქვენი ლახტი გასტეხს გრდემლსა! |
Verse: d და | შეხედეს და აფრასიობ | გაქცეული მიარბევსა. |
Strophe: 3170_[3065] | ||
Verse: a | როსტომ წაუდგა უკანა, | შუბი ღრუბელთა სწვდებოდა, |
Verse: b | ავსილა ველი მძორითა, | მკვდარზედა იარებოდა; |
Verse: c | უკან მიწევნა დაუწყო, | სურხავ წინ მოეგებოდა, |
Verse: d და | ვარზადს ფარემუზ ჴმალი ჰკრა, | მიწასთან გასწორდებოდა. |
Strophe: 3171_[3066] | ||
Verse: a | სურხავ როსტომს შუბი შესცა, | გერში ვერა გამოუღო, |
Verse: b | ჴელი მიჰყო პილოტანმან, | უნაგრითა აცაიღო, |
Verse: c | რაშსა წინა შემოიდვა, | ლაშქარშიგან წამოიღო, |
Verse: d და | საქონლითა ავსილიყვნეს, | ეტლმან ცითათ ჩამოიღო. |
Strophe: 3172_[3067] | ||
Verse: a | მზე ამოვიდა, კუპრზედა | ლალსა ჰყრის გუარიანთა |
Verse: b | შეიქნა ცემა ქოსისა, | ჴმა სტვირთა, ტაბლაკიანთა; |
Verse: c | ერანელთა და თამთაან | მიმართეს აბჯარ-ჴმლიანთა, |
Verse: d და | სიაოშისთვის მტირალთა | და მისთვის თვალცრემლიანთა. |
Strophe: 3173_[3068] | ||
Verse: a | აქ აფრასიობ მიმართა | ზღვასა მას ჩინეთისასა, |
Verse: b | მაზედან მიწა შევიწრდა, | პირს ვეღარ უჭვრეტს მზისასა, |
Verse: c | წავიღეს ტურფას სამყოფსა, | ქალაქსა თურანისასა, |
Verse: d და | გაასწორებდეს მიწასა, | საჯდომსა გუბეთისასა. |
Strophe: 3174_[3069] | ||
Verse: a | როსტომ თქვა: "ბედნიერია | ვინ არვის შეემტერების, |
Verse: b | რაც მტერობასა მართებდეს, | ჰქენ რაცა შეგეფერების; |
Verse: c | თუ მოგერიოს -- წახვიდე, | სხვა არა მოგეჴმარების, |
Verse: d და | აფრასიობის საჭურჭლე | ვსძებნოთ, აწ მოემტვერების". |
Strophe: 3175_[3070] | ||
Verse: a | არ აკლია თვალ-გუარი, | ოქრო-ვეცხლი -- უნდა ვისცა |
Verse: b | ტახტ-გვირგვინი, მძიმე ლახტი | -- ვისცა ჰფერობს, როსტომ მისცა, |
Verse: c | ზოგთა ცხენი უკეთესი | უბოძის და თაყვანი სცა, |
Verse: d და | თქვა: "არა მშურს ლალ-გუარი, | აიკიდებ ვის არ გიცა". |
Strophe: 3176_[3071] | ||
Verse: a | საყური და აჯის ტახტი | ტუსის მისცა როსტომ ოდი, |
Verse: b | უთხრა: "შვილი ნოდარისი | ხარ, მესისხლედ იქცეოდი; |
Verse: c | ჩვენ ვიძებნოთ ჴმალმოწვდილთა | სიაოშის დანაკოდი, |
Verse: d და | მე, ფარემუზ ქაოზს ვნახავთ, | ამისთვისცა არ დალბოდი". |
Strophe: 3177_[3072] | ||
Verse: a | წამოვიდეს ქაოზისკენ, | თავნი მათნი მალედ არნეს; |
Verse: b | რა ფარემუზ მამა ნახა, | სურხავ დიდად გაეხარნეს, |
Verse: c | თავი უძღვნეს ვარზადისი, | სისხლი მისი დაეღვარნეს, |
Verse: d და | იგ დალოცეს ერანელთა, | მისად ნახვად შეიყარნეს. |
Strophe: 3178_[3073] | ||
Verse: a | იგ როსტომსა დალოცვიდეს: | "სადა არის, მტერთა ავნებს". |
Verse: b | ზრდილობას და ჭკუა-გვარსა | კაცს პატრონი აგულოვნებს, |
Verse: c | ბასრი გვრდემლი, ქვასა, ცეცხლი | ხვაშიადსა გაუმჟღავნებს. |
Verse: d და | როსტომ სურხავს შემოხედა, | ლომისაებრ ტანსა არებს. |
Strophe: 3179_[3074] | ||
Verse: a | მას ტანი ლომსა უგვანდა, | პირი მუშკითა ყვავისა, |
Verse: b | მინდორს გაყვანა უბრძანა, | ტაშტში მოკვეთა თავისა, |
Verse: c | სარანგთა ჴელით გათრევა, | ვით სიაოშის ტანისა, |
Verse: d და | რა ტუსის ესმა, მიმართა, | სისხლთა ღვრად იგ მზა არისა. |
Strophe: 3180_[3075] | ||
Verse: a | სურხავ თქვა: "შეუცოდარი | ვარ, ჴელმწიფეო, სულითა, |
Verse: b | ვარ ტკბილი სიაოშისა | და მოყვარული გულითა; |
Verse: c | მე მისთვის გულმტკივნეული | ვსტირი ცრემლ-დანასრულითა, |
Verse: d და | დავსწყევ ტაშტსა და ხანჯარსა, | თავის-მომკვეთსა კრულითა". |
Strophe: 3181_[3076] | ||
Verse: a | სურხავ ტუსის შეებრალა: | "აღარ მოვჰკლავ ბედნაკლულსა". |
Verse: b | რაცა ეთქვა, მოაჴსენა | პილოტანსა ჯავშანსრულსა, |
Verse: c | როსტომ ბრძანა: ქექაოზ" ტირს, | აფრასიობს დავსწვავ გულსა". |
Verse: d და | ზავარს სურხავ მიაბარა | დასაკლავად სარანგს სულსა. |