TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 153
Previous part

Chapter: 70 
აქა სურხავს თავი მოჰკვეთეს და გოდერძისაგან სიზრმის ნახვა







Strophe: 3182_[3077] 
Verse: a       გოდერძი ნახა ჩვენება,   ღვთის ანგელოზი ფრთიანი:
Verse: b       "ბერია თქვენი ჴელმწიფე,   უჭკუო, მით არ სვიანი,
Verse: c       თურანს შვილი ჰყავს სიაოშს,    სახელად ხოსროვიანი,
Verse: d    და   ქაიყუბათის გვარისა,   ეტლითა კვლა ბედნიარი.






Strophe: 3183_[3078] 
Verse: a       რაცა უნდა ყველა მიხვდეს,   ეტლი მისი არ იქციოს,
Verse: b       მამის სისხლი მან იძებნოს,   სრულ თურანი დააქციოს;
Verse: c       ტანს აბჯარი არ აიძროს,   აფრასიობ გააქციოს,
Verse: d    და   ჰპოვოს, ჴელად შემოიგდოს,   სისხლი მისი დააქციოს".






Strophe: 3184_[3079] 
Verse: a       რა გოდერძიმ გაიღვიძა,   სალოცავად წამოვიდა,
Verse: b       ღმერთსა მადლსა შესწირევდა,   თეთრის წვერით მიწას გვიდა,
Verse: c       მობრუნდა და, ვით სამოთხეს,   დარბაზებსა მოჰკაზმიდა,
Verse: d    და   შვილი იჴმო გონიერი,   გივს სიზმარსა წარუთქმიდა.






Strophe: 3185_[3080] 
Verse: a       უბრძანა: "რა დაიბადე   ბედნიერისა დღისაო,
Verse: b       საწუთრო შენით იხარებს,   მაღალი ეტლი მზისაო,
Verse: c       ჭირთა გამჴსნელად შენ სჩანხარ,   მეშველად ერანისაო,
Verse: d    და   სანიადაგო სახელი   დღეს ჰპოვე ჴმელეთისაო.






Strophe: 3186_[3081] 
Verse: a       ვირ კაცნი იყვნენ, სახელი   შენი ითქმოდეს ენითა,
Verse: b       თუმცა ძნელია საქნელად,   შენ ეტლი გაჴსენ ჴელითა,
Verse: c       მოიგო დიდი საჭურჭლე   აღმატებული ამითა,
Verse: d    და   მოირჭმი, ცამდი ამაღლდე   სახედ და საძირკველითა".






Strophe: 3187_[3082] 
Verse: a       გივმან ბრძანა: "ვირ ცოცხალვარ,   მორჩილი ვარ ბრძანებისა,
Verse: b       გაღანამცა ფიცხლავ წავალ,   ანგელოზი ნახე ღვთისა,
Verse: c       ჴამს წასლვა და ველთა გაჭრა,   ჩემგან ძებნა პატრონისა,
Verse: d    და   ან პოვნა და სამსახური,   ანუ გათავება დღისა!"






Strophe: 3188_[3083] 
Verse: a       რა გათენდა, საწუთროსა   მზე აღმოჰჴდა მონავანი,
Verse: b       ქარფეჴსა ჯდა შეკაზმული,   მოდგა გივი გულოვანი,
Verse: c       მან გოდერძის მოაჴსენა,   უჴმო ჯეონ ფალავანი:
Verse: d    და   "მოყვასად მაქვს საგდებელი,   ქარფეჴსა ვზი გულოვანი.






Strophe: 3189_[3084] 
Verse: a       კაცნი ვიახლენ, რად მინდა,   ვიქნები გამჟღავნებული!
Verse: b       თუ ყოლაოზი ვიშოვნო,   ვიყო მასთანა რებული
Verse: c       ღმერთმან ქნას, ვპოვო, მოვიდე   თქვენს წინა გამარჯვებული,
Verse: d    და   ვინ იცის -- გნახო ვეღარა,   მე ვარ ამისთვის ვებული.






Strophe: 3190_[3085] 
Verse: a       ილოცევდი, რომ ვიპოვო,   იყავ ღმერთს წინ ცრემლთა მღვრელი,
Verse: b       მოვიდეთ და გავიხარნეთ,   მნახო შენთვის სასურველი,
Verse: c       მისთვის მინდა გავიტანო   იარაღი ერთი ჴელი,
Verse: d    და   კარგი ცხენი ფალაური,    აბჯარი და საგდებელი".






Strophe: 3191_[3086] 
Verse: a       შეჯდა ცხენსა, გაემართა,   დგა გოდერძი ცრემლთა მღვრელად,
Verse: b       გაიჭრების პირ-აღრენით   გულოვანი ლომი ველად,
Verse: c       გული შეღმა ექცეოდა,   მამის ნახვას აზმნობს ვერად,
Verse: d    და   მაშვრალსა და მწყურვალესა   ჰქონდა მიწა საგებელად.






Strophe: 3192A_[3087] 
Verse: a       არ დარჩების კაცსა ხანგრძლად   ტახტ-გვირგვინი, ეს იცოდით!
Verse: b       რაცა თქვიან ბრძენთა კაცთა,   საუკუნოდ მას იქმოდით,
Verse: c       რა გასრულდეს ჩვენი ჟამი,   თქვას ტაგრუცმან: "აქა მოდით!"
Verse: d    და   გაიგონეთ ვისცა გესმას,   სიმართლითა იქცეოდით.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.