Strophe: 3192B_[3088] | ||
Verse: a | მოგონებით ვიდრე თქმამდის | წარმოდგომა იქმნა მყისი, |
Verse: b | ბედმან მღვიმეს ლაგვარისი | გზა გაუგო ამაყისი; |
Verse: c | ერთმან ვინმე მემშვილდემან | ჰკრა ისარი მას არყისი, |
Verse: d და | აქანამდის ხოტბა იყო, | აწ ამბისა დასაწყისი. |
Strophe: 3193_[3089] | ||
Verse: a | ჰე, გონიერო, ისმინე, | იაჯე ჭკვა ეტლისაგან, |
Verse: b | იგია შენი გამზრდელი, | შეწევნა ზეცით ღვთისაგან, |
Verse: c | ნუ ხარ მოყვასი, ივლტოდი | ავისა მართ კაცისაგან, |
Verse: d და | თვალ-ბრმა და გულ-უგუნური | შორად თქვეს ბრძენთ ჭკუისაგან. |
Strophe: 3194_[3090] | ||
Verse: a | თურანელმან ჴელმწიფემან | აიმაღლა ახა თავი, |
Verse: b | გარსევაზის ჴელით მოკლა, | ვის ფიცითა მისცა ზავი; |
Verse: c | მისმან გვარმან, ხემ ტურფამან, | გამოიღო შტო არ ავი, |
Verse: d და | საწუთროსა შემოქმედსა | ღმერთსა აქათ ის კმარს, ავი. |
Strophe: 3195_[3091] | ||
Verse: a | ვარსკვლავთა და მზე-მთვარესა | ვინ პატრონობს, ჴმელთა, ზღვასა, |
Verse: b | გამმარჯვეა ჴელ-აპყრობით, | ვინ მორჩილობს ბრძანებასა, |
Verse: c | მისგან არის ყოვლი კაცი, | იგი მისცემს კაცს ჭკუასა. |
Verse: d და | გმირი გივი გაემართა | თურანისა ქვეყანასა. |
Strophe: 3196_[3092] | ||
Verse: a | ვისცა ნახვიდის მარტოსა, | თურქულად ეუბნებოდის, |
Verse: b | ქაიხოსროვის ამბავსა | ჰკითხევდის, ემოყვრებოდის, |
Verse: c | ვინ"არა ვიცი" იკადრის, | -- მას თავი ეკვეთებოდის, |
Verse: d და | მოკლის და ჩაფლის მიწასა, | საქმესა უფრთხილდებოდის. |
Strophe: 3197_[3093] | ||
Verse: a | ყოლაუზსა თან იტანდის, | ვერ ანდობდის ყოლე გულსა, |
Verse: b | მას უბრძანა დღესა ერთსა: | "გკითხავ საქმეს დაჭირულსა, |
Verse: c | მართალი თქვი, რაცა გინდა | სათხოველსა მოგცემ სრულსა". |
Verse: d და | ყოლაუზმან მოაჴსენა: | "თქვი, გაებჭოს გული გულსა". |
Strophe: 3198_[3094] | ||
Verse: a | თქვა: ქაიხოსრო" სად არის, | მასწავლე თუ რა შვილია", |
Verse: b | ყოლაუზმა თქვა: "გაცხადვით | მოყვრობა მართლეულია, |
Verse: c | არ ვიცნობ, არცა მასმია | ყოლე ეგ მე სახულია". |
Verse: d და | გივმან ჴმალი ჰკრა, მო-ცა-კლა, | აღარ აუბნა ძლულია. |
Strophe: 3199_[3095] | ||
Verse: a | ქაიხოსროვის მძებნელი | ვით შეთი იარებოდა, |
Verse: b | გაუცვდა ჴმლისა სარტყელი, | წელთ ტყავი აეჴდებოდა, |
Verse: c | ტანს ტყავი ეცვა კანჯრისა, | ჴორცს საჭმლად ემოყვრებოდა, |
Verse: d და | შვიდს წელიწდამდის ასეთი | თურქისტანს იარებოდა. |
Strophe: 3200_[3096] | ||
Verse: a | მან ერთი ჭალა იპოვა | ერთსახედ შეზავებული, |
Verse: b | ცხენი გაუშვა საძოვრად, | უკუჯდა შეჭირვებული, |
Verse: c | კვალად რუ იყო სარწყავი, | მნახავთა მოწონებული, |
Verse: d და | იტყოდა: "სითკენ წავიდე, | ვამე, ჭირ-გაცუდებული! |
Strophe: 3201_[3097] | ||
Verse: a | არსად არის ქაიხოსროვ, | ამ თურანის ქვეყანასა, |
Verse: b | ცუდი იყო იგ სიზმარი, | რადგან ვკვდები ცუდად გზასა, |
Verse: c | ჩემნი სწორნი რაზმში დგანან, | იქარვებენ ღვინით ზმასა, |
Verse: d და | გასდგომია ბედი ჩემი | გუმბადზედა ნიგვზის ყრასა. |
Strophe: 3202_[3098] | ||
Verse: a | მე მიმჭირდა ტანი ჩემი, | ვითა მშვილდი დადრეკილა, |
Verse: b | უსაცილოდ ქაიხოსრო | დედისაგან არ შობილა; |
Verse: c | თუცა იშვა -- მო-ცა-მკვდარა, | მე სამსალა მომეტკბილა, |
Verse: d და | მულღანზარის სიტურფემან | გული უფრო დამიწყლულა. |