TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 155
Previous part

Chapter: 72 
აქა გივისაგან ქაიხოსროს ნახვა და ცნობა







Strophe: 3203_[3099] 
Verse: a       შორით წყარო დაინახა,   სამოთხისა დასაგვანი
Verse: b       ჴელთა ჭიქით ღვინო ჰქონდა,   ჯდა ყმაწვილი საროტანი,
Verse: c       თავსა ერჭო ვარდის კონა,   მზესა სჯობდა მონავანი,
Verse: d    და   ტანსა ესხა ტურფა ტყავი,   ტახტსა იჯდა ფალავანი.






Strophe: 3204_[3100] 
Verse: a       გივმან ნახა, გაეხარდა,   ჴელი ჴელსა შეიტყება,
Verse: b       მას საჭურჭლე გამოუჩნდა,   აქანამდის რომ ეძება;
Verse: c       ხოსროვ იტყვის: გივი" არის,   შეიცვლების არ განგება", --
Verse: d    და   თქვა: "მოსულა წასაყვანლად",   -- ადგა, წინა მიეგება.






Strophe: 3205_[3101] 
Verse: a       გივმან ჰკადრა: "თქვენ მიბრძანეთ   ჭკვა-გონება ქცევა-ქნისა,
Verse: b       სიაოშის თუ შვილი ხარ,   ნათესავი ჴელმწიფისა!"
Verse: c       ხოსროვ ჰკითხავს: "სით მოსრულხარ   ერანელი შორის გზისა,
Verse: d    და   თუ გივი ხარ, რად მიმალავ,   შვილი გმირის გოდერძისა?"






Strophe: 3206_[3102] 
Verse: a       გივმან თქვა: "მიკვირს სით მიცნობ,   სახელი ვის უთხრობია!"
Verse: b       --"ვიცი ყოველი, დედასა   ცნობითა უამბობია:
Verse: c       სიზმრად უნახავს სიაოშს,    მას რაცა წაჰკიდებია,
Verse: d    და   ჴელმწიფობისა გამჴსნელი   კლიტე შენ გამოსჩნდებია;






Strophe: 3207_[3103] 
Verse: a       ერანით გივი მოვიდეს,   გმირია ასაკობითა,
Verse: b       მან წაიყვანოს სატახტოდ   მზე ალვა-ნაზარდობითა;
Verse: c       მოირჭმის, იმან აავსოს   საწუთრო მამაცობითა,
Verse: d    და   მამისა სისხლი იძებნოს   შვიდწილად ნაკეცობითა".






Strophe: 3208_[3104] 
Verse: a       გივმან თქვა: "რა გძეს ნიშანი,   გიცან ალვისა ტანადა!"
Verse: b       შიშველი მკლავი აჩვენა,   თქვა: ქეყუბათის" გვარადა".
Verse: c       რა იცნა, გივი ატირდა,   ცრემლი სდიოდა ღვარადა,
Verse: d    და   ვითა ალვანი მოიჭვდნეს,   მერმე უკუდგნეს ჯანადა.






Strophe: 3209_[3105] 
Verse: a       ხოსრომ ჰკითხა მას ამბავი   როსტომ- ტუსი- გოდერძისა,
Verse: b       გივმან ჰკადრა: "ღმერთსა უნდი   შენ პატრონად ერანისა,
Verse: c       მეც მიბოძა დღეს ნახვითა   ერთი კიდე სამოთხისა,
Verse: d    და   შენის პოვნით გავიხარე,   გამინათლღა სიმგვრგვლე ცისა.






Strophe: 3210_[3106] 
Verse: a       არვინ აზრობს სიცოცხლესა   ჩემსა, ძებნად შენთვის მოვე,
Verse: b       მადლი ვჰკადრე შემოქმედსა,   ჭირთა ნაცვლად რომე გპოვე".
Verse: c       წამოვიდენ, საამბობლად   გაამჩივნა თავი კვლავე,
Verse: d    და   ჰკითხა საქმე ქაოზისა:    "მითხარ, ყველა გამითავე".






Strophe: 3211_[3107] 
Verse: a       გივმან ყველა მოაჴსენა   გოდერძისგან სიზრმის მცნება,
Verse: b       სიაოშის საქმისათვის   ქაოზ მეფის დაბერება,
Verse: c       ამოწყვეტა ერანისა,    ფალავანთა მჭმუნვარება,
Verse: d    და   ხოსროვ ბრძანა: "იგი იქნას,   რაცა იყოს ღვთისა ნება".






Strophe: 3212_[3108] 
Verse: a       გივი წინა გამოუძღვა,   ქაიხოსროს ცხენსა სმიდა,
Verse: b       იგ მამა-ძედ გაიფიცნეს,   ამა პირსა დაასკვნიდა;
Verse: c       ვერვის ეცნა მისვლა მისი,   ხვაშიადად ინახვიდა,
Verse: d    და   ინდოური ჴმალი ჰქონდა,   ვინცა ნახის, თავსა სჭრიდა.






Strophe: 3213_[3109] 
Verse: a       რა ფარანგოზ გაიგონა,   შიშვეული გულთქმით ახავს,
Verse: b       თქვა: "საძილოდ არ გვცალიან,   გაპარული გზასა ლახავს,
Verse: c       კაცი რაზომ გაირჯების,   იგ ბოლოჟამ ლხინსა ნახავს,
Verse: d    და   თუ შეიტყობს აფრასიობ,    ჩვენ ცოცხალსა ვერვინ გვნახავს".






Strophe: 3214_[3110] 
Verse: a       იტყვის: "მალვით ჩვენი წასლვა   ნამეტნავად მესწრაფების,
Verse: b       თქვენ წაიღეთ უნაგირი,   მულღანზარი წინ დაგხვდების,
Verse: c       ჯოგი მოვა წყლისა მსმელი,   მზე გუმბათსა ამაღლდების,
Verse: d    და   იცნობს ლაგამ-უნაგირსა,   შავი გვერდსა მოგიდგების.






Strophe: 3215_[3111] 
Verse: a       "შეჰკაზმეთ" -- მაშინ დავედრა,   სიაოშს რომ მოჰკლვიდესა --
Verse: b       "ქართაც ნუ დამორჩილდები"   -- მთათა და ველთა ვლიდესა,
Verse: c       მას ყოფნა ნადირთა თანა,   ჰაერთა გვერდი ჰკიდესა, --
Verse: d    და   "კაცისა პირი არ ნახო,   ვირ ხოსროვ არ მოვიდესა".






Strophe: 3216_[3112] 
Verse: a       წავიდეს და გაემართნეს,   შიშვეულთა სულთქმით ახეს,
Verse: b       ხოსროვ შეჯდა გივის ცხენსა,   მას მოყვასთა ვერ უზრახეს,
Verse: c       მულღანზარში რა მივიდეს,   წყლისა მსმელი ჯოგი ნახეს,
Verse: d    და   უნაგირი ჴელთა ჰქონღა,   ბეზათ იცნეს, ფიცხლავ აქეს.






Strophe: 3217_[3113] 
Verse: a       იცნა ცხენმან უნაგირი,   გაქცევასა არ გაჰპირდა,
Verse: b       ნახა სიგრძე ავჟანდისა,    ისულთქნა და ა-ცა-ტირდა;
Verse: c       თქვა: "სანაცლო პატრონისა   ამის მეტი ვინ მიღირდა,
Verse: d    და   ხოსროვ ვპოვე ჭირთა ნაცვლად,   ველთა ძოვნა რაცა მჭირდა!"






Strophe: 3218_[3114] 
Verse: a       შეჰკაზმა და ზედა შეჯდა,   განგებასა ადიდებდა,
Verse: b       თვალთა ცრემლი გარდმოსცვივდა,   მამის საქმეს აჴსენებდა;
Verse: c       დეზი დაძრა, გააფრინვა,   მზისა შუქი ნამსა ჰკრებდა,
Verse: d    და   ვითა ელვა დაიკარგა,   გივი ამას იკვირვებდა.






Strophe: 3219_[3115] 
Verse: a       გივი ღმერთსა ადიდებდა,   გული ედვა დადაღული,
Verse: b       ამას იტყვის: "ცხენი იყო,   ვით დაჰკარგა ჯავშანსრული,
Verse: c       ვა, თუ დევი მოგვეჩვენა,   ვნახეთ ცხენად დასახული,
Verse: d    და   მან წაგვგვარა ქაიხოსრო,    წაჴდა ჩემი ჭირთნახული!






Strophe: 3220_[3116] 
Verse: a       სოფელმან ლხინთა სანაცლოდ   მე მომცა გულნაკლულობა,
Verse: b       ნეტარ რა იქნა ჯომარდი,   ხოსროვის მოწიფულობა;
Verse: c       ვინ იცის ერანს სიცოცხლე   და ჩემი სულთა დგმულობა,
Verse: d    და   ცუდ იქნა ჩემი სარჯელი,   ეზომი ჭირნახულობა!"






Strophe: 3221_[3117] 
Verse: a       ანაზდად სითმე გამოჩნდა,   შეხედა შორით კიდესა,
Verse: b       სიცილით ეუბნებოდა   გივს, ახლოს რა მოვიდესა:
Verse: c       "მე ვიცი შენის გულისა,   სტირ, ცრემლი ღაწვთა გწვიდესა,
Verse: d    და   გეგონა ჩემი დაკარგვა,   საჴმილი დაგდაღვიდესა.






Strophe: 3222_[3118] 
Verse: a       შენ ჩავარდი საეჭოსა   ბედნიერის ცხენისაგან;
Verse: b       "იყო რამე ეშმაკური,   ან მოტყუვდა დევისაგან,
Verse: c       იგ ყმაწვილი მან წამგვარა,   დღეთა დავლევ მე ვისაგან".
Verse: d    და   გული მზეებრ გამინათლდა   ბეზათისა რბევისაგან".






Strophe: 3223_[3119] 
Verse: a       გარდაჴდა და გივმან ქება   ჰკადრა, ჭირნი გა-ცა-ქარნეს,
Verse: b       --"პირი შენი ბედნიერი   ვნახე, ლხინმან და-ცა-გვფარნეს".
Verse: c       გულსაყვარლად ილაღობდეს,   წამოსავლად თავნი არნეს,
Verse: d    და   შინ მივიღეს მხიარულნი,   იგ ფარანგოზს შეეყარნეს.






Strophe: 3224_[3120] 
Verse: a       გააპირეს მალვით წასლვა,   ვირ სხვა კაცი შეიგებდა,
Verse: b       დაინახა შაბრანგ ბეზათ,    მას ფარანგოზ თვალთ არებდა,
Verse: c       მას თვალ-პირი გარდუკოცნა,   ყელ-ყურზედა პირს ავლებდა,
Verse: d    და   ნარგისთაგან მონადენი   ცრემლი ღაწვთა უსოვლებდა.






Strophe: 3225_[3121] 
Verse: a       აჴსენა, მოთქვა სიაოშ    უწყალოდ სისხლდათხეული:
Verse: b       "მე მქონდა დათვლით საჭურჭლე   ვერავისაგან ძლეული,
Verse: c       ლალ-მარგალიტი, ფეროზი   და იაგუნდი რჩეული,
Verse: d    და   ჴმალი, ლახტი და ბაბრაბი,   -- მალვით მიც მე მისეული".






Strophe: 3226_[3122] 
Verse: a       დარბაზშიგ ჰქონდა საჭურჭლე   ფარანგოზს მალვით სხვათაგან,
Verse: b       გულწყლულმან მისნი კლიტენი   გივს მისცა ზარდახშათაგან,
Verse: c       უბრძანა: "ჩვენთვის მოსრულხარ,   შენ გარჯილი ხარ გზათაგან,
Verse: d    და   რაცა გინდოდეს, აიღე   ოქრო და თვალ-გუართაგან.






Strophe: 3227_[3123] 
Verse: a       აქანამდი ჩვენ გვებარა   ეს საჭურჭლე დაბეჭდული,
Verse: b       ყოველივე მიიბარე   ვერავისგან გარდათვლილი,
Verse: c       ვერავინ ქნა ჴორციელმან,   შენ გასწირე ჩვენთვის სული".
Verse: d    და   გივმან პირი მიწას დასდვა,   დიდხან იყო დამჴობილი.






Strophe: 3228_[3124] 
Verse: a       გივმან თქვა: "ბანოვანთ თავო,   შენ ხარ სამოთხე რჩეული!"
Verse: b       თვალ-მარგალიტი აიხვნა,   ჯაჭვი შიოშისეული.
Verse: c       გამოვიდეს და ცხენს შესხდეს   ადრითგან ჭირთა ჩვეული,
Verse: d    და   მუზარადები დაირქვეს,   წავიდეს გულ-შიშვეული.






Strophe: 3229_[3125] 
Verse: a       ჴმა დავარდა ლაშქარშიგან,   ფირანს კაცი გაუგზავნეს,
Verse: b       რაცა ქნილა, ყოველივე   მოაჴსენეს, გაუმჟღავნეს:
Verse: c       მალვით გივი მოსრულიყო,   უცნაურად არ გვიამბეს,
Verse: d    და   ფარანგოზ და ქაიხოსრო    მან წაასხნა, გაიპარნეს.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.