Strophe: 3230_[3126] | ||
Verse: a | თავჩამოგდებით შეიქნა, | ტიროდა ცრემლდათხეული, |
Verse: b | ათრთოლდა, ვითა ფურცელი | ნიავისაგან რხეული; |
Verse: c | გაჰპირა მათი დაჭირვა, | სიკვდილი ანაზდეული, |
Verse: d და | გულბაად გამოუძახა, | ნოსტევან, ფოლად რჩეული. |
Strophe: 3231_[3127] | ||
Verse: a | უბრძანა თუ: "თქვენ სამასნი | კაცნი თანა წაიტანეთ, |
Verse: b | მიეწივნეთ, გივის თავი | შუბის წვერით მომიტანეთ; |
Verse: c | რა ფარანგოზ დაინახოთ, | ფიცხლავ მიწას მიაბარეთ, |
Verse: d და | იგ ბედმლაშე ქაიხოსრო | მჴარშეკრული მოიყვანეთ". |
Strophe: 3232_[3128] | ||
Verse: a | ცხენთა შესხდეს დაკაზმულნი, | მათ უკანით წამოუდგეს, |
Verse: b | მოეწივნეს წყლისა პირსა, | ჰგავს რისხვისა ქარი ბუქდეს; |
Verse: c | ფარანგოზს და ხოსროვს სძინავს, | ყარაულად გივი უდგეს, |
Verse: d და | ბარგისტანი ცხენსა ება, | საომარად -- თუ სთქვა -- დუღდეს. |
Strophe: 3233_[3129] | ||
Verse: a | ჴმალმოწვდილმან შეუტივა, | გივმან მტერი დაინახა, |
Verse: b | საომარად გაემართა, | მათთვის ჭანგი გაიმახა, |
Verse: c | უზაბარსა დაადნობდა, | მან ასეთი შეუზახა, |
Verse: d და | შეერივა ლაშქარშიგან, | სისხლი ველთა გარდაასხა. |
Strophe: 3234_[3130] | ||
Verse: a | მიწა შეიქნა ლაჟვარდად, | სისხლითა გაწითლდებოდა, |
Verse: b | ჴმლისა და ლახტის ნაკრავსა | მისსა ვინ დაუდგებოდა?! |
Verse: c | ვის მოუქნივის -- მო-ცა-კლის, | ცოცხალი ვერ მორჩებოდა, |
Verse: d და | რა გაგულისდის, გივთანა | ზღვა წყაროდ გამოჩნდებოდა. |
Strophe: 3235_[3131] | ||
Verse: a | თურანელთ ზედა მოვიდა | აქ რისხვა ზე-განგებისა, |
Verse: b | გივი ჩაუჴდა ლაშქართა, | მათ შუა იარებისა, |
Verse: c | შუბით ისროდა კაცებსა, | ყოლ არას ემძიმებისა; |
Verse: d და | გულბააღ უთხრა ნოსტევანს: | "ეს მეტად მეკვირვებისა". |
Strophe: 3236_[3132] | ||
Verse: a | თქვეს თუ: "ეს კაცი არ არის | დაბადებული ღვთისაგან, |
Verse: b | ქვა არის გამოკვეთილი | ანდამატისა კლდისაგან." |
Verse: c | გარე შეიქცნეს, დაბრუნდეს | წყლულნი გივისა ჴმლისაგან, |
Verse: d და | მათ ერთმან კაცმან აჯობა, | რცხვენოდათ ფირანისაგან. |
Strophe: 3237_[3133] | ||
Verse: a | --"მოგვეწივნეს თურანელნი" | -- გივმან ხოსროვს მოაჴსენა, |
Verse: b | მკერდ-მკლავი აქვს სისხლიანი, | ნაომარი მათ უჩვენა, -- |
Verse: c | "თქვენ გეძინა, მე შევიბი, | ვერ შევიტყევ, რაცა ვჰქენა, |
Verse: d და | გამიმარჯვა ბედმან თქვენმან, | გავაქცივენ, დავჴოცენა. |
Strophe: 3238_[3134] | ||
Verse: a | გულბად, ნოსტევან ყოფილან, | გვერც თურანელნი ხლებოდეს, |
Verse: b | უნდოდა ჩვენი დაჴოცა, | იცი, არ გვემართლებოდეს, |
Verse: c | უჩვენე ჩემი ძალ-გული, | წინ ვერა დამიდგებოდეს, |
Verse: d და | ვინცა მომირჩა ცოცხალი, | მათთვის ცა ატირდებოდეს". |
Strophe: 3239_[3135] | ||
Verse: a | გივი იტყვის: "მე და როსტომს | ჴმლითა ვერვინ გამოგვცდიდეს!" |
Verse: b | უხაროდა ქაიხოსროს, | მას ქებასა შეასხმიდეს; |
Verse: c | ჭამეს რამე მხიარულთა, | შესხდეს, ფიცხლავ წამოვიდეს, |
Verse: d და | ვითა ჴამდა უცხოსაგან, | უგზაურსა გზასა ვლიდეს. |
Strophe: 3240_[3136] | ||
Verse: a | მოვიდეს, ფირანს ეწყინა, | იტყვის თუ: "გაკვირვებულვარ!" |
Verse: b | გულბაად ჰკადრა: "არ ჯერხარ, | ამისთვის შეჭირვებულვარ, |
Verse: c | ათასი ლახტი მცემია, | ვით რკინა გავგრდემლებულვარ, |
Verse: d და | ბევრჯერ გხლებივარ ომშიგა, | ნიადაგ მოწონებულვარ. |
Strophe: 3241_[3137] | ||
Verse: a | როსტომს შევბმივარ მრავალჯერ, | ყოლ არას მეძნელებოდა, |
Verse: b | ვნახე გივისა ნაკრავი, | არვისგან დაითმობოდა, |
Verse: c | ქვა ყოფილიყო, ან დევი, | -- იგიცა უკუდრკებოდა, |
Verse: d და | რაზომ იბრძოდა, გაფიცხდის, | პილოსა ემსგავსებოდა". |
Strophe: 3242A_[3138] | ||
Verse: a | გაგულისდა ფირან, იტყვის: | "ნუღარ უბნობ, აუგია, |
Verse: b | ერთი მარტო ცხენოსანი | მთვრალად პილოდ გაგიჴდია, |
Verse: c | მოგეც სამთა სფაადართა | სპათა ჯარი, გაახლია, |
Verse: d და | თუ შეიტყობს აფრასიობ, | ჩვენთვის დიდი სირცხვილია. |
Strophe: 3242B_[3139] | ||
Verse: a | უბრძანა კაცსა ათასსა: | "ცხენნი ნუ დაგიშვრებიან, |
Verse: b | მშვიდობით წავლენ, თურანის | მიწანი გასწორდებიან; |
Verse: c | თქვენ დღე-და-ღამე იარეთ, | მკლავნი ნუ დაგილბებიან, |
Verse: d და | თუ ერანს მივლენ ცოცხალნი, | დედანი დალომდებიან". |
Strophe: 3242C_[3140] | ||
Verse: a | ფირან უკანა წაუდგა, | მოსურნე რაზმთა ფრეწისა, |
Verse: b | გივის და ხოსროვს ეძინა | გარჯილი მონარეწისა; |
Verse: c | ფარანგოზ ნახა ლაშქარი | წყლისაგან დანაწყვეტისა, |
Verse: d და | გივსა უბრძანა: "ნუ გძინავს, | ჟამია გარდახვეწისა. |
Strophe: 3242D2_[3141] | ||
Verse: a | უღონოდ მოგკლვენ, გპოებენ, | ხედავ მათ აბჯარ-ჴმლიანთა, |
Verse: b | მე, ქაიხოსროვს წაგვასხმენ | მტირალთა, თვალცრემლიანთა"; |
Verse: c | გივმან თქვა: "ღმერთს თუ სწადიან, | მიწად იქს გვირგვინიანთა, |
Verse: d და | შენ და ჴელმწიფე იყვენით | ადგილთა ამა კლდიანთა. |
Strophe: 3242E_[3142] | ||
Verse: a | აქ იყვენით სიმაგრესა, | ლაშქართაგან არ გევნების, |
Verse: b | საწუთროსა შემოქმედი | და მეშვლად და მწედ მეყოფის". |
Verse: c | ხოსრო იტყვის: "ჩემი საქმე, | გიო, შენზედ გარდაწყდების, |
Verse: d და | შენ ნუ შეხვალ ვეშპის პირსა, | არა ვიცი რა მოჴდების". |
Strophe: 3243_[3143] | ||
Verse: a | ხოსრომ თქვა: "ომი მე მმართებს, | ეს ჩემგან გაიპირების, |
Verse: b | ლომთ სისხლი ჴმლითა დავღვარო, | ეს ყოლე არ მეჭირების." |
Verse: c | გივმან თქვა: "ჴელმწიფის შვილო, | ჭკვა თქვენგან არ მეღირების, |
Verse: d და | თქვენი თავი და გვირგვინი | ერანსა დაეჭირების. |
Strophe: 3244_[3144] | ||
Verse: a | ფალავანი ვარ, მამა მყავს | ვერვინ სჯობს მეომრობითა, |
Verse: b | ძმა მითქს სამოცდა თვრამეტი | ჩემებრივ ასაკობითა; |
Verse: c | თუ რა გევნების, წაჴდების | ერანი უშენობითა, |
Verse: d და | ტახტი წაჴდების უმეფოდ, | გვირგვინი უთავობითა. |
Strophe: 3245_[3145] | ||
Verse: a | ტახტ-გვირგვინისა საფერი | შენებრ ვინ გამოჩნდებისა? |
Verse: b | შვიდისა წლისა სარჯელი | მე ცუდად წამიჴდებისა, |
Verse: c | ჩემი გვარი და სახელი | აუგით აივსებისა! |
Verse: d და | აქათ მიჭვრიტე, მათ ზედა | ღვთით ჩემგან რა მოჰჴდებისა!" |
Strophe: 3246_[3146] | ||
Verse: a | გივმან ჩაიცვა აბჯარი, | წყლის პირსა იარებოდა, |
Verse: b | ფირან მოუჴდა გაღმართით, | სწყრებოდა, იგინებოდა: |
Verse: c | "მარტო აქ ომად მოსრულხარ, | შენგან ვის ეკადრებოდა? |
Verse: d და | რა ერთსა გცემდეს ათასნი, | იცია, რა მოჰჴდებოდა?! |
Strophe: 3247_[3147] | ||
Verse: a | რა ლაშქარნი მოგეხვივნენ, | ჯაჭვი ზედა ჩამოგდნების, |
Verse: b | უზებარს უთქვამს არაკი, | იგი შენზედა მოჰჴდების, -- |
Verse: c | "კანჯრისა რა დღე გათავდეს, | მოვა, ჩემს წინა მოკვდების, -- |
Verse: d და | გიტიროს შენმან მშობელმან, | დღეს სული აქ ამოგჴდების". |
Strophe: 3248_[3148] | ||
Verse: a | გივმან თქვა: ფირან," ნუ იკვეხ, | მე არსად გაგექცევია, |
Verse: b | წყალსა გამოდი, შევიბნეთ, | ხარ ჩემგან არ საწვევია, |
Verse: c | გვერცა გახლავან ლაშქარნი, | ადვილად მომერევია, |
Verse: d და | ათასთა თავი მარტოსა | ფერჴთ ქვეშე მომიქცევია". |
Strophe: 3249_[3149] | ||
Verse: a | ფირანს გული აუდუღდა, | თვალთა ცრემლი გარდმოვარდა, |
Verse: b | მძიმე ლახტი გამოიღო, | წყალსა შიგან შემოვარდა; |
Verse: c | გივი გაღმა გაელოდა, | წყნარად იდგა, არ აჩქარდა, |
Verse: d და | საგდებელი შემოსტყორცნა, | ფირან ცხენით ჩამოვარდა. |
Strophe: 3250_[3150] | ||
Verse: a | შეკრა მაგრა და დააგდო | ლომმან გულითა ლაღითა, |
Verse: b | თურანელთაკენ მობრუნდა | ფირანის იარაღითა, |
Verse: c | ფირან ეგონა ლაშქართა | გულითა მით ამაყითა, |
Verse: d და | მათ თქვეს თუ: გივი" მოუკლავს, | მით მოვა პილო სახითა". |
Strophe: 3251_[3151] | ||
Verse: a | ჰკრეს ქოსთა და ნაღარათა, | თურქნი წინა მოეგებნეს, |
Verse: b | ჴმალმოწვღილმან შეუტივა, | მათი სისხლი მჴეცთა თქვეფნეს; |
Verse: c | ფირანობით ვეღარ იცნეს, | გასაქცევლად გზანი ტკებნეს, |
Verse: d და | ზოგთა სულნი დაელივნეს, | დაკოდილნი გარდიხვეწნეს. |
Strophe: 3252_[3152] | ||
Verse: a | მობრუნდა და გივმან ფირან | თრევით თანა წაიტანა, |
Verse: b | თავს ლამოდა მოკვეთასა, | ხოსროსთანა მოიყვანა; |
Verse: c | თქვა: სიაოშ" ამა თურქმან | ჩვენ გრძნებითა მო-ცა-გვპარნა, |
Verse: d და | მჴარშეკრულმან ხოსროს წინა | ფირან ლოცვა მოიხმარნა: |
Strophe: 3253_[3153] | ||
Verse: a | "ჴელმწიფეო, მზისა მსგავსად | შენ ანათობ ქვეყანასა, |
Verse: b | კარგად იცი -- აფრასიობს | მე ვეუბენ შენთვის რასა, |
Verse: c | მიჴსენ ვეშპის პირისაგან, | ნუ ჩამაგღებს სისხლის ზღვასა!" |
Verse: d და | გივი უჭვრეტს ქაიხოსროს, | თქვა: "მიბრძანებს ნეტარ რასა?" |
Strophe: 3254_[3154] | ||
Verse: a | ფარანგოზ უთხრა: "სფაადო, | ჩვენთვის ხარ დიდჭირნახული, |
Verse: b | ჩვენად საძებრად მოსრულხარ | ერანით ჭანგგამახული, |
Verse: c | აპატივე და ნუ მოჰკლავ, | იყოს პირველად სახული, |
Verse: d და | სული ამისგან გვიდგანა, | გვყვა ჭკუად გამოზრახული". |
Strophe: 3255_[3155] | ||
Verse: a | ღმერთმან-" ყოს თქვენსა შვილზედან | გვირგვინი დამტკიცებული, |
Verse: b | მრცხვენიან ქექაოზისგან, | ვარ დიდად დაფიცებული: |
Verse: c | თუ ფირანს ჴელი მოჰკიდო, | ჟამი ჰქნა შევიწრებული, |
Verse: d და | მიწა შევღებო სისხლითა, | ვით ვარდი გაწითლებული". |
Strophe: 3256_[3156] | ||
Verse: a | "ნუ მოჰკლავ, ყური მოჰკვეთე" | ხოსროვ გივს ეუბნებოდა. |
Verse: b | ყურში გაავლო ხანჯარი, | მუნ მიწა გაწითლდებოდა, |
Verse: c | გაუშვა, ფირანს ქვეითად | შინ წასვლა ესირცხვებოდა, |
Verse: d და | სისხლიანი და მტირალი | ხოსროვს ცხენს ეხვეწებოდა. |
Strophe: 3257_[3157] | ||
Verse: a | გივმან უთხრა: "შვიდ წელ ვძებნე | მე პატრონი დაკარგული, |
Verse: b | სიაოშის ნაცვლად ვჰპოვე | ანდამატი ჯავარსრული, |
Verse: c | სასიკვდილოღ მომწევიხარ | შენ ლაშქრითა შეჭურვილი, |
Verse: d და | ღმერთმან გიყო სამართალი | ავ ნაქმართა შენთა ქნილი". |
Strophe: 3258_[3158] | ||
Verse: a | ფირანს იამა სიცოცხლე, | ფიცი ცათამდის აუშო; |
Verse: b | შეუკრნა ჴელნი უკუღმა, | მკლავთ საგდებელი შეუშო, |
Verse: c | სისხლი ყურისა მისისა | თავსა და პირსა შეუსო, |
Verse: d და | "ცოლთანა მიდი აგეთი" | -- ცხენსა შესვა და გაუშო. |