TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 157
Previous part

Chapter: 74 
აქა აფრასიობის წასლვა *ქაიხოსროსა და გივის უკან სადევრად







Strophe: 3259_[3159] 
Verse: a       რა აფრასიობ შეიტყო,   ცხენს შეჯდა გაფიცხებული,
Verse: b       მათ დღე და ღამე იარეს,   მოვა პირ-გაყვითლებული;
Verse: c       მოვიდეს, -- სად მოსწეოდეს   გულბად მამაცად ქებული,
Verse: d    და   ნახა ცხენ-კაცი ჴოცილი,   უჭვრეტდა გაკვირვებული.






Strophe: 3260_[3160] 
Verse: a       -"ვინ ყოფილა ერანელი!"--    აფრასიობს ეკვირვების --
Verse: b       "ვით იყვენით ასრე ღაფლად?"   -- იგ ლაშქართა ეუბნების --
Verse: c       "თუ მშვიდობით წაგვივიდეს,   ვიცი, საქმე დაშავდების,
Verse: d    და   დღეის იქით ავი საქმე   ფირანისგან გარდამხდების.






Strophe: 3261_[3161] 
Verse: a       ვთქვი, მოკალით ქაიხოსრო,    მიწა ჰყვანდეს გამზრდელია".
Verse: b       სპარმან ეგრე თქვა: "პატრონო,   ეს უფრო საკვირველია,
Verse: c       ჩვენ გივის მეტი ვერ ვნახეთ   სხვა კაცი ჴმლისა მკვრელია,
Verse: d    და   დაჴოცა ჩვენი ლაშქარი,   წავიღა სისხლთა მღვრელია".






Strophe: 3262_[3162] 
Verse: a       ფარანგოზ და გივი, ხოსროვ    წავიდეს და მიბრუნდესა,
Verse: b       მართ შეხედეს, ამაზედა   შორს ლაშქარი გამოჩნდესა;
Verse: c       გივი" ჴელთა დაუჭირავს,   ფირან მოვა"-- აგრე თქვესა.
Verse: d    და   ფირან ნახეს მჴარშეკრული,   ჭკუა, ცნება დაჰკარგესა.






Strophe: 3263_[3163] 
Verse: a       შემოხედა აფრასიობ,    უბრძანა თუ: "რა გიქნია?
Verse: b       ამოსწყვიტე სახლი ჩემი,   შენვე იცი მომკალ მია!
Verse: c       ამის ქნასა არ შეგარჩენ,   შენზედ თუ რამ შემიძლია,
Verse: d    და   გამეცალე, ნუღარ მნახავ,   წა და აქათ გაეძია!"






Strophe: 3264_[3164] 
Verse: a       "მისი მსგავსი მეომარი,   -- ფირან ეგრე მოაჴსენა, --
Verse: b       არ მინახავს ჴორციელი,   ნახე ჩემი სისხლთა დენა;
Verse: c       ყელს მომაბა საგდებელი,   მე ვეღარა შევიგენა,
Verse: d    და   მიეწივე, დაიჭირე,   შენვე ჰკითხე, რაცა ვჰქენა.






Strophe: 3265_[3165] 
Verse: a       ლაშქარშიგა შემოიჭრა,   სპათა ლახტით ჩამოჰყრიდა,
Verse: b       ავჟანდათა იქით-აქათ   დაჴოცილთა მკვდართა ჰყრიდა;
Verse: c       მჴარშეკრული გამომიშვა,   ნაფიცარსა ვინ გამჴსნიდა!"
Verse: d    და   ყველა წვრილად გააგონა.   აფრასიობ წამოვიდა.






Strophe: 3266_[3166] 
Verse: a       ფიცა თუ: "დავჰჴოც ორთავე,   ღრუბელთა ზედაც ავიდეს!"
Verse: b       აფრასიობ და თავადნი   ჯეონისაკენ წავიდეს,
Verse: c       ნახეს გივისა ნაჴოცი,   საგონებელსა ჩავიდეს;
Verse: d    და   ომანს უბრძანა: "ვიაროთ,   არამც ჯეონსა გავიდეს.






Strophe: 3267_[3167] 
Verse: a       თუ გაგვისწრობენ ჯეონსა,    დევნა დაგვრჩების ქარისა,
Verse: b       ახლად გათავდა ნათქვამი   ბასანელთ მუჯაფარისა:
Verse: c       "გამოვა ერთი ჴელმწიფე   ქაიყუბათის გვარისა,
Verse: d    და   ქალაქსა გაჰჴდის საეკლედ,   მომკვლელი უზებარისა".






Strophe: 3268_[3168] 
Verse: a       რა მოვიდეს წყლისა პირსა,   გასასლველად ისწრაფოდეს,
Verse: b       გივმან უთხრა მენავესა:   "კაცი უნდა ჭკვას იქმოდეს!
Verse: c       კარგი ნავი მოუყენე,   ხოსროს არას ეშინოდეს,
Verse: d    და   დღეს მსახურე ჴელმწიფესა,   მოგეჴმარვის იცი როდეს?!"






Strophe: 3269_[3169] 
Verse: a       მენავემან მოაჴსენა:   "ჩამოჴედით, პური ჭამეთ,
Verse: b       წყალს არ უჩანს სანაპირო,   გული რითმე დამიამეთ".
Verse: c       გივმან უთხრა: "რას ინუკვით   -- განაღამცა მოგიტანეთ,
Verse: d    და   აწ ლაშქარი მოგვწურვია,   ნუ გვაყოვნით, გაგვიყვანეთ!"






Strophe: 3270_[3170] 
Verse: a       მოაჴსენა: "შარიერო,   ცოტას ვერას დაგჯერდები,
Verse: b       ანუ შავსა, ანუ ჯაჭვსა,   ან მჴევალსა ვინუკვები,
Verse: c       გვირგვინი და ანუ ჴმალი,   მე უმისოდ ვერ დავდგები".
Verse: d    და   გივმან უთხრა: "როგორასა   ჭკუა შეცვლით გვეუბნები!






Strophe: 3271_[3171] 
Verse: a       ჴელმწიფესა ბაჟად ასხამ,   რად არა გაქვს ჴმელთა ფლება!
Verse: b       შაბრანგ ბეზათ მოგნდომია,   შეუძლია ეტლთა სწრება,
Verse: c       თვით უებრო ჯაჭვი არის,   შუბს არ ძალუც მისი ვნება,
Verse: d    და   ნავი შენ და წყალი ჩვენთვის,   იქნას რაც არს ღვთისა ნება!"






Strophe: 3272_[3172] 
Verse: a       გივმან უთხრა: "თუ ხოსროვ ხარ,   წყალი გავნებს ვიცი არა,
Verse: b       არ გასმია ფრიდონისა?    -- არვანშიგან გაიარა;
Verse: c       ვიცი მოვა აფრასიობ,    მე დამრჩების იგი არა,
Verse: d    და   მე მომკლავს და შენ და მშობელს   საჭმლაღ თევზთა მიგაბარა".






Strophe: 3273_[3173] 
Verse: a       ჩამოჴდა ხოსროვ, ილოცავს,   იტყოდა: "დამბადებელო,
Verse: b       მყავხარ შემწედ და მფარველაღ,   გულის-სიტყვათა მცნებელო,
Verse: c       დამიცევ საფარველითა,   ზეცისა ძალთა მფლობელო,
Verse: d    და   ზღვათა წყალთა და ჴმელზედა   შენ გზისა მაჩვენებელო!"






Strophe: 3274_[3174] 
Verse: a       ცხენი წყალსა ჩაიცურვეს,   გამოვიდეს უვნებელად,
Verse: b       მენავესა ბრუ დაესხა,   რა ნაქმარი ნახა ძნელად,
Verse: c       ამხანაგთა უამბობდა:   "ასრე გავლეს, ვითა ჴმელად!"
Verse: d    და   მას შეექნა სინანული,   ძღვენი შეკრა მისართმელად.






Strophe: 3275_[3175] 
Verse: a       წავიდა, ძღვენი მიართვა,   შენდობას ეხვეწებოდა,
Verse: b       არ დაუჭირა მას, გივი    გინებით ეუბნებოდა:
Verse: c       "გეგონა შესჭამს ჯეონი,    ჴელმწიფე მოირჩვებოდა,
Verse: d    და   ნავი გთხოვა და არ მოეც,   სწორულად გეუბნებოდა".






Strophe: 3276_[3176] 
Verse: a       მაშინ შეიქცა მენავე   ფერმკრთალი, შეშინებული,
Verse: b       სული წასლვოდა, გზასა სთხოვს   დამწვარი, დაავლებული;
Verse: c       ზედ აფრასიობ მოვიდა   საომრად გაფიცხებული,
Verse: d    და   ნავზედ არავინ დაუხვდა,   იჭვრეტდა გაკვირვებული.






Strophe: 3277_[3177] 
Verse: a       იგ გაუწყრა მენავესა,   წყალსა გასლვა დააბარა,
Verse: b       მოაჴსენა: "ჴელმწიფეო,   კვლავ მინახავს ესე არა,
Verse: c       ამა წყალსა მღელვარესა   ჟამად ნავსა ვანდობ არა,
Verse: d    და   ცხენი შიგან ჩაიცურვეს,   ვითა ჴმელზედ გაიარა!"






Strophe: 3278_[3178] 
Verse: a       მოაჴსენა მენავემან:   "ნუღარ მისდევთ, გკადრებთ მტვერნი,
Verse: b       გოდერძი და როსტომ, ტუსი,    გურგენ ერანს ჴმლისა მკვრელნი.
Verse: c       საომარად დაგხვდებიან   ტახტოსანნი ერანელნი;
Verse: d    და   ჩინ-მაჩინი შეინახე,   გვერც გახლავან თურანელნი".






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.