Strophe: 3279_[3179] | ||
Verse: a | ზამს მივიდეს, უხაროდათ, | საწუთრო მან დღეს სცნა სრულმან, |
Verse: b | ყველგან წიგნი მიუწერა | ერანს გივმან პილო-გულმან: |
Verse: c | "ნათესავი ყუბათისა | მოგვცა ეტლმან მოპარულმან," -- |
Verse: d და | გოდერძისაც მიუწერა | წიგნი გივმან მხიარულმან: |
Strophe: 3280_[3180] | ||
Verse: a | "დღეს გათავდა, ფალავანო, | თქვენი სიზმრად ზმანებული, |
Verse: b | მე ვიპოვე ქაიხოსრო, | ერანელთა ტახტი სრული". |
Verse: c | თავადებსა მიუწერა: | "აწ იყვენით მხიარული, |
Verse: d და | ქაოზ მეფეს მოაჴსენეთ, | გაყმაწვილდეს ბერი გული". |
Strophe: 3281_[3181] | ||
Verse: a | რა გაგზავნილი მივიდა, | გოდერძის ეუბნებოდა, |
Verse: b | თავს გარდაყარა გუარი, | მნახავთა ენატრებოდა; |
Verse: c | წიგნი დაიდვა პირზედა, | სიაოშ ეგონებოდა, |
Verse: d და | ქაოზ მეფესა ახარეს, | უკვირდა, ეოცებოდა. |
Strophe: 3282_[3182] | ||
Verse: a | ქაოზს უხარის, მოჰკაზმეს | მაშინ დარბაზი სრულია, |
Verse: b | გვერცა დაისხნა მუტრიბნი, | გული უც მხიარულია; |
Verse: c | გოდერძიმ -- ერთი დარბაზი, | სტავრა გარმოხვეულია, |
Verse: d და | ოქროსა ტახტი დაუდგეს, | გუარი გაფრქვეულია. |
Strophe: 3283_[3183] | ||
Verse: a | გვირგვინი და ტყავ-საყური | საძღნოდ მისთვის მო-ცა-ძებნეს, |
Verse: b | გოდერძი და დიდებულნი | შესხდეს, წინა მოეგებნეს; |
Verse: c | ნახეს გივი ხოსროსთანა, | თვალთა ცრემლი გარდმოჩქეფნეს, |
Verse: d და | მათ სიაოშ მოეგონა, | დღეს სანაცვლო კარგი ჰპოვნეს. |
Strophe: 3284_[3184] | ||
Verse: a | დალოცა ხოსრო გოდერძიმ | სარო თავამაღლებული, |
Verse: b | გივსა აკოცა თვალ-პირსა: | "გნახია სახელდებული, |
Verse: c | ეტლი შენ გამოაჩინე | ღვთისაგან დაბადებული"; |
Verse: d და | ქება შეასხეს ლაშქართა, | მობრუნდეს გახარებული. |
Strophe: 3285_[3185] | ||
Verse: a | ფალავნისა სახლს მოვიდნეს; | ნადირობდეს, რვა დღე დაჰყვეს, |
Verse: b | იმღერდიან მუტრიბები, | მოშაითთა უცხო ზმა ჰყვეს, |
Verse: c | გაემართნეს ქაოზისკენ, | დიდებულნი თანა წაჰყვეს, |
Verse: d და | ქოსით წინა მოეგებნეს, | სასალამოდ ჴელი ჩაჰყვეს. |
Strophe: 3286_[3186] | ||
Verse: a | ტახტისაგან გარდამოჴდა, | ქაოზ ხოსროს ეხვეოდა, |
Verse: b | მას სიაოშ მოეგონა, | ცრემლი წვერთა ჩამორცხოდა; |
Verse: c | მერმე ტახტზედ გარდიწვივა, | მუშკ-ამბრისა ქარი ქროდა; |
Verse: d და | ვარდის ფურცელს დათრთვილულსა | მზისა შუქი მოსწრებოდა. |
Strophe: 3287_[3187] | ||
Verse: a | ქაოზ ჰკითხა მათ ამბავი | თურანელთა ჴელმწიფისა, |
Verse: b | ხოსროვ იტყვის: "ჭკუა (!) არ აქვს | შესაფერი გვირგვინისა, |
Verse: c | დია მაქო, მერმე მკითხა | მე ამბავი ქცევა-ზნისა, |
Verse: d და | არ უამბე, გულსა უთხარ: | ვარ მომლოდნე სიკვდილისა. |
Strophe: 3288_[3188] | ||
Verse: a | რომ ღრუბელი ლალსა სწვიმდეს, | უამესი რა იქნების! |
Verse: b | მაგრამ უმძიმს ქვეყანასა, | მზისა შუქსა ეფარების; |
Verse: c | მე მასმია, მამა-ჩემი | მიწათაცა ემძიმების, |
Verse: d და | მისგან მკვდარსა გიგონებდე, | ვთქვი: მოყვრობა ვით ეგების? |
Strophe: 3289_[3189] | ||
Verse: a | რა ხანია თურქეთს არის | გივი, ჩემი მოძებარი, |
Verse: b | მოის რაცა მისგან ვნახე, | სასახელოდ იგ კმარ არი; |
Verse: c | თავადები მოგვეწივა | ჩვენ ლაშქარი მეომარი, |
Verse: d და | ყოლ არა სჩანს ომის ჟამსა | პილო, არცა უზებარი. |
Strophe: 3290_[3190] | ||
Verse: a | მოვიდა ფირან ლაშქრითა, | მას დღე და ღამე ეარა, |
Verse: b | შეიბნეს, ფირან ჴელთ დარჩა, | მოვაკვლევინე მე არა; |
Verse: c | ჯდა აფრასიობ ქარფეჴსა, | ბუკსა ჴმა გაეზიარა, |
Verse: d და | მენავეს აღარ უყურა, | ჯეონი გამოიარა. |
Strophe: 3291_[3191] | ||
Verse: a | ვისცა გივი იახლების, | იგ შეიპყრობს გულსა მტრისა!" |
Verse: b | ქაიხოსრო წამოვიდა | სახლსა გმირის ქიშვადისა, |
Verse: c | გვერც გოდერძი მოჰყვებოდა, | შიგ ჩამოჴდენ სავარდესა, |
Verse: d და | უხაროდის ვინცა ნახის, | შესაფერსა ტახტს დასვესა. |
Strophe: 3992_[3192] | ||
Verse: a | ავადთა დასალოცავად | აქათ გამართეს ჴელია, |
Verse: b | ტუსი ვერ დაიმორჩილეს | დროშისა მქონებელია; |
Verse: c | გოდერძი გაწყრა და გივმან | შესთვალეს: "რა საქნელია, |
Verse: d და | გმირთა თავადთა დალოცეს, | შენ გვითხარ -- რას მოელია?" |
Strophe: 3992_[3193] | ||
Verse: a | გივი მოვა და მას მოაქვს | ლაშქართა მოციქულობა: |
Verse: b | "ჭკუა შეგცვლია, გაჩნია | დევისა გაფიცულობა; |
Verse: c | საფარველი აც, არ ვარგა | ამისი დღეს ორგულობა, |
Verse: d და | არ მოხვალ, წაგეკიდებით, | გაჩნდების მოწიფულობა". |
Strophe: 3294_[3194] | ||
Verse: a | ტუსიმ ბრძანა: "ვერავინ მჯობს | როსტომს გარეთ აღმა ზრდილი, |
Verse: b | მე ვარ ერანს საჴელმწიფო, | მანუჩარის შვილის-შვილი; |
Verse: c | ვინღა ვნახო, ლაშქარშიგა | მე ვერიო მოკიცხული, |
Verse: d და | აქანამდის ერანზედა | წაჴდეს ჩემი ჭირნახული! |
Strophe: 3295_[3195] | ||
Verse: a | ერანს ტახტი ვით დაუგდო | ფეშანგისა ნათესავსა? |
Verse: b | გატეხილვართ: მედ ფარემუზ | ვერ შევირცხვენთ ნებით თავსა, |
Verse: c | შვილი არის ქაოზისა, | თვით არ მისცემს იგი ზავსა". |
Verse: d და | ადგა გივი, წამოვიდა | ნაღვლიანი, ვითა ჴამსა. |
Strophe: 3296_[3196] | ||
Verse: a | მან გოდერძის მოაჴსენა | ტუსისაგან ნაუბარი: |
Verse: b | "ჭკვა შესცვლია, რეგვნად უბნობს, | ჰგავს, რომ იყოს იგ შემცდარი, |
Verse: c | ქაიხოსრო ვერ უცნია, | ამისთანა სფაადარი, |
Verse: d და | ცხენოსნად და შვენებითა | ამისთანა არსად არი!" |
Strophe: 3297_[3197] | ||
Verse: a | გოდერძიმ და მისთა ძეთა | ჰკრეს ქოსთა და ნაღარასა, |
Verse: b | დაკაზმულნი წამოვიდეს, | აპირებენ სისხლთა ღვრასა; |
Verse: c | ქაიხოსროს პილოზედა | ფეროზისა ტახტი არსა, |
Verse: d და | თავს გვირგვინი ანათობდა, | ლაშქართ სჭვრეტდა უამარსა. |
Strophe: 3298_[3198] | ||
Verse: a | ტუსი რა ნახა ლაშქარი, | უჭვრეტდა გაკვირვებული, |
Verse: b | თქვა: "თუ შევიბმით, მოკვდების | მრავალი სახელდებული, |
Verse: c | სცნობს აფრასიობ, იქნების | თურქთ ბედი გაღვიძებული!" |
Verse: d და | ქაოზთან კაცი გაგზავნა | ჭკვიანი, სახელდებული. |
Strophe: 3299_[3199] | ||
Verse: a | შესთვალა თუ: "იგ იქნების, | არცვის სიზმრად ზმანებოდეს, |
Verse: b | ქაოზ -- ბრძანა -- სირეგვნითა, | კარგად იცით, რა ვქენ ოდეს, |
Verse: c | ჯულაბშიგან სამსალასა | ნუ გაურევ, შეისმოდეს, |
Verse: d და | ვქნათ ზიანად სარგებელი, | ჩვენი მტერი მას ელოდეს". |
Strophe: 3300_[3200] | ||
Verse: a | გოდერძი და ტუსი მიდგეს | ქაოზს გვერდით ტახტის ძირსა -- |
Verse: b | -- თუ შვილი ჰყავს გონიერი, | ტახტს ვინ მისცემს შვილის-შვილსა?!- |
Verse: c | გოდერძიმ თქვა: "ჭკვა არა გაქვს, | მოგაჴსენებ, ქაოზ, პირსა, |
Verse: d და | ჩვენ სიაოშ რად მოვჰკალით, | ჴორციელი მას ვინ ღირსა! |
Strophe: 3301_[3201] | ||
Verse: a | უხვი წყნარი და მოწყალე | მისებრ მინახავს მე არა, |
Verse: b | შვილია მჯობი იმისი, | მზეს შუქი გაუზიარა; |
Verse: c | აც საფარველი ღვთისაგან, | მისის ძალითა იარა, |
Verse: d და | მენავეს აღარ უყურა, | ჯეონი გამოიარა. |
Strophe: 3302_[3202] | ||
Verse: a | ჩქარი იყო მამა შენი, | სირეგვნითა იმას გავხარ, |
Verse: b | შენ გვარი ხარ ნადირისა, | სფაადარად ვითა ზიხარ? |
Verse: c | თუმც აბჯარი აქა მქონდა, | აწემც სისხლში ჩამირჩვიხარ"; |
Verse: d და | ქაოზს უთხრა: "თუ პირს იქცევ, | შენ ჴელმწიფედ არ მიჩნიხარ! |
Strophe: 3303_[3203] | ||
Verse: a | ორნივ წინა მოიყვანე, | მოციქულსა დაავედრე, |
Verse: b | ვისცა ედვას საფარველი, | ტახტი იმას შეავედრე". |
Verse: c | ქაოზ ბრძანებს: "ვით შვილნია, | სწორად მიჩანს, მმართებს აგრე, |
Verse: d და | მე არც ერთი დამემდურვოს, | საქმე აგრე მომიმაგრე! |
Strophe: 3304_[3204] | ||
Verse: a | ლაშქართა მივსცემ, წავიდნენ | ბაიზმითს არდავისაგან, |
Verse: b | ციხე აიღონ და მტერი | მოკვდეს მათისა ჴმლისაგან; |
Verse: c | რომელიცა სჯობს, მას მივსცეთ, | ჩამოვალ მე ტახტისაგან". |
Verse: d და | ორნივ დასჯერდეს, გავიდეს | გულნათლად დარბაზისაგან. |
Strophe: 3305_[3205] | ||
Verse: a | ტუსი ქაოზ ჴელმწიფესა | მოაჴსენა საუბრითა: |
Verse: b | "მე ფარემუზს ვიახლები | დროშითა და ნაღარითა; |
Verse: c | მტერის პირსა მე შევღებავ | იის ფერად ჴმლისა კრვითა, |
Verse: d და | ბრძანებული გავათაოთ | გულის ნება ღვთის ძალითა". |
Strophe: 3306_[3206] | ||
Verse: a | ქაოზ უბრძანა ფარემუზს: | "მწადიან, აგრე ქენითა!" |
Verse: b | დაეკაზმნეს და წავიდეს | ლაშქარნი აბჯარ-ცხენითა, |
Verse: c | არდავს ბაიზმითს მიადგეს | ლაშქრითა უმრავლესითა, |
Verse: d და | დღივ და ღამ სწორად ებრძოდეს | ომითა საკვირველითა. |
Strophe: 3307_[3207] | ||
Verse: a | ფილაკოვანს ესროდიან, | ერთსა წელსა მით იბრძოლეს, |
Verse: b | ციხიდაღმან ბევრი მოჰკლეს, | ტუსს ლაშქარი დაუჴოცეს, |
Verse: c | შიგნით არა დაზიანდა | ჴერჴიანად ეომოდეს; |
Verse: d და | ტუსი ბრძანებს: "გარ შევიქცეთ" | -- წამოსავლად ისწრაფოდეს. |
Strophe: 3308_[3208] | ||
Verse: a | გოდერძი გივსა უბრძანა: | "მოსულან დაბრუნებულნი, |
Verse: b | აწ ჩვენ წავიდეთ ლაშქრითა | ქაიხოსროვის ხლებულნი"; |
Verse: c | ბარამს უბრძანა: ქექაოზს, | " წა, ჰკადრე დავედრებულნი, |
Verse: d და | გიბრძანებია, ჩვენ წავალთ, | გათავდეს დაპირებულნი". |
Strophe: 3309_[3209] | ||
Verse: a | ქაოზ ბრძანებს: "არ გიტყუოთ | დაპირება რაცა არი, |
Verse: b | ღმერთმან მოგცეს გამარჯვება, | იგი გყვანდეს წინამძღვარი"; |
Verse: c | რა გათენდა, შეეკაზმნეს, | გაემართა სპათა ჯარი, |
Verse: d და | ისმის კვნესა სპილენძ-ჭურთა, | ინდოური ქოსი არი. |
Strophe: 3310_[3210] | ||
Verse: a | დაკაზმული სპათა ჯარი | გოდერძისა კარს მოვიდეს, |
Verse: b | ვით შვენოდა, წამოვიდეს, | არდავს ადრე შემოვიღეს; |
Verse: c | რაც იპოვეს ციხეს გარეთ, | დაჴოცეს და ამოსწყვიდეს, |
Verse: d და | მერმე ციხეს შემოადგნეს, | ყველგნით გზასა შეუკრვიდეს. |
Strophe: 3311_[3211] | ||
Verse: a | ექვს თვე ებრძოდეს, ლაშქარი | გარ ადგა დაკაზმულია, |
Verse: b | მერმე უბრძანა გოდერძის: | "ესე რა გაგებულია?" |
Verse: c | ილოცავს თვალცრემლიანი: | "შენ უწყი დაფარულია, |
Verse: d და | სრულად დავსცალო დევთაგან | ეს ციხე შეკერპულია". |
Strophe: 3312_[3212] | ||
Verse: a | რა ილოცა ქაიხოსროვ, | თავის ჴელით წიგნსა სწერსა, |
Verse: b | რა თავ-პირი დაიბანა, | ეხვეწების სახიერსა: |
Verse: c | "ღვთისა გამოგზავნილი ვართ, | ბრძანებაა მისივ ესა, |
Verse: d და | ღვთის ძალითა დაიცალოს | დევისაგან ადგილ ესა". |
Strophe: 3313_[3213] | ||
Verse: a | "ზღუდეზედა მიაყუდე" | -- გივს მოუბა შუბის წვერსა, |
Verse: b | "მასვე წამსა დაიქცევის, | მოიჴსენებ ღვთის სახელსა". |
Verse: c | გივმან ფიცხლავ წამოიღო, | იგი დასდვა ზედან კლდესა, |
Verse: d და | დაიქუხა, ჩამოიქცა, | იგ უჭვრეტენ შავსა მტვერსა, |
Strophe: 3314_[3214] | ||
Verse: a | ცხენი გაჰქუსლა, მიმართა, | ლაშქართა ეკვირვებოდა, |
Verse: b | შეიქნა სეტყვა ისრისა, | აღარა შეიგებოდა; |
Verse: c | ციხეშიგ ჴოცეს მრავალი, | მძორითა აივსებოდა, |
Verse: d და | გამოჰჴდა ხანი, აიღეს, | საწუთრო იახლებოდა. |
Strophe: 3315_[3215] | ||
Verse: a | გოდერძი და ქაიხოსრო | ნაომართა მოისვენეს, |
Verse: b | სად სინათლე გამოუჩნდა, | იქ გუმბათი ააშენეს; |
Verse: c | ქაოზს კაცი გაუგზავნეს, | გამარჯვება მოაჴსენეს. |
Verse: d და | უსაზომოდ გაეხარნეს, | წინ ლაშქარნი გააგებნეს. |
Strophe: 3316_[3216] | ||
Verse: a | თავსა ოქრო გარდაჰყარეს, | ვისცა უნდა ლალსა ჰკრეფდეს, |
Verse: b | ყელს ფარემუზ მოეხვია, | ლოცვიდა და მას აქებდეს; |
Verse: c | ტუსი იდგა ჴელჩაშვებით, | იგ მიწასა აკოცებდეს, |
Verse: d და | მან შენდობა მოითხოვა, | თავს ნაქმარსა აბრალებდეს. |
Strophe: 3317_[3217] | ||
Verse: a | ქოსი და დროშა მიართვა, | "ვის ჰმართებს, მიაბარია," |
Verse: b | ხოსროვ უბრძანა სიცილით: | "ნუ ხარ ნადირთა გვარია, |
Verse: c | თავგაჩენილი სფაადი | ერანს ხარ მეომარია, |
Verse: d და | არავის ჰმართებს შენს მეტსა, | გმართებს და მიიბარია!" |
Strophe: 3318_[3218] | ||
Verse: a | მერმე დასხდეს მხიარულნი, | მათნი მჭრეტნი გააკვირნეს; |
Verse: b | რა გათენდა, ცხენთა შესხდეს, | ტაბლაკთა ჴმა გააჴშირნეს, |
Verse: c | წამოვიღეს მხიარულნი, | მინდორს მჴეცნი ინადირნეს, |
Verse: d და | აყრილთა და ნაოჴართა | აშენება დააპირნეს. |
Strophe: 3319_[3219] | ||
Verse: a | რაც ქალაქი მოეწონის, | მან ტახტები აგებინა, |
Verse: b | ადრბაგანი ერანელთა | მაშინ საზღვრად გააჩინა; |
Verse: c | ქაოზს ესმა მისი საქმე, | მოეგება ფიცხლავ წინა, |
Verse: d და | თვით თავისა ტახტსა დასვეს, | იგ ჴელმწიფედ გააჩინა. |
Strophe: 3320_[3220] | ||
Verse: a | თავსა დაარქო გვირგვინი, | შემკული ზობარჯაღითა, |
Verse: b | გარღააყარა გუარი, | წინა მიუჯდა სკამითა; |
Verse: c | მაშინ დალოცეს სიაოშ, | ნახეს მისითა სახითა, |
Verse: d და | მისნი თავადნი ლოცვიდეს, | მტერია სულთქმა-ახითა. |
Strophe: 3321_[3221] | ||
Verse: a | მოკლე არის ეს სოფელი, | თავი ლხინსა გაამჩვენე, |
Verse: b | ნუ აგროებ საქონელსა, | გაეც, მერმე სხვა იქონე; |
Verse: c | რაცა შენ გაქვს, შვილსაც მისცემს, | ღმერთი არის კაცთა ღონე! |
Verse: d და | აქ ამბავი სხვა დავიწყოთ | გონიერად გაიგონე. |