TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 159
Previous part

Chapter: 76 
აქა სიაოშის შვილის ქაიხოსროს ხელმწიფობა სამოცს წელიწადსა







Strophe: 3322_[3222] 
Verse: a       ძირი შტოსა გამოიღებს,   დაბერდების სარო ძველი,
Verse: b       კაცსა გვარი ან ზრდილობა   ედვას, ღვთისა საფარველი;
Verse: c       ამით კაცად შეიქნების,   გული ედვას ჭკუის მქნელი,
Verse: d    და   ყოვლით არის შემკობილი   ქაიხოსრო სასურველი.






Strophe: 3323_[3223] 
Verse: a       დაჯდა ტახტზედან, გვირგვინი   მას ტურფად მოუჴდებოდა,
Verse: b       ფრიდონს და ჯიმშედს ესე სჯობს,   ერანი აშენდებოდა;
Verse: c       გლახა და შეჭირვებული   საქონლით აივსებოდა,
Verse: d    და   სძღნობდეს, ყოველნი სულღგმულნი   მას წინა შემოკრფებოდა.






Strophe: 3324_[3224] 
Verse: a       ზაალ, როსტომ ნიმროზელთა    წამოსავლად თავნი არნეს,
Verse: b       მაშინ მისლვა როსტომისა    ქაიხოსროს გაეხარნეს;
Verse: c       წინა გივი გაეგება,   ერთმანერთსა შეეყარნეს,
Verse: d    და   ხოსროვ მამა მოიგონა,   თვალთა ცრემლი გარდმოღვარნეს.






Strophe: 3325_[3225] 
Verse: a       ტახტით ჩამოჴდა, აჴოცა,   სიტურფე ეკვირვებოდა:
Verse: b       "შენ გაზარდია შიაოშ?"--    ტირილით ეუბნებოდა --
Verse: c       მასმოდა თქვენი სიკეთე,   მე ნახვა მენატრებოდა".
Verse: d    და   სათავადოსა ტახტზედან   ზალდასტანს წაუძღვებოდა.






Strophe: 3326_[3226] 
Verse: a       როსტომ ატირდა, ეგრე თქვა:   "გნახეა მსგავსი მამისა?
Verse: b       ვითამც ცოცხალი მინახავს,   მიხარის მსგავსად ამისა;
Verse: c       წაქცეულისა საროსა   ნაყოფი ვჰპოვე ჟამისა,
Verse: d    და   ჩვენ რაცა ჭირი გვინახავს,   არა მჩანს წონად დრამისა."






Strophe: 3327_[3227] 
Verse: a       ქაოზს წინა შეიყარნეს,   სისხლის ძებნად გააპირეს,
Verse: b       აფრასიობს აჴსენებენ,   საუბარი გააჴშირეს;
Verse: c       თქვეს: "მოგვიკლა მან სიაოშ,    ერანს მიწა აატირეს!"
Verse: d    და   უფროსად და საჴელმწიფოდ   ქაიხოსრო დაიჭირეს.






Strophe: 3328_[3228] 
Verse: a       ჰკადრეს თუ: "ფიცსა გენუკვით,   თუ გვიზამ ჴელმწიფობასა,
Verse: b       ჩვენ აფრასიობს მივმართოთ,   დავჰკრათ ბუკსა და ნობასა,
Verse: c       არ მოგვატყუო, ნუ იტყვი   შენ მისსა მეყვისობასა;
Verse: d    და   ჰფიცოთ ტახტი და გვირგვინი,   გული იქს მაშინ ნდობასა".






Strophe: 3329_[3229] 
Verse: a       მაშინ ღმერთი დაიფიცა,   ქაიხოსრო დაძრა ენა:
Verse: b       "არ დავინდობ მე ცოცხალი,   თქვენვე ნახოთ სისხლთა დენა!"
Verse: c       ბაბრაბი და ჴმალი, ლახტი   საომარი მათ უჩვენა --
Verse: d    და   "მე ამითა გამოვსცადო"   -- როსტომ მოწმად დაიყენა.






Strophe: 3330_[3230] 
Verse: a       წიგნი დაწერა -"შენ გქონდეს"   იგ როსტომს ეუბნებოდა.
Verse: b       პირ-დაბანილი ილოცავს,   ხოსროვ ღმერთს ეხვეწებოდა,
Verse: c       იტყოდა: "მოსამართლეო",   -- ტირილით ევედრებოდა --
Verse: d    და   "თქვენ მიჴსენ ეშმაკისაგან,   ვინ ადამს ემტერებოდა.






Strophe: 3331_[3231] 
Verse: a       ავია ქაოზ ჴელმწიფე   მუდამ ჭკვა-შეცვალებული,
Verse: b       ტახტისა მცველნი სფაადნი   ჰყავს ყველა შეშინებული,
Verse: c       ერანი არის მტერთაგან   წამჴდარი, აოჴრებული,
Verse: d    და   სიაოშ მოკლა უბრალო,   თვით შენგან გამართლებული.






Strophe: 3332_[3232] 
Verse: a       მე შენითა ბრძანებითა   საღარიბოდ ახლა მოვე,
Verse: b       ჰქონდეს ღონე სიცოცხლისა,   ერთი კაცი ვერა ვჰპოვე,
Verse: c       აფრასიობ მორევია,   ვითა წყალმან დაძრა ნოვე,
Verse: d    და   წელთა ჴმალი შემოვირტყა,   გამარჯვება შენვე გთხოვე!"






Strophe: 3333_[3233] 
Verse: a       მაშინ უბრძანა ლაშქართა:   "გაქვს ჩემი სიყვარულია;
Verse: b       თქვენ იქცეოდით ვეფხურად,   ვინცა ხართ ჯავშანსრულია;
Verse: c       სისხლი ვიძებნო მამისა,   მე დავსწვა მტერთა გულია,
Verse: d    და   მეომართაგან დავსცალო   ღვთითა თურანი სრულია".






Strophe: 3334_[3234] 
Verse: a       გოდერძი და დიდებულნი   ადგეს, ფიცხლავ ეთაყვანნეს:
Verse: b       "შენთვის გვინდა ჩვენ სიცოცხლე"   ქაიხოსროს მოაჴსენეს;
Verse: c       აქ შეიქნა გამორჩევა,   სფაადარნი მოიყვანნეს,
Verse: d    და   ორს კვირასა კარი შეჰკრეს,   თავი ბრძენთა დაადარნეს.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.