Strophe: 3335_[3235] | ||
Verse: a | ას და ათი მეომარი | ქაოზ მეფის გვარი არი, |
Verse: b | მათ ფარემუზ გაუჩინა | უხუცესაღ წინა მძღვარი; |
Verse: c | ოთხმოცია ნოდარისა, | მათ ჰყავს ზარასპ მეომარი, |
Verse: d და | გოდერძი და ძენი მისნი | ოთხმოცს ერთი ნაკლულ არი. |
Strophe: 3336_[3236] | ||
Verse: a | გოსტამს და მილადს ორთავე | ჰყავს ას სამოც და სამია, |
Verse: b | გურგენ ჰყავს მათ უხუცესად, | მტერსა არ მისცეს ზავია; |
Verse: c | ნივსა, ფეშანგს და შერაზადს | ორას და აცხრამეტია, |
Verse: d და | გურზი, როინ და ფაარად | -- ამათ უთქს რაზმთა მფრეწია. |
Strophe: 3337_[3237] | ||
Verse: a | სხვა თავადნი ეზომ-ერთნი, | ვით ქვიშასა, ვინ დასთვლისა, |
Verse: b | მათ უბრძანა --"მინდორს გავდგეთ" | -- გამოღება კარვებისა; |
Verse: c | გაეხარნეს დიდებულთა: | ვართ მონანი ბრძანებისა". |
Verse: d და | ჯოგი ყოვლგნით დააგროვეს | გასაყოფლად ლაშქრისთვისა. |
Strophe: 3338_[3238] | ||
Verse: a | ასი სტავრა მოიტანეს, | ერთი ჯამი გუარითა, |
Verse: b | ბრძანა: "მოკლას ვინ ბალაშან, | მე ავავსო საბოძვრითა, |
Verse: c | აფრასიობ ფალავნობით | იმას უჴმობს ძალ-გულითა", |
Verse: d და | ადგა ბეჟან, გივის შვილი, | მან აიღო ყველა თლვითა. |
Strophe: 3339_[3239] | ||
Verse: a | ათი მონა მოიყვანეს, | ყველა ოქროს სარტყლოსანი, |
Verse: b | ასი სტავრა ხატაური, | ცხენი ოქროს ლაგმოსანი; |
Verse: c | ვინ გვირგვინი ნიჟავისა | და ასპარო კუბოსანი -- |
Verse: d და | ბეჟან მკერდსა ჴელი იკრა: | "მე გმსახურებ ცხენოსანი!" |
Strophe: 3340_[3240] | ||
Verse: a | ათნი ჯამნი ოქროსანი | კვლა მოიხვნეს გუარითა, |
Verse: b | ათი ვაჟი მოკაზმული, | ცხენი ოქროს უნაგრითა, |
Verse: c | სხვა მრავალი უსაზომო, | არ ნახულა კვლა თვალითა, |
Verse: d და | ყველა გივმან მიითვალა, | ნიჟავს--" მოვჰკლავ ჩემის ჴმლითა!" |
Strophe: 3341_[3241] | ||
Verse: a | ყვითლის იაგუნდის ჯამი | მუშკით სავსე გივსა მისცა, |
Verse: b | ერთი ჯამი ფირუზისა | იაგუნდით სავსე მისცა, |
Verse: c | ერთი სალტე, ათი ქალი, | ესე ყველა თვლითა მისცა, |
Verse: d და | გივმან მადლი გარდიჴადა, | დალოცა და თაყვანისცა. |
Strophe: 3342_[3242] | ||
Verse: a | ათი ტაბაკი ოქროსა | თვალითა მარგალიტითა, |
Verse: b | ორასი სტავრა, ქალები, | დამკული ოქროს ქუდითა, |
Verse: c | გვირგვინი... ბრძანა: "მინახავს | ჴირჴალი ქასროდს დიდითა".. |
Verse: d და | გივმან თქვა: "წავალ, მე შევჰკრავ, | ვერვინ წავიდეს მუნითა!" |
Strophe: 3343_[3243] | ||
Verse: a | ასი სტავრა, ასი კარგი | მარგალიტი დარჩეული -- |
Verse: b | თქვა: "ურიდლად ვინცა წავა | აქათ ჩემი მოციქული, |
Verse: c | მან უამბოს აფრასიობს, | მეც ვსცნა მისი დავედრული!" |
Verse: d და | ესე გურგენ მიიბარა | ყოველივე შეთვალული. |
Strophe: 3344_[3244] | ||
Verse: a | აქა გურგენ აფრასიობს | მოციქულად გაუგზავნეს, |
Verse: b | საბოძვარი ყველას მისცეს, | ვაზირობა გაათავნეს; |
Verse: c | ჴელმწიფეს წინ თამთან მოვა, | ძმა და შვილი თანა ჰყვანდეს. |
Verse: d და | "ერთი საქმე დაგრჩომია" | ჴელმწიფესა მოაჴსენეს: |
Strophe: 3345_[3245] | ||
Verse: a | მანუჩარ" თურქთა წაუღო | ზღვისა ერთი ქალაქია, |
Verse: b | ბაჟ-ხარაჯა თურქთა დარჩა, | რა ქაოზ დაბერებია. |
Verse: c | ერანელთ არ აჴსენებენ, | მეტად საჭურჭლიანია, |
Verse: d და | თურანელნი მუნ არიან | და დადიან პილონია. |
Strophe: 3346_[3246] | ||
Verse: a | შეუცოდრად კაცთა ჰჴოცენ, | ქვეყანათა არბევენა, |
Verse: b | თურანამდის შენი არის, | აწ ლაშქარი გაგზავნენა, |
Verse: c | ერთი ფალავანი უნდა, | თანა სპანი აახლენა, |
Verse: d და | ბაჟ-ხარაჯა თუ არ მოსცენ, | აქ თავები მოიხვნენა. |
Strophe: 3347_[3247] | ||
Verse: a | თუ ქალაქსა მოვიჴელებთ, | თურანს საჯდომს გავმართავთა"; |
Verse: b | მადლი უბრძანა: "ეგ ქენით, | ნიადაგმც თქვენს ნებას ხართა, |
Verse: c | ვინცა გინდა გამოგირჩევთ, | მეც გაახლებ ლაშქარს ხართა, |
Verse: d და | თქვენსა მზღვარსა წასავალნი | მუნვე კარგნი თქვენვე ხართა". |
Strophe: 3348_[3248] | ||
Verse: a | ვაზირობა რა გათავდა, | საქმე ყოვლი გაამართეს, |
Verse: b | შეიქნა სმა და ლხინობა, | დიდი ნადიმი გამართეს; |
Verse: c | ზაულისტანს საბაჟოსა | გმირი როსტომ გაუგზავნეს, |
Verse: d და | დაარჩივეს მეომრები, | წინ ფარემუზ გაუმძღვანეს. |
Strophe: 3349_[3249] | ||
Verse: a | გათენდა, პილოსა ზედა | ოქროსა ტახტსა სდგმიდესა, |
Verse: b | მაშიგან დასვეს ჴელმწიფე, | ქოსსა და ბუკსა ჰკრვიდესა; |
Verse: c | საწუთრო გვანდა ლაჟვარდსა, | ლილის ზღვას აღელვიდესა, |
Verse: d და | მათ შუა მოვა ჴელმწიფე, | გარე ლაშქარნი ვლიდესა. |
Strophe: 3350_[3250] | ||
Verse: a | სახელდებულთ ხოსროვთაგან | ასრე იყო გაჩენილი. |
Verse: b | პილოზედ ჯდა, წინ ლაშქარნი | გარ უვლიღეს შერჩეული, |
Verse: c | მზის სახისა მსგავსი დროშა, | წინ ფარემუზ მოკაზმული; |
Verse: d და | ჴელმწიფემან დაიმადლა, | ჰყავს ლაშქარი დარჩეული. |
Strophe: 3351_[3251] | ||
Verse: a | რა მძივი დაძრის ლაშქართა, | დაყოვნა არ ეგებოდა, |
Verse: b | ფარემუზ დიდსა ცხენსა ჯდა, | მას წინა იარებოდა, |
Verse: c | ლაშქართა მაშვენებელი | გოდერძი თან მოჰყვებოდა, |
Verse: d და | მარჯვნივ გივი დგას, რომლისა | მჭვრეტთ ნახვა იამებოდა. |
Strophe: 3352_[3252] | ||
Verse: a | რუამ, შედოშ დროშას ქვეშე | შუბებითა მოჰყვებოდეს, |
Verse: b | შვილის-შვილნი ქიშვადისნი | ერთპირობით წადგებოდეს; |
Verse: c | ჴელმწიფემან დაუმადლა, | გოსტამს შუბი ჴელთა ჰქონდეს, |
Verse: d და | მისის მშვილდით შერტყოცნილსა | ისართანა ქვანი ლბოდეს. |
Strophe: 3353_[3253] | ||
Verse: a | გოდერძის დროშა ლომ-სახე, | გივის მგლის-სახე არისა, |
Verse: b | რუამს აფთრისა სახე აქვს, | გოსტამის მთვარე არისა; |
Verse: c | ჴელმწიფეს წინა გარდივლის, | ვინ დაწერილი არისა, |
Verse: d და | ჴელმწიფე ლოცავს: "დღეს თქვენი | გამარჯვებამცა არისა!" |
Strophe: 3354_[3254] | ||
Verse: a | ხოსროვ ლოცვიდა ლაშქართა | ჴელმწიფურითა წესითა, |
Verse: b | ტუსი მოვიდა სფაადი | ნაღარითა და დროშითა; |
Verse: c | უბრძანა: "რაცა დაგვედრო, | შენ იყავ იმა წესითა, |
Verse: d და | ღვინოსა ნუ სვამთ, იფრთხილეთ | ლაშქრითა უკეთესითა". |
Strophe: 3355_[3255] | ||
Verse: a | რაცა სჯობდა, მას ჴელმწიფე | გულსაყვარლად ასწავებდა, |
Verse: b | ტუსიმ მადლი გარდიჴადა, | ბრძანებასა იყურებდა; |
Verse: c | მას ღამესა წართვით იყვნეს, | მეჯლიშშიგან იხარებდა, |
Verse: d და | ორს ფარსანგსა როსტომ გაჰყვა, | ომის საქმეს არიგებდა. |