TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 161
Previous part

Chapter: 78 
აქა ტუსისაგან თურქისტანს წასვლა და ფროდის ომი







Strophe: 3356_[3256] 
Verse: a       არ უმძიმდა ჴელმწიფესა,   კვლავ უბრძანა სიტყვა ნასი:
Verse: b       "თქვენ ნუ წახვალთ ქალთისაკე,    სხვაცა გახლდეს სპათა დასი,
Verse: c       ვისის ქალთან სხვა შვილი ჰყავს   გმირს სიაოშს მისი მსგავსი,
Verse: d    და   იგი მე მგავს მწიგნობარი,   მსწავლული და მეტად ხასი.






Strophe: 3357_[3257] 
Verse: a       იგი და დედა იმისი   მაგარს მთაზედან დგებიან,
Verse: b       არ წახვალთ მინდორისაკენ,   საომრად წინ დაგხვდებიან";
Verse: c       ტუსიმ თქვა: "თქვენს ბრძანებასა   ეტლნი ვერ ეურჩებიან,
Verse: d    და   წინამავალნი ელიან,   იცდიან, გზა-გზა დგებიან".






Strophe: 3358_[3258] 
Verse: a       აქა ტუსი და გოდერძი    ერთმანერთს ეუბნებიან:
Verse: b       "მინდორისაკენ ლაშქარნი   წყურვილით ამოსწყდებიან,
Verse: c       სჯობს ქალთისაკენ წავიდეთ,   სოფელი წინ დაგვხვდებიან".
Verse: d    და   წავიდეს ჩორომისაკენ,    ცხენნი არ დაუდგებიან.






Strophe: 3359_[3259] 
Verse: a       ფროდის უამბეს: "მზის პირი   ლაშქრითა გალურჯდებოდა,
Verse: b       შუბისა სიმრავლისაგან   აღარა შეიგებოდა,
Verse: c       შენის ძმის ლაშქარი არის,   თურანს ზედ მოუჴდებოდა".
Verse: d    და   ფროდის ეწყინა, ხვასტაგი   გაგზავნა, გამაგრდებოდა.






Strophe: 3360_[3260] 
Verse: a       რა მიბრუნდა, ციხის კარი   გაამაგრა, ცხენს შესხდესა,
Verse: b       ქოსისა ჴმა გაიგონა,   დედას უთხრა: "მოვიდესა,
Verse: c       ტუსი არის, ჩვენ რა გვმართებს,   თუცა მამულს გვირბევდესა?"
Verse: d    და   დედამ უთხრა: ღმერთმან" ნუ ყოს,   ეგ რა სიტყვა არის დღესა?






Strophe: 3361_[3261] 
Verse: a       შარიერ შენი ძმა არის,   ერთისა ხართ გვარისანი,
Verse: b       არ მოვლენ შენად სამტეროდ   ლაშქარნი ხოსროვისანი,
Verse: c       იციან შენი გვარი და   საქმენი ფირანისანი,
Verse: d    და   მე შემრთო, ფირანს არ სწადდა   შერთვანი სხვის ცოლისანი.






Strophe: 3362_[3262] 
Verse: a       შენ და ჴელმწიფე მესისხლე   აფრასიობის ქნათაგან,
Verse: b       ვეფხი, ნიანგნი გამოჩნდეს,   ნუ გიკვირს ამა თქმათაგან!
Verse: c       სიაოშისებრ ვინ იყო   მოწყალე უხვებათაგან?
Verse: d    და   მისი შვილი ხარ, არ გმართებს   დამალვა შენთა გვართაგან.






Strophe: 3363_[3263] 
Verse: a       შინ აწვივენ, მოაჴსენე,   უყავ კარგი მოემნობა,
Verse: b       ხუფთანი და ბარგისტანი,   გმართებს მათთვის საჩუქრობა";
Verse: c       ფროდმან დედას მოაჴსენა:   "ვისი მმართებს მოკიდობა,
Verse: d    და   მათგან კაცი არ მოსულა,   მაქვს არვისი შემცნეობა!"






Strophe: 3364_[3264] 
Verse: a       ლაშქარი ნახე, შენ იყავ,   იკითხე მათი სახელი,
Verse: b       მამის შენისა კბილნია   ბარამ და ზანგ შარვანელი;
Verse: c       ულაშქროდ ნიშანს იპოებ,   ნურავის დაემალები,
Verse: d    და   მზეო, მთა-ბარი აივსო,   მოვა გუშაგი მყეფელი".






Strophe: 3365_[3265] 
Verse: a       რა დაინახა ლაშქარი,   ეს ფროდის ეკვირვებოდა,
Verse: b       "ვინ არის მათი თავადი?"--   დედასა ეუბნებოდა,
Verse: c       ვიცი, სიაოშ მიწათა   სიკეთით ემძიმებოდა,
Verse: d    და   სხვა იმისებრივ შვენებით   არავინ გაიზრდებოდა.






Strophe: 3366_[3266] 
Verse: a       უბრძანა თუ: ერანელნი   " მოვლენ სისხლის საძებნელად,
Verse: b       გმართებს ჴმალი შემოირტყა,   გვერც იახლო სისხლის მღვრელად!"
Verse: c       ფროდი გულგან შეიკაზმა,   ყარაულად გადგეს ველად,
Verse: d    და   თახარ გვერცა მან იახლა   ლაშქართათვის საცნობელად.






Strophe: 3367_[3267] 
Verse: a       თახარს ჰკითხა მან ამბავი   თავადთა და დროშებისა
Verse: b       მოაჴსენა ცალკე-ცალკე   სახელები თავ-თავისა:
Verse: c       "პილოს სახე მწვანე დროშა   ტუსისაა სფაადისა,
Verse: d    და   მას უკანით მზისა ფერი   დროშა მოვა გოსტამისა.






Strophe: 3368_[3268] 
Verse: a       ისი გრძელი კანჯრის სახე   დროშა ზანგი შარვანლისა,
Verse: b       სხვა პირ-მთვარე შავი რომ ჩანს,   გივის შვილის ბეჟანისა,
Verse: c       თეთრი სახე უზაბრისა   შემკვრელისა შედოშისა,
Verse: d    და   ღორის სახე გურზისია,    ეტლთა გზისა დამჭერისა.






Strophe: 3369_[3269] 
Verse: a       ისი კანბეჩისა სახე   დროშა არის ფარადისა,
Verse: b       მგლისა სახე, ვით დევისა,   სფაადარის გოდერძისა";
Verse: c       ტუსი ნახა, გაუკვირდა,   ბრძანა: "ნეტარ ვინ არისა?"
Verse: d    და   შესაპყრობლად გაუძახა   ბარამ შვილი გოდერძისა.






Strophe: 3370_[3270] 
Verse: a       ფროდი თქვა: "სამტეროდ მოვა,   ჩვენ აქეთ ამოგვკრებდესა,"
Verse: b       თახარ თქვა: "კარგად ვერ ვიცნობ,   სიჩქარე არ გმართებდესა,
Verse: c       გოდერძიანთა ვინმეა,   ხოსროს რომ წაიყვანდესა,
Verse: d    და   მუზარადი რომ დაჰკარგეს,   ის ამას ეხუროდესა".






Strophe: 3371_[3271] 
Verse: a       ბარამ თქვა: "ვინ ხართ, რანი ხართ,   ტუსისგან არ გეშინია?
Verse: b       ფროდი თქვა: "ამოდ გვეუბენ,   თქვენ ლომნი, ჩვენ კანჯარნია;
Verse: c       ვერც ყმად გვჯობ, ვერცა ძალ-გულად,   გალახვა არ მართალნია,
Verse: d    და   არც თავად, გულად, ჭკუითა,   არც ენად, თვალად, ტანია.






Strophe: 3372_[3272] 
Verse: a       ჴელს ნუ შესძრავ, გკითხავ რასმე   და თუ მეტყვი, მეხარების,
Verse: b       შენ ცად ზიხარ, მე მიწად ვარ,   ბრძანე, რაცა გიამების".
Verse: c       ჰკითხვიდა თუ: "თავად ვინ არს?"   -- ჰკადრა: ტუსი" ეწოდების,
Verse: d    და   ოქროს სარმუზიანია,   ქაი̂ან დროშა ექონების".






Strophe: 3373_[3273] 
Verse: a       ბარამ მიდგა და საყვარლად   იგ ფროდის ეუბნებისა.
Verse: b       ფროდი თქვა: "მითხარ მართალი,   მე დია მიამებისა,
Verse: c       ვინ არის თქვენი თავადი,   დროშები ვის მოჰყვებისა?
Verse: d    და   მინდა რომ გვერცა ვიახლო,   თუ ჩემგან იკადრებისა".






Strophe: 3374_[3274] 
Verse: a       ბარამ თქვა თუ: ტუსი" არის,   ქოს-დროშისა მქონებელი,
Verse: b       გოდერძი და გურგენ, გივი,    შედოშ, ფარად სისხლთა მღვრელი;
Verse: c       გურზი, გოსტამ, გუზამ ლომი,   უზაბრისა ჴმლისა მკრველი".
Verse: d    და   ფროდი ბარამს იკითხევდა:   "არის ჩემთვის სასურველი".






Strophe: 3375_[3275] 
Verse: a       ბარამ თქვა: "ჩემი სახელი   რით იცი, მიკვირს, რისაგან?
Verse: b       ნეტარ შენა, ხარ ნაყოფი   ხოსროულისა ხისაგან!
Verse: c       მკლავი მიჩვენე, ნიშანი   ვნახო რა ყუბათისაგან".
Verse: d    და   ნახა და მაშინ დასჯერდა,   შტო არის ალვის ხისაგან.






Strophe: 3376_[3276] 
Verse: a       გარდაჴდა, ბარამს აკოცა,   საყვარლად ეუბნებოდა:
Verse: b       "მამა მენახა ცოცხალი,   ასრე არ მიამებოდა,
Verse: c       ვაჩუქებ სრულად ლაშქართა"   -- ფროდი მას ეუბნებოდა --
Verse: d    და   გვერც გიახლები, გმსახურებ,"   -- მუჴლ-დაყრით ეხვეწებოდა:






Strophe: 3377_[3277] 
Verse: a       ვეუბნები და ჴელსა ვსთხოვ   ტუსს, შენი დასანდობელი,
Verse: b       თუ შემომფიცავს, მე მოვალ,   ვიკადრო მახარობელი;
Verse: c       სხვას კაცსა ნუ მიენდობი,   იყავ ამისი მცნობელი,
Verse: d    და   ჩქარი კაცია სფაადი,   მდიდარი, ჭკვა-უცნობელი".






Strophe: 3378_[3278] 
Verse: a       ფეროზის ლახტი დაუგდო,   მისებრივ არ იქნებოდა,
Verse: b       მივიდა ტუსი, გაუწყრა,   აკლებით ეუბნებოდა;
Verse: c       არა იყურა ნათქვამი,   ვით ცეცხლი აენთებოდა:
Verse: d    და   ვიცოდი შენის წასლვითა   სირცხვილი მე მომხვდებოდა!"






Strophe: 3379_[3279] 
Verse: a       თქვა: "უწყალი კაცი მინდა!"   -- რევაზ ადგა წელშერტყმული,
Verse: b       ბარამ იტყვის: "ნუ გაგზავნით,   დავიწყლულეთ არამც გული,
Verse: c       მას მშვიდობით არ მორჩების,   ვნახე ასრე დასახული".
Verse: d    და   ტუსი სპანი შეუზახნა   შესაპყრობლად დაკაზმული.






Strophe: 3380_[3280] 
Verse: a       მაშინ სპათა დააბრუნვებს   საუბარი ბარამისა,
Verse: b       რევაზ მალედ ზედ მოუჴდა,   შეჭურვილსა ოფლი სდისა;
Verse: c       ფროდიმ უთხრა: "ბედ-მლაშეო,   ნადირი ხარ სიკვდილისა,
Verse: d    და   მომრჩე, კაცად ნუ მაჴსენებ,   ქარი გეცეს გულგანისა".






Strophe: 3381_[3281] 
Verse: a       ჰკრა ისარი მუზარადსა,   სისხლთა რევით ტვინი ნახა,
Verse: b       ტუსის თვალთა დაუბნელდა,   ცრემლიანმან ივაგლახა;
Verse: c       თავს აბრალა ავცნობობა:   "სირეგვნითა რა ვქენ?" -- ახა,
Verse: d    და   გულმესისხლედ მოსაკლავად   შვილი ზარასპ გაუზახა.






Strophe: 3382_[3282] 
Verse: a       ფროდი თახარს ეუბნების:   "ხარ ლაშქართა მეცნიერი",
Verse: b       თახარ ჰკადრა: ზარასპ" არის,   არ მორჩების მტერი მთელი";
Verse: c       ფროდიმ მკერდსა ისარი ჰკრა,   გულმესისხლედ მოსაკლველი,
Verse: d    და   ერანელთა დაინახეს,   გლოვა შექნეს საშინელი.






Strophe: 3383_[3283] 
Verse: a       ტუსი ტირს და ამას იტყვის:   "ბრძენთა სიტყვა არ წაჴდების,
Verse: b       "ავცნობობით ალბუზის მთა   ზღვასა შიგან ჩავარდების".
Verse: c       შეეკაზმა, ასრე ბრძანა:   "იგ ცოცხალი არ მომრჩების!"
Verse: d    და   ვით ფურცელსა ათრთოლებდა,   მთის ოდენსა ცხენსა ჯდების.






Strophe: 3354_[3284] 
Verse: a       თახარ ფროდის მოაჴსენა:   ტუსის" მტერი ვერ დახვდების,
Verse: b       სჯობს წავიდეთ ციხისაკენ,   არა ვიცი, რა მოჰჴდების";
Verse: c       ფროდი გაწყრა; ცეცხლს ტალახსა   თუ დაასხამ, დაივსების,
Verse: d    და   რაცა ღმერთსა გაუგია,   ყოვლსა კაცსა გარდაჰჴდების!






Strophe: 3355_[3285] 
Verse: a       თახარ თქვა: "დიდნი პატრონნი   ვაზირთ არ გაუწყრებიან,
Verse: b       ტუსი ამოვა მთაზედან,   ლაშქარნი ამოჰყვებიან;
Verse: c       ერთი კაცი ხარ, რასა იქ,   შენ ზედა მოგაკრფებიან,
Verse: d    და   ციხე, საჭურჭლე, ქონება   ჩვენ ცუდად წაგვიჴდებიან!"






Strophe: 3356_[3286] 
Verse: a       ჰკრა ისარი, ცხენი მოკლა,   წაიძღვანა ტუსი წინა,
Verse: b       ფროდიმ ეგრე შეუზრახნა:   "ერთმან კაცმან შეგარცხვინა!"
Verse: c       ერანელთა დაინახეს,   მოეგებნეს სრულად წინა,
Verse: d    და   "შეჭირვება არა მართებს"   მოაჴსენეს: "მრთელი ვინა?"






Strophe: 3387_[3287] 
Verse: a       გივსა ეწყინა, იცვემდა   აბჯარსა შეჭირვებული,
Verse: b       იტყოდა: სიაოშისთვის   " ვარ სრულად თავდადებული;
Verse: c       სითკენ წავიდე, არ ვიცი,   ფროდისგან დაწბილებული?
Verse: d    და   მას არ მართებდა, თუ ვნახეთ   ტუსი ჭკვა-შეცვალებული.






Strophe: 3388_[3288] 
Verse: a       ჩორმანისაკე წავიდა   გივი, ლახვართა მსობელი,
Verse: b       ფროდი ჰკითხევდა: "მიამბე,   თახარ, ხარ სპათა მცნობელი".
Verse: c       მან მოაჴსენა: გივია,   " მტერისა დამამჴობელი,
Verse: d    და   მას ტანსა ჯაჭვი აცვია,   მამა-თქვენს ეცვის რომელი.






Strophe: 3389_[3289] 
Verse: a       იგ შენი ძმა საპატრონოდ   ერანს იმან წაიყვანა,
Verse: b       ფირან შეკრა საგდებლითა,   ხოსრო ჯეონს გაიყვანა".
Verse: c       ფროდიმ ცხენსა ისარი ჰკრა,   მოკლა, ვეღარ წაიყვანა;
Verse: d    და   გივსა ფარი ყელს ეკიდა,   მან ქვეითად ჩაიარნა.






Strophe: 3390_[3290] 
Verse: a       "შენდა ნაცვლად ცხენი მოკლა"   -- გივს ლაშქარნი ულოცვიდეს,
Verse: b       ბეჟან ჰკადრა: "აქანამდის   პილო ვერად დაგიდგმიდეს,
Verse: c       აწ ერთისა თურქისაგან    ბრუტსა ვითა შემობრუნდეს?"
Verse: d    და   გივმან თქვა თუ: "ცხენი მოკლა,   თავიც ჴელთა მივცე ოდეს!"






Strophe: 3391_[3291] 
Verse: a       გივმან მქისედ რა უბრძანა,   ბეჟან ფიცხლავ განანირა,
Verse: b       გივი ბეჟანს გა-ცა-უწყრა,   თავს მათრაჴი გარდაჰკრინრა:
Verse: c       "არ გასმია, გაგება და   ომი ერთად იქნას არა?
Verse: d    და   ვინც გაგზარდა აგრე უჭკო,   გაიზრდების იგი არა!"






Strophe: 3392_[3292] 
Verse: a       ბეჟანს გული აუდუღდა,   იგ ლაშქართა დაეთხოვა,
Verse: b       დაიფიცა: "არ დავსწყნარდე,   ვირემ ფროდის დღე არ მოვა!"
Verse: c       შეეკაზმა, წამოვიდა,   გოსტამს მისი ცხენი სთხოვა,
Verse: d    და   "ერთმან თურქმან სპანი მოსრნა,   მაზედ ნახეთ აწ რა მოვა!"






Strophe: 3393_[3293] 
Verse: a       გოსტამ თქვა: "არ საქნელია   აწ ფათერაკის მოძებნა,
Verse: b       ტუსი და გივი მობრუნდეს,   რევაზ და ზარასპ დაღებნა";
Verse: c       ბეჟან თქვა: "არ დავბრუნდები,   არ ვარგა ფიცის დატყებნა,
Verse: d    და   გოსტამ თქვა: "მაგ სიჩქარითა   შენს თავსა გააქარვებნა.






Strophe: 3394_[3294] 
Verse: a       ორთ ცხენთ მეტი არა მყვანდა,   აწ მე მმართებს სხვათა თხოვა".
Verse: b       ზარასპისა სისხლის ძებნად   ბეჟან ქვეითი წამოვა,
Verse: c       -"ორივ გინდა, სულაც მოგცემ,   არა თურმე არ გათხოვა!"
Verse: d    და   ჰყვა მგლის-სახე შავი ცხენი,   შეკაზმული მან ათხოვა.






Strophe: 3395_[3295] 
Verse: a       ისარი, ფროდის ნაკრავი,   გივს მეტად ეკვირვებოდა,
Verse: b       გოსტამ კაცი გაუგზავნა,   თქვა: "ცეცხლი მოედებოდა";
Verse: c       სიოშის ჯაჭვ-მუზარადი   გაგზავნა, ჩაეცმებოდა,
Verse: d    და   ბეჟან შეჯდა და წავიდა,   წინ ფროდი მოეგებოდა.






Strophe: 3396_[3296] 
Verse: a       თახარ თქვა: ბეჟან" მოვიდა,   სწორი არ ეპოებოდა,
Verse: b       გივსა სხვა შვილი არა ჰყავს,   კაცზედა არ ეცდებოდა?
Verse: c       დარაკსა უკრა ისარი,   მგელ-სახე მუნ მოკვდებოდა,
Verse: d    და   ქვეითმან ცხენი დაუჭრა,   --"ნუ მირბი" -- ეუბნებოდა.






Strophe: 3397_[3297] 
Verse: a       ფროდი იტყვის: "დასანდობლად   ბარამს მუჴლნი დაუყარენ,
Verse: b       რევაზ, ზარასპ სისხლიანი   მე მიწათა მივაბარენ;
Verse: c       ტუსი, გივი, გმირი ბეჟან    ცხენიდაღმან ჩამოვყარენ,
Verse: d    და   ვერ დაუდგენ ერანელთა,    ციხის კარნი წამოვსჯარენ".






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.