Strophe: 3398_[3298] | ||
Verse: a | აქ ჯარიარ მოცავიდა, | დაჯდა, ფროდის ეუბნების: |
Verse: b | "ვიცი, შვილო, ეტლისაგან | ავი საქმე გარდაგვჴდების; |
Verse: c | ციხოვანნი ვერ დაუდგმენ, | თუ ლაშქარი მოგვადგების, |
Verse: d და | უწყლად მოგკლვენ სფაადარნი, | ჭირნახული წაგვიჴდების. |
Strophe: 3399_[3299] | ||
Verse: a | წუხელის ვნახე სიზმარი, | ჩვენება გაცხადებული: |
Verse: b | დიდი საჴმილი ჩვენზედან | ერთობით შეერთებული, |
Verse: c | ციხე, მონა და მჴევალი | დამწვარი, დაავლებული, |
Verse: d და | ჩვენი საჭურჭლე ყოველი | წამჴდარი, მომტვერებული". |
Strophe: 3400_[3300] | ||
Verse: a | მას ღამესა ერანელნი | ციხეს გარე მოეხვივნეს, |
Verse: b | გამოვიდა შესაბმელად, | ფროდის ომსა გაეკვირნეს; |
Verse: c | ციხისაკენ შემოიქცა, | რა ლაშქარნი დაელივნეს, |
Verse: d და | რუამ, ბეჟან დამალულნი | მას უკანით მოეწივნეს. |
Strophe: 3401_[3301] | ||
Verse: a | რუამ მჴარსა ჴმალი ღაჰკრა, | ჯაჭვსა სისხლი გარდმოდინეს, |
Verse: b | შემოვიდა ციხეშიგან, | ტახტსა ზედან დააწვინეს; |
Verse: c | დედამან ღა თანაზრდილთა | თმანი ზედა დააგლიჯნეს, |
Verse: d და | სისხლი მკერდსა უღებევდა, | საყელონი გარდიხივნეს. |
Strophe: 3402_[3302] | ||
Verse: a | ფროდიმ თვალი აახილა, | დედა ნახა გლახ გულწყლული: |
Verse: b | "მინდა, აქათ არა დარჩეს | ბეჟანს რამე ჩემეული, |
Verse: c | ჩემად მკლველად ის გამოჩნდა, | დამილივა იმან სული, |
Verse: d და | ციხით თავი გარდიქცივეთ, | ვისაც გტკივის ჩემთვის გული!" |
Strophe: 3403_[3303] | ||
Verse: a | ფროდი მოკვდა, გაიგონეთ, | რა ჯარიარ მოაწივა! |
Verse: b | მჴევალი და რაც ყმა ჰყვანდა, | ზღუდით თავი გარდიქცივა, |
Verse: c | სალარო და საჭურჭლენი | საჴმილშიგან შეაქცივა, |
Verse: d და | შემოკართა ტაიჭები, | თვითან ჴმალსა დაეხივა. |
Strophe: 3404_[3304] | ||
Verse: a | ბარამ და ზანგ შარვანელი | ტიროდეს მეტად სხვათაგან: |
Verse: b | "შენ უსაწყლე ხარ სიაოშს, | მოჰკვედ თავისა ყმათაგან, |
Verse: c | მძლავრთა და უსამართლოთა | რა იჴსნის ავის ქნათაგან?! |
Verse: d და | სისხლის ძებნისა სანაცვლოდ | რა ვქენით ტუსის ჭკვათაგან!" |
Strophe: 3405_[3305] | ||
Verse: a | ნახეს მწოლი ტახტსა ზედან, | სიკეთესა იკვირვებდეს, |
Verse: b | გოდერძი და ტუსი, გივი | ტირან თავსა აბრალებდეს -- |
Verse: c | "ჴელმწიფე და შვილი-სიძე | შენ დაჰჴოცე", ტუსს--" ეტყოდეს, |
Verse: d და | სასაფლაოდ მთისა წვერსა | ოქროს ტახტსა შეუმკობდეს. |
Strophe: 3406_[3306] | ||
Verse: a | ქასრომს დადგეს კარვებითა, | მიწის პირსა დაჰფარვიდა, |
Verse: b | თქვეს: "მოვიდეს ერანელნი" | თურანშიგა ჴმა გავიდა; |
Verse: c | ლაშქართათვის სანახავად | იგ ბალაშან წამოვიდა, |
Verse: d და | ცხენსა იჯდა შეკაზმული, | ვითა ლომი მობრდღვინვიდა. |
Strophe: 3407_[3307] | ||
Verse: a | გივმან შეხედა, მოვიდა | ბალაშან სახელდებული, |
Verse: b | თქვა: "მოვჰკლა, ან მოვიყვანო | შეკრული, გაშიშვლებული". |
Verse: c | ბეჟან თქვა: ქაიხოსროსთვის | " დღეს მე ვერ დაპირებული, |
Verse: d და | ღვთის შეწევნითა გიჩვენო | ის ჩემგან ატირებული!" |