TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 278
Previous part

Chapter: 195 
აქა გოსტასაბ ხელმწიფისაგან არჯასპ ხელმწიფის გაქცევა







Strophe: 5283_[5200] 
Verse: a       მრავალნი სახელოვანი   მათ თურქნი ჩამოყარესა,
Verse: b       არჯასპ ეს ნახა, რომ მათი   ვერავინ დაუდგემდესა;
Verse: c       მინდორსა პირი მიაპყრეს,   -- წავიდეს მასვე ღამესა,
Verse: d    და   ერანელთ მრავლად გრძნეული   მუნ დევები დაჴოცესა.






Strophe: 5284_[5201] 
Verse: a       თურქთ ნახეს, -- არჯასპ ჴელმწიფე   წავიდა, -- დაიქვეითნეს,
Verse: b       მშვილდი, აბჯარი გაყარეს,   მათ წელთა ჴმლები შეიჴსნეს,
Verse: c       ჴელმწიფეს და სპანდიატსა    მომართეს და შეეხვეწნეს:
Verse: d    და   "ამა თურქთა ნურას ერჩით!"   სპანდიატ სპათ დაუზახნეს:






Strophe: 5285_[5202] 
Verse: a       "მაგა თურქთა დაეჴსენით,   მკვდართ მივმართოთ, წაიხვემდეს!
Verse: b       დაღამდა და ოქროს თასით   ხოშ-გუარსა ღვინოს სმიდეს;
Verse: c       რა გათენდა, ნაომარსა   სანთლებითა მკვდარს ეძებდეს,
Verse: d    და   ჴელმწიფემ ძმა მკვდარი ნახა,   საყელოსა გარდიხევდეს.






Strophe: 5286_[5203] 
Verse: a       თქვა: "საწუთრო გამიმწარდა!"   თავს მიწასა გარდიყრიდეს,
Verse: b       თვალთ სინათლე დამიბნელდა,   თვითონ ჴელით აიღებდეს,
Verse: c       შესუდრა და მოჭედილსა   თაბუთშიგან ჩააწვენდეს,
Verse: d    და   ბრძანა თუ: "მკვდარი დათვალეთ!",   იგი თვლასა დაუწყებდეს.






Strophe: 5287_[5204] 
Verse: a       დათვალეს, ათას ორმოცი   ერანელთ იყო მკვდარია,
Verse: b       კვლავ ოცდაათი ათასი   თურანელთ აკლდა ჯარია,
Verse: c       შვიდასი სახელოვანი   დიდგვარნი მეომარია;
Verse: d    და   გათენდა გამოემართნეს,   ბალხეთი--" ჩვენი არია".






Strophe: 5288_[5205] 
Verse: a       ნოსტენს უთხრა: "ას ათასსა   კაცსა მოგცემ მეომარსა;
Verse: b       თურანელსა ჴელმწიფესა   უკან წაუდეგ თურანსა;
Verse: c       ხალხი ქვეყანას ვინც მტერი   ნახო, მოკალ მასვე წამსა.
Verse: d    და   მამის სისხლი მოიკითხე!"   -- წელთ ქამარი შეარტყესა.






Strophe: 5289_[5206] 
Verse: a       თავსა გვირგვინი დახურა,   საქონელი, განძი მისცა,
Verse: b       ჴელმწიფემან შვილს სპანდიატს    ხვარასანი საყმოდ მისცა;
Verse: c       გაისტუმრა, დაამზადა,   ლაშქარი და ბარგი მისცა,
Verse: d    და   ეგრე უბრძანა: "ერთს საქმეს   დაგავედრებ, ქენ იგიცა!"






Strophe: 5290_[5207] 
Verse: a       "რაცა ბრძანოს ჴელმწიფემან,   მორჩილი ვარ ბრძანებისა".
Verse: b       უბრძანა: "დროშა ამართე,   ცხენსა შეჯე მსგავსი მზისა;
Verse: c       ფერჴთა ქვეშე მოიქცივე   ქალაქები ქიშვარისა,
Verse: d    და   მლოცავები ამოსწყვიტე,   -- ვინცა იყოს, -- კერპებისა.






Strophe: 5291_[5208] 
Verse: a       საკერპონი დააქცივენ,   აშენებდი საცეცხლესა!"
Verse: b       ჴმალი წელთა შემოირტყა,   გაემართა ინდოეთსა.
Verse: c       სრულა ბნელეთის ქვეყანა   მათ ყველა გაიარესა,
Verse: d    და   რომისა, იამანისა,    ქვეყანა მოაქცივესა.






Strophe: 5292_[5209] 
Verse: a       ვინცა მის რჯულსა მოუდგეს,   ჴელმწიფეს წიგნად გარდასცა,
Verse: b       ჰკადრეს თუ: ახალი რჯული   სპანდიატისგან მოგვეცა!"
Verse: c       ჴელმწიფის წინა მოიღეს,   მან წიგნი წაიკითხაცა,
Verse: d    და   ყოველგან კაცი გაგზავნეს,   ყველა მის რჯულზედ მოიქცა.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.