Strophe: 5293_[5210] | ||
Verse: a | ხანი გამოჴდა, სპანდიატ | მამასთან კაცი გაგზავნა, |
Verse: b | ჰკადრა: "შენის ბრძანებითა | სრულ მოვაქცივე ქვეყანა, |
Verse: c | სიკეთითა დაემსგავსა | სამოთხესა ეს ქვეყანა, |
Verse: d და | ავი საქმე სრულ დავკარგე, | -- რა არს ბრძანება შენგანა?! |
Strophe: 5294_[5211] | ||
Verse: a | ჴელმწიფეთა-ჴელმწიფეო, | მაღალს კარს წინა მოვიდე, |
Verse: b | თუ ჴელმწიფესა სხვა საქმე | ჰქონდეს, -- მიბრძანებდეს კიდე". |
Verse: c | სპანდიატის გაგზავნილი | შარიარს წინ მოვა კიდე, |
Verse: d და | რაც იცოდა, ყველა წვრილად | მოაჴსენა მუნით კიდე. |
Strophe: 5295_[5212] | ||
Verse: a | ასრე იტყვის საწუთროსა | იგ მონახული კაციცა: |
Verse: b | "ჴელმწიფემ რომ სპანდიატსა | თემი და გვირგვინი მისცა, |
Verse: c | სახელოვანსა მებრძოლსა | სახელად გურზამ ერქვისცა, |
Verse: d და | სპანდიატისა მტერობა | იმას გულშიგა ედვისცა. |
Strophe: 5296_[5213] | ||
Verse: a | მათის მტერობისა თავი | არა ვიცი რა, -- რა იყო, |
Verse: b | სადაც წავიდის, მოვიდის, | -- მისთვის ავის მთქმელი იყო; |
Verse: c | ერთს დღეს ჴელმწიფე გოსტასაბ | ტახტსა ზედა მჯდომი იყო, |
Verse: d და | ჴელმწიფენი და თავადნი | კარს უთქს, საქმის რჩევა იყო. |
Strophe: 5297_[5214] | ||
Verse: a | სახელოვანი გურზაამ | ჴელმწიფესა წინა დაჯდა, |
Verse: b | სპანდიატის საქმისათვის | საბეზღარს მიზეზს ეძებდა; |
Verse: c | "რა ხესა შტო გაეზარდოს", | ჴელმწიფეს მოაჴსენებდა, |
Verse: d და | "ჴმელს ხესა მოსტეხს, -- უცილოდ | მიწასა დაანარცხებდა". |
Strophe: 5298_[5215] | ||
Verse: a | ჴელმწიფემან ჴელი ჴელსა | შემოჰკრა და ეგრე ბრძანა: |
Verse: b | "მაგ საქმესა მეც მიმხვდარვარ, | რაცა შენ სთქვი", -- მას უბრძანა. |
Verse: c | რა შვილი სპათა პატრონად | ან საქონლისა შეიქნა, |
Verse: d და | ან რაც ყმა პატრონისაგან | უფრო დიდად ამაღლდენა, |
Strophe: 5299_[5216] | ||
Verse: a | "მას თავსა უნდა მოკვეთა!"-- | ჴელმწიფემან მოაჴსენა, -- |
Verse: b | "ეგ ხვაშიადი არ არის, | -- ყველა წვრილად მიამბენა!" |
Verse: c | "ჩემგან თუ იკადრებოდეს", | -- გურზამ ეგრე მოაჴსენა, -- |
Verse: d და | "ერთს საუბარს მოგაჴსენებ, | -- გამიგონე ესე შენა! |
Strophe: 5300_[5217] | ||
Verse: a | სპანდიატ შენზედ უზომო | ლაშქარი შეიყაროსა, |
Verse: b | ერთი ქიშვარი სრულობით | ამაზედ დაიჭიროსა; |
Verse: c | შენ ჴელმწიფობა წაგართვას, | შეგკრას და დაგიჭიროსა, |
Verse: d და | ჴმელეთი შემოიმწყვდიოს, | -- სრულა მან დაიჭიროსა. |
Strophe: 5301_[5218] | ||
Verse: a | შენცა იცი, რომ სპანდიატს | ომში კაცი ვერ გაუძლებს, |
Verse: b | იგ მისითა საგდებლითა | მაღლა ღრუბელს ჩამოიდებს. |
Verse: c | მე რაც მესმა, ჴელმწიფესა | მოვაჴსენე, -- აწ რას ბრძანებს?!" |
Verse: d და | ესე სიტყვა გურზამისგან | ჴელმწიფესა გააკვირვებს. |
Strophe: 5302_[5219] | ||
Verse: a | ჯავრისაგან არა ჭამა, | არცა ძილი მოუვიდა, |
Verse: b | ვარსკვლავნი გაუჩინარდეს, | დილასა მზე ამოვიდა; |
Verse: c | საწუთროს ნახული ჯამასპ | იჴმო, მას წინა მოვიდა, |
Verse: d და | რა მისი საქმე გაძნელდის, | ჯამასპ ვაზირსა ჰკითხვიდა. |
Strophe: 5303_[5220] | ||
Verse: a | ჯამასპ ვაზირსა უბრძანა, | -- სპანდიატ მოიყვანების, |
Verse: b | "ერთი საქმე გამიძნელდა, | ეს უშენოდ არ იქნების"; |
Verse: c | მან მწერალი მოიყვანა, | გმირის წიგნი იწერების. |
Verse: d და | "სახელოვანო სპანდიატ, | ჯამასპ შენს წინ იარების! |
Strophe: 5304_[5221] | ||
Verse: a | შენცა იცი, -- ეს ჯამასპ არს | ლუარსაბისა თვალნია! |
Verse: b | რა ნახო, წელთა შეირტყი, | თანა წამოჰყევ მზანია". |
Verse: c | ჴელმწიფის წიგნი აიღო, | იარა მრავლად დღენია, |
Verse: d და | მინდორნი გამოიარა, | გავლო მრავალი კლდენია. |
Strophe: 5305_[5222] | ||
Verse: a | იმ ხანშიგა მინდორს იყო, | ჯანჯარს ნადირობდა ახა, |
Verse: b | შორიდამან მიმავალი | დიდებულმან დაინახა; |
Verse: c | ჯამასპ" მოვა შენს წინაშე", | მან სპანდიატს დაუზახა, |
Verse: d და | დაღონდა და გაიცინა, | -- მას შვილებმან უპასუხა. |
Strophe: 5306_[5223] | ||
Verse: a | ოთხნი კარგნი შვილნი ედგნეს, | ერთის ბაამან სახელი, |
Verse: b | მერინუშ, დანუშ და დარუშ | სპანდიატის შვილთ სახელი; |
Verse: c | რა მამა ნახეს, -- იწყინეს, | -- ჴმა-მაღლა გაცინებული, |
Verse: d და | უბრძანა: "გაიხედენით, | -- რომლით გზით მოვა მსწრობელი?!" |
Strophe: 5307_[5224] | ||
Verse: a | შვილთ უთხრეს: "რად არ გრცხვენია, | ჴელმწიფევ, სიკვდილისაგან?! |
Verse: b | კაცი მოვიდა, -- გვიამბო | ამ ხანში, -- თურანისაგან; |
Verse: c | თქვა: შარიარი გიწყრების | და შეგიბეზღა მტრისაგან"; |
Verse: d და | ჰკადრეს თუ: "რა გიწყენია, | გვიბრძანე ჴელმწიფისაგან?!" |
Strophe: 5308_[5225] | ||
Verse: a | უბრძანა თუ: "არა ვიცი | მე ნაწყენი მამაზედა, |
Verse: b | ესე რჯული დამიჭირავს, | ცეცხლი ვანთე ჴმელეთზედა, |
Verse: c | მისი რჯული გავაცოცხლე, | ჴმელეთი მაქვს ამაზედა, |
Verse: d და | რატომ გულ-ავად იქნების, | მიკვირს, ჴელმწიფე ჩემზედა! |
Strophe: 5309_[5226] | ||
Verse: a | ეგების დევმან აცდუნა, | -- გული მან გამოართვა და!" |
Verse: b | ამ ლაპარაკშიგ რომ იყვნეს, | მტვერთაგან კაცი გამოჩნდა, |
Verse: c | სპანდიატ წინ მიეგება, | იგ ორნივე დაქვეითდა; |
Verse: d და | ჯამასპის ყელს მოეხვივა | და ტკბილად მოიკითხვიდა. |
Strophe: 5310_[5227] | ||
Verse: a | "ეს საქმე როგორ იქნების?" | სპანდიატ ჰკითხა მას წამსა; |
Verse: b | "შენ თან წამოგყვე, -- ჴელმწიფე | მე კარგსა არას მიზამსა; |
Verse: c | თუ არ წამოგყვე, ვიქნები | გარდასლვით მის ბრძანებასა, |
Verse: d და | მამისა ურჩსა, მეც ვიცი, | მე ღმერთი კარგს არ მიზამსა. |
Strophe: 5ṗ11_[5228] | ||
Verse: a | აწე მართალზედ მიამბე, | ბერო, საწუთოს მნახველო, |
Verse: b | ამ საქმესა როგორ მირჩევ, | -- დღეს წავიდე ანუ ხვალო?!" |
Verse: c | ჯამასპ ასრე მოაჴსენა: | "ჴელმწიფეო დიდ სახელო! |
Verse: d და | შენც იცი, მამის წყრომა სჯობს, | სხვას წყალობასა შეხვალო! |
Strophe: 5312_[5229] | ||
Verse: a | იმა ღამეს ნადიმად სხდეს, | სპანდიატ იჴმო სპანი და, |
Verse: b | ლაშქარი ბამანსა მისცა, | ცოტას კაცითა წავიდა; |
Verse: c | ოქროსა ქუდი დაირქვა, | ჴელმწიფის წინა მივიდა, |
Verse: d და | წადგა და მიწას აკოცა, | და ჴელმწიფესა ლოცვიდა. |
Strophe: 5313_[5230] | ||
Verse: a | ჴელმწიფემ თავადნი იჴმო, | ოქროს სკამზედა დასხესა, |
Verse: b | სპანდიატის საქმე ჰკითხა, | მათ ეგრე მოაჴსენესა: |
Verse: c | "ხე ამაღლდების, დაბერდეს, | სხვა ნორჩი ამოვიდესა, |
Verse: d და | მამამ საწუთრო დაცალოს, | შვილი მის ალაგს დაჯდესა. |
Strophe: 5314_[5231] | ||
Verse: a | ტახტ-გვირგვინი მამას ჰქონდეს, | შვილსა თემი მართებია". |
Verse: b | ჴელმწიფემ ბრძანა: "მას ჩემი | ალაგი მონდომებია, |
Verse: c | ასეთითა რკინით დავსჭედ, | სხვას არავის ჰქონებია!" |
Verse: d და | ვაჟმან თქვა: "შენი, ჴელმწიფევ, | სიკვდილი არ მდომებია! |
Strophe: 5315_[5232] | ||
Verse: a | ჩემს გულშიგ შენი ზიანი | არ გავლილა, შენმან მზემან! |
Verse: b | შემცოდე ვარ, -- მასვე წამსა | გამაშორვე თავიდაღმან". |
Verse: c | ჴელმწიფემ ბრძანა: "მჭედელნი | მოასხით სამჭედლოდაღმან, |
Verse: d და | ყელს მძიმე ღული შემოსდვეს, | ვერ იჴსნა სიკვდილიდაღმან. |
Strophe: 5316_[5233] | ||
Verse: a | მაგრა შეკრეს ვინცა ნახეს, | გულ-მდუღარედ აეტირნეს, |
Verse: b | რა ჴელ-ფერჴი დაუჭედეს, | ხვადი პილო მოიყვანეს. |
Verse: c | დააკრეს და წაიყვანეს, | -- ფალავანთა არ ილხინეს, |
Verse: d და | გუნბედანის ციხეშიგან | გაგზავნეს, სპა წაატანეს. |
Strophe: 5317_[5234] | ||
Verse: a | მიიყვანეს, ოთხის რკინის | მათ საგვემო (!) მოიტანეს, |
Verse: b | ჴელსა და ფეჴსა დააკრეს, | მცველნი ზედა დააყენეს; |
Verse: c | ტახტ-გვირგვინისა პატრონსა | გულ-მდუღარედ აეტირნეს, |
Verse: d და | ამ შეჭირვებაში იყო, | ვერავინა მოეჰმარნეს. |
Strophe: 5318_[5235] | ||
Verse: a | ხანი გამოფდა, ჰელმწიფე | გოსტასაბ სისტანს მივაო, |
Verse: b | ზარდაშტის რჯული ემტკიცა, | მის რჯულზედ მოექციაო; |
Verse: c | სპანი წინა მოეგებნეს, | მეფე რა ნიმროზს მივაო, |
Verse: d და | როსტომ და ზაალ მკვრელითა | ბარბითებითა მოვაო. |
Strophe: 5319_[5236] | ||
Verse: a | ჴელმწიფე შინ მოიყვანეს, | წინ სამსახურად დადგესა, |
Verse: b | ორს წელიწადსა გოსტასაბ | ზაალის სახლში დადგესა; |
Verse: c | რა თავადთა დიდებულთა | მისი საქმე შეიტყვესა, -- |
Verse: d და | შვილი რკინით დაეჭედა, | -- თვითან ზაულს წავიდესა, |
Strophe: 5320_[5237] | ||
Verse: a | წინასწარმეტყველად თავსა | სდებს, მოიქცენ ცეცხლის მლოცავად (?),ხხხ |
Verse: b | იმისი რჯული დააგდეს, | ძველის რჯულისა მლოცავად; |
Verse: c | ბაამან სცნა, -- ხვადი ლომი | ტყვედ ჩაუგდია მას ავად, |
Verse: d და | ძმანი თანა წაიტანა, | მივა მამის სანახავად. |
Strophe: 5321_[5238] | ||
Verse: a | თურანს ჩინეთის პატრონმან | შეიტყო საქმე მათია, |
Verse: b | მეფე სპანდიატს უწყრების, | მას ტყვედ ჰყავს შვილი მათია; |
Verse: c | სისტანისაკენ ბალხეთით | შეიტყო წასვლა მათია, |
Verse: d და | შვიდასის კაცით ცეცხლს მოსავს | ლორასბ, მამა იმათია. |
Strophe: 5322_[5239] | ||
Verse: a | ჴელმწიფემ არჯასპ ვაზირსა | უბრძანა საუბარია: |
Verse: b | გოსტასაბ" ნიმროზს წასულა, | ლაშქრითა ზაულს არია; |
Verse: c | მის ქიშვარში მეომარი | კაცი არავინ არია, |
Verse: d და | აწ მტერობისა ჟამია, | სპანდიატ ტყვედ ჰყავს რამია. |
Strophe: 5323_[5240] | ||
Verse: a | ერანის საქმე შეიტყოს, | -- გავგზავნოთ ერთი კაცია". -- |
Verse: b | ერთს გრძნეულს, მრავლის მცოდნესა, | სახელად სუთო რქმევია. |
Verse: c | ჰკადრა თუ: "მაგას ვისაქმებ, | რაცა გწადს, მე მიბძანია"; |
Verse: d და | უბრძანა თუ: ერანს" წადი, | სცან იმათი საქმენია." |
Strophe: 5324_[5241] | ||
Verse: a | ბალხეთს მოვიდა მას წამსა | გრძნეული, დადგა გზაზედა, |
Verse: b | გოსტასაბის ტახტს მომართა, | ვერ ნახა სასახლეზედა; |
Verse: c | მივიდა, ნახა ლუარსაბ, | მლოცავი საცეცხლეზედა, |
Verse: d და | გამობრუნდა და, ვით ქარმან, | მინდორი მოვლო მას ზედა. |
Strophe: 5325_[5242] | ||
Verse: a | ჴელმწიფესა არჯასპს ჰკადრა, | -- რაც ენახა, რა მოვიდა; |
Verse: b | არჯასპს ესმა, გულიდაღმან | ძველი სევდა ამოვიდა; |
Verse: c | თავადნი და სპანი იჴმნა, | ყველა მას წინ წამოვიდა, |
Verse: d და | არჯასპისა" საქმეს ყველას | გავაახლებ", -- წამოვიდა. |