TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 280
Previous part

Chapter: 197 
აქა ომი არჯასპისა და ლუარსაბისა და მოკლვა ლუარსაბისა







Strophe: 5326_[5243] 
Verse: a       ქერამს უბრძანა: "აკაზმე   ათასი ცხენოსნებია,
Verse: b       ბალხეთს მიმართე, -- მე მათგან   სიცოცხლე დამწარებია;
Verse: c       ცეცხლის მლოცავნი დაჴოცენ,   -- მათი დაწვან სახლებია,
Verse: d    და   შენ უკუნად გარდაიქეც,   მათ სანთელი დავსებია.






Strophe: 5327_[5244] 
Verse: a       გოსტასაბის სასახლისა   ალი ცასა მიაწვითე.
Verse: b       ჴელ-ფეჴ-შეკრული სპანდიატ    რა ნახო, თავი მოჰკვეთე;
Verse: c       ერანისა ქვეყანანი   დაიჭირე, მოიჴელთე,
Verse: d    და   მაცნობე, ფიცხლავ წამოვალ,   მეცა შევიყარი ხალხთე".






Strophe: 5328_[5245] 
Verse: a       ქერამ თქვა: "თავსა წავაგებ,   -- მე ვქნა ბრძანება შენია!"
Verse: b       რა მზემან თავი ამოყო   და გაანათლა დღენია,
Verse: c       ქერამ თურქნი შეიყარნა,   წავიდა, წაჰყვნეს სპანია.
Verse: d    და   ვინცა წინ დახვდის, მოკლიან,   ბალხეთს მივიდეს თურქნია.






Strophe: 5329_[5246] 
Verse: a       ლუარსაბ მათი მისლვა ცნა,   ეწყინა, დანაღვლდებისა.
Verse: b       "ყოვლის კაცის უმაღლე ხარ",   იმ ღმერთსა ეხვეწებისა,
Verse: c       "მძლავრი და მეცნიერი ხარ   მზე-მთვარე სინათლებისა,
Verse: d    და   ამათით ჴელით ნუ მომკლავ",   შემოქმედს ეხვეწებისა.






Strophe: 5330_[5247] 
Verse: a       ბალხეთში სახელოვანი   მეომარი არვინ იყო,
Verse: b       თურქნი გარს შემოეხვივნეს,   ხვაფთანი ტანსა გაიწყო;
Verse: c       ქუდი დაირქვა, საომარს   ადგილს მოვიდა და იყო,
Verse: d    და   იმას ზროხის-სახე ლახტი   და ლუარსაბს ჴელთ ჰქონიყო.






Strophe: 5331_[5248] 
Verse: a       რომელსაც გრძნეულს შემოჰკრის,   თავი ალაგზე გორევდის,
Verse: b       სითაც ცხენი გააჭენის,   მიწას სისხლითა ღებევდის;
Verse: c       აფთის ცემითა მუზარადს   ჭექანი გაუდიოდის,
Verse: d    და   ვინც იმის ჴმა გაიგონის,   შიშითა გული გაუსქდის.






Strophe: 5332_[5249] 
Verse: a       მეფე ლუარსაბ უღონოდ   შეიქნა, შუა შეიგდეს,
Verse: b       ბერია, სიცხე მისჭირდა,   თურქთ ისრითა ჩამოაგდეს;
Verse: c       მიწას გარივეს, ჴმლით დაჭრეს,   ტანსა აჯბარი აჰჴადეს,
Verse: d    და   მათ ვაჟი კაცი ეგონა,   რომ მუზარადი მოჰჴადეს.






Strophe: 5333_[5250] 
Verse: a       ყველაკასა გაუკვირდა,   თეთრი წვერი დაუნახეს:
Verse: b       "ჴმლის აღება ვით შეეძლო?!"   ქერამს ეგრე მოაჴსენეს:
Verse: c       "ჩვენი საქმე ესე იყო:   არს ლუარსაბ ჴელმწიფე ეს,
Verse: d    და   გოსტასაბის მამა არის,   რაც ებძანა, გაათავეს".






Strophe: 5334_[5251] 
Verse: a       აქადაღმან ბალხეთისა    ქალაქშიგა შემოვიდეს,
Verse: b       საცეცხლეს სახლსა მომართეს,   კარგსა თვალსა აიხვემდეს;
Verse: c       სხვას სახლსა ცეცხლი შეუდვეს,   ოთხმოცსა კაცსა მოჰკლვიდეს,
Verse: d    და   ცეცხლის მოსავთა სისხლითა   საცეცხლე დაივსებოდეს.






Strophe: 5335_[5252] 
Verse: a       გოსტასაბს ცოლი ჭკვიანი   ედგა, იქი დაემწყვდია,
Verse: b       თურქული ტანისამოსი   ჩაიცვა, მოერთო დია;
Verse: c       ჯამასპ აქლემსაზე შეჯდა,   სისტანისაკენ ვლიდია,
Verse: d    და   სამისა დღისა სავალსა   ერთს დღესა იარებდია.






Strophe: 5336_[5253] 
Verse: a       გოსტასაბს ჰკადრა: სისტანსა   " ასდენს ხანსა იქ აწ რასა?!
Verse: b       იქით თურქთ სპანი მოვიდეს   და ამოსწყვეტენ ბალხეთსა".
Verse: c       მან თქვა თუ: "დარბევისათვის   თავსა არ მივსცემ ნაღველსა,
Verse: d    და   ლაშქართა შევჰყრი, მიწასა   გავრევ თურქთა ჴელმწიფესა".






Strophe: 5337_[5254] 
Verse: a       ჰკადრა თუ: "მაგას ნუ იტყვი,   საქმესა დაუძლეველსა;
Verse: b       ორნი ქალნი ტყვედ წაასხეს,   მეფე ლუარსაბ მოკლესა".
Verse: c       საყელონი გარდიხივნა,   ესმა გოსტასაბს რა ესა,
Verse: d    და   ერანელთა სპანი იჴმნა,   თვალთ ცრემლი გარდმოყარესა.






Strophe: 5338_[5255] 
Verse: a       რაც გაეგონა, უამბო,   მწერალი მოიყვანესა,
Verse: b       წიგნი გაწერა, მას წამსა   ლაშქარი შეიყარესა;
Verse: c       გოსტასაბ სპანი იქ ნახა,   სისტანით მოვა ბალხეთსა,
Verse: d    და   არჯასპ შეიტყო იქითით,   თურქნი მანც შეიყარესა!






Strophe: 5339_[5256] 
Verse: a       ზღვას გამოვიდეს, ორნივე   ერთმანერთს დაპირისპირდეს,
Verse: b       ზღვას დაემსგავსნეს, მარჯვნივ მჴარს   ხურშიტ-ვარად დააყენეს,
Verse: c       მარცხენასა მჴარსა ნოსტენ,    -- ომში ვით სპილო ვერ დაძრეს.
Verse: d    და   სახელოვანსა გოსტასაბს    ლაშქარნი შემოეხვივნეს.






Strophe: 5340_[5257] 
Verse: a       იქით არჯასპ, მარჯვენასა   მჴარსა ხასას დააყენეს,
Verse: b       მარცხენასა მჴარსა ქერამ    ჴმლისა მკვრელი გააჩინეს;
Verse: c       ორთავე ლაშქართა შიგან   ქოსისა ჴმა გააჴშირეს,
Verse: d    და   ლაშქრისა სიმრავლისაგან   მიწისა პირნი დაფარეს.






Strophe: 5341_[5258] 
Verse: a       იგ მინდორი უტანოსა   თავისაგან სავსე იყო,
Verse: b       დროშა-შუბთა სიმრავლითა,   ჴმლისა ელვა დიდი იყო;
Verse: c       შემოსძახდეს: "შეკარ, მოკალ",   --"შეიპყარ"-ის ჴმაცა იყო,
Verse: d    და   მკვდართ სუდარა, მჴეცთა გვამი,   და თაბუთი, -- სისხლი იყო.






Strophe: 5342_[5259] 
Verse: a       სისხლისა დუღილისაგან   პირი სისხლად აქვს მთვარესა,
Verse: b       ბოლოდ გოსტასაბ გაიქცა,   სდიეს ორს დღესა -- ღამესა;
Verse: c       თურქთ მრავლად სახელოვანი   დაჴოცეს და შეიპყრესა,
Verse: d    და   გოსტასაბს ოცდა თვრამეტი   შვილები დაუჴოცესა.






Strophe: 5343_[5260] 
Verse: a       არჯასპ ორის დღის სავალსა   უკანა სდივა ცხენითა,
Verse: b       გოსტასაბის დაჭირვასა   იჭირვის, მივა რბენითა;
Verse: c       გოსტასაბს მთა გამოუჩნდა   ბალახიანი წყალითა,
Verse: d    და   ერთი ასეთი გზა იყო,   არვინ იცოდის მუნითა.






Strophe: 5344_[5261] 
Verse: a       გოსტასაბ ის გზა იცოდა,   ავიდა ცოტას კაცითა,
Verse: b       თურქნი გარს შემოეხვივნეს,   გზები შეუკრეს ყველგნითა,
Verse: c       გოსტასაბ უღონოდ გახდა,   დანაღვლიანდა იმითა,
Verse: d    და   საწუთროს ნახული ჯამასპ    მოიჴმო, ჰკითხა ამითა:






Strophe: 5345_[5262] 
Verse: a       "საქმე რა რიგად იქნების?!"   ჯამასპ ადგა ფერჴთა ზედა,
Verse: b       ჴელმწიფესა მოაჴსენა:   "თუ ხარ ჩემს საუბარზედა,
Verse: c       ტყვეობიდაღმან აუშვი,   მტერსა გარევს მიწაზედა,
Verse: d    და   სპანდიატ მაღლის მთიდაღმან   ჩამოგვასხამს მინდორზედა".






Strophe: 5346_[5263] 
Verse: a       გოსტასაბ უთხრა: "მართალ ხარ,   არის წამალი გულისა:
Verse: b       იმას აქ ვნახავ, ტახტი და   გვირგვინი მისი არისა;
Verse: c       იმ ლომ-გულთანა ვინ მივა,   ამ ტყვეობისგან მოჴსნისა",
Verse: d    და   ჯამასპ ჰკადრა: "ჴელმწიფეო,   იქ წასვლა ჩემგან არისა!"






Strophe: 5347_[5264] 
Verse: a       გოსტასაბ ჯამასპს უბრძანა:   "ჩემგან უბრალოდ ტყვედ არი,
Verse: b       მას გული სტკივის, მრავალი   ჰკადრე კარგი საუბარი;
Verse: c       ჰკადრე ჩემგან: ამოიღე   მტერობა, რაც გულსა არი,
Verse: d    და   მოდი და მიწას გარივე,   ვინცა ჩვენი მტერი არი!






Strophe: 5348_[5265] 
Verse: a       ტახტსა, განძსა და გვირგვინსა   მოგცემ სიყმის მონაგარსა,
Verse: b       ამ საქმისა სათავდებო   ღმერთი, მერმე ჯამასპ არსა;
Verse: c       ესე საქმე გაგითაო,   არ გიტყუო, ჩემსა გვარსა,
Verse: d    და   ყველა ჴელთა მოგითვალო,   რაც ჴელმწიფეთ წესი არსა".






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.