Strophe: 5349_[5266] | ||
Verse: a | ჯამასპ ვაზირი თურქულსა | ტანისამოსს ჩაიცვემდა, |
Verse: b | რა რიგადაც თურქთ წესია, | წელთ სარტყელსა შეირტყემდა; |
Verse: c | თურქთ ცხენს შეჯდა, ვითა ქარი, | მთიდამ ძირსა ჩამოვიდა, |
Verse: d და | ვითა ხვადმან ლომმან, მინდორს | ფეჴი ჰკრა და წამოვიდა. |
Strophe: 5350_[5267] | ||
Verse: a | თურქთ ნახიან, ჴელმწიფისა | მას ამბავსა ჰკითხევდიან, |
Verse: b | თურქულად ეუბნებოდეს, | ცხენ-მალედ იარებიან; |
Verse: c | ნუშდარუშ ციხის გალავანს | იყო, მეთვალედ დგებიან, |
Verse: d და | რა გუნბადანის ციხესა | მიახლდა, იხილვებიან. |
Strophe: 5351_[5268] | ||
Verse: a | ნუშდარუშ ჯამასპ ვაზირი | ნახა, ცხენ-მალედ მივიდა, |
Verse: b | თურქთ ქუდი თავსა ეხურა, | გალავნით ძირს ჩამოვიდა; |
Verse: c | სახელოვანს მამას ჰკადრა: | "ცხენ-მალედ ვინმე მოვიდა; |
Verse: d და | ვნახავ: გოსტასაბიანთა, | თუ არჯასპიანთ, არი და. |
Strophe: 5352_[5269] | ||
Verse: a | თუ თურქი არის, თავს მოვჰკვეთ, | მიწასა გასარევია!" |
Verse: b | სპანდიატ ბრძანა: "გზა არის, | იქნების ერანელია: |
Verse: c | ეგების ის ჩვენთან იყოს | საჴსნელად მოარულია." |
Verse: d და | რა ესმა, ძირს ჩამოვიდა | ნუშდარუშ გულოვანია. |
Strophe: 5353_[5270] | ||
Verse: a | ჴელმწიფისა შვილმან იცნა, | რა ჯამასპ ახლო მოვიდა, |
Verse: b | ჯამასპის მოსლვა ახარა, | ფიცხლავ მამასთან მოვიდა; |
Verse: c | გალავნის კარი გაუღეს, | ციხეშიგა შემოვიდა, |
Verse: d და | ნუშდარუშ წინა შეუძღვა, | სპანდიატის წინ შევიდა. |
Strophe: 5354_[5271] | ||
Verse: a | მიწას აკოცა, ჴელმწიფის | შვილი სპანდიატ დალოცა, |
Verse: b | მამისა დავედრებული, | მოაჴსენა მოკითხვაცა; |
Verse: c | "მე ვარ ტყვე ვარ ჴელ-ფეჴ შეკრული ", | სპანდიატ უპასუხა ცა,ხხხ |
Verse: d და | "არ გეკადრების შენ ჩემი | მოკითხვა, თაყვანებაცა! |
Strophe: 5355_[5272] | ||
Verse: a | ერანისა ჴელმწიფისა | მოკითხვასა რას მიბრძანებ?! |
Verse: b | სხვა საქმე თუ არ გასმია, | თურქთ ამბავსა მოგაჴსენებ: |
Verse: c | არჯასპისგან მოკითხვასა | მე, ამბავსა გავიგონებ, |
Verse: d და | ჩემი გული მისკენ არის, | იმ საქმესა დავიჯერებ. |
Strophe: 5356_[5273] | ||
Verse: a | მამამ ჩემმან არ მინდომა | გურძამისა საუბრითა, |
Verse: b | ამ ავს საქმესა ჩემს დღეში | არ ამოვიღებ გულითა!" |
Verse: c | ჯამასპ თქვა თუ: "აგრე გული | გამოგიბრუნდა წყენითა, |
Verse: d და | აწვე ტახტი ერანისა | მიწასთან გასწორებითა. |
Strophe: 5357_[5274] | ||
Verse: a | ჴელმწიფის ლუარსაბისა | სიკვდილი დაიკარგვისა, |
Verse: b | ოთხმოცთა მის მოაბადთა | დაჴოცა გაცუდდებისა, |
Verse: c | ცეცხლის მლოცავთა იკითხავ, | თურქთაგან იჴოცებისა, |
Verse: d და | ომია და ბეჰეფარი | თურქთაგან დატყვევდებისა. |
Strophe: 5358_[5275] | ||
Verse: a | ქვეითად და უპატიოდ | წაასხეს იგ თურანშიგა, |
Verse: b | ომი არა მოიგონა | ამ ჩემსა ტყვეობაშიგა; |
Verse: c | ამას ჰგავს, რომ ბეჰფარისა | არ ვნახეო მის დღეშიგა". |
Verse: d და | ჯამასპ თქვა: "ეგ ლაპარაკი | რას უშველის ამ ჟამ შიგა?! |
Strophe: 5359_[5276] | ||
Verse: a | მამა შენი, მისნი სპანი, | მაღალს მთაზედ შემწყვდეულან, |
Verse: b | იგ უსმელნი და უჭმელნი, | მტირალნი დაღონებულან; |
Verse: c | თავსა გვირგვინსა ვერ ნახვენ, | თურქნი გარს შემოხვევიან; |
Verse: d და | მაგას არც ღმერთი მოგიწონს, | კაცნიცა გაიცინიან!... |
Strophe: 5360_[5277] | ||
Verse: a | ოცდა თვრამეტის შენისა | ძმისა და ძმისწულისაგან, |
Verse: b | ასრე დაჴოცეს, შვიდთ მეტი | არ მორჩა ამ ომისაგან; |
Verse: c | ჩემთ ძმათ არა გაივლინეს | ჩემის შეჭირვებისაგან", |
Verse: d და | ჯამასპ გულ-შეჭირვებული | ადგა ამ საუბრისაგან. |
Strophe: 5361_[5278] | ||
Verse: a | ჰკადრა თუ: "არ შეიჭირვებ, | ხურშიდ ვარდისა საქმისა, |
Verse: b | არ იცი, ის რომ შენზედა | გულტკივნეული იტყვისა, |
Verse: c | ის რომ შენის საქმისათვის | გურძამის მტერი იყვისა, |
Verse: d და | იგ დაკოდილი გულ-წყლული | ძეს ნაომარსა ადგილსა?!" |
Strophe: 5362_[5279] | ||
Verse: a | ხურშიდ ვარდისა საქმე სცნა, | ეწყინა, დანაღვლიანდა, |
Verse: b | საყელო გარდაიხივა, | ტიროდა, ამას მოსთქმიდა. |
Verse: c | ჯამასპ" ეგრე მოაჴსენა, | დადუმდი, ცნობას მოდი და. |
Verse: d და | მჭედელნი მოასხმევინე, | ბორკილი, ჯაჭვი ლეწონ და!" |
Strophe: 5363_[5280] | ||
Verse: a | მოვიდეს და უროს სცემდეს, | ვერა ქნეს რა ქლიბებითა, |
Verse: b | ესე საქმე გურზამისგან | ჰკადრა ჯამასპ საუბრითა; |
Verse: c | იგი დაღონდა, სპანდიატ | ფეჴზედ ადგა დია ვითა, |
Verse: d და | ბორკილი, ჯაჭვი დალეწა | მან, მთვრალსა პილოსა ვითა. |
Strophe: 5364_[5281] | ||
Verse: a | ჯამასპს დაუდვა, ვაზირი | შეიქნა განკვირვებითა, |
Verse: b | აბანოშიგან ებანა, | იმოსვის ფალაურითა; |
Verse: c | ჴმალ-ლახტი, ჯაჭვი, ჯავშანი | მოატანინა რჩევითა, |
Verse: d და | დაეკაზმნეს და წავიდეს | ოთხისავ მისის შვილითა. |
Strophe: 5365_[5282] | ||
Verse: a | ბაამან, მერნუშ, ნუშ-დარუშ, | უშ ახლავს გულჯავრიანი; |
Verse: b | ღმერთი ადიდეს, წავიდეს | არჯასპზედ ბაბრაბიანი. |
Verse: c | ლუარსაბისა" სანაცვლოდ | ჴელთ მამეც არჯასპიანი, |
Verse: d და | თუ გამიმარჯვებ, შენს საქმეს | ვათავებ სახელიანი: |
Strophe: 5366_[5283] | ||
Verse: a | ათასს საცეცხლესა სახლსა | სალოცავად ავაშენებ, |
Verse: b | გამიმარჯვებ, -- ათას ხუთას | წყაროს უდაბნოს ვადინებ, |
Verse: c | ასსა კარგსა მე სოფელსა | უდაბურს ალაგს ავაგებ". |
Verse: d და | ესე თქვა,"და ვითა ქარი, | იგ ნაომარსა მივმართებ!" |