TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 282
Previous part

Chapter: 199 
აქა სპანდიატის წასლვა მამის საშველად ჯამასპის საუბრითა







Strophe: 5367_[5284] 
Verse: a       პირველ ნახა ხურშიდ ვარად   ნაომარზედ დაკოდილი,
Verse: b       ცოტა სული კიდევ ედგა,   იგი იყო გაშიშლული;
Verse: c       სისხლი სდის, ძმა მას ტიროდეს,   საჴელო გარდაჴეული,
Verse: d    და   უთხრა: "ძმაო, სულო, გულო,   ვინ მოგკლა მოწონებული?..






Strophe: 5368_[5285] 
Verse: a       მე შენი სისხლი მოვჰკითხო,   ნიანგია თუ ლომია",
Verse: b       უთხრა თუ: გოსტასაბ" მიყო,   სხვასა არავის ნდომია;
Verse: c       თურქთ მკლავი ჩემზედ დაგრძელდა,   ჴელთ დაგიჭირა რომია,
Verse: d    და   ლუარსაბ იმ საქმით მოკვდა,   ბალხეთი წინაჴდომია.






Strophe: 5369_[5286] 
Verse: a       გურძამის ლაპარაკითა   ეს საქმე ჩვენზედ მოვიდა".
Verse: b       ეს თქვა და სული დალივა,   სპანდიატ მაზედ მოვიდა;
Verse: c       ტანს აბჯარი აიჴადა,   პერანგითა შესუდრვიდა,
Verse: d    და   ხის ძირს დადვა სიცხეშიგან,   ფიცხლავ ცხენსა გარდაჰკიდა.






Strophe: 5370_[5287] 
Verse: a       ცხენი გაქუსლა, წავიდა,   ერანელნი მკვდარი ნახა,
Verse: b       ადგილსა უადგილოსა   მკვდრისა გორა იდგა გლახა;
Verse: c       შუაზედა გურზამ მკვდარი   ნახა, იცნა, უთხრა"ახა:
Verse: d    და   ჩემი თავი სასიკვდილოდ   შენ მინდომე, რო მეახა!"






Strophe: 5371_[5288] 
Verse: a       ჴელმწიფის ტახტი მიწასა   გასწორდა შენის ჭკუისა,
Verse: b       რაც ომშიგან დაჴოცილან,   საუკუნოს გეკითხვისა,
Verse: c       თვალ-ცრემლიანმან თურქთ სპანი    ნახა, შვიდს ფარსანგს იდგესა,
Verse: d    და   ოთხმოცი სახელოვანი   მათ ლაშქართ გარეუვლისა.






Strophe: 5372_[5289] 
Verse: a       მათგან ზოგი ჩამოყარა,   ზოგი შიშით გამოიქცა,
Verse: b       მთაზედ გავიდა, მამას წინ   მიწას აკოცა, დალოცა;
Verse: c       გოსტასაბ მალედ წამოხლტა,   ჴელს მოეხვია აკოცა,
Verse: d    და   "ვიცი, გულ-მტკივნეული ხარ,   ჩემზედ ნუ დაისწავლიცა;






Strophe: 5373_[5290] 
Verse: a       ავკაცობისას ნუ მიზამ   მტერობასა, მოიჭირვე!
Verse: b       ავის მოქმედის ენითა   შენი თავი მოვიძულვე;
Verse: c       მისის ავკაცობისაგან   დაემართა, -- მოვისვენე. --
Verse: d    და   აწ ღვთისათვის აღთქმა დამიც:   გამემარჯოს რა, დავბრუნდე, --






Strophe: 5374_[5291] 
Verse: a       ტახტ-გვირგვინი მოგაბარო   ამ ჩემისა მორჭმისაგან.
Verse: b       მე ერთი სახლი მეყოფის,   არ დავსცხრები ლოცვისაგან".
Verse: c       სპანდიატ ჰკადრა: "ეს მირჩევს   ტახტისა გვირგვინისაგან,
Verse: d    და   ჩემი მადრიელი იყო   შენის შარიელისაგან.






Strophe: 5375_[5292] 
Verse: a       ღმერთმანც იცის, ჴელმწიფემანც,   რომ არის ღვთისა სახია!
Verse: b       რა ნაომარსა ადგილსა   გურძამ მომკვდარი ვნახია,
Verse: c       იმ ავის მოქმედისათვის   ვიტირე, ვივაგლახია,
Verse: d    და   რაც ავი ჩემს თავს გარდაჰჴდა,   ქარმან წაიღო, ახია!






Strophe: 5376_[5293] 
Verse: a       სამტეროს ჴმალს გამოვიწვდი,   ფეჴთ ქვეშ მოვიდვა მინდორი,
Verse: b       არცა არჯასპ მომირჩესა   და არცა ქერამ და ჯარი;
Verse: c       თურანელნი ამოვსწყვიტო,   აღარ დარჩეს ჩინელთ გვარი",
Verse: d    და   იმავ ღამ ესმას ამბავი,   სად თურქ მეფე არჯასპ არი.






Strophe: 5377_[5294] 
Verse: a       დაჭმუნდა, დანაღვლიანდა,   რა სპანდიატის მოსლვა ცნა,
Verse: b       მას წამსა ლაშქარი იჴმო,   შვილს ქერამს ეგრე უბრძანა:
Verse: c       "ვირემ იგ დევის ნაშობი   ჴელ-ფეჴ-შეკრული იდვანა,
Verse: d    და   ვცდილვიყავით, დაგვრჩებოდა   სრულად ერანის ქვეყანა.






Strophe: 5378_[5295] 
Verse: a       აწ თურანში მისი სწორი   მეომარი ვერა ვნახოთ,
Verse: b       გამარჯვებულთ მხიარულთა   თურანის ტახტსა მივმართოთ".
Verse: c       არჯასპ უბრძანა: "მოასხით,   რაც აქლემები იშოოთ,
Verse: d    და   რაც ნომის ბალხეთს ეშოვნოს,   ყველა აჰკიდეთ, წავიღოთ".






Strophe: 5379_[5296] 
Verse: a       ქერამ და იმისი ძმანი   სამნივ არჯასპს წინ მოვიდეს,
Verse: b       ერთს თურქს სახელად ისინი   ქარქასარობით უჴმობდეს;
Verse: c       ჰკადრა: "ერთის კაცისაგან   შენი საქმე როგორ გატყდეს?
Verse: d    და   იგი კაცი მე შემებას,   მიწასა გაერეოდეს!"






Strophe: 5380_[5297] 
Verse: a       მას უბრძანა ჴელმწიფემან:   "თუ მაგ საქმეს გაათავებ,
Verse: b       თურანისა ქვეყანასა   ჩინეთს ზღვამდისინ გაქონებ;
Verse: c       შენს საუბარს ვერ დაეძრან,   ლაშქარზედან გახუცესებ",
Verse: d    და   ქარქასარს უხუცესობა   მისცა,"ამას გაგითავებ".






Strophe: 5381_[5298] 
Verse: a       დაეკაზმნეს, ცხენსა შესხდეს,   დილას, რა მზე ამოვიდა,
Verse: b       სპანდიატ და ერანელნი    მთით მინდორად ჩამოვიდა;
Verse: c       ჴელთ ზროხა-სახე ლახტი აქვს,   რაზმწყობილი გამოვიდა,
Verse: d    და   ლაშქართ შუა გულობასა   მეფე გოსტასაბ მოვიდა.






Strophe: 5382_[5299] 
Verse: a       არჯასპის მტერობისაგან   ჯავრით სავსე აქვს გული და,
Verse: b       არჯასპიმ რაზმი დააწყო,   დღეს არა გვანდა ზავი და,
Verse: c       ლაშქრისაგან მასკვლავები   მიწის პირსა ვერ ხედვიდა.
Verse: d    და   არჯასპ ჴელმწიფე სპანდიატს    შორითა დაინახვიდა.






Strophe: 5383_[5300] 
Verse: a       სახელოვანი სპანდიატ,    ვითა ლომი გაგულისდა,
Verse: b       დაუძახა ხურშიდ ვარდის:   "სისხლსა ვეძებ ამას დღის და:
Verse: c       ზღვისაგან მტვერსა ავადენ,   ლახტსა ჴელსა მოუჭერდა,
Verse: d    და   სამასი სახელოვანი   კაცი მოკლა, შეუტევდა.






Strophe: 5384_[5301] 
Verse: a       კვლა ასოცი კაცი მოკლა,   მარჯვენას მჴარს შეუტივა,
Verse: b       იძახოდა: "პაპისასა   სისხლსა ვეძებ, -- ვინც გამოვა!"
Verse: c       არჯასპ ის ნახა, ქარქარსარს    უბრძანა: "ამას ჰხედავა,
Verse: d    და   ამ ლაშქართაგან ეს ყველა   სახელოვნისა დაჴოცვა?!






Strophe: 5385_[5302] 
Verse: a       აწე რატომ არას იტყვი,   რომ მუქარას ითხოვდია?!"
Verse: b       ქარქარსარს ჰკადრა: "საომარს   ადგილსა ჩავდგებოდია;
Verse: c       ჩემს თავსა იმ ფალავანსა   უჩვენებ", ესე თქვა დია,
Verse: d    და   მშვილდი მჴარს ეცვა ქარქარსარს,    საომრად გადგებოდია.






Strophe: 5386_[5303] 
Verse: a       ისარი ჰკრა და სპანდიატს    ჯავშანი ვერ გაუტეხა,
Verse: b       განგებ ცხენით გარდეკიდა,   რათა მტერი ავაგლახა;
Verse: c       მკვეთი ჴმალი მოიწვადა,   მიუჴდა, რა ისრე ნახა,
Verse: d    და   თქვა: "ახლოს არ მოვიყენებ,   შორიდაღმა მეცა ვნახა."






Strophe: 5387_[5304] 
Verse: a       საგდებელი შემოიჴსნა   შემოქმედისა ძალითა,
Verse: b       ქარქარსარს თავს გარდააცვა,   მიწასა დასცა ცხენითა;
Verse: c       ზურგს უკან ჴელი შეუკრა,   ლაშქარში მოაქვს თრევითა,
Verse: d    და   უბრძანა: "ამას ნუ მოჰკლავთ   და კარგად შეინახითა!"






Strophe: 5388_[5305] 
Verse: a       საომარს ალაგს მოვიდა,   არჯასპ რა ნახა, დანაღვლდა,
Verse: b       თავადნი თან წაიტანა,   ზურგი ადრიკა, წავიდა.
Verse: c       ერანელთ შემოუტივეს,   სისხლისა ღვარი წავიდა,
Verse: d    და   ქვასა და კლდესა გლეჯდიან,   მკვდრით სავსეა მინდორი და.






Strophe: 5389_[5306] 
Verse: a       თურქთ ნახეს, -- არჯასპ წავიდა,   ყველამ სპანდიატს მომართნეს,
Verse: b       ჴმალი, ლახტი, იარაღი   გაყარეს, შემოეხვეწნეს;
Verse: c       თქვა: "ჯავრითა დავიცალე,   პაპის სისხლნი მამეკითხნეს?"
Verse: d    და   გოსტასაბს წინა მოვიდა,   ტანს აბჯარნი აეჴადნეს.






Strophe: 5390_[5307] 
Verse: a       ერთს კვირას ღმერთი ილოცა   სპანდიატ, მეშვიდეს დღესა
Verse: b       შეკრული, შეჭირვებული   ქარქარსარ მოიყვანესა;
Verse: c       "ჩემი სისხლი მაპატივე",   -- სპანდიატს მოაჴსენესა,
Verse: d    და   "შენ თანა ყმურად, წელ-შერტყმით,   ვიყო მსახური მე დღესა.






Strophe: 5391_[5308] 
Verse: a       რინდუზისა ციხის გზასა   გასწავლი, გაგიძღვებია,
Verse: b       შეკრული იქივ გაგზავნო,   რა ესე გაჰგონებია".
Verse: c       იქივ წავიდეს საფლავზედ,   მივლენ, სად ლუარსაბია,
Verse: d    და   საფლავსა შემოატარეს,   აზატნეს თურქნი ტყვებია.






Strophe: 5392_[5309] 
Verse: a       გოსტასაბ სპანდიატს უთხრა:   "საწუთრო ჩემს ნებას არი!...
Verse: b       მხიარულნი ტახტზედ ვსხედვართ,   შენი დანი თურქთ ტყვედ არი;
Verse: c       მათ უპატიოდ ვიგონებ,   არა სიამოვნე არი,
Verse: d    და   თავზედა ცეცხლი მედების,   ეს ჩემი სირცხვილი არი!...






Strophe: 5393_[5310] 
Verse: a       ღვთისათვის აღთქმითა ღამიც,   თურანს წახვიდე, იარო!
Verse: b       ვეშპის პირით დანი იჴსნა,   ტახტ გვირგვინი მოგაბარო;
Verse: c       საწუთროს თვალიმც დადგების   უშენობით სპანდიარო!
Verse: d    და   "რასაც მიბრძანებ, მქნელი ვარ",   უპასუხა,"შარიარო."






Strophe: 5394_[5311] 
Verse: a       ჴელმწიფის ბედნიერობით   წავალ, მოვასხამ ჩემს დათა".
Verse: b       გოსტასაბ ლოცავს, ყოველგნით   ბრძანა მოყვანა ლაშქართა,
Verse: c       თორმეტი ათასი კაცი   გამოარჩივა ლაშქრითა,
Verse: d    და   მრავალი მისცა, მინდორში   გავიდა სარა-ფარდითა.






Strophe: 5395_[5312] 
Verse: a       დაკაზმულიყვნეს, სპანდიატს    მზის-სახე დროშა მისდევდა,
Verse: b       შეკრულსა, შეჭირვებულსა,   ქარქარსარს თან წაიტანდა;
Verse: c       ფაშოთან სპათუხუცესი   იყო ლაშქართა თავადა,
Verse: d    და   ექვს პილოსა საქონელი   აჰკიდა და წამოვიდა.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.