TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 283
Previous part

Chapter: 200 
აქა სპანდიატის წასლვა თურანს მოყვანა ქარქარსარისა და რინდუზის ამბის კითხვა







Strophe: 5396_[5313] 
Verse: a       მათის ცხენისა ტერფითა   მზე, მთვარე დაბნელდებისა,
Verse: b       სპანდიატის შვიდს ომს გკადრებ,   რომ კაცს გაუკვირდებისა.
Verse: c       წავიდნენ ბალხეთიდამა,    ერთს მინდორშიგა დგებისა,
Verse: d    და   ორი კვირა ორს გზას დადგა,   კარვით იყვნეს ფარდებისა.






Strophe: 5397_[5314] 
Verse: a       დასხდეს და ჭამა შეიქნა,   ლხინი გამართეს ამითა.
Verse: b       სპანდიატ ბრძანა: ქარქარსარ   " შეკრული მოიყვანითა!"
Verse: c       ქარქარსარს ღვინო შეასვეს   ოთხი ყირმიზი თასითა;
Verse: d    და   სპანდიატ ჰკითხა: "ბედ-მლაშევ,   რაც გკითხო, მართლა თქვენითა.






Strophe: 5398_[5315] 
Verse: a       ტახტ-გვირგვინის პატრონს შეგიქ   და ცათამდის აღგამაღლებ,
Verse: b       თურანისა ქვეყანასა,   შენს ნათესავს არას ვავნებ!"
Verse: c       ქარქარსარ თქვა: "ჴელმწიფესა   ტყუილს არას მოგაჴსენებ!"
Verse: d    და   სპანდიატ თქვა: რინდუზისა   " ამბავს გკითხამ, გამაგონებ:






Strophe: 5399_[5316] 
Verse: a       ანუ რასთენი გზა მივა,   რასთენის დღის სავალია?"
Verse: b       ქარქარსარ მოაჴსენებდა:   "რას მიბრძანებ, სახელია?!"
Verse: c       არჯასპ და რინდუზამდისი    სამი გზა ძეს სავალია,
Verse: d    და   ერთი ორის თვისა არის,   ერთი-სამის სავალია.






Strophe: 5400_[5317] 
Verse: a       იმ წყლიან-ბალახიანსა   ალაგს ვერ ჰპოებ, ჩამოჰჴდე,
Verse: b       ერთი შვიდის დღის სავალი,   მერვესა დღესა მიხვიდე!..
Verse: c       იგ გზა მგლითა და ლომითა   სავსეა, რასთვის წახვიდე?!
Verse: d    და   ჴორციელი მათსა ომსა   ვერ შეიძლებს, გა-ცა-ჰკვირდე!..






Strophe: 5401_[5318] 
Verse: a       დედაკაცი და ვეშაპი,   ფაშკუნჯი შემოგეყრების!
Verse: b       გრძნეულთა სიცივეს ნახავ,   მძლავრი ქარი აქროლდების.
Verse: c       ხესა და კლდესა მოგლეჯდეს,   ზღვასა გავლა მოგინდების!..
Verse: d    და   რინდუზს მიხვალ, გალავანთა   თავი დრუბელს მიუწვდების!"






Strophe: 5402_[5319] 
Verse: a       მუნ მრავალი საომარი   იარაღი იმაზედა,
Verse: b       გარეშემო წყალი ჩადის,   მინდორია მწვანეზედა".
Verse: c       სპანდიატ დიდხან დაღონდა,   -- ესმა, -- ამ საუბარზედა,
Verse: d    და   ეგრე თქვა: "ღონე არ არის,   წავალ მოკლესა გზაზედა!"






Strophe: 5403_[5320] 
Verse: a       ქარქარსარ უთხრა: "ამ გზაზედ   კაცს არა გაევლებოდეს,
Verse: b       ვის შეუძლია, ეგების   რომ თავი მოსძულვებოდეს!?"
Verse: c       სპანდიატ უთხრა: "წაგიტან,   ძალგული გეჩვენებოდეს,
Verse: d    და   პირველ რა შემომეყრების,   მოამბე, მიამებოდეს!..."






Strophe: 5404_[5321] 
Verse: a       მოაჴსენა: "ორნი მგელნი   წინა შემოგეყრებიან,
Verse: b       ერთი ხვადია, ერთი ძუ,   იგ არა გაიყრებიან,
Verse: c       ტანი პილოსა მიუგავს,   რქა ირემს მოგიჴდებიან."
Verse: d    და   ბრძანა თუ: "აწ წაიყვანეთ   ჴელ-ფეჴ შეკრულნი აბიან".






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.