TITUS
Sahname 2
Part No. 13

Chapter: 13  
Page of edition: 409 
Line of edition: 82    [აქა] მუხთლად სიკვდილი ერაჯისა ძმათაგან: სალიმისა
Line of edition: 83    
და თურისაგან


Line of edition: 84       რა დილა გათენდა და ყოველი საწუთრო ფერად-ფერადითა ყვავილითა
Line of edition: 85    
აივსო, სალიმ და თური ერთად შეიყარნეს. ორნივე ჯავრიანად
Line of edition: 86    
ერაჯისაკენ გაემართნეს. რა ერაჯ მათი მისვლა შეიტყო, წინ
Line of edition: 87    
გამოეგება და სამნივე ტახტსა ზედან დასხდეს. ფიცხლად ჯარი ჩაუყენეს
Line of edition: 88    
და ვაზირობა დაიწყეს, სხვადასხვა საუბარი თქვეს.

Line of edition: 89       
მერმე თური ერაჯს ეგრე უთხრა: "შენ ჩვენგან უმცროსი ხარ,
Line of edition: 90    
რასთვინს დაგიც თავსა ჴელმწიფეობის ქუდი?! შენ მოგნდომია ტახტი და
Line of edition: 91    
გვირგვინი და სრული ერანისა შაჰ-შარიერობა. მე თურქეთს და ჩინის
Line of edition: 92    
პატრონი ვარ და ვდგავარ სარტყელშერტყმული მონურად, ჩემსა ძმასა
Line of edition: 93    
სალიმს ხვარის ქვეყყნა აბარია და მას ზედან პატრონობს. შენ
Line of edition: 94    
მაღალი ჴელმწიფე ხარ გვირგვინოსანი, სრული განძი და საჭურჭლე შენ გაქვს,
Line of edition: 95    
ჩვენ არ ჯერვართ ასეთს გაყოფასა, ფრიდონ ყველა შენ მოგცა".

Line of edition: 96       
რა თურისაგან ერაჯ საუბარი მოისმინა, ასრე მოაჴსენა: "თქვენ, სახელდებულნო, ტახტისა და გვირგვინისა
Line of edition: 97    
უფროსნო, თუ თავისა მოსვენება
Page of edition: 410  Line of edition: 1    
გინდათ და გულისა ნება აგისრულდეს, ჯავრი გულისაგან გაიშორეთ,
Line of edition: 2    
დასწყნარდით და ნუ სთესავთ დაუწყნარებელს თესლსა. მოიგონეთ წვრთა
Line of edition: 3    
და მონახეთ ბრძენთაგან ნათქვამი. მეტყუვნოს და არ დამეჯეროს,
Line of edition: 4    
თქვენ უბრალონი იქნებით. არ მინდა ტახტი და გვირგვინი, არც ერანის
Line of edition: 5    
ლაშქარი და არცა დიდობა, არცა ხვარი-ფრანგეთი, არცა ერანი და
Line of edition: 6    
არცა თურანი და ჩინისა შარიარობა, ყველაი თქვენთვინს
Line of edition: 7    
მამიჴსენებია. რაგინდა ვინ დიდი იყოს და თავი ცამდისინ მაღალი
Line of edition: 8    
[ჰქონდეს], ეგრევე მიწა არის სახლი და საწოლი შენი, და თავისა სადები
Line of edition: 9    
ალიზი... და თუ ერანის ტახტი ჩემი იყო, გამაძღარვარ იმა ტახტოსნობითა,
Line of edition: 10    
და თქვენთვინს მომითვლია შანშეობა და სრული ერანის შარიერობა.
Line of edition: 11    
ნუ ხართ ჩემზედან ჯავრიანად, მოიგონეთ ჴელმწიფის წვრთა. მე არა ვქენ
Line of edition: 12    
ომი და წაკიდება. თქვენი ყველაი მოვიზურგე და სიყვარულითა თქვენითა
Line of edition: 13    
გამოვიჭერ. ჩემსა გულსა თქვენის სამსახურის მეტი არა მინდა
Line of edition: 14    
და თავჩამოდებით თქვენის მონობის მოსამსახურე ვიყვნეთ".

Line of edition: 15       
მათ არად გაიგონეს ერაჯისა საუბარი. თური პირსა ზედა გაგულისდა
Line of edition: 16    
და ცნობანი წაუვიდეს და ჯოჯოხეთის კომლითა დაუბნელდეს. ზე წამოიჭრა.
Line of edition: 17    
მოვიდა ოქროს ტახტის ფერჴსა, ჴელი ზე აიღო და ერაჯს თავსა
Line of edition: 18    
დაკრა. ერაჯ კვლავე სულით შეეხვეწა: "ნუ მომკლავ, არ გეშინიან
Line of edition: 19    
მღვთისაგან და არ გრცხვენიან ჴელმწიფის მამისაგან? ნუ დაირქვამ
Line of edition: 20    
სახელსა თავსა შენსა "ძმის მკვლელად" და ნურცა საწუთროს შიგან
Line of edition: 21    
იადიგარად დააგდებ, რომე ვეღარ ჰპოვო შენ ჩემგან მშვიდობისა ნიშანი.
Line of edition: 22    
ნუ მამკლავ! ჯინჭველი რომე მარცვლის მზიდავი არის და სული უთქს, მასცა
Line of edition: 23    
ებრალების თავი... და სული ტკბილი არის. ქვეყანასა ზედან ერთი კუთხე
Line of edition: 24    
მამეცით, რაცა დღენი მქოხდენ, ვიყო იქი. ძმისა სიკვდილითა ნუ შეირტყამ
Line of edition: 25    
სარტყელსა და ნურცა დასწოვ გულსა ბერს მამას-ჩემსა ფრიდონს.
Line of edition: 26    
ქვეყანა გინდა, -- გიპოვნია. უბრალ[ოდ] შეუცოდებელსა სისხლსა ნუ დაღვრი,
Line of edition: 27    
ვინათგან არ[ა] [იჯე]რებ სამუნაოდ (?), საწუთროს დამბადებელს რას
Line of edition: 28    
პასუხს გასცემ? უბრალოსა სისხლსა გარდაუშვებენ! ბოლოსა მოგეგონოს
Line of edition: 29    
და ვეღარა ხვაშიანსა ვერა ჰპოო".

Line of edition: 30       
მისი საუბარი არად იყურეს და არცა მოწყალეობა გულსა
Line of edition: 31    
შემოუვიდა. ამოიღო მოლესული მოგვითა ხანჯალი, დასცა და გაიანი მკერდი
Line of edition: 32    
გაუპო, ფერჴამდინს სისხლი[თ] შესვარა. საჯდომით ჩამოვარდა და
Line of edition: 33    
მიწასა ზედან გორვა დაიწყო. ფიცხლად ხანჯლითა თავი -- ცხვარი ვითა --
Line of edition: 34    
მოკვეთეს...

Line of edition: 35       
მიიფარა ამა უხანოს სოფლით და წავიდა საწუთროსაგან, ტახტისა და
Line of edition: 36    
გვირგვინისაგან დაიცალა. თავისა ტვინი და ცხვირი ქაფურითა მუშკითა და
Line of edition: 37    
ამბრითა გაუტენეს. მოიღეს ოქროს კუბო კარიანი, ახადეს პირსა და შიგან
Line of edition: 38    
ჩადვეს. აგეთი ბერს მათს მამასა ფრიდონს გაუგზავნეს და ესე
Line of edition: 39    
შეუთვალეს, ვითა: "ეგე არის თქვენისა საყვარელისა შვილისა, რომე
Line of edition: 40    
გინდოდა სრულად მაგისთვინს ქვეყანისა შარიარობა. აწ თუ გინდა ტახტი
Page of edition: 411  Line of edition: 1    
მიეც, თუ გინდა ტყავი და გვირგვინი, და აგრე გამოუსვენე". მათ ერანელთა
Line of edition: 2    
ლაშქართავე მისცა კუბოთავე თავი ერაჯისა, დაუწყინლად ლაშქარნი გაუშვნა
Line of edition: 3    
და ესე საუბარი დაავედრა. და იგი ორნივე უსამართლონი ჴელმწიფენი,
Line of edition: 4    
ავისა მოქმედნი სალიმ და თური, [დაბრ]უნდეს, ერთი ჰრომისაკენ
Line of edition: 5    
და ერთი ჩინისაკენ წავიდეს.

Line of edition: 6       
რა ფრიდონ ერაჯის დრო დაიდასტურა, ტახტი მოკაზმა მისთვინს
Line of edition: 7    
და თვალნი ერაჯის მოსვლასა ზედან ჰქონდა. მოიდეს და დადგეს
Line of edition: 8    
ფეროზის ტახტი და მოკაზმეს გვირგვინი გუარითა და ძვირფასითა
Line of edition: 9    
მარგალიტითა. მოვიდეს ფრიდონის ლაშქარნი ტურფად დაკაზმულნი,
Line of edition: 10    
ოქროაკაზმულობითა ბედაურთა ზედა მსხდომნი. დააკრეს სპილოთა ქოსი
Line of edition: 11    
და ნაღარა. შეჯდა დიდი შარიარი ჴელმწიფე, შვილისა წინა მისაგებევად
Line of edition: 12    
გამოვიდა. დიდითა ლაშქრითა თურანის გზისაკენ ნადირობითა და ისრის
Line of edition: 13    
სროლითა მიდიოდეს. დაინახეს დიდი მტვერი და თქვეს, თუ: ერაჯ" მოვა".
Line of edition: 14    
შეიქნა ლაშქართ შიგან დიდი სიხარული. ფრიდონს მეტითა სიხარულითა პირი
Line of edition: 15    
უყვაოდა, და ცალკე საეჭოსა შიგან ჩავარდის და აზრი შექნის, ხან პირი
Line of edition: 16    
სანდაროზის ფერად გაუხდის. რა ახლოს მოეჯარნეს, ვერცა მათ ლაშქართა
Line of edition: 17    
რიგი ნახა...

Line of edition: 18       
გამოვიდა მის მტვერისაგან ერანით ცხენოსანი შავითა მოსილი და
Line of edition: 19    
შავს ცხენსა მჯდომი, საყელო გარდახეული, პირი გაყვითლებული, სისხლის
Line of edition: 20    
ცრემლითა მტირალი. წინა ედგა ოქროს კუბო გუარითა მოკაზმული, და ერაჯის
Line of edition: 21    
თავი მას შიგან ედვა. მიიდეს ჴელმწიფესა ფრიდონსა წი[ნა]შე.
Line of edition: 22    
აჴადეს კუბოს თავსა და ნახეს საროს ტანისაგან მოშორებული ყვითლისა
Line of edition: 23    
იაგუნდის ფერად პირგაყვითლებული ერაჯ. [ფრიდონ] აგრე გაკვირვებუბული
Line of edition: 24    
ხის ფურცელი ვითა თრთოდა, გული დაუჭკნა და სევდითა აევსო,
Line of edition: 25    
ფერი კრთა და ცნობანი წაუვიდეს. დაბნედილი ცხენიდაღმან ჩამოიჭრა
Line of edition: 26    
და თავმოკვეთილი მფრინველი ვითა მიწასა ზედან გორევდა და ფეთქდა.
Line of edition: 27    
რა გორვითა დაშვრა და სული მოედგა, მთამან ვითა დაიყვირნა,
Line of edition: 28    
ტანისამოსი ყელამდინ გარდაიხივა, თავი და პირი და წვერი გაიგლიჯა, პირი
Line of edition: 29    
და მკერდი წითლად შეიღება და ეგრე თქვა:

Line of edition: 30       
-- "ვაი, შვილო, ერაჯ! ვინ იყო მკადრე შენი ქვეყანასა ზედა და ვინ
Line of edition: 31    
მოგკვეთა ეგრე მუხთლად მოლესულით ხანჯლითა თავი? ვინ იყო შენებრი ტახტსა
Line of edition: 32    
მჯდომი, ანუ შენებრი გვირგვინოსანი, ანუ მოწყალე და მოსამართლე?!
Line of edition: 33    
ვაი, შვილო, ქვეყნისა მზეო და თვალთა ჩემთა სინათლეო! ვაი, შვილო
Line of edition: 34    
შენებრი გმირი-ანჯამანი შაჰრიარი ვინოა იქნების?! მზე და მბრუნავი
Line of edition: 35    
ეტლი შენსა მგზავსსა ვეღარა ნახავს. ვაი, შვილო, მრავალი გიშალე წასვლა და
Line of edition: 36    
არა დაიჯერე, ძმათა სიყვარულითა ორჯელვე სიკვდილ ირჩივე. აწ რადას
Line of edition: 37    
მარგებს მე? გინდოდა ჩემთა თვალთა დაბნელება და აჰა ბერი
Line of edition: 38    
მამაშენი!"

Page of edition: 412 

Line of edition: 1       
საბრალოდ მტირალი და გულდამწვარი მოსთქმიდა და ლომის ჭანგითა
Line of edition: 2    
თავსა ქაფურიანსა იფრეწდა, და ბრტყელსა გაიანსა მკერდსა იცემდა,
Line of edition: 3    
თვალისაგან სისხლის ცრემლსა ადენდა.

Line of edition: 4       
რა ჴელმწიფისაგან ერანელთა თავადთა მოისმინეს, ცხენითა
Line of edition: 5    
ჩამოსცვივდეს, საყელონი და[ი]ხივნეს და მტვერთა შიგან გაერივნეს;
Line of edition: 6    
ტირილიდა გვრგვინა დაიწყეს, თმასა და წვერსა იგლეჯდეს, თავსა მიწასა
Line of edition: 7    
იყრიდეს, დროშა დანაღარები დაფრიწეს, ცხენები ყველა გაპარსეს,
Line of edition: 8    
უნაგრები უკუღმა დასდგეს. მართ ერთობ დაღონდეს და დაღნიოშდეს.
Line of edition: 9    
მადლითა ჴმითა და ზარითა თავსა იცემდეს; მჴარჩახდილნი, თავშიშველნი,
Line of edition: 10    
მკერდსა და პირსა ცემითა დაწყლულებულნი, ძოწეული ვითა თავით ფერჴამდინს
Line of edition: 11    
სისხლითა შესვრილნი, დაქვეითებულნი -- ისეთნი ერანის ქალაქისაკენ
Line of edition: 12    
გაემართნეს.

Line of edition: 13       
ჴელმწიფემან თავი შვილისა მკერდსა ზედან დაიდვა და ქვეითი
Line of edition: 14    
მივიდოდა დამწვარითა გულითა, მტირალი პირი ერაჯზედა ედვა და საბრალოდ
Line of edition: 15    
მტირალი მივიდოდა ქალაქად. ერაჯისათვინს სრა-ტახტი იყო მოკაზმული,
Line of edition: 16    
რომე მზეებრ ნათობდა. მას ტახტსა გარე წალკოტი იყო სანადიმო და
Line of edition: 17    
სალხინო, ყოვლის ხილითა შემკობილი; გარეშემო -- ხევნარი, ავთი მოკაზმული
Line of edition: 18    
სავსე ტბა ვარდის წყლითა, იგი წალკოტი მით ირწყვებოდა. იდგა ბაზარი თეთრი
Line of edition: 19    
ძოწეულისა და ტახტი შანშისა. თავი ერაჯისა მას ზედან დადვა.
Line of edition: 20    
მოვიდეს ერანელნი თავადნი მჴარდაჴდილნი და თავსა მცემელნი,
Line of edition: 21    
მოქალაქენი, მომთქმელნი დედანი სალტეტავყოსანნი. შეიქნა ტირილი
Line of edition: 22    
და ადუღდა მიწა, თვალთაგან ცრემლი სისხლი* [ვითა სდიოდათ],
Line of edition: 23    
მოსთქმიდეს და საბრალოდ ტიროდეს.

Line of edition: 24       
ჴელმწიფემან აიღო თავი შვილისა, შემოეხვია* და აკოცებდა. მერმე
Line of edition: 25    
მუჴლსა ზედან დაიდვა და დიდნი დაიძახნა: "ვაი, სახელდებულო შვილო,
Line of edition: 26    
მოწონებულო გმირო ფალავანო საწუთროსა მჭირაო! ვინღაა გვირგვინოსანი
Line of edition: 27    
შენებრი? შენ, სახელიანო, მზეებრ თავადთა შიგან მნათობთა გვირ გვინსა
Line of edition: 28    
ჰგვანდი. აჰა, ვაი დიდი მუღაბანა! მიწასა ვითა შეუძლია შენებრი ნაყოფის
Line of edition: 29    
გამოღება? ვაი, შვილო, მტერთაგან თავმოკვეთილო! ვაი, შვილო, ტანი
Line of edition: 30    
შენი საროს უმაღლე მინდორად გაგდებული საჭმელად ლომთა აქვს!

Line of edition: 31       
[ფრიდონ,] პირი აღმა ქნა და ცასა მიაპყრა. თვალთაგან მწარე
Line of edition: 32    
სისხლის ცრემლსა ადენდა და ამას იტყოდა. "საწუთროსა დამბადებელო
Line of edition: 33    
ღმერთო. ამა უბრალოსა შემოხედენ, თავი ხანჯლით მოკვეთილი მუჴლთა ზედან
Line of edition: 34    
მიც, და ტანი მჴეცთა საჭმელად ველზედან გაგდებული ძეს! შენ უწყი და შენ
Line of edition: 35    
ხედავ, რაგვარა დამწვარა და ცეცხლი ედების ჩემსა გულსა; ამას
Line of edition: 36    
გეხვეწები და გიაჯ, მას ორთა უსამართლოთა, ავისა მოქმეოთა სალიმს და
Line of edition: 37    
თურის ნუ შეარჩენ ამას! მოველი შენთა უხვთა წყალობათაგან: რაგვარა
Page of edition: 413  Line of edition: 1    
მე სულითა და ჴორცითა ვიწვები, აგრე მათ დასწვი გული და სიმწარის მეტსა
Line of edition: 2    
მათ სიხარულსა ნუ უჩვენებ; თვალთა ნათელი დღე დაუბნელე, ასრე რომე
Line of edition: 3    
ძადლთაცა ებრალებოდეს! მანამდინს ნუ მომკლავ, რომე ერაჯის
Line of edition: 4    
თესლთაგან ერთი ვინმე სახელოვანი ფალავანი ჴელმწიფე არ ვნახო,
Line of edition: 5    
სარტყელშერტყმული, მათ ზედან ჯავრიანი. და მესისხლედ როგორცა მათ
Line of edition: 6    
ერაჯს ცხვარი ვითა თავი მოკვეთეს, აგრე მან დასჭრას მათ უსამართლოთა
Line of edition: 7    
თავები და სისხლი მამისა მან აზდვევინოს. შენთა უხვთა წყალობათაგან
Line of edition: 8    
ყველა ადვილად იქნების! თუ მომისმინო აჯა ჩემი, შენთვინს დიდი დიდება
Line of edition: 9    
შევსწირო. რა მოვინახო და მოვკვდე, აღარა [მ]გამა". ორივე თვალნი
Line of edition: 10    
სისხლისა ცრემლითა აევსებოდა...

Line of edition: 11       
მერმე გულწყლულმან ჴელმწიფემან ცამდინს მაღალი გუნბადი
Line of edition: 12    
ააგებინა, თვალითა და მარგალიტითა მოკაზმა, და თავი წითლითა ოქროთა
Line of edition: 13    
გარდააჭედინა. ასრე ელევდა, თუ სთქვა, ისიცა მზეაო. მას შიგან დადგეს
Line of edition: 14    
აჯისა ტახტი. მოიოეს ალვა-ქაფური და მუშკი, თავი მით გაუტენეს. კარგი
Line of edition: 15    
დიბითა სტავრა ბერძული მშრალად წახვიეს და ზედან დადვეს. მუშკისა
Line of edition: 16    
და ქაფურისა გვირგვინი დასდვეს...

Line of edition: 17       
გამოვიდა თვალცრემლიანი ფრიდონ, შეირყივა ტანი სისხლისაგან.
Line of edition: 18    
მივიდა სადა ერაჯის წალკოტი, სრა და დარბაზი იყო. მისგან აგებული
Line of edition: 19    
სალხინო და სანადიმო რა ნახა, გული უფროვე დაეწო. ცეცხლი შე[უ]დვა
Line of edition: 20    
და ყველა გარდაწვა. წალკოტი სრულად დაგლიჯა. თავისა ლხინი და სიხარული
Line of edition: 21    
გაუშვა. მობრუნდა და დარბაზის კარი დააჴშევინა*, და ბნელეთსა შიგან
Line of edition: 22    
დაჯდა, და საბრალოდ ტირილი და მოთქმა დაიწყო. მანამდინს იტირა, ვირე
Line of edition: 23    
ორნივე თვალნი დაუდგნეს და ვეღარას ხედვიდა. იყო მისი ლოგინი
Line of edition: 24    
საწოლად ჴმელი მიწა და სასთაულად ქვა.

Line of edition: 25       
მერმე იკითხა ფრიდონ, ვითა ერაჯის ცოლთა ორსულობა. ერთი
Line of edition: 26    
თვალად ტურფა, მზე ვითა მნათობი, ტანსარო ერაჯისა საყვარელი ცოლი --
Line of edition: 27    
რომე მას ზედან სიყვარული დიდი ჰქონდა -- სახელად მას მაჰვრიდ*
Line of edition: 28    
ერქვა და იგი ორსულად იყო. ფრიდონს გაეხარნეს მისი ორსულობა და
Line of edition: 29    
მისგან იმედი დაედვა; ნუთუ ვაჟი დაიბადოს, ტახტისა და გვირგვინისა
Line of edition: 30    
შესაფერი ვნახო და მისგან გავიხარნე.

Line of edition: 31       
რა დამბადებლისაგან ბრძანება გათავდა და ცხრა თვე გამოვიდა,
Line of edition: 32    
მის ტურფისა მაჰვრიდისაგან ქალი დაიბადა: მთვარისა ნაკვეთი, მამისა
Line of edition: 33    
მგზავსი, შვენიარი. მოაჴსენეს ფრიდონს, ვითა: "მამისა სახისა ქალი
Line of edition: 34    
დაიბადა". მან საწუთროსა დამბადებელსა მადლი მისცა, [ბრძანა]: "რაცა
Line of edition: 35    
მას ეპრიანების, იგი იქნას და ყოველივე მან უკეთ იცის".

Line of edition: 36       
მოასხმევინეს კარგისა გვარისა ძიძანი და ქალსა ზრდა დაუწყეს
Line of edition: 37    
აზიზად. და გაიზარდა იგი საროსა მგზავსი, პირად მზე, ღაწვ-ვარდი, თმა-შავი.
Page of edition: 414  Line of edition: 1    
მოიწიფა საქმროდ და გამოჩნდა ნიშანი მისი, რომელი იყო ნათესავი
Line of edition: 2    
ჯიმშედისა და საკადრისი ტახტისა და შარიარობისა, სახელად ფეშანგ
Line of edition: 3    
ერქვა: კარგი ფალავანი, უხვი, გვარიანი, სახელისა მძებნელი, მოსამართლე
Line of edition: 4    
და რჯულწმინდა, ყოვლისა კარგისა მოქმედი. იგი პირგავსილი მთვარე [იყო],
Line of edition: 5    
ლომისა ნაკვეთი. მას მისცა ფრიდონ [ჴელმწიფობა] და სრული ერანისა
Line of edition: 6    
შარიარობა. უყო მათი საკადრისი ქორწილი, დალოცნა და დასხნა,
Line of edition: 7    
ტახტი და გვირგვინი მათ უბედნიარა...

Line of edition: 8       
ცა წყალობისა* და ეტლი მბრუნავი ჯიმშეთისა ნათესავთა
Line of edition: 9    
ფეშანგზედან მიხვდა: საფარველი გვირგვინი და ჴელმწიფობა და ჯუფთი
Line of edition: 10    
[ჰპოვა]. ნახეთ ეტლი მბრუნავი კაცთა ზედან რასა ბრუნავს და რასდენს
Line of edition: 11    
ფერსა ზნესა იქცევს! ზოგჯერ შეწყალება [იცის] ღვთისაგან, და ზოგჯერ რისხვა
Line of edition: 12    
და სიმწარე.

Line of edition: n.412/22    
სისხლით *
Line of edition: n.412/24    
შემოიხვია *
Line of edition: n.413/21    
დაახრჩევინა *
Line of edition: n.413/27    
შაჰვრიდ *
Line of edition: n.414/8    
ცაა წყალობისა *






Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2001. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.