TITUS
Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani
Part No. 32
Previous part

Chapter: 32  
Page of edition: 213  
Line of edition: 36  აქა ომი ფრიდონისი და მისისა ფალავნისა ქარიმანისა და ზააქისა და მისთა
Line of edition: 37 
ფალავანთა


Line of edition: 38       რა გათენდა და ლაჟუარდისა ფერსა ცასა სინათლე მიეცა, და საწუთროსა
Line of edition: 39    
მაშუენებელმან მზემან თავი ამოყო, ვარდისა წყლითა პირი დაიბანა, კირჩხიბისა
Line of edition: 40    
ჭანგისაგან დაეხსნა და გუმბადსა ზედა ამაღლდა, შავსა ზანგსა ყირმიზი პერანგი
Line of edition: 41    
ჩააცუა და ნიატაკსა წითელი ვარდი და იაგუნდი მოჰფინა, აგრე ჰკრეს ორგნითვე
Line of edition: 42    
ჴმა საომარი ქოსისა, კუნესა სტვირთა სარაზმოთა, თეთრი მძივი გამოაბეს
Page of edition: 214   Line of edition: 1    
პილოსა, ნაფირთა, ზროხაკუდთა, ნაღარა, ზაბულური, სპილენ-ჭურთა და სინჯთა.
Line of edition: 2    
აგრე ამართეს დროშა ქაიანური, ალამი მოთვალმარგალიტული და შუაზედა ვეშაპის
Line of edition: 3    
სახე იყო, და აწყუეს იქითცა და აქეთცა რაზმი.

Line of edition: 4       
აგრე მოვიდა ქარიმან ფალავანი, ჴელმწიფე დალოცა, საწუთროსა დამბადებელი
Line of edition: 5    
ახსენა და პირი მიწასა გააერთა. ჴელმწიფემან დალოცა, ვითა: პილოტანო ფალავანო
Line of edition: 6    
და ფალავანთა ზურგთა შემნახაო, მბრუნავიმცა ეტლი არის შენი წინამძღუარი! აგრე
Line of edition: 7    
ფიცხლა მობრუნდა და მოედნისაკენ წამოვიდა. მისი მძიმე ლახტი მჴარსა შეიდვა და
Line of edition: 8    
მოედნისა შუაგულობასა საომარსა ადგილსა მოვიდა და ლომივითა საომრად
Line of edition: 9    
გაფიცხებულ იყო. იქით და აქეთ იარებოდა, და მუქარასა ითხოვდა და ამას იზახდა:
Line of edition: 10    
ვინ ჩამოხუალთ მოედანშიგან ახალ მოსული ფალავანი, მე გიჩუენო გულოვანთა,
Line of edition: 11    
ფალავანთა ომი, მამაცობა და ხელოვნება!

Line of edition: 12       
რა ზააქ გაიგონა, ასრე უბრძანა თავადებსა, თუ: ისი კაცი რომე მუქარასა
Line of edition: 13    
ითხოვს, ჩემად სიძედ მინდოდა და ჩემს ქალს შევრთავდი. აწ, რადგან აღარა
Line of edition: 14    
შეირთო, ვინცა მისი მემუქარე გამოჩნდების, მას მივსცემ ქალსა.

Line of edition: 15       
რა ისპან ფალავანმან ფანდველ გაიგონა, წამოვიდა და ჴელმწიფესა წინაშე
Line of edition: 16    
პირი მიწასა გააერთა, ადგა, ლახტი ჴელთა აიღო და მოედანშიგან მოვიდა.

Line of edition: 17       
რა ფალავანმან ქარიმან შეხედნა, ასრე შეუზახნა, თუ: შენ ვინ, ბედისა
Line of edition: 18    
უნაწილოო, და სახელოვანთა ფალავანთა და გულოვანთა ომი! აწე მე გასწავლო
Line of edition: 19    
აწინდელთა პილოთა და ლომთა მეომრობა, ნეტამცა არა ეშობე დედასა! ამა წამსა
Line of edition: 20    
შავი მიწა წითლისა ვარდისა ფერად შევღებო და მბრუნავი ეტლი შენზედა ვატარო.

Line of edition: 21       
რა ისპან ფანდველ ესე საუბარი გაიგონა ქარიმან ფალავნისაგან, აგინა,
Line of edition: 22    
შეუზახნა, და ზედა მიუხდა. მოიქნივა ლახტი, ფარსა დაუკრა ქარიმანს და ფარი
Line of edition: 23    
ძლივ გაუტეხა. მერმე ფალავანმან ქარიმან დაჰკრა მისი მძიმე ლახტი თავსა, და
Line of edition: 24    
კაცი და ცხენი ერთმანერთსა ჩაანაყა და მიწასა შიგან ჩაატანა, მითამცა არაოდეს
Line of edition: 25    
ყოფილ იყო.

Line of edition: 26       
რა მისთა ლაშქართა შეიგნეს, ერთობილთა თავსა მოიხადეს და სრულად
Line of edition: 27    
საყელონი გარდიხივნეს. მერმე ფანდველის ძმა გურდამარდიად მოვიდა. რა
Line of edition: 28    
ფალავანმან ქარიმან დაინახა, ვეფხივითა მიუხდა, იქით იმან შემოუტევნა და ლახტი
Line of edition: 29    
დაჰკრა ქარიმანს. სტაცა, მისი ლახტი წაართვა და შორს გაუგდო. აგრე მოიქნივა
Line of edition: 30    
და ქარიმან დაჰკრა, თავი და ტვინი ერთმანერთსა აურივა, სოფელსა გამოასალმა.

Line of edition: 31       
რა თაბალი ჰინდი შეიგნა გურდამარდის სიკუდილი, აგრე ხელმწიფესა
Line of edition: 32    
ფარმანი მოსთხოვა და მოედანშიგან მოვიდა, და ფიცხლა ქარიმანს შეუტევნა, შუბი
Line of edition: 33    
შემოსცა, მერმე სტაცა შუბსა, მოსტეხა. დაჰკრა მისი მძიმე ლახტი, მიწაზედა
Line of edition: 34    
დაანარცხა, თავი, ტანი ერთმანერთსა გაეყარა და ფალავანი ქარიმან იქვე
Line of edition: 35    
მოედანშიგან იდგა.

Line of edition: 36       
რა ლაშქართა თაბალი ჰინდის სიკუდილი შეიგნეს, ერთობილთა თავსა
Line of edition: 37    
მოიჴადეს და საყელონი გარდიხივნეს. მერმე ზააქ საბი ჰინდო, ფეროზ ჰინდო,
Line of edition: 38    
ჯამი ჰინდო, მაქი ჰინდო შემოუზახნა. წამოვიდეს და შემოუტევნეს.    რა ქარიმან
Line of edition: 39    
ფალავანმან დაინახა, ლომივითა შეყვირნა და თვალნი გამოანათა. წინა პირველი
Line of edition: 40    
საბი მოვიდა, დაჰკრა და გააგორვა. სხვა მოუხდა, ლახტი გადმოჰკრა. მიჰყო ჴელი,
Line of edition: 41    
წაართვა. ლახტი უკუჰკრა პირსა უკუღმა. პირისა ტვინი და კბილები უკანით
Line of edition: 42    
გააყრევინა.

Page of edition: 215   Line of edition: 1       
აგრე წამოიღეს ქაიანური დროშა. ჰკრეს ბუკსა და ტაბლაკსა და გახშირდა
Line of edition: 2    
ნაღარისა ჴმა. შემოუტევნეს ერთმანერთსა და შეიქნა ზახილი და დაუშინეს შუბითა,
Line of edition: 3    
ჴრმლითა, ლახტითა და ხანჯრითა. ხრმლისა და ლახტისა ნალეწი ასრე ცვიოდა და
Line of edition: 4    
ამას ჰგუანდა, თუ ზეცისდაღმან მეხი ცუივისო. შეიქნა აბჯართა ელვარება და
Line of edition: 5    
ჴრმალთა ტკრციალი. სითაცა ფალავანი ქარიმან მიუხდის, კაცი ერთმანერთსა
Line of edition: 6    
შემოაწყვიდის და თავსა მოსწყუეტდის და სხუასა კაცსა ესროდის და, სითაცა
Line of edition: 7    
მოვიდოდის, როგორაცა ლომსა დამფრთხალი კანჯრისა ჯოგი მოყავდეს, აგრე
Line of edition: 8    
მოყუანდის. აღარა შეიგნებოდის რა. მკუდრისა ჯარისაგან გზანი შეიკრნეს და
Line of edition: 9    
სისხლმან ხანდაკი გაკუეთა.

Line of edition: 10       
სამსა დღესა და ღამესა ომი იყო და ვეღარა დადგეს. გააქციეს ზააქის
Line of edition: 11    
ლაშქარნი და ზააქ. მიეწეოდიან, ჩამოყრიდიან, დაიფორიაქეს და ამოსწყვიტეს, რომე
Line of edition: 12    
რისხუა ღმრთისა დასცეს. ზააქ და მისი შვილი ფარუხ წავიდეს და ფრიდონ
Line of edition: 13    
გამარჯვებული მათსა ნასადგომევზედა დადგეს. მერმე მოითუალა ფრიდონ ზააქის
Line of edition: 14    
ტახტი, ჯიმშედს რომე წაერთმევინა დევთაგან, გუირგუინი, საჴელმწიფო ქუდი,
Line of edition: 15    
ტავაყი, სარტყელი, საქონელი, რაცა სახელმწიფო იყო, ფერად-ფერადი. მერმე, რაცა
Line of edition: 16    
ლაშქართა დარჩომოდა, ისი მოიღეს და ყუალაი ერთმანერთზედა დაყარეს: კარვები,
Line of edition: 17    
სალაფარდანი, ოთაღნი, ორხაო, საგებელი, სხუა მრავალთა ფერად-ფერადთა
Line of edition: 18    
ყუმაშთა დატენილი ზანდუკები და მაფრაშანი, ოქრო, თვალი, მარგალიტი, აქლემები
Line of edition: 19    
კიდებული, აბჯარი, ქეჯიმი და სხუა მრავალი საქონელი, ანგარიშ-მიუმხუდარი,
Line of edition: 20    
დაყარეს, ასდონი ერთისა ადგილისა, რომე ოთხი ისარი გააგდეს და ძლივ თავსა
Line of edition: 21    
გადაიყვანეს.

Line of edition: 22       
მერმე ოთხად გაყო ჴელმწიფემან ფრიდონ: ორი წილი ქარიმანს ფალავანსა
Line of edition: 23    
მისცა, ერთი ლაშქართა მისცა, გაუყო, ერთი სალაროსა შეაღებინა. მერმე, რაცა
Line of edition: 24    
ჴელმწიფესა ებოძა ქარიმანისათვის, მან გასცა ლაშქარზედა. ასრე რომე ასი ცხენი,
Line of edition: 25    
ასი ჯორი და ათი პილო ოქროთა კიდებული ჰშაქს გაუგზავნა, ასი ცხენი, ასი
Line of edition: 26    
ჯორი საქონლითა კიდებული და ათი პილო ოქროთა ქავს გაუგზავნა, ასი ცხენი,
Line of edition: 27    
ასი ჯორი საქონლითა კიდებული და ათი პილო ოქროთა ყარანს გაუგზავნა, ასი
Line of edition: 28    
ცხენი, ასი ჯორი კიდებული საქონლითა და ათი პილო ოქროთა ყუბადს გაუგზავნა
Line of edition: 29    
და სხუათა, როგორაცა ვის მართებდა, აგრე გასცეს და იმ ღამესა იქ დადგეს,
Line of edition: 30    
ნადიმი გარდაიჴადეს.

Line of edition: 31       
რა გათენდა, საწუთრო დააშუენა მაშუენებელმან ეტლმან, აგრე ჰკრეს ბუკსა და
Line of edition: 32    
ტაბლაკსა, დაეკაზმეს და წამოვიდეს და გამოიძღუანეს წინა ქაიანური დროშა. იარეს
Line of edition: 33    
და ზააქს ვეღარა მოესწრნეს და შამის ქალაქად შევიდეს. ციხე წაუღეს.

Line of edition: 34       
ჴელმწიფე ფრიდონ და სხუანი თავადნი დარბაზს კარსა მივიდეს, სადაცა
Line of edition: 35    
ზააქის დარბაზი იდგა. მერმე ორნივე ზააქის ცოლნი წინა გამოეგებნეს, ჯიმშედის
Line of edition: 36    
ქალნი. როდეს ჯიმშედ მოკლა, ქალნი ჴელთ დარჩეს, ორნივე ცოლად დაირთნა.

Line of edition: 37       
რა ფრიდონ ნახეს, ზააქის ცოლთა მოეწონა და ორნივე წინა მოეგებნეს,
Line of edition: 38    
ფრიდონ აქეთ მიეგებნა და ორნივე ყელსა შემოეხვივნეს, აგრე საწოლსა შევიდეს,
Line of edition: 39    
ერთი ერთკენ მოიწვინა, მეორე _ მეორეგნით.

Line of edition: 40       
მერმე გაქცეული ზააქ ორმოცითა კაცითა დაბრუნდა და შამის ქალაქისაკენ
Line of edition: 41    
წამოვიდა, და მისი შვილი ფარუხა-ზააქ მისრეთს გაგზავნა, რაცა ლაშქარი
Line of edition: 42    
შერჩომოდა, თანა წაატანა.

Line of edition: 43       
ზააქ დაბრუნდა ორმოცითა კაცითა, შამს მოვიდა ღამითა, და ციხის კარი
Page of edition: 216   Line of edition: 1    
დაყრილი იყო. აგრე მოიტანეს საგდებელი და შესტყორცა ზააქ და კარისა თავისა
Line of edition: 2    
გარდააცუა, მოეკიდა. მასვე წამსა აეხვივა, ავიდა. ისი ორმოცი კაცი იქი ციხის
Line of edition: 3    
ძირსა დააგდო.

Line of edition: 4       
რა ციხეშიდან შევიდა, წაიარა და საწოლისა ერდოსა მივიდა, ჩაიხედნა, ორნივე
Line of edition: 5    
ცოლნი ფრიდონს გუერცა უწვეს და, რა ნახა, ფიცხლა ჴრმალი გამოიწუადა. აგრე
Line of edition: 6    
შემოხედნა ქუეშედაღმან ერთმან ცოლმან, დაინახა, ფიცხლა იცნა და მასვე წამსა
Line of edition: 7    
ფრიდონს მოახსენა, ვითა: ზააქ მოსულა ციხესა, აგერა ერდოსა იყურებს,
Line of edition: 8    
მოწუდილი ჴრმალი ჴელთა აქუს.

Line of edition: 9       
როგორაცა ფრიდონ შეხედნა, დაინახა, აგრე ფიცხლა წამოიჭრა და აიტაცა
Line of edition: 10    
მისი მძიმე ლახტი და კართა გამოვარდა. რა შეხედნა, დაინახა: მოწუდილი ჴრმალი
Line of edition: 11    
ხელთა ჰქონდა, როგორაცა შესახედსა შეხვდებოდა, ფრიდონ აგრე მოუხდა, ზააქ
Line of edition: 12    
ჴრმალი მოუქნივა თავსა ფრიდონს. თავი მოარიდა, დაიცდუნვა. მერმე ფრიდონ
Line of edition: 13    
ლახტი დაჰკრა თავსა, დააგორვა. მეორესა სხუასა რომე ულამოდა დაკრვასა, და
Line of edition: 14    
აგრე ანგელოზმან დაუზახნა, თუ: ნუ მოჰკლაო, ჯერეთ მაგისი დღე არ
Line of edition: 15    
გათავებულაო, დამოვანდისა მთაშიგან ერთი ბნელი ორმო არის, და ზურგსა ერთი
Line of edition: 16    
შოლტი ტყავი ააძრევ, და კოჭნი გაუხვრიტენ და იმაშიგან თავდაღმა ჩაკიდე!

Line of edition: 17       
რა ესე საუბარი გაიგონა ფრიდონ, აღარა მოკლა, აუშუა და მაგრად მჴარნი
Line of edition: 18    
შეუკრნა. მერმე გაგზავნა ამოვანისა მთაშიგან. როგორაცა მიიყუანეს, აგრე ზურგსა
Line of edition: 19    
ერთი შოლტი ტყავი ააძრუეს და კოჭნი გაუხურიტნეს, თავდაღმა ჩაკიდეს იმა
Line of edition: 20    
ბნელსა ორმოშიგან. მეორედ მოსულამდი იქი არის.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.