TITUS
Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani
Part No. 33
Previous part

Chapter: 33  
Page of edition: 216  
Line of edition: 21  აქა ზააქ ათასსა წელიწადსა იპატრონა, რომელსა ეშმაკისა მანქანებითა მჴარსა
Line of edition: 22 
გუელნი ამოუვიდის


Line of edition: 23       მერმე ფრიდონ ფალავანთა თავი ქარიმან, ჰშაქ, ქავ, ყარან და ყუბად და
Line of edition: 24    
სხუანი თავადნი იხმნა. ვაზირობა შექნეს. ასრე მოახსენა ჴელმწიფემან ფრიდონ
Line of edition: 25    
ფალავანთა და თავადებსა, ვითა: აწ როგორა ვქნათ, ზააქის შვილი ფარუხ
Line of edition: 26    
მისრეთს წასულა და კიდევე ზააქის ძმა თამაზ აღა-ყალას შესულა, რომე მას
Line of edition: 27    
უმაგრესი ციხე ცათა ქუეშე არ არის. აწე, თუ მისრეთს წავიდეთ, მერმე თაჰმაზ
Line of edition: 28    
გამოვა ციხისდაღმან, ყუალასა კიდევე დაიჭირავს, თემსა და ქუეყანასა ამოსწყუეტს
Line of edition: 29    
და, თუ აღა-ყალას უწინ წავიდეთ, მერმე ფარუხთული ზააქის დისწული არის,
Line of edition: 30    
ისიცა მოესწრების და ავად დაგუემართების!

Line of edition: 31       
რა თავადებმან ჴელმწიფისაგან ესე გაიგონეს, ასრე მოახსენეს, თუ: როგორაცა
Line of edition: 32    
გამოარჩევთ, პატრონნი ხართ! ასრე ბრძანა ფრიდონ, თუ: შუა გავიყუნეთ, ნახევარი
Line of edition: 33    
მისრეთს წავიდეთ და ნახევარი აღა-ყალას მივადგეთ! რა ესე ბრძანება
Line of edition: 34    
მოისმინეს, ყუალამან ნება დართეს და ესე რჩევა დაამტკიცეს.

Line of edition: 35       
აგრე ქარიმან ფალავანი აღა-ყალას გაგზავნა ორმოცდაათითა ათასითა
Line of edition: 36    
კაცითა. ფრიდონ მისრეთს გაეკაზმა. რა მივიდეს, აღა-ყალას მოადგეს და ერთსა
Line of edition: 37    
თვესა ადგეს. აგრე ქარიმან ავად გახდა და შვილსა ნარიმანს კაცი გაუგზავნა, იქი
Line of edition: 38    
იხმო. ვირემდის მოესწრებოდა, იგი სწორუპოვარი, ფალავანთა თავი, ლომკაცი
Line of edition: 39    
ქარიმან მიიცუალა: ამა სოფელსა გამოესალმა.

Line of edition: 40       
წესია ამა მაღორებელისა დარბაზისა, არავის გაუთავდების. სრულად, ლაშქართა
Line of edition: 41    
თავს მოიხადეს, საყელონი გარდიხივნეს, მჴართა ჩაიჴადნეს, თაბუთი შეუქნეს,
Line of edition: 42    
ციხესა უკმოეყარნეს და ზაულისტანსა წაასუენეს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.