TITUS
Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani
Part No. 34
Previous part

Chapter: 34  
Page of edition: 217  
Line of edition: 1  ქარიმანის სიკუდილი, ფალავნობა ოცდაათსა წელიწადსა ქნა


Line of edition: 2       რა მისაგან ნახმობი შვილი მისი ნარიმან მომავალი მოვიდოდა მამისა
Line of edition: 3    
სანახავად, გზაზედა მკუდარი წინა შემოეყარა. წინა კაცი მოეგება და მამისა
Line of edition: 4    
სიკუდილი უამბო. რა მამისა სიკუდილი შეიგნა ნარიმან, ცამან ვითა დაიყვირნა და
Line of edition: 5    
ალაგზედა დაეცა, მღელვარე ზღუა ვითა იქეთ და აქეთ ეხეთქებოდა. ვეფხმან ვითა
Line of edition: 6    
გული დაიხივა, საყელონი გარდიხივნა, თავსა მიწა გარდიყარა და აგეთი
Line of edition: 7    
ზაულისტანს წავიდეს და გლოვა შექნეს.

Line of edition: 8       
მერმე სიკუდილი ფრიდონს მიესმა. რა ფრიდონ ქარიმანის სიკუდილი
Line of edition: 9    
გაიგონა, საჴელმწიფო ქუდი მოიხადა, ხვაფთანისა საყელონი გარდიხივნა და გლოვა
Line of edition: 10    
დაიდვა, აგრევე თავადებმან შექნეს გლოვა. აშაქ, ქავ, ყარან და ყუბად, ორმოცსა
Line of edition: 11    
დღეს იგლოვეს. მერმე თავადებმან მოახსენა ჴელმწიფესა ფრიდონს, ვითა: გეყოფის,
Line of edition: 12    
გლოვა ჴელმწიფეთა არა ხელია! სად არიან ზავ, ფათრათი, გურჯასპი? ეს არის
Line of edition: 13    
ამა მაღორებელისა სოფლისა წესი. აწე ერთი ხელი საბოძვარი და შესამოსელი
Line of edition: 14    
გაუგზავნე ნარიმანს და აქა იხმეთ მძიმე გუარითა, ლაშქრითა და გლოვისაგან
Line of edition: 15    
გამოიყუანეთ, მისისა მამისა ჴელი ყუალაი მიეცი და დალოცეთ!

Line of edition: 16       
რა ფრიდონ ჴელმწიფემან თავადებისაგან ესე მოისმინა, აგრე ერთი თავადი
Line of edition: 17    
გაუგზავნა, ერთი ჴელი ტანისამოსი მისი ნაცვამი, საჴელმწიფო და ცხრაჯერ ცხრა
Line of edition: 18    
და ესე დავედრა, თუ: ჩემგან უფრო შენ არ გიყუარდა ქარიმან ფალავანი, მაგრა
Line of edition: 19    
სოფელი მისს ბეგარასა არა დაიკლებს. აწე, ვირემდის ჩვენნი მტერნი
Line of edition: 20    
დაგვითამამდებოდეს, უწინ ჩვენ მიუხდეთ ზედა, ამოვსწყვიტოთ. შენთა პაპათა და
Line of edition: 21    
მამისა ჴელი შენ გმართებს და შენვე ქმენ, ფალავნობა და მეომრობა შენსა მეტსა
Line of edition: 22    
არავის შეფერობს!

Line of edition: 23       
შესთვალეს ესე პირი და გაგზავნეს ნარიმანს წინაშე. წავიდეს, იარეს, მივიდეს
Line of edition: 24    
ნარიმანს წინაშე. რა მივიდეს ზაულისტანს, მერმე ნარიმანს წინაშე კაცი
Line of edition: 25    
გაგზავნეს წინათ და ესენიცა მივიდეს. რა ნარიმან მოციქულთა მოსულა შეიგნა,
Line of edition: 26    
ფიცხლა შესხნა, ადგა, წინა მოეგება და სალამი მოახსენეს ერთმანერთსა. მერმე
Line of edition: 27    
დასხდნეს.

Line of edition: 28       
ნარიმან ჴელმწიფისა ფრიდონისი და სხუათა თავადთა ამბავი ჰკითხა:
Line of edition: 29    
ჰშაქისა, ქავისა, ყარანისა და ყუბადისი, თუ: ვითა არიან ფალავანნი და სხუანი,
Line of edition: 30    
თავადნი? მერმე მოციქულთა ყოველი ნანახი და ყოფილი, ჴელმწიფისა ნაუბარი და
Line of edition: 31    
თავადთა ნათქუამი უკლებლად მოახსენეს, აგრე ჴელმწიფისაგან გამოგზავნილი
Line of edition: 32    
საჩუქარი და შესამოსელი მოართვეს. აგრე ნარიმან ფალავანი ზე ადგა და მადლი
Line of edition: 33    
გარდიჴადა. მერმე წიგნი მოართვეს, პირსა დაიდვა, წაიკითხა და ჴელმწიფე
Line of edition: 34    
დალოცა. აგრე შარბათი და ხილი მოაღებინეს. მერმე კაცი და წიგნი გაგზავნა,
Line of edition: 35    
ლაშქრისათვის სახმობარი, ზაულისტანს, ქუაბულისტანს, ინდოეთის კართა.
Line of edition: 36    
მერმე მოვიდა ყუალგნით ლაშქარი, დაჰკრეს ტაბულაკსა და გამოემართნეს
Line of edition: 37    
ორმოცდაათითა ათასითა კაცითა და წამოვიდეს. ვირემდის ესენი მოვიდოდეს,
Line of edition: 38    
ფრიდონ ჴელმწიფე გაეკაზმა მისრეთს და წავიდა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.