TITUS
Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani
Part No. 37
Previous part

Chapter: 37  
Page of edition: 221  
Line of edition: 6  ფრიდონისა და ფარუხ-ზააქისა ომი


Line of edition: 7       რა გათენდა, ლაჟვარდის ფერსა ცასა სინათლე მიეცა, ყირმიზი ფარდაგი
Line of edition: 8    
მოეფინა და საწუთროსა მაშუენებელმან მზემან თავი ამოყო, და კუპრზედა წითელი
Line of edition: 9    
ვარდი და იაგუნდი მოჰფინა, აგრე ჰკრეს ჴმა საომარი ქოსისა, კუნესა სტვირთა
Line of edition: 10    
სარაზმოთა, გამოაბეს თეთრი მძივი პილოსა, შებერეს ნაფირთა, ზროხაკუდთა,
Line of edition: 11    
ნაღარა, ზაბულური, სპილენ-ჭურთა და სინჯთა, აგრე ჰკრეს რაზმსა. ფრიდონის
Line of edition: 12    
რაზმშიგან მარჯუენესა მჴარსა ჰშაქ და ყუბად იდგეს, მარცხენესა მჴარსა ქავ და
Line of edition: 13    
ყარან იდგეს. ფარუხ-ზაჰქის რაზმშიგან მარჯუენასა მჴარსა ყარაჰადი იდგა,
Line of edition: 14    
მარცხენასა მჴარსა თუალა ზანგი.

Line of edition: 15       
აგრე შეკივლეს ერთმანერთსა, აგრევე ამართეს დროშანი. მერმე მოედანშიგან
Line of edition: 16    
ყარიჰდ მოვიდა, საომარსა ადგილსა დადგა, შუბსა თავსა ივლებდა, მუქარასა
Line of edition: 17    
ითხოვდა. ჴელმწიფემან ფრიდონ რა ყარიად მოედანშიგან მოსული დაინახა, ასრე
Line of edition: 18    
მისთა ლაშქრიდაღმან ერთი მეომარი გაგზავნა.

Line of edition: 19       
რა ფრიდონის ფალავნისაგან გუვიანად მოსულა შეიგნეს, აგრე შეიქნა ომი
Line of edition: 20    
ფიცხელი, თუ სთქუა, ცასა მიწასა თანა სცემენო. შეიქნა ცემა ჴრმლითა, აფთითა,
Line of edition: 21    
ლახტითა, ხანჯრითა. ასრე ცვიოდა კაცი და ცხენი ალაგზედა. როგორაცა ხშირად
Line of edition: 22    
ჰაერთა წვიმა ცვიოდეს. მრავალი შუა გაკუეთილი კაცი ცხენსა ზედა ეკიდის. ასეთი
Line of edition: 23    
მტუერი ავიდა, რომე მზე გაუჩინარდა და საწუთრო შავსა კუპრსა დაემსგავსა, და
Line of edition: 24    
დაღამდა კიდეცა.

Line of edition: 25       
ასეთი ქარი და წვიმა და ნისლი შეიქნა, რომე აღარა შეიგნებოდა რა. და
Line of edition: 26    
ერთმანერთსა ვეღარა სცნობდეს, რომელი რომლისა იყო, მკუდრისა გორი თაკარად
Line of edition: 27    
იდგის, თავი ტანსა სალამსა გაუგზავნიდის, საჭურველისა ნალეწითა მინდორი
Line of edition: 28    
კარკლიანად შეიქნა. ასეთი სისხლისა ღუარი ჩამოვარდა, რომე ხანდაკი გაკუეთა,
Line of edition: 29    
მკუდარი მოჰქონდის და კაცი ვეღარა გავიდოდის. ერთსა დღესა და ღამესა ომი იყო.

Line of edition: 30       
რა გათენდა, შეხედნეს: ფრიდონის ლაშქარი შემცრობოდა, ზოგი დაჴოცილი
Line of edition: 31    
იყო და ზოგი გაქცეულიყო. ზოგი აღმა წასულიყო, ზოგი ჩაღმა დამალულ იყუენეს
Line of edition: 32    
და, რაცა უკეთესი დარჩეულნი მეომარნი ფალავანნი იყუნეს, ქაიანურსა დროშასა
Line of edition: 33    
გარე შემოხვოდეს და ომი იყო. ხელმწიფე ფრიდონ _ პილოზედა ტახტი იდგა _
Line of edition: 34    
მაზედა იჯდა.

Line of edition: 35       
რა ყარიად ჴელმწიფე დაინახა, მას მიმართა. რა ქავის შვილმან ყუბად
Line of edition: 36    
დაინახა ხელმწიფესაკენ მიმავალი ყარიად, აგრე ფიცხლად წაცორდა და წინა
Line of edition: 37    
გარდეჯარა და ფრიდონისათვის გამომზადებული მან იკრა, და დაჰკრა ყარიად
Line of edition: 38    
ყუბადს, ფარი თავსა დაიდვა და თავი მოარიდა, ფარი დაუმსხურივა, ჩაჰკრა, ერთი
Line of edition: 39    
ხელი და ერთი ფერჴი მოსტეხა, ცხენი მოუკლა და ჩამოაგდო. მერმე ჴელმწიფესა
Line of edition: 40    
ფრიდონს ზედა მიდგა და მოუქნივა ლახტი და, როგორაცა თავსა დაჰკვრასა
Line of edition: 41    
ულამოდა, აგრე ტახტიდაღმან გარდავარდა და თავსა მოახუედრა,
Page of edition: 222   Line of edition: 1    
ცოტა თავი გაუტეხა და დაჰკრა ტახტსა და პილოსა. ტახტი და პილო ყუალა
Line of edition: 2    
დაამსხურივა. თავსისხლიანი ფრიდონ ქუეითი იქით და აქეთ იარებოდა. აგრე
Line of edition: 3    
ყარიაჰდი ქაიანურსა დროშასა მიმართა და დაუშინა. ფალავანთა მრავალი თავი
Line of edition: 4    
მიწათა თანა გასწორდა. და დაუშინა მედროშესა და მკლავნი ზედ დააჭრნა და ვერ
Line of edition: 5    
მოკუეთა დროშისა ტარი. დაუწყო დროშისა ტარსა ჴრმლითა ცემა და წამოდრიკა,
Line of edition: 6    
აგრე მიეშუელა ქავ და სტაცა დროშისა ტარსა. აქეთ ესენი მოკიდებოდეს, სწევდეს
Line of edition: 7    
ერთმანერთსა.

Line of edition: 8       
აგრე შეხედნეს და მოვიდა მტუერი და ალამური საშინელი. და შუა გაიყო
Line of edition: 9    
მტუერი და კარნივითა გამოჩნდეს, და შეხედნეს, ლაშქარნი დაინახეს. და ლაშქართა
Line of edition: 10    
შუაზედა ნარიმან ფალავანი მოვიდოდა. ამას ჰგუანდა, მოგლეჯილა მთა და ისი
Line of edition: 11    
მოვაო. მთვრალსა პილოივითა პირსა პერული მოსცვიოდა, მოცორევდა და
Line of edition: 12    
მოვიდოდა. და როგორაცა შეხედნეს, აგრე გაუშუეს დროშისა ბრძოლა ფიცხლა და
Line of edition: 13    
უკუდგეს.

Line of edition: 14       
წამოისწრაფნა ნარიმან ფალავანმან. როგორაცა ლაშქარშიგან შემოვარდა,
Line of edition: 15    
კანჯრისა ჯოგსა ზედა რომე ლომი გაფიცხებულ იყოს, გავეფხებული იქით-აქეთ
Line of edition: 16    
იჭურეტდა და თვალთა ავლებდა. და, როგორაცა მწყაზარი ქორი დურაჯსა
Line of edition: 17    
დასთამამდეს და დაშუენდეს, აგრე დასთამამდა და საომრად დაშუენდა, მკლავნი
Line of edition: 18    
უკუიკეცნა, ჭანგნი გაიმახუნა და მისისა მამისასეული მძიმე ლახტი ხელთა ჰქონდა.
Line of edition: 19    
ფრიდონ თავჩალეწილი ნარიმანს წინა მოეგება. ნარიმან აღარა უყურა რა და
Line of edition: 20    
ფიცხლად ვეფხივითა ყარიაჰდს გაუხდა. და რა ფარუხ-ზააქ ყარიაჰდისკენ
Line of edition: 21    
მიმავალი დაინახა, შეჰკრთა და ასრე თქუა: ისი ოღონ დევი ყოფილაო. აგრე
Line of edition: 22    
ყარიაჰდ ფარი მოაგება. მიუხდა, ფარი შორს გაუგდო ნარიმან, და იმანაცა გააგდო
Line of edition: 23    
მისი ლახტი. ასრე თქვა, ვითა: ესე მოღალული არის და მე მოსუენებული. არა
Line of edition: 24    
ფალავანთა ჴელია, რომე ჟამპოვნილობით კაცი კაცსა მოერიოს. ამაზედა საომარი
Line of edition: 25    
აღარა შეირჩინა რა. მიჰყო ჴელი და მჯიღითა დაუშინა ყარიადს. დაჰკრა ცხვირთა.
Line of edition: 26    
ჩაალეწა ცხვირი და წაუვიდა სისხლი. ბლიკვი პირსა ჩაჰკრა, წაახივა პირის ტყავი,
Line of edition: 27    
წაგლიჯა ყური; დაჰკრა პირსა და გარდაღლიტა პირსა ტყავი, ჩამოადინა სისხლი
Line of edition: 28    
და გაუმრუდა თვალი. მერმე ასე უთხრა, ვითა: წადი და აგდონი ერთი შექცევა
Line of edition: 29    
დღეს გეყოფის ჩემგან და ზოგსა ხუალ მოგანახუებ ჩემსა ჭანგსა, ფალავნობისა,
Line of edition: 30    
გულოვანთა ომსა გიჩუენებ და გასწავლი ხერხიანობასა. მე ვარ შენი სტუმარი და
Line of edition: 31    
არიფი! ამის მეტად ჯერეთ ომი არა ენახა და ბერი და გამოცდილი ეტლივითა
Line of edition: 32    
ომისა საქმესა შეაგნებდა.

Line of edition: 33       
რა ყარიად ესე ნაუბარი და თავისა თავი ისრე გასული მოინახა, მერმე ადგა
Line of edition: 34    
და წყნარად ლაშქართაკენ წამოვიდა. და ომი კიდეცა გაიყარა. მერმე ფრიდონს
Line of edition: 35    
მოეგება წინა, საწუთროსა დამბადებელი ახსენა, ჴელმწიფე დალოცა და პირი მიწასა
Line of edition: 36    
გააერთა. აგრე ჴელმწიფე მოვიდა, პირსა აკოცა ნარიმანს. სხუა თავადები მოვიდეს,
Line of edition: 37    
სალამი მოახსენეს, და მოვიდოდიან და ხელსა აკოცებდეს.

Line of edition: 38       
მერმე თავადნი ფალავანნი მოვიდეს სანახავად: ჰშაქ, ქავ, ყარან და ყუბად.
Line of edition: 39    
სალამი მოახსენეს ნარიმანს. და მერმე დარჩომა მიულოცა ფალავანმან ნარიმან.
Line of edition: 40    
აგრე მოვიდა ზაულისტანელი ლაშქარი. დადგეს და დასცეს მრავალფერნი
Line of edition: 41    
სტავრისა, ქამხისანი კარვები, დადგეს ოთაღნი და შემოავლეს სარა-ფარდანი. მერმე
Line of edition: 42    
ჰკრეს ქოსსა და ტაბლაკსა და შეიქნა სიმხიარულე ნარიმანის მოსულისათვის. ასრე
Line of edition: 43    
აღარა გავიდოდა ფრიდონს, ვითამცა აღარცა
Page of edition: 223   Line of edition: 1    
ერთი კაცი დაკლებოდა. აგრეცა, სად გაქცეული კაცი იყო დამალული, ყუალაი
Line of edition: 2    
მივიდა და დიადივე ლაშქარი შეიყარა.

Line of edition: 3       
მერმე ფარუხ-ზაქი, ყარიადი და თუალ ზანგის მოახსენა, თუ ერთი დღით
Line of edition: 4    
უწინ შევბმოდით, აწემცა ჴელთა გუყუანან, აწე როგორ გამოვარჩიოთ, რას
Line of edition: 5    
ბრძანებთ. მერმე თუალა ზანგი ასრე მოახსენა ფარუხ-ზაქს, ვითა: შენ ნუ
Line of edition: 6    
შეიჭირვებ, ხუალე მე ჩავალ მოედანშიგან მისდა საომრად და ჩემითა მძიმითა
Line of edition: 7    
ლახტითა გამოვსცდი, თუ ახალი ყმაწვილი ფალავანი როგორი მეომარი არის,
Line of edition: 8    
მგონია რა ჩემსაცა ერთსა ნაკრავსა ვერა დაუდგნეს, და მაღალი ეტლი მასზედა
Line of edition: 9    
ვატირო!

Line of edition: 10       
რა ჴელმწიფემან ესე საუბარი გაიგონა თუალი ზანგისაგან, აგრე მოაღებინა
Line of edition: 11    
ერთი ჴელი მისი ტანისამოსი, თუალა ზანგი ტანსა შემოსა და მისაცემელი მისცა.
Line of edition: 12    
აგრე ყარიადს მისცა, იამუთის ზანგსა და ხულაფი ზანგის. აგრე სრულად
Line of edition: 13    
ლაშქართა ზედა გასცა. და დაიწყეს მას ღამესა საომრად კაზმა. მერმე დაშუშნი
Line of edition: 14    
მოვიდეს. ფარუხ-ზაქის, ყარადის, და თუალა ზანგის ნაუბარი და ნავაზირები
Line of edition: 15    
მოახსენეს ფრიდონს და ნარიმანს. რა ნარიმან გაიგონა, ასრე ბრძანა, თუ: სადა
Line of edition: 16    
მოკიდებს ლომი ჴელსა მელსა ბღარჯის ძებნაშიგან. რაცა მაღალსა, საწუთროსა
Line of edition: 17    
დამბადებელსა და მბრუნავსა ეტლსა ეპრიანებოდეს, აგრე იქნას! მერმე იმ ღამესა
Line of edition: 18    
ნადიმი ყუალგან შეიქნა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.