TITUS
Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani
Part No. 39
Previous part

Chapter: 39  
Page of edition: 225  
Line of edition: 18  სხუავე ომი ფრიდონ ხელმწიფისა და მისის ჭანგმახვილისა ნარიმანისა და
Line of edition: 19 
ფარუხ-ზააქისა და მისთა ფალავანთა


Line of edition: 20       რა გათენდა, ლაჟუარდის ფერსა ცასა სინათლე მიეცა, ყირმიზი მაღრიბულისა
Line of edition: 21    
იაგუნდისა სინათლე მიეცა და შევარდა, მასკულავთა სიმშუენიერე და ელვარება
Line of edition: 22    
წაუვიდა, საწუთროსა მაშუენებელმან მზემან თავი ამოყო, კირჩხიბისა ჭანგსა
Line of edition: 23    
დაეხსნა და გუმბადსა ზედა ამაღლდა და შავსა, ცივსა მიწასა წითელი ვარდი
Line of edition: 24    
მოაყარა, აგრე ჰკრეს ორგნითვე ჴმა საომარი ქოსისა, კუნესა სტვირთა სარაზმოთა,
Line of edition: 25    
გამოაბეს თეთრი მძივი პილოსა, შებერეს ზროხაკუდთა, ნაღარა, ზაბულური,
Line of edition: 26    
სპილენ-ჭურთა და სინჯთა.

Line of edition: 27       
აგრე მოიღეს ტახტი, პილოზედა მოკაზმული დაუდგეს ფრიდონს. გავიდა
Line of edition: 28    
ხელმწიფურითა ტანისამოსთა, თავსა მძიმე გვირგვინი დაიდგა. აქეთ ჰკრეს რაზმსა
Line of edition: 29    
და გააჩინეს მარჯუენა და მარცხენა. პილოს წინათ ქაიანური დროშა ამართეს და
Line of edition: 30    
მას გუერდის ბეჭბრტყელი, მკერდფართო ნარიმან, დევთა შემკურელი იდგა. დიდსა
Line of edition: 31    
მთასა ჰგუანდიყო.

Line of edition: 32       
მერმე მოიღეს ფარუხ-ზააქის ტახტი, პილოზედა მოწყობილი. აგრე ფარუხ-
Line of edition: 33    
ზააქ მოკაზმულიყო სახელმწიფოთა ტანისამოსითა და გავიდა, ტახტზედა დაჯდა
Line of edition: 34    
და მის გუერდის დროშა ამართეს. აგრე მარჯუენა და მარცხენა გააჩინეს. გახშირდა
Line of edition: 35    
ჴმა ბუკთა და ტაბლაკთა. იყო ერთმანერთშია შეკივილი და ზარი. მათი ჴმა მთამდის
Line of edition: 36    
გაიწეოდა. ბარგისტანელთა ახთათა ხუვილისაგან, ჯაჭვისა და ჯავშნისა
Line of edition: 37    
ჩხრიალისაგან ჯაბანთა გული გასკდებოდა, მიწა თრთოდა და იძროდა, ჯერეთ
Line of edition: 38    
მოედანშიგან ფალავანი არავინ მოსულიყო. აგრე გაიხედეს, დიდი მტუერი დაინახეს,
Line of edition: 39    
გაჰკვირდეს, თუ რა არისო. და ასი ათასითა კაცითა რაქი ინდო, რაქაი ჰინდ
Line of edition: 40    
მოდიან ფარუხ-ზააქის საშუელად. როგორაცა ლაშქართა მოეწურა, რაქი ჰინდ
Line of edition: 41    
ფარუხ-ზააქის სანახავად აღარა მივიდა, წამოიბრუნა
Page of edition: 226   Line of edition: 1    
და მოედანშიგან მივიდა, ცხენი შემოიბრუნვა, თავსა შუბნი შემოივლნა და მუქარასა
Line of edition: 2    
ითხოვდა.

Line of edition: 3       
რა ნარიმან დაინახა, მისი მძიმე ლახტი აიღო, მჴარსა შეიდვა, მისისა
Line of edition: 4    
პაპისეული ლომისა ტყავისა საგდებელი, სამასი მჴარი სიგრძე ჰქონდა, ჯიმშედ
Line of edition: 5    
ფათრათისთვის შეაქნევინა, და ისი მჴარსა უკუიცუა და მოედანისაკენ წამოვიდა. რა
Line of edition: 6    
რაქა იჰდი ნარიმან ფალავანი ნახა, ასრე გაუკვირდა, რომე უფროსობა არა
Line of edition: 7    
იქნებოდა და ასრე თქუა: ჩემგან უფროსი ფალავანი სხუაცა ყოფილა აქაო, ნეტამცა,
Line of edition: 8    
არა მოვსულიყავ! რაქიადის სიმაღლე ოთხმოცი ადლი იყო. რა ნარიმან ფალავანი
Line of edition: 9    
მოედანშიგან მოვიდა, ნიანგივითა შემოუზახნა და რაქიაჰდ სახელი ჰკითხა. ნარიმან
Line of edition: 10    
ფალავანმან ამის მეტი არა უთხრა, ვითა: რა დედამან მშობა, შენი სიკუდილი
Line of edition: 11    
დამარქუა. აწე შავი მიწა, ცივი და ჴმელი ამა წამსა თბილითა სისხლითა წითლისა
Line of edition: 12    
ვარდის ფერად შევღებო. სალხინოდ მოსულისათვის შავი ზეწარი მოგცე საბნად და
Line of edition: 13    
მაღალი ეტლი შენზედა ვატირო!

Line of edition: 14       
რა რაქიადი ყმაწვილისა ფალავანისა ნარიმანისაგან ესე ნაუბარი მოისმინა,
Line of edition: 15    
აგინა და ზედა მოუხდა, შუბი წამოაქანა, ნარიმან სტაცა, გამოსწივნა, წაუღო,
Line of edition: 16    
გარდაჰკრა, თავსა გარდაალეწა, მერმე მოუქნივა მისი მძიმე ლახტი, დაჰკრა თავსა,
Line of edition: 17    
კაცი, უნაგირი, ცხენი ყუალაი ასრე დაამსხურივა, როგორაცა ნიგუზისა ხეჭები, და
Line of edition: 18    
უპატიოდ მიწათა ზედა დაეცა თავდაღმა და საწუთრო მასზედა შემოკლდა.
Line of edition: 19    
ფალავანთა თავი ნარიმან ხვადი პილოვითა ნაომარზედა ბრუნვიდა რა
Line of edition: 20    
ახალმოსულთა ლაშქართა რაქიაჰდის სიკუდილი შეიგნეს, მისმან ძმამან რაქიუდ,
Line of edition: 21    
საყელონი გარდიხივნეს და თავსა მიწანი გარდიყარნეს. მერმე რაქიუდ ძმისა
Line of edition: 22    
სისხლთა ასაზღავად წამოვიდა მოედანშიგან. რა ნარიმან დაინახა, შემოუტევნა
Line of edition: 23    
ქუეითად და მოუხდა, დაჰკრა მისი მძიმე ლახტი თავსა, თავი და ტვინი ყუალაი
Line of edition: 24    
დაუმსხურივა და მოკლა.

Line of edition: 25       
რა ფარუხ-ზააქ ორთა მისთა ფალავანთა დახოცა მოინახა, აგრე გაახშირეს
Line of edition: 26    
ორგნივე ქოსისა და ნაღარის ჴმა, და წამოიღეს ქაიანური დროშა და წამოვიდეს
Line of edition: 27    
მესპილოენი, მოვიდეს მერაზმენი და შეიქნა ცემა შუბითა, ჴრმლითა, ლახტითა,
Line of edition: 28    
აფთითა, ხანჯრითა, აერივნეს ერთმანერთსა, დახოცეს. შეიქნა მკუდრისა ჯარი
Line of edition: 29    
გორად და საჭურველისა ნალეწი ჰაერთა შინა ფრინვიდეს. აბჯართა და ჴრმალთა
Line of edition: 30    
ელვარება სამისა დღისა სავალსა გამოჩნდის, მკუდრისა ჯარისაგან საწუთრო შავსა
Line of edition: 31    
ზანგსა დაემსგავსა, მრავალთა თავადსა თავი უპატიოდ მიწათა თანა გასწორდა, და
Line of edition: 32    
ტანი თავსა სალამსა გაუგზავნიდა, მკუდრისა თავი და ფერჴი სისხლსა მოჰქონდა
Line of edition: 33    
და, სითაცა ნარიმან ფალავანმან მიმართის, როგორაცა გაშმაგებული ხუადი ლომი
Line of edition: 34    
კანჯრისა ჯოგსა სდევდეს უკანა, აგრე ნარიმან ფალავანი სდევდა და, სითაცა
Line of edition: 35    
მიმართეს, გაექციან, ვერა დაუდგიან, უკუიქნივის თვითო ხელი და ოცი კაცი
Line of edition: 36    
ერთმანერთზედ მიგორვიდეს და დაიჴოცის, და დაიჭირის კაცი ფერჴთა ქუეშე და
Line of edition: 37    
დაიდვის, და მუცელზედა ფერჴი დააჭირის, ერთი ჴელი თავსა და მჴარსა სტაცის
Line of edition: 38    
და მეორე _ ფერჴთა, მოგრიხის და შუაზედა გასწყვიტის და სხუასა კაცსა
Line of edition: 39    
შემოსტყორცის. ჰკრის და მოკლის, ცხენისა ძუათა მოეკიდის და მოიქნივის,
Line of edition: 40    
აიყუანის, დაახეთქის, კაცი და ცხენი ორნივე დახოცნის.

Line of edition: 41       
ერთსა დღესა და ღამესა ომი იყო. მერმე შუაღამისა ჟამსა ნარიმან და ყარიად
Line of edition: 42    
ერთგან შეიყარნეს. დაუშინეს ერთმანერთსა, ვირემ გათენებამდის სცეს ერთმანერთსა.
Line of edition: 43    
რა გათენდა, შეიჭიდნეს და იბრძოლეს დიდხანობამდის. გაყარეს, რაცა საომარი იყო
Line of edition: 44    
მუზარადები, შეასწყვიდეს ერთმანერთსა ჯაჭვისა ლამბები,
Page of edition: 227   Line of edition: 1    
დააფრიწეს ხუფთანისა საყელოები ერთმანერთსა. ოფლი ღუარულებ ჩასდიოდა,
Line of edition: 2    
მთურალნი პილოივითა პირთა პერულთა ყრიდეს, მერმე ერთმანერთსა ჯაჭვისა
Line of edition: 3    
სარტყელებშიგან ჴელები ჩაუგდეს, დაიყუირნა ხუადმან ლომმან ვითა, ნარიმან
Line of edition: 4    
ფალავანმან, აზიდნა, აიყუანა თავისა სწორად და მოიქნივა, დასცა, მერმე ზედ
Line of edition: 5    
შეჯდა და ამოიღო ალმასფერი ხანჯარი და ყარიადს თავი მოკუეთა და პირი
Line of edition: 6    
ფარუხ-ზააქისკენ ქნა. ფარუხ-ზააქი _ მაღლად პილოზედა ტახტი უთქს _ და
Line of edition: 7    
მაზედა იჯდა. ნარიმან ფალავანმან მკუდრისაგან სარჴლმოდ ვეღარა მიუდგა. მერმე
Line of edition: 8    
ჴრმალი ჩაიგდო და საგდებელი მოუმარჯუა. შესტყორცნა, თავსა გარდააცუა,
Line of edition: 9    
ჩამოზიდნა და ჩამოაგდო, და თრევით ფრიდონს წინაშე მოიყუანა.

Line of edition: 10       
რა ლაშქართა ჴელმწიფისა ესე მოინახეს, აგრე რაცაღა დარჩეს, გაიქცეს და
Line of edition: 11    
გარდიხუეწნეს. ზანგნი ზანგუბრით წავიდეს, ისპანელი ისპაანს წავიდეს,
Line of edition: 12    
ფარუხ-ზააქ შეკრული ქუე იდვა. აგრე ფრიდონ ჴელმწიფემან ჯალადსა უბრძანა,
Line of edition: 13    
ვითა: ტანისაგან თავი გააშორვეო. აგრე წაიყუანა. რა ჯალადმა თავი მოკუეთა და
Line of edition: 14    
წამოიღო და ლაშქარი დაარონინა სრულად, მერმე მოითუალა საქონელი,
Line of edition: 15    
ყოველიფერი, საჭურჭლენი მრავალფერნი, ანგარიშმიუმხუდარნი, ორად გაყო.
Line of edition: 16    
ნახევარი ნარიმანს მისცა, ნახევარი კიდევე შუა გაყო. ნახევარი სალაროს
Line of edition: 17    
შეაღებინა, და სხუა ლაშქართა გაუყო.

Line of edition: 18       
მერმე ნარიმან გაუგზავნა სრულად ლაშქართა მისაცემელი, როგორაცა
Line of edition: 19    
მართებდა, მისი წესითა აავსნეს პირთამდის. მერმე გამოიძღუანეს ქაიანური დროშა
Line of edition: 20    
წინა და წამოვიდეს სარა ქალაქსა. და დაიჭირნა ფრიდონ თემი და ქუეყანა,
Line of edition: 21    
ყოველი თემი, აღარავინ იყო მისი მეუნებლე. და მისრეთით სარა ქალაქსა დიდი
Line of edition: 22    
გზა მოვა. ამათ მოსულამდის დიდი ხანი გამოვიდა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.