TITUS
Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani
Part No. 60
Previous part

Chapter: 60  
Page of edition: 265  
Line of edition: 37  აქა მანუჩარისა და ზადაჩამისა ომი და მათთა ფალავანთა


Line of edition: 38       ქიშვადის ლაშქართა დაღმან დაშუშნი მივიდეს ზადაჩამს წინაშე და ყუალაი
Line of edition: 39    
ნახული მოახსენეს. და მერმე ფიცხლა აეკაზმა ზადაჩამ და წამოვიდა, წამოირთო
Line of edition: 40    
დღე და ღამე და იარა, აქედაღმან წინა მავალი რომე მივიდოდა. და რა დაღამდა,
Line of edition: 41    
დადგეს, მრავალგან ცეცხლი დაანთეს და არე-მარე ყუალაი განათლდა.

Page of edition: 266   Line of edition: 1       
აგრე ზადაჩამ მოვიდოდა. შორედაღმან ცეცხლი გამოჩნდა. რა ცეცხლი
Line of edition: 2    
დაინახეს, აგრე შემოუტევნეს და შუაღამისა ჟამსა ზედა დაესხნეს. ესენი ემინად
Line of edition: 3    
იყუნეს. ვირემდის შიგან არა შემოსცვივდეს, მანამდის ვერა შეიგნეს რა, და
Line of edition: 4    
დაუშინეს. შეიქნა მოსაწევარი, დაჴოცეს, გათენებამდის ოცი ათასი კაცი მოკლეს. და
Line of edition: 5    
რა გათენდა, ცისკრის ჟამსა გამოიქცეს, ომითა და ბრძოლითა ქიშვად წინა
Line of edition: 6    
გამოუძღუა, და ბარგი და კარავნი ყუალაი დაიფორიაქეს. ამა წესითა, ბრძოლითა,
Line of edition: 7    
სირბილითა მოჰყუებოდეს და მრავალგან შუა გაკუეთილი კაცი ცხენსა მოსთრვანდის
Line of edition: 8    
და გზა-გზა გაკუეთილი კაცი ალაგზედა ცვიოდეს, და მრავალგან ხელი, ფერჴი და
Line of edition: 9    
თავი უპატიოდ მიწათა ზედა გორვიდის. და ამა წესითა მოვიდოდეს.

Line of edition: 10       
აგრე ზადაჩამ სალიმს კაცი დაუბრუნვა, ვითა: რასა სდგახართ, იარეთ,
Line of edition: 11    
ფიცხლა გავაქცივენით, ამოვსწყვიდენით და ავიფორიაქენით, რომე რისხუა ღმრთისა
Line of edition: 12    
დავეცით. ნუღარასა ყოვნით, თქვენცა იარეთ ფიცხლა.

Line of edition: 13       
ამაზედა დიდი მტუერი მოვიდა. რა მტუერი ორად გაიყო, შეხედნეს,
Line of edition: 14    
ორმოცდაათი ათასითა კაცითა მილად მოვიდოდა. ამაზედა შემოკივლნეს და
Line of edition: 15    
შემოუტევნეს. შეიქნა ცემა და ზახილი, და დგრიალი ქოსისა და ნაღარისა, და
Line of edition: 16    
დიდხანამდის ომი იყო. და ვერაცა მაშინ დადგეს. გამოიძღუანეს წინა, დააყრევინეს
Line of edition: 17    
ბარგი და კარვები, აქლემი, ჯორი, დაიფორიაქეს. აგრე მოეწივნეს, დროშა
Line of edition: 18    
მოჰკუეთეს და წაიღეს. ჴოცდეს კაცსა, ალაგსა და ალაგსა შეიბნეს, მინდორნი
Line of edition: 19    
სისხლითა აივსნეს. ჴევნი და ღელენი _ დაჴოცილითა კაცითა და ცხენითა. და
Line of edition: 20    
ასეთი მტუერი ავიდა, რომე მტუერისაგან ნათელი დღისა გაუჩინარდა.

Line of edition: 21       
ამაზედა სხუავე დიდი მტუერი მოვიდა, და რა მტუერი ორად გაიყო, აგრე
Line of edition: 22    
ლაშქარი გამოჩნდა, ორმოცდაათი ათასითა კაცითა ყუბად მოვიდოდა, მირბენილთა
Line of edition: 23    
კაცთა დაინახეს. აგრე დადგეს და მოვიდეს ისინიცა, დაჯარდეს, და შემოუტევნეს და
Line of edition: 24    
შეიბნეს. და შეიქნა ცემა, და დაიჴოცა მრავალი კაცი მათიცა და მათიცა.
Line of edition: 25    
დიდხანამდის ომი იყო. მერმე ზადაჩამ და ქიშუად ერთად შეიყარნეს. ერთმანერთსა
Line of edition: 26    
შუბები შესცეს და შეალეწეს. მერმე ჴრმლითა შეიბნეს. და ზადაჩამ ჴრმალი
Line of edition: 27    
მოიქნივა, ქიშუად თავი მოარიდა, და ჩამოაცდუნვა და ცხენის თავსა უკრა, ცხენი
Line of edition: 28    
მოუკლა და ქიშუად ჩამოაგდო. მერმე ქიშუადს ამილახუარმან ცხენი მოგუარა. და
Line of edition: 29    
როგორაცა ქიშუად ცხენსა შეჯდომასა ლამოდა, აგრე ზადაჩამ ულამოდა
Line of edition: 30    
დაკურვასა. მერმე ამილახორი გარდეღობა წინა, დაჰკრა ამილახორსა თავსა, და
Line of edition: 31    
ცხენი და კაცი ორად გაკუეთა და სოფელსა გამოასალმა. მერმე მილად და ყუბად
Line of edition: 32    
მოესწრნეს. და ქიშუად შესუეს ცხენსა და წამოიყუანეს.

Line of edition: 33       
შეიქნა ომი ფიცხელი, დაუშინეს ერთმანერთსა ისრითა, შუბითა, ჴრმლითა,
Line of edition: 34    
ლახტითა, ხანჯრითა, რომე აღარა შეიგებოდა რა. დაჴოცეს მრავალი. მკუდრისაგან
Line of edition: 35    
აღარა ივლებოდა რა. მერმე ვერცაღა მაშინ დადგეს. გამოიძღუანეს წინა და
Line of edition: 36    
წამოვიდეს მანუჩარისკენ. იარეს პირუკუღმა. და მისდევდა ზადაჩამ უკანა და
Line of edition: 37    
ჴოცდეს, ჩამოყრიდეს, რომე ღმერთი შეარისხეს და მაღალი მბრუნავი ეტლი მას
Line of edition: 38    
ზედა ატირეს. და აივსნეს მინდორნი მძორითა და სისხლნი ველითა მოედინნეს. აგრე
Line of edition: 39    
გამოჩნდა სხვავე დიდი მტუერი და, როგორაცა განათლდა, აგრე ჰშაქ მოვიდოდა,
Line of edition: 40    
ქიშუადის ძმა, ორმოცდაათი ათასითა კაცითა. რა ომი [და] ჴრმალთა ელვა ნახეს,
Line of edition: 41    
აგრე დასცეს კიჟინასა, და ჰკრეს ქოსსა და ნაღარასა, და შეუტევნეს და შეიქნა
Line of edition: 42    
ომი. დაჴოცეს მრავალი კაცი და ცხენი. სითაცა
Page of edition: 267   Line of edition: 1    
ზადაჩამ იყვის, ვერა დაუდგნის წინა. ერთსა კვირასა ამა წესითა ომი იყო. მერმე
Line of edition: 2    
ესენიცა დამრავლდეს, კიდეცა დაღამდა.

Line of edition: 3       
აგრე იქით ისინი დადგეს და აქეთ ესენი. იმ ღამესა დაბარგდეს და თავადები
Line of edition: 4    
ერთად შეიყარნეს ქიშუად, მილად, ყუბად და ჰშაქ. მერმე ვაზირობა შექმნეს,
Line of edition: 5    
თუ: ჴელმწიფემან ფრიდონ მაშინვე გვიბრძანა უსაამისოდ ნუ წახუალთ, ზადაჩამ
Line of edition: 6    
ერთობ დიდი სახელოვანი ფალავანი არისო, მაგრა ყარან აღარა გაიგონა რა. აწე
Line of edition: 7    
ჴელმწიფესა ფრიდონს წინაშე კაცი და წიგნი გავაგზავნოთ, რომე ფიცხლა
Line of edition: 8    
პილოტანსა საამს გაუგზავნოს, თუ ისი არა მოგუესწრობის, ჩვენი საქმე ერთობ
Line of edition: 9    
ავად არის. ერთი წიგნი და კაცი მანუჩარს და ყარანს გაუგზავნოთ.

Line of edition: 10       
ამაზედა მოიყუანეს გონიერი მწიგნობარი და ფრიდონს ჴელმწიფეს წინაშე
Line of edition: 11    
წიგნი დასწერეს, და ქავ ვაზირსა მიუწერეს. პირველად სახელი ღმრთისა ახსენეს,
Line of edition: 12    
მერმე ესე, ვითა: ჴელმწიფესა ასრე ჰკადრე, ფალავანთა მოახსენეთ, მაგიარად ვითა:
Line of edition: 13    
რაცა თქვენ ბრძანეთ, ყუალაი აგრე მოხდა, ზადაჩამ დაგუიფორიაქა და
Line of edition: 14    
ამოგვწყუვიდნა, მრავალი სახელდებული კაცი მოკლა ჩვენთა ლაშქართა დაღმან. თუ
Line of edition: 15    
საამ ფალავანი არ მოგუესწრობის, ჩვენი ყოფა ერთობ ავათ ჩანს, და ვერც
Line of edition: 16    
დაუდგებით, რასაცა ბრძანებთ, პატრონნი ხართ! და აგრევე ერთი წიგნი და კაცი
Line of edition: 17    
მანუჩარს გაუგზავნეს. ამაზედა მისცეს ერთსა ფაიქსა და წავიდა ფაიქი, ქარისაგან
Line of edition: 18    
უმალედ იარეს. ერთი მანუჩარს წინაშე მივიდა და ერთი ფრიდონს წინაშე.

Line of edition: 19       
რა ფაიქი ფრიდონს წინაშე შევიდა, აგრე ფაიქმან ჩოქი დაიგდო და წიგნი
Line of edition: 20    
ამოიღო და ხელმწიფესა მიართუა. ჴელმწიფემან ფრიდონ წაიკითხა და უზომოდ
Line of edition: 21    
ეწყინა. ფიცხლა გონიერი მწიგნობარი იჴმო და წიგნის დაწერა უბრძანა საამს
Line of edition: 22    
წინაშე. პირველად სახელი ღმრთისა ახსენა და ესე, ვითა: ბედნიერო და ბედნიერისა
Line of edition: 23    
გუარისაო, პილოტანო ფალავანო და ფალავანთა ზურგო, დევთა და ნიანგთა
Line of edition: 24    
შემკურელო, ჭანგმახვილო და მკერდ-სრულო, მაღალო ფალავანო, და მბრჯღუინავსა
Line of edition: 25    
ეტლსა არა შეუძლიან შენი ბრძოლა, და შენითამცა იხარებს ტახტი და გვირგვინი.
Line of edition: 26    
და უშენოდ ერანი ცუდი არის, შენ ხარ ერანისა ეტლი და ზღუდე მაღალო
Line of edition: 27    
ფალავანო, ალმასისა ჴრმლისა ქარქაშო, რაცა პაპათა და მამათა შენთა უქნია, აწე
Line of edition: 28    
იგი შენ გმართებს, რომე ქმნა. მთურალთა პილოთა და ვეშაპთა მებრძოლო, შენზედა
Line of edition: 29    
მოდგომილა ფალავანთა მამათა ომი, აწე მოუმართებია ზადაჩამს ერანისათვის და
Line of edition: 30    
მესისხლობისა ჴრმალი გამოუწუდია და ერანელთა სისხლი ველთა მოუდენია. თუ
Line of edition: 31    
ადრე არ მოესწრები, წახდა ტახტი და ერანელთა საქმე, და რა ესე წიგნი და
Line of edition: 32    
კაცი მოგივიდეს, ნუღარასა ჰყოვნით, თუ ნადიმად ისხდეთ, გაუშვით და ფიცხლა
Line of edition: 33    
წამოდით, თუ აბანოსა იყოთ, ადეგით, ფიცხლა წამოდით, თუ შუაღამესა
Line of edition: 34    
მოგივიდესთ, გათენებამდის წამოდით, თუ გათენების ჟამსა მოგივიდესთ, აგრე
Line of edition: 35    
შესხედით, ფიცხლა იარეთ, დაუდგომელად, მოუსუენებლად, თუარემ ვეღარა
Line of edition: 36    
მოესწრობი! რა გაათავა ესე წიგნი, აგრე მისცა ფაიქსა და ესე დავედრა, ვითა: ნუცა
Line of edition: 37    
დღისით დასდგები და ნუცა ღამით.

Line of edition: 38       
ამაზედა ადგა ფაიქი და ქარივითა წავიდა. იარა, ზაულისტანს მივიდა ფაიქი.
Line of edition: 39    
აგრე საამის ამბავი იკითხა. და სავარდეშიგან ნადიმად ჯდომა უამბეს. მერმე
Line of edition: 40    
წავიდა ფაიქი და სავარდეში კარსა მივიდა და მეფარდაგისაგან გზა ითხოვა. და
Line of edition: 41    
მეფარდაგემან კარზედა დააყენა, შევიდა და საამს მოახსენა, ვითა: ფრიდონის მონა
Line of edition: 42    
დგას კარზედანო. საამ ფიცხლა შემოყუანება უბრძანა. რა
Page of edition: 268   Line of edition: 1    
ფაიქი შემოვიდა, წამოიარა, საამს წინაშე ჩოქი დაიგდო, წიგნი ამოიღო და საამს
Line of edition: 2    
მიართუა. და ვარდობისა, ყუავილობისა ჟამი იყო და აღარა შეიგებოდა რა
Line of edition: 3    
სურნელთა სულისაგან. და მრავალი ვარდი გარე შემოეყარა და პირ-მთუარეთა თანა
Line of edition: 4    
ნადიმად იჯდა. მრავალი უცხო ფერისა მეჩანგე და უცხო ფერისა ჴმისა მკურველნი
Line of edition: 5    
და მთქმელნი მუტრიბნი და მომღერალნი წინა უსხდეს. და ასრე გამოისუენებდა,
Line of edition: 6    
ყირმიზისა ხოშგუარიანსა ღვინოსა სმიდეს.

Line of edition: 7       
რა საამ ფალავანმან წიგნი გამოიღო, თუალთა და პირსა დაიდუა, და მერმე
Line of edition: 8    
წაიკითხა და, რა კითხვა დაათავა, აგრე გაშმაგებული ლომივითა ზედა წამოვარდა
Line of edition: 9    
და მეჯინიბეთ უხუცესსა უბრძანა, ვითა: სამანდი შემიკაზმე ფიცხლაო. და აფრინვა
Line of edition: 10    
იქით-აქეთ ლაშქრისათვის ფიცხლა კაცები. გამოვიდა სავარდის დაღმან და შეჯდა
Line of edition: 11    
ფიცხლა სამანდსა. ჰკრეს ქოსსა, ნაღარასა და გამოძღუანეს წინათ ლომისა სახე
Line of edition: 12    
დროშა, და ჩქარად და სირბილითა წამოვიდეს, და ლაშქარ[სა] ზოგნი მოეწეოდეს და
Line of edition: 13    
ზოგნი უკან მოსდევდეს. და ოცდაათი ათასი კაცი შეიქნა. და იარეს დღისით და
Line of edition: 14    
ღამით სწორად და დაიღალნეს.

Line of edition: 15       
მერმე ცოტასავე ხანსა საამ მიიძინა და სიზმარი ნახა, რომე მანუჩარ
Line of edition: 16    
ზღუაშიგან ჩავარდნილიყო. ჰკრის ღადომან, ხანდახან კიდურსა გამოიყუანის და
Line of edition: 17    
ხანდახან შუაგულობასა მიიყუანის. მერმე კიდურისაკენ რომე მოყუანდა, აგრე ჴელი
Line of edition: 18    
წაყო საამ, და კალთასა სტაცა და გამოიყუანა. მართ ამაზედა გაეღვიძნეს. და თავ-
Line of edition: 19    
ნაკრავივითა წამოვარდა საამ, და შეჯდა ფიცხლა სამანდსა, და წამოვიდა ქარივითა
Line of edition: 20    
და ვირემდის მოესწრებოდეს, მათ შუა ომი შეიქნა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.