TITUS
Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani
Part No. 63
Previous part

Chapter: 63  
Page of edition: 273  
Line of edition: 1  აქა დიდი ომი მანუჩარ ჴელმწიფისა და მათთა ფალავანთა, ომი პილოტანისა
Line of edition: 2 
საამისი, ქიშუადისი, ყარანისი, მილადისი, ჰშაქისი და ყუბადისი და
Line of edition: 3 
თურანელთა სალიმ და ზადაჩამ ჴელმწიფეთა მისთა ფალავანთა ვაისისი,
Line of edition: 4 
ქაიაშარისი, ფირანისი, ჰმან, ლოაქ, ფარშევადისი, ნესტევან და ზარესი


Line of edition: 5       რა გათენდა, ლაჟუარდისფერსა ცასა სინათლე მიეცა და მასკულავთა ელვარება
Line of edition: 6    
წაუღო, აგრე საწუთროსა მაშუენებელმან მზემან თავი ამოყო და კირჩხიბისა ჯანგსა
Line of edition: 7    
დაეხსნა, და გუმბადსა ზედა ამაღლდა, შავსა კუპრსა წითელი ვარდი მოაყარა, აგრე
Line of edition: 8    
ჰკრეს ორსავე ქიშუარშიგან რაზმსა. და მანუჩარ ჴელმწიფისა რაზმშიგან რაზმის
Line of edition: 9    
მწყობელი ფალავანი ქიშვად იყო, ჰშაქის შვილი. აგრე მოიღეს ჯიმშედისსეული
Line of edition: 10    
მძიმე ტახტი, ლაშქართა შუაზედა მოიყუანეს მანგალოზი პილო და მიუდგნეს კიბენი,
Line of edition: 11    
ოცი ნაბიჯი გავიდოდა, და გაიღეს მასზედა მანუჩარ ჴელმწიფისა ტახტი, დევთა
Line of edition: 12    
რომე წაუღო ჯიმშედ, ისი ტახტი იყო, უკანის მოიტანეს და გავიდა მანუჩარ
Line of edition: 13    
ჴელმწიფე და მაზედა დაჯდა ქუდოსან-გვირგვინოსან, ხალახნიან-ტავაყოსან,
Line of edition: 14    
საყუროსან-ბეჭდოსანი. მერმე მარჯუენასა მჴარსა რაზმისასა ყარან და ჰშაქ
Line of edition: 15    
დადგეს, ნიანგისა სახითა დროშითა. მარცხენესა მჴარსა რაზმისასა მილად და
Line of edition: 16    
ყუბად დადგეს, მთუარის სახითა დროშითა. რაზმსა წინათ ოცდაათი ათასი
Line of edition: 17    
დარჩეულითა ზაულისტანელითა მეომრებითა და ფალავნებითა, დევთა და პილოთა
Line of edition: 18    
შემკურველი, ხუადი ლომი, პილოტანი, ახოვანი, ჯავარსრული, მკერდფართო,
Line of edition: 19    
ჭანგმახვილი, ნარიმანის შვილი ფალავანი და ფალავანთა ზურგის შემნახავი
Line of edition: 20    
საამისურ იდგა, სამანდსა იჯდა ბარგისტანელთა შეკაზმულსა, თავი ღრუბელსა
Line of edition: 21    
შესწდომოდა. ამას ჰგუანდა, თუ მთა მთასა ზედა შეჯდომილაო, მუზარად-ჯაჭოსანი,
Line of edition: 22    
ჯავშოსანი, წელთა მისისა პაპისსეული, ქარიმანის მძიმე ლახტი ეყარა, და ერთსა
Line of edition: 23    
ჴელსა შუბი ჰქონდა და მეორესა მჴარსა საგდებელი უკუეცუა, და ხუადი ლომივითა
Line of edition: 24    
საომრად გაფიცხებულიყო. მკლავნი უკუეკეცნეს, ჭანგნი გაემახუნეს, კისრისა
Line of edition: 25    
ძარღუი ამოესუა და ნიანგივითა საომრად გაფიცხებულ იყო, და მას წინათ მისი
Line of edition: 26    
დროშა ლომისა სახე იდგა.

Line of edition: 27       
ეგრევე თურანელთა ლაშქარი ექუსასი ათასი კაცი იყო. დაუწყეს რაზმსა
Line of edition: 28    
წყობა. მერმე მოიღეს სალიმის ტახტი და მოიყუანეს თეთრი პილო, დადგეს მას
Line of edition: 29    
ზედა მძიმე ტახტი, და მოვიდა სალიმ, და გავიდა ტახტზედა, დაჯდა ქუდოსანი,
Line of edition: 30    
გვირგვინოსანი, ტავაყოსანი, ბეჭდოსანი. მერმე მარჯუენესა მჴარსა რაზმისასა
Line of edition: 31    
ფირან დადგა, წითლითა დროშითა, მარცხენესა მჴარსა ქაიარშა დადგა, მისითა
Line of edition: 32    
დროშითა. რაზმსა წინათ ზადაჩამ დადგა, ვეფხის ტყავისა სახითა დროშითა. და
Line of edition: 33    
აგრე ჰკრეს ორგნითვე ჴმა საომარი ქოსისა, კუნესა სტვირთა სარაზმოთა, გამოაბეს
Line of edition: 34    
მძივი თეთრი პილოსა, შებერეს ნაფირთა, ზროხაკუდთა, ნაღარა, ზაბულური,
Line of edition: 35    
სპილენ-ჭური და სინჯთა.

Line of edition: 36       
აგრე პირველად საომარსა ადგილსა, მოედნის შუაგულობასა, ფალავანი ჰშაქ
Line of edition: 37    
მოვიდა, ჰშაქის შვილი, და თავსა შუბსა ივლებდა, და თურანელთა რაზმსა წინათ
Line of edition: 38    
უვლიდა და მუქარასა ითხოვდა. მერმე თურანელთა რაზმშიგან ერთი გულოვანი
Line of edition: 39    
მეომარი მოვიდა და, რა ჰშაქ ფალავანმან დაინახა, აგრე ფიცხლა ეტლივითა
Line of edition: 40    
მიუხდა, შუბი შესცა ღლიასა და მოკლა. რა სალიმ თურანელთა ბუმბერაზი
Line of edition: 41    
მკუდარი ნახა, აგრე ერთი სხუა გამოგზავნა და ასრე
Page of edition: 274   Line of edition: 1    
დავედრა, ვითა: კარგა შეიბიო. რა მოედანშიგან მოვიდა, აგრე ჰშაქ ფალავანმან
Line of edition: 2    
შეუტევნა და იგიცა მოკლა შუბითა. მერმე სალიმ სხუა მეომარი გამოგზავნა და რა
Line of edition: 3    
მოედანშიგან მოვიდა, აგრე შემოუტევნა, ჰშაქ მოუხდა, თავსა ჴრმალი გარდაჰკრა,
Line of edition: 4    
ჰშაქ თავსა ფარი დაიდვა, და ფარი შუა გაკუეთა და ჰშაქს ვერა ავნო, მერმე
Line of edition: 5    
დაჰკრა თავსა ჴრმალი, თავი ორად გაუპო და მოკლა იგიცა. ამა წესითა თითო-
Line of edition: 6    
თითოდ ოთხმოცი კაცი მოკლა. მერმე გაგულისდა ზადაჩამ ფალავანი და ასრე
Line of edition: 7    
თქუა ვითა: დაგუაყინვნა ერთობილნი იმა კაცმანო, თავსა შუბი შემოივლო და პირი
Line of edition: 8    
მოედნისაკენ ქნა. და რა მოედანშიგან მოვიდა საომარსა ადგილსა, აგრე დაუზახნა
Line of edition: 9    
ზადაჩამ ჰშაქს, ვითა: ბედ-უკუღმართო, ვეღარა წაუხუალ ჩემსა ჭანგსა მშვიდობით
Line of edition: 10    
და ამა წამსა შავსა და ცივსა მიწასა წითლისა ვარდისფრად შევღებავ შენითა
Line of edition: 11    
სისხლითა! აგრე მოუხდა ზადაჩამ გაშმაგებული ვეფხივითა, ჰშაქს თავსა
Line of edition: 12    
ალამსფერი ჴრმალი გარდაჰკრა. ჰშაქ ფარი თავსა დაიდვა, და ფარი თავსა დააჭრა,
Line of edition: 13    
და ჰშაქს თავი გაუპო, და ჩამოაგდო და მოკლა, და საწუთროსა გამოასალმა.

Line of edition: 14       
რა პილატონმან ფალავანმან საამ ჰშაქ მოკლული ნახა, ფიცხლა, ქუხილივითა
Line of edition: 15    
წამოვიდა და ლაშქართა ესე დავედრა, ვითა: ზურგი შემინახეთო. და ლაშქართა
Line of edition: 16    
სიმრავლე ნურა გაგუან რა, სადაცა მკუდარი გორი და გორი იდვას, იქით
Line of edition: 17    
მომართეთ! აგრე საწუთროსა დამბადებლისა სახელი ახსენა და ზადაჩამს მოუხდა
Line of edition: 18    
საამ ფალავანი, და ასეთნი შემოუზახნა ზადაჩამს, რომე თავშიგან ტვინი
Line of edition: 19    
დაუბრუვა და ტინსა კლდესა გახეთქდა, სრულად ლაშქარნი შეიძრნეს და ასრე
Line of edition: 20    
შიშითა დაეცნეს, რომე უფროსიცა შიშითავე გული გაუსკდეს. აგრე ერთმანერთსა
Line of edition: 21    
შუბები შესცეს და ვერა რომელმან გაუტეხა აბჯარი. აგრე საამ მიაჭირა შუბი და
Line of edition: 22    
ზადაჩამ გარდაყარა, და მუზარადი გავარდა. აგრე ზადაჩამ გარდაყრილმან ჴრმალი
Line of edition: 23    
ამოიღო და შუბის ტარი მოუკუეთა საამს. და ვირემდის საამ ჴრმალსა ამოიღებდა,
Line of edition: 24    
აასწრა ზადაჩამ, მარცხენესა მჴარსა შემოჰკრა და დიდი შეაკუეთა, და სისხლი ზე
Line of edition: 25    
ამოიჭრა და შორს კამარად ასხმიდა, ჯაჭვი, ჯავშანი ყუალაი გაუკუეთა. მერმე
Line of edition: 26    
გაშმაგებული პილოვითა გაგულისდა საამ ფალავანი და დევმან ვითა შეყვირნა,
Line of edition: 27    
მოიქნივა მისი ალმასფერი ჴრმალი და დაჰკრა გულჯავრიანად ზადაჩამს თავსა,
Line of edition: 28    
შუაზედ გააპო, უნაგირი გაკუეთა, და აგრევე ცხენი შუა გაკუეთა და მიწათა ზედა
Line of edition: 29    
დაასო, ზადაჩამ ფალავანი უპატიოდ მიწათა ზედა დაეცა, დიდი მთა ვითა დაეცა და
Line of edition: 30    
მოკუდა. და მაღალი ეტლი მაზედა ატირდა. მერმე საამ ფალავანმან შეუტევნა
Line of edition: 31    
რაზმსა. დაუშინა ერთითა ჴელითა. შეიქნა ცემა და ზახილი, და კივილი და
Line of edition: 32    
დგრიალი, და მოსაწევარი, ამას გუანდა, თუ ცასა მიწასა ზედა დასცემენო. და
Line of edition: 33    
გახშირდა ისრისა სიმრავლე, ხის ფურცელივითა და ქუიშისაგანცა უმრავლესი
Line of edition: 34    
ისარი მოვიდა, ისრის სიმრავლემან მზე გააუჩინარა. აგრე შეიქნა ცემა შუბითა,
Line of edition: 35    
ჴრმლითა, ლახტითა, ხანჯრითა. გახშირდა ომი ყუალგნით და შეიქნა აბჯართა ზედა
Line of edition: 36    
ტკრციალი, და ჯაჭვ-მუზარადიანი კაცი რიყეივითა იდვის და შუბისა, ჴრმლისა
Line of edition: 37    
ნალეწი ჰაერთა დაღმან ცვიოდის მეხივითა, და შეიყარა მკუდრისა გორი და გორი,
Line of edition: 38    
და საჭურველისა ნალეწი ქუიშათა სიმრავლესა ჰგუანდა, ფალავანთა ღაწვი
Line of edition: 39    
ვარდისფერი შავისა რკინისა ფერად შექმნოდა, და ოფლი და სისხლი ღუარულებ
Line of edition: 40    
ხუფთანსა, ჯაჭუსა და ჯავშანსა ქუეშეთ ჩასდიოდა. და მთელსა კაცსა სიკუდილსა
Line of edition: 41    
ანატრებდა, და ამა წესითა სამსა დღესა და ღამესა ომი იყო, მოკუეთილი თავი
Line of edition: 42    
ტანსა ერთსა მილიონსა გამოშორდებოდის და მრავალგან ლომისა მსგავსი ფალავანი
Line of edition: 43    
უპატიოდ მიწათა ზედა იდვის, ფორთხალებდის და
Page of edition: 275   Line of edition: 1    
იქნევდის თავსა და ფერჴსა, და მკერდსა სისხლი გარდასდიოდიან და შუბი შიგან
Line of edition: 2    
გაჩრილი იყვის, და ზედა მოტეხილი ესვის, და ბარგისტანელისა დაჴოცილისა
Line of edition: 3    
ცხენითა, მკუდრისა სიმრავლისაგან ყუალგნით გზანი შეიკრნეს. და კაცი ცხენითა
Line of edition: 4    
ყუალაი მკუდარზედა იარებოდა და შუა გაკუეთილი ცხენი და კაცი ერთმანერთზედან
Line of edition: 5    
იდვის, და ასეთი სისხლისა ღუარი ადინდეს, რომე ჯეონსა ჰგუანდა. რაცა ქუემოთ
Line of edition: 6    
ბოლოსაკენ მკუდარი ცხენი და კაცი იდვა; ყუალაი წაიღო.

Line of edition: 7       
მერმე ერთკენ საამ ფალავანი შერჩა მისითა ზაულისტანელთა ლაშქრითა და
Line of edition: 8    
საომარი აღარა ჰქონდა რა, ყუალაი დაელეწა. მაშინღა დაიჭირის ცხენი ძუითა და
Line of edition: 9    
ჴელი წაყვის, მოჰკრის ჴელი ფერჴსა, დაუჭირის, გამოსწივნის და გამოაძვრის
Line of edition: 10    
ბარკალი და მით იცემებოდის. აგრე მივიდა, სადაცა ქაიანური დროშა აემართა.
Line of edition: 11    
დაუშინა კაცსა, ორნივე ფერჴნი დაუჭირნის და მოიქნივის, სხუასა შემოსტყორცნის
Line of edition: 12    
და შემოაწყვიტის ერთმანერთსა. მერმე მიუხდა მედროშესა ... და ქაიანურისა
Line of edition: 13    
დროშისა ტარსა შემოაწყვიდა დამ... აგრე ქაიანური დროშა საამ ფალავანმან მისსა
Line of edition: 14    
მედროშესა მისცა. მერმე პირი სალიმის პილოსა და ტახტზედა დაჰყარა და
Line of edition: 15    
მკუდრისა ჯარისაგან ვეღარა მიუდგა. მაშინღა საგდებელი მოიმარჯუა და
Line of edition: 16    
შესტყორცა სალიმს, სალიმ თავი მოარიდა, დასცდა და პილოსა თავსა მოაბა.
Line of edition: 17    
აგრე სალიმ ტახტიდადმან გარდავარდა და ფიცხლა ცხენი მოგუარეს, შეჯდა და
Line of edition: 18    
გაიქცა. აგრე გამოსწივნა საგდებელსა და წამოიყუანა პილო და ტახტი. და ორჯელ
Line of edition: 19    
საგდებლითა მოქნევითა თავსა შემოივლო, პილო და ტახტი ორივე აგრე მოიქნივა,
Line of edition: 20    
და დაჰკრა ალაგზედა, გარდამუსრად გაყარა და დაამსხურივა პილო და ტახტი
Line of edition: 21    
ორივე, აგრე გაუხდა თქარი და გაიქცა თურანელი ლაშქარი. დაუწყეს უკანა დევნა
Line of edition: 22    
და ჴოცნა, და ამოსწყვიდნეს, დაიფორიაქეს, რომე რისხუა ღმრთისა დასცეს
Line of edition: 23    
მათზედა. ვისცა ძმა მოკდომოდა მათითა ჴელითა ანუ მამა, ანუ შვილი ერთისათვის
Line of edition: 24    
ასი მოკლიან. სამსა დღესა უკანა სდევდეს და ჴოცეს. ასრე ამოსწყვიტეს
Line of edition: 25    
თურანელი ლაშქარი, რომე მაცნევარი ძლივ დარჩა. და თურანის სახელი
Line of edition: 26    
საუკაცუროდ გახდა. აივსნეს მთანი, კლდენი, წყალნი და ჴევნი მკუდრითა და
Line of edition: 27    
მძორითა, რომე მტ... თა და ყუავთა და ყორანთა მათ ზედა მაემანი უყო ჯ[იმშ]ედ
Line of edition: 28    
ჴელმწიფემან დევნი რომე ამოსწყვიტნა, მას აქეთ.. სისხლი არა დაღურილიყო
Line of edition: 29    
ქუეყანაზედა, მერმე მოი... თუ ... ბარგი, კარავები, აქლემი, ჯორი, ცხენი და საამ
Line of edition: 30    
ფალავანი მჴარსა დაკოდილიყო. ოთაღშიგან სუენებად იწუა.

Line of edition: 31       
აგრე მანუჩარ ჴელმწიფე საამის სანახავად წამოვიდა და, რა ოთაღის კარსა
Line of edition: 32    
მოეწურა, საამ ფალავანი წინა მოეგება. მანუჩარ ყელსა მოეხვივა, ვითა:
Line of edition: 33    
მოწყალემან და მოსამართლემან ღმერთმან შენითა შუენებითა და სიცოცხლითა
Line of edition: 34    
ამყოფოს ჴელმწიფობა და ტახტი. უშენოდ ჩემთვის საწუთრო ცუდი არის. თუ შენ
Line of edition: 35    
არა მოგუესწრებოდი, ჩემი კერძი სოფელი შემოკლებულ იყო ზადაჩამის ჴელითა.
Line of edition: 36    
მერმე ფალავანმან საამისურა მადლი გარდაიჴადა და ჴელმწიფესა მანუჩარს ჴელსა
Line of edition: 37    
აკოცა. და მოიღეს მძიმე საჴელმწიფო შესამოსელი და საამისურს ტანსა შემოსეს.
Line of edition: 38    
მერმე ზადაჩამის თავი ფრიდონს გაუგზაუნა. აგრე ქიშვად მისი მკუდარი მამა
Line of edition: 39    
ჰშაქ ხუარასანს წაიყუანა. მერმე საამ ფალავანი დიდსა წყალზედა მივიდა
Line of edition: 40    
სისხლიანი, მუნ ებანა, და აგრე ჴელმწიფესა მანუჩარს წინაშე შემოვიდა, და
Line of edition: 41    
ოქროსა სელნი მოართვეს და ამაზედა დაჯდა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.