TITUS
Shahname 3: Prose parts: Saamiani
Part No. 12
Previous part

Chapter: 12  
Page of edition: 317  
Line of edition: 1  ეს ანბავი აქა დაუტეოთ და ცოტა რამ გარსაშიბის ამბავი წარმოვსთქუათ


Line of edition: 2       გარსაშიბ იქიდამ აიყარა და წამოვიდა ზოჰაქის შესაყრელათ. რა მოახლოვ დნენ,
Line of edition: 3    
გარსაშიბ, ითრით და სიდასტ მივიდნენ, ზოჰაქს მიესალმნენ და თაყვანი-სცეს.
Line of edition: 4    
ზოჰაქმა მიიწვია და ადგილი უჩვენა დასხდომის. დასხდნენ და მეჯლიში შექმნეს. ასეთი
Line of edition: 5    
მეჯლიში იყო, რომ მნახავთა გაუკვირდებოდა. უცხო ღვინოს მწდეველნი მოვიდნენ, რომ
Line of edition: 6    
სახით მთვარესა ემზგავსებოდნენ და მესაკრავენი ესეთის ხმით უკრავდნენ, რომ გამგონს
Line of edition: 7    
გონებასა მისტაცებდა. მეჯლიში გაგრძელდა და სარდალთა და ფალავანთა ღვინო თავსა
Line of edition: 8    
ეწიათ.

Line of edition: 9       
ამ ამბავში გარეთ ერთი ჴმიანობა შეიქნა. ზოჰაქმა უბძანა: გადით, შეიტყ ვეთ,
Line of edition: 10    
ნახეთ რა ანბავია. გავიდნენ და ანაზდათ შემოვიდნენ და მოახსენეს, რომ ყაფის მთის
Line of edition: 11    
დევების ჯაშუში გახლავსთო. ზოჰაქმა უბძანა: წადით, შემოიყვანეთო! გავიდნენ და ის
Line of edition: 12    
ჯაშუში შემოიყვანეს და შვიდს ალაგს თავი დაუკრა, ამო იღო ერთი წიგნი და ჴემწიფეს
Line of edition: 13    
მიართო.

Line of edition: 14       
რა ეს წიგნი წაიკითხა, ზოჰაქმა ეშმაკობით და ოსტატობით თავისი თავი
Line of edition: 15    
მწუხარებას მისცა. რა ესე ჴემწიფის შეწუხება მისთა დიდებულთა და სარდალთა ნახეს,
Line of edition: 16    
ზე წამოდგნენ და მოახსენეს: ჴემწიფეო, თქვენი შეწუხების მიზეზი რა იყო, ჩვენც
Line of edition: 17    
გამოგვიცხადეო. რა ზოჰაქმა ამ დიდებულთაგან ესე სიტყვა მოისმინა, უბძანა, რომ
Line of edition: 18    
იამანეთის ჴემწიფეს ჩემთვინ წიგნი მოუწერია, რომ ყაფის მთის მინერას დევი შენზედ
Line of edition: 19    
ასი ათასის დევის ჯარით წამოვიდაო და ამი სას რას არჩევთო. დიდებულთ მოახსენეს:
Line of edition: 20    
ჱეი, ჴემწიფეო, ერანი და თურანი თქვენს საბრძანებელს ქუეშ არისო, ერთი დევი რა
Line of edition: 21    
უნდა გახდესო და ან იმის გან რა ფიქრი გმართებსო. ზოჰაქმა უპასუხა: ჱეი, სარდალნო
Line of edition: 22    
და ფალავანნო, თქუენ მინერას დევი არ იცით, თუ როგორი ფალავანი არისო. ყაფის
Line of edition: 23    
მთის დევები იმის ხელისაგან არიან შეწუხებულნიო.

Line of edition: 24       
რა გარსაშიბმა ესე სიტყვა მოისმინა, ზეზედ წარმოდგა და ასე განრისხდა, რომ
Line of edition: 25    
ყოველი ბეწვი შუბსავით ტანისამოსში გამოეჩარა და მოახსენა: ჱეი, ჴემწიფეო, მინერას
Line of edition: 26    
დევი ვიღაც არის, რა უქნია, რომ ამდენს ქებასა ბძანებო. რა ზოჰაქმა გარსაშიბისაგან
Line of edition: 27    
ესე მოისმინა, ერთიორათ უფრო მინერასის ქება სთქო, გარსაშიბმა მოახსენა: ჱეი,
Line of edition: 28    
ჴემწიფეო, თუ თქვენი ნება იქნება და დასტურს მიბოძებთ, თქვენის დოვლათით წავალო
Line of edition: 29    
და იმას ხელშეკრულს მოგართმეო.

Page of edition: 318   Line of edition: 1       
რა გარსაშიბისაგან ზოჰაქმა ესე სიტყვა გაიგონა, დიდათ იამა და მაშინვე ბძანა,
Line of edition: 2    
ოცი ათასი კაცი უბოძა და იმისი სპასალარობა უბოძა. და მინარეს დევის საომრათ
Line of edition: 3    
გაისტუმრა გარსაშიბ ჴემწიფეს გამოეთხოვა, და ითრით, სიდასტ და, გარსაშიბ
Line of edition: 4    
გაუძღვნენ და წავიდნენ. მანძილ-მანძილ იარეს და იამანეთის ქუეყანასა მივიდნენ.

Line of edition: 5       
რა იამანეთის ჴემწიფემ გარსაშიბის მისვლა შეიტყო, მაშინვე წინ მოეგება,
Line of edition: 6    
მიიყვანა და რამდენიმე დღე ლხინსა და განცხრომასა მიეცნენ. რა სამი დღე გამოვიდა,
Line of edition: 7    
გარსაშიბ იამანეთის ჴემწიფეს გამოეთხოვა და წავიდნენ, და ყაფის მთის სიახლოვეს
Line of edition: 8    
ჩამოსხდნენ კაის ალაგს, მწვანოვანსა და წყლიანს ალაგსა კარვები დასცეს, ლხინსა და
Line of edition: 9    
გაიცხრომასა მიეცნენ.

Line of edition: 10       
ერთს დღეს გარსაშიბ ნადირობასა შეექცეოდა. ერთის მხრიდამ ნახა, რომ ერთი
Line of edition: 11    
საშინელი მტვერი აღდგა, ისეთი რომ მზე სრულებით დააბნელა. მეორესა, მხრიდამ ქარმა
Line of edition: 12    
შემოუბერა და მტვერი გარდაყარა. შეხედეს, ნახეს, რომ ასი დროშა გამოჩნდა. ეს იყო
Line of edition: 13    
ნიშანი, რომ ასი ათას კაცსა ნიშნავდა და მომავლობდენ. ბაირაღებზედ კერპი დაეკიდნათ.
Line of edition: 14    
იმ კერპებზედაც თითო ზარი დაეკიდნათ და, როცა ქარი ადგებოდა, ბაირაღები ზარს
Line of edition: 15    
მოხვდებოდნენ და ერთი საზარო ხმები გამოვიდოდა. სანამ კერპების ლოცვა იყო, ყოველს
Line of edition: 16    
მხარეს გაიგონებდა.

Line of edition: 17       
რა გარსაშიბმა სწორეთ გაშინჯა ეს ჯარი, ამ ჯარში ნახა, რომ ერთი ფალავანი
Line of edition: 18    
დევი მოვიდოდა, რომ ასი მწყრთა სიმაღლე ჰქონდა და ოცდაათი მწყრთა სივრცე ჰქონდა.
Line of edition: 19    
გარსაშიბმა თავისთა მახლობელთა ჰკითხა: ეს ფალავანი ვინ უნდა იყოს? იმათ
Line of edition: 20    
მოახსენეს: ეს ფალავანი მინერას დევი არისო. გარსაშიბმა მინამდინ მოუცადა ამა
Line of edition: 21    
ლაშქარსა. მოვიდნენ და გარდახდნენ და კარვები დასცეს და დადგნენ. ლხინსა და შვებასა
Line of edition: 22    
მიეცნენ. და გარსაშიბც გამობრუნდა და თავის ჯარში მოვიდა, თავისსა კარავსა
Line of edition: 23    
გარდახდა. გარსაშიბმა თავისი დიდებულნი შემოიყარა და რჩევა ჰკითხა: ამას რის გზით
Line of edition: 24    
უნდა შევებნეთო!

Line of edition: 25       
ერთს ღამეს ერთი აყალ-მააყალი შეიქნა, გარსაშიბმა იკითხა: რა ამბავია,
Line of edition: 26    
შეიტყვეთო. მოახსენეს თაფლიჯამს უკვრენო, რომ სახვალიოთ საომრათ ემზადებიანო.
Line of edition: 27    
გარსაშიბმაც ბძანება მისცა ჯარსა ნაღარახანის დაკვრისა. ამათაც თაფლიჯამები
Line of edition: 28    
სპილოებზედ გამართეს და ასეთი ჴმიანობა შეიქნა, რომ იმა მინდორში, რაც ნადირი იყო
Line of edition: 29    
და ან ფრინველი, სულ გარდაიხვეწნენ. სამი დღე და ღამე სულ არც დაუძინიათ და არც
Line of edition: 30    
მოუსვენიათ, რომ იარაღების კეთებაში
Line of edition: 31       
იყვნენ.

Line of edition: 32       
რა მეოთხე დილა გათენდა, და მზემან თავისი ბრწყინვალება გარდმოფინა, მაშინ
Line of edition: 33    
ამხედრდა და მეიდანსა გავიდნენ. ფარეშები მივიდნენ და მეიდანი დაგავეს, და მესაკრავენი
Line of edition: 34    
ასეთის ხმით უკრავდნენ, რომ კაცს გონებას მისტაცებდა. ესრეთ იმღერდნენ, რომ
Line of edition: 35    
სიკვდილის კარავი მეიდანზედ დგასაო და ფალავნებს უძახდნენ გაფრთხილდითო, რომ
Line of edition: 36    
თქვენი თავი იმ კარავში არ გააბათო. იქითისა მხარეს დევნი დასტა დაწყობით დადგნენ.
Line of edition: 37    
და ერთ ყვითელს მარტორქაზედან მჯდომი დევი მოედანსა გამოვიდა და შემოსძახა: ჱეი,
Line of edition: 38    
ადამიანთა ტომნო, ჩემი მოპირდაპირე მეომარი უნდა გამოვიდესო. აქეთა მხარეს ერთი
Line of edition: 39    
ფალავანი გამოვიდა, გარსაშიბს თავი დაუკრა და მოედანს იმა დევსა მიმართა.
Line of edition: 40    
ერთმანეთსა ნავარდი შემოულეს და რამდენიმე შუბი ერთმანეთს გააცდინეს. დევი
Line of edition: 41    
განრისხდა და ასეთი შუბი აძგერა, რომ ეს ფალავანი ძირს ჩამოაგდო.

Line of edition: 42       
გარსაშიბმა რა ესე ესრეთ იხილა, განრისხდა და ერთი ასეთი ნარა გასწივა, რომ
Line of edition: 43    
იმისი ხმა ოთხს ფარსანგს გაიგონებოდა. ამა ხმაზედ დევნი აირივნენ და
Page of edition: 319   Line of edition: 1    
ერთმანეთს ეცნენ. მიუხდა გარსაშიბ იმ დევსა და ერთი ჴმალი დაჰკრა, რომ შუაზე
Line of edition: 2    
გააპო და მარტორქაც ორად გააპო, და ოთხათ გაკვეთილნი მეიდანსა დაეცნენ. რა
Line of edition: 3    
მინერას დევმა ეს ესრეთ იხილა, თავისი ასი ათას კაცს უბძანა, რომ მაგას ნუ
Line of edition: 4    
გაუშვებთო. მაშინვე იმ ასი ათასმა დევმა სათულებს ხელი წამოავლეს და გარსაშიბს
Line of edition: 5    
შემოუტივეს. გარსაშიბმა რა ესე ესრეთ იხილა, მაღლისა ხმითა ღმრთისა სახელი ახსენა
Line of edition: 6    
და თავისსა ბასრსა ჴმალსა ხელი მოივლო, და ამ ასი ათასს დევში გაერია; რომელსაცა
Line of edition: 7    
მხარესა შეუტევდა, ერთს მეორესა ჰკრემდა, რომელსაც მარტორქაზედ მჯდომს
Line of edition: 8    
მოახელებდა, ოთხათ გაკვეთდა და, რომელსაც სპილოზედ მჯდომს მოახელებდა. იმასაც
Line of edition: 9    
ოთხათ გაკვეთდა. მარჯვენასა მხარეს მარცხენასა ჰკრემდა და მარცხენასა მარჯვენასა.
Line of edition: 10    
ესრეთ უწყალოთა ხოცდა.

Line of edition: 11       
რა ამა გარსაშიბის ჯარმა ესე ნახეს, რომ გარსაშიბ თუალით ვეღარ დაინახეს,
Line of edition: 12    
ჯარის შუაგულზედ შესულიყო, ამათაც ხლმებს ხელი გაიკრეს და შიგან გაერივნენ და
Line of edition: 13    
სამი დღე და ღამე ესეთი ხოცვა იყო ერთმანეთში, რომ ამისთანა ხოცვა თავის დღეში არ
Line of edition: 14    
მომხდარიყო. ამა ომსა შიგან გარსაშიბ მინერას დევსა შემოხვდა და დაუძახა: ეი, შენ
Line of edition: 15    
დათვის თაო, ავს მარსკლავზედ დაბადებულო, თუ მამაცი ხარ, მომიცადეო! ჴმალი
Line of edition: 16    
ქარქაშსავე ჩააგო, წამოეწივა და ჯაჭვის კალთასა ხელი ჩაუგდო, მიაწუა და უკან
Line of edition: 17    
წაიღო, მარტორქა და ის ფაცფაცით დაიქნია და მარტორქა დააჩოქა და ასეთ-ასეთ
Line of edition: 18    
დაიქნევდა ხოლმე, რომ გუთანივით ახვნევინებდა მიწასა.

Line of edition: 19       
მინერას დევიც ამ ყოფით უშვრებოდა, ერთმანეთს ასე ერკინებოდნენ. ესდენი
Line of edition: 20    
იბრძოლეს ცხენზედა, რომ იმათმა საჯდომმა თითო ადლი ენა წამოყარეს და საძრაობის
Line of edition: 21    
ღონე აღარც ერთსა აღარ ჰქონდა. ცხენისაგან გარდახდნენ და ქვეითად ერთმანეთს
Line of edition: 22    
ეძგერნენ. სამი დღე და ღამე ერთმანეთს ერკივნენ, მაგრამ ვერა რომელმან სძლივა.
Line of edition: 23    
გარსაშიბმა ღმერთს გულმხურვალეთ სთხოვა, რომ ამ ურწმუნოს დევისაგან დამიხსენიო
Line of edition: 24    
და ამას ნუ მომრეო! ღმერთმაც იმის ვედრება ისმინა, გარსაშიბსა სიმხნე მისცა, მიაწუა
Line of edition: 25    
გარსაშიბ და უკან ოთხმოცი ნაბიჯი ფაცფაცით წაიყვანა და ერთი ასეთი დაიქნივა, რომ
Line of edition: 26    
მუხლი დააკვრევინა. ასეთი დაეცა მიწასა, რომ მიწა გუთანივით მოახვნევინა, მაღლისა
Line of edition: 27    
ხმითა ღმრთისა სახელი ახსენა, ასწიუა და მუხლებამდინ აიტანა, მეორეთაც სიმხნეს
Line of edition: 28    
მოუმატა და სარტყლებამდის აიტანა, მესამეთ მედგრათ ასწიუა და თავისა სისწორ
Line of edition: 29    
აიტანა, თავსა შემოივლო და მიწას დასცა ესრეთ, რომ იმისი სახე მიწასა ზედა
Line of edition: 30    
გამოსახა, და სწრაფად მკერდსა შეახტა და ბასრსა ხანჯალსა ხელი მოივლო და თავის
Line of edition: 31    
მოჭრას უპირობდა. ქუეშედამ მინერას დევმა მადლის ხმით ტირილი დაიწყო.
Line of edition: 32    
გარსაშიბმა შემოუძახა და უთხრა: ჱეი, შენ უმზგავსო, ეგ რა მამაცობის წესია
Line of edition: 33    
ტირილიო! დევმა მოახსენა: მე ღმერთთან აღთქმა მქონდა, რომ ვინც მე მომერეოდა და
Line of edition: 34    
ჩემს ზურგს მიწას დასცემდა, მე იმისი მონა და მოსამსახურე უნდა შევქმნილიყავ და
Line of edition: 35    
იმისი ერთგულობის ალყა ყურში უნდა გამეყარაო.

Line of edition: 36       
რა გარსაშიბმა მინერას დევისაგან ესე სიტყვა მოისმინა, ზე ააყენა და შუბლზე
Line of edition: 37    
აკოცა და იმანაც ხელსა აკოცა. მინერას დევი ხელმოწდომით თავსა დაადგა. და
Line of edition: 38    
გასაყარს ნაღარას ჰკრეს და ორისავ მხარის ლაშქარნი თავ-თავისად წავიდნენ და კარავსა
Line of edition: 39    
გარდახდნენ.

Line of edition: 40       
მინერას დევი მივიდა და თავის კარავსა გარდახდა, თავისი სარდლები და
Line of edition: 41    
ფალავნები შემოიყარა და თვისი გარსაშიბის დამონება და სამსახური გამოუცხადა, და
Line of edition: 42    
თავის ჯარიდამ თორმეტი ათასი დევი აარჩივა და სხუას კი დასტური
Page of edition: 320   Line of edition: 1    
დასცა და შინ გაისტუმრა. და თითონ წამოვიდა და გარსაშიბს იახლა. გარსაშიბმა
Line of edition: 2    
მეჯლიში გამართა, სამი დღე და ღამე ლხინსა და განცხრომასა იყვნენ. გარსაშიბმა
Line of edition: 3    
უბრძანა მინერას დევსა: ახლა კი დრო არის, რომ შენ შენს ქუეყანაში წახვიდეო!
Line of edition: 4    
მინერას დევმა რა ეს გაიგონა, დიახ შორს დაიჭირა და მოახსენა: მე მინამ ცოცხალი
Line of edition: 5    
ვარო, თორმეტი ათასი დევით თქვენ ვერ მოგშორდებით. გარსაშიბმა არა ჰქნა, არ
Line of edition: 6    
მოეშუა, შინისკენ გაისტუმრა და თითონ აიყარა იქიდამ და ზოჰაქის მხარეს გამოემართა.

Line of edition: 7       
რა სამი დღის სავალს მიახლოვდნენ, გარსაშიბმა ზოჰაქს წიგნი მისწერა და
Line of edition: 8    
თავისი გარდასავალი ყოველივე მისწერა. რა ზოჰაქმა ესე წიგნი წაიკითხა, გულსა შიგან
Line of edition: 9    
დიდათ შეწუხდა და ხალხთ კი მხიარულათ ეჩვენა. გარსაშიბ აიყარა და ქალაქის
Line of edition: 10    
სიახლოვეს მივიდა. რა ზოჰაქმა გარსაშიბის მოსვლა ჰსცნა, წინ გამოეგება და ორნივე
Line of edition: 11    
ცხენისაგან გარდახდნენ, და ზოჰაქმა შუბლსა აკოცა და გარსაშიბმაც ხელსა აკოცა და
Line of edition: 12    
ბაზარში იმ დღესა და ღამეს ჩირაღდანი იყო, და დიდათ გახარებულნი იყვნენ იმ ქუეყნის
Line of edition: 13    
ხალხი. გარსაშიბს ხელი მოჰკიდა ზოჰაქმა და შევიდნენ შინა. ზოჰაქ ტახტსა დაბძანდა
Line of edition: 14    
და გარსაშიბიც თავისსა ალაგსა დასვა და დასხდნენ.

Line of edition: 15       
გარსაშიბმა თავის გარდასავალი ზოჰაქსა და მისთა დიდებულთა უამბო.
Line of edition: 16    
ზოჰაქმა უბძანა: მინერას დევი ჩემი მტერი იყო, როგორ არ მოკალიო. ის უნდა
Line of edition: 17    
მოგეკლა! გარსაშიბმა მოახსენა: ის დევი დამმორჩილდა და ჩემი სამსახურის ალყა ყურსა
Line of edition: 18    
გაიყარა და ვეღარ მოვკალიო. რიგი ისეაო, რომ ფალავანი ფალავანს მოერიოს,
Line of edition: 19    
დამორჩილდება, იმისი მოკვლა რიგი აღარ არისო. ამის გამგონე ზოჰაქმა შიშით ხმა
Line of edition: 20    
ვეღარ გასცა რამდენსამე დღესა ლხინსა და განცხ რომას იყვნენ. და მას უკან გარსაშიბ
Line of edition: 21    
გამოეთხოვა ზოჰაქს და თვის სამყოფს ქაბულისტანს წავიდა. იქ ლხინსა და შექცევასა
Line of edition: 22    
იყო.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 2.6.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.