TITUS
Shahname 3: Prose parts: Saamiani
Part No. 14
Previous part

Chapter: 14  
Page of edition: 322  
Line of edition: 1  აქა იწყების მანუჩარ ჴემწიფის ანბავი


Line of edition: 2       ფრიდონ ჴემწიფემ თავისი შვილი მანუჩარ გააჴემწიფა. სიქა და ნაღარა
Line of edition: 3    
მანუჩარის სასახლეზედ იცემებოდა. თითონ ფრიდონ ჴემწიფე შავით შეიმოსა თავით
Line of edition: 4    
ბოლომდე და თავის შვილების საფლავს უვლიდა. მანუჩარ ჴემწიფე თავის ტახტსა
Line of edition: 5    
ბძანდებოდა და ქვეყანასა განაგებდა. და რამდენსამე ხანს უკან ფრიდონ ჴემწიფე ამიერ
Line of edition: 6    
სოფლით გარდაიცვალა. ასე მიუთხრობენ, რომ იმჟამად მანუჩარ ჴელმწიფე შამის
Line of edition: 7    
ქალაქში ჴემწიფობდა. ნარიმან თავის შვილებით იქ ახლდა, ლხინსა და განცხრომასა
Line of edition: 8    
შინა იყვნენ.

Line of edition: 9       
ერთს დღეს საამ ფალავანმა მანუჩარ ჴემწიფესა ათის დღის ვადა, სანადიროთ
Line of edition: 10    
წასვლა სთხოვა. მანუჩარ ჴემწიფემ უპასუხა: ჱეი, ჩემო საყვარელო ძმაო, ეს ხომ
Line of edition: 11    
კარგად იცი, რომ მე და შენ ერთათ ვართ დაზრდილი და ერთათ გვიწოვია ძუძუო. მე
Line of edition: 12    
შენი მოშორება ერთს საათსაც არ შემიძლიანო. ათის დღის დასტურს კი ვერ მოგცემო
Line of edition: 13    
და ხუთს დღეს წადი და ჩქარა ისევ მოდიო! საამ გამოეთხოვა და რამდენიმე თავისი
Line of edition: 14    
ამალით სანადიროთ წავიდა. და ოთხფეხი, რაც იყო, და ან ფრინველი, სულ გაწყვიტეს.
Line of edition: 15    
ამ შექცევასა და ლხინსა იყვნენ.

Line of edition: 16       
ერთსა დღესა ერთი მშვენიერი ჯერანი ნახეს, რომ კაცის თვალი იმის უკეთესს
Line of edition: 17    
ვერას ნახევდა. რა საამმა ესე ჯერანი იხილა, მასვე წამსა გამოეკიდა და ჯერანი გაიქცა.
Line of edition: 18    
რამდენსაც საამ ამ ჯერანს მისწვდებოდა, იმდენს ასეთს გახლტებოდა, რომ თვალთა
Line of edition: 19    
წინა დაეკარგებოდა. ამასობაში ეს ჯერანი ერთს ბაღში შევიდა და საამ ფალავანიც თან
Line of edition: 20    
შეყვა.

Line of edition: 21       
რა საამ ფალავანი იმ ბაღის შუაგულობასა მივიდა, ერთი უცხო სასახლე დახვდა.
Line of edition: 22    
რა საამ ფალავანმა ეს ბაღი სრულებით გაშინჯა, ნახა, ერთი მშვენიერი ქალი იხილა. იმ
Line of edition: 23    
ქალმა რა საამ დაინახა, დიდის თავაზით უთხრა: მობრძანდიო, ჩვენ თავს ალაგი
Line of edition: 24    
გაქვსთო. რა საამმა ესე სიტყვა იმ ქალისაგან გაიგონა, მაშინვე ცხენისაგან გარდახდა და
Line of edition: 25    
იმ ქალთან ავიდა; და ის ქალი უცხოთ დახვდა, და მაშინვე იმ ქალმა მიიღო და საამს
Line of edition: 26    
უთხრა: ჩემისთანა კეკლუცი ქალი შენისთანას ფალავანს ასე ასიამოვნებსო. ეს სიტყვა
Line of edition: 27    
უთხრა და ჯამით სავსე ღვინო მისცა: ესე შესვიო. ფალავანმა ის ჯამი ჩამოართო და
Line of edition: 28    
მაშინვე შესვა და იმა ქალმა უთხრა: ეს შენი მოსამსახურენი დაითხოვე და ჩვენთვინ
Line of edition: 29    
მარტოკა შევექცნეთო.

Line of edition: 30       
მოსამსახურენი დაითხოვა და მარტოკა დარჩნენ. რა ლხინისაგან მოიცალეს, იმ
Line of edition: 31    
ქალმა ის სასახლე სულ ერთიანად მოიარა. საამმა ერთს აივანში ერთი ქალის სურათი
Line of edition: 32    
იხილა, რომ ასეთი მშვენიერი რამ იყო, რომ ასის წლის მკვდარს რომ ენახა, სულზედ
Line of edition: 33    
მოიყვანდა, და თავის რჯულისაგან გადააყენებდა და ცეცხლს თაყვანს აცემინებდა. ესრეთ
Line of edition: 34    
მოეწონა ეს სახე საამსა, რომ ის სასახლეში მყოფი ქალი სულ აღარ ახსომდა და
Line of edition: 35    
განცვიფრებული უყურებდა იმ ქალის სახესა.

Line of edition: 36       
იმ სახისა გვერდზედ ორი ტაეპი მწუანისა მელნით ნაწერი იხილა, ამოიკითხა და
Line of edition: 37    
ესრეთ ეწერა: ჱეი, აქა მოსულო ფალავანო, ამა სურათის ამბავსა თუ იკითხამ, ამ
Line of edition: 38    
სურათის პატრონს ფერიდუხტ ჰქვიანო, ჩინეთის ჴემწიფის ქალი არისო, და თუ ამის
Line of edition: 39    
პოვნა გინდოდესო, ჩინეთის ქვეყნისაკენ მოძებნე!

Line of edition: 40       
რა ესე წერილი აღმოიკითხა, მასვე წამსა გარდაიქცა და გულს შემოეყარა. რა
Line of edition: 41    
გონებას მოეგო, ნახა, რომ აღარც ის სასახლე იყო, აღარც ის სურათი და აღარც ის
Line of edition: 42    
ქალი იყო. მოიხედა, ნახა, რომ თავისი ყურაბი თაქაური თავსა ადგა. რა ესე საქმე ესრეთ
Line of edition: 43    
განიცადა, დიდ მწუხარებას მიეცა და სულ იმ სურათის ქალის გონებაში იყო. მაშინვე
Line of edition: 44    
თავისსა ცხენსა ამხედრდა და თავის ჯარში მივიდა,
Page of edition: 323   Line of edition: 1    
თავისი ბიძაშვილები ყალვად და ყულუშ და თავისი ბაზიერთუხუცესნი ნახა. იმათ
Line of edition: 2    
მოახსენეს: ფალავანო, მანუჩარ ჴემწიფე უშენოთ ერთს საათსაც ვერა ძლებდაო, და
Line of edition: 3    
თქვენ ხუთის დღის ვადით გამოგისტუმრეთო და ამდენი ხანია, რომ თვალი თქვენს
Line of edition: 4    
გზაზედ უჭირამსო.

Line of edition: 5       
რა საამა ესე სიტყვა გაიგონა, მაშინვე იმათ უპასუხა: ჩემი იქით წამოსვლა აღარ
Line of edition: 6    
იქნება, ჩემ მაგიერათ ჴემწიფესა დიდებულთ სამსახური მოახსენეთო, მე ჩინეთს
Line of edition: 7    
წაუსვლელი არ დავდგები და, რაც ენახა და თავს გარდახედოდა, ყოველივე წვრილად
Line of edition: 8    
უამბო ყალვადსა და ყულუშსა: მანუჩარ ჴემწიფესა და მამაჩემს ასე უნდა
Line of edition: 9    
გამოუცხადოთ, რომ საამს ერთი უსულო ქალის სურათი უნახამს, იმას გამიჯნურებია და
Line of edition: 10    
ჩინეთის მხარეს წავიდა. თუ რომ ღმერთი შემეწევა და ბედნიერობით ის ქალი ხელში
Line of edition: 11    
ჩავიგდე, ისევ მალე თქვენს სამსახურში გიახლები-თქო. ერთიც ესე, რომ თქვენიდამ მე
Line of edition: 12    
უკან ნურავინ გამომყვება, თორემ მე იმას, ვინც გამომყვება, მოუკლავს არ გაუშვებ. ესე
Line of edition: 13    
სიტყვები იმათ დააბარა, გამოტრიალდა და ერთის მხრისაკენ წავიდა. რა ერთმანეთს
Line of edition: 14    
გაეყარნენ, ყალვადმა უთხრა ყულუშსა: შენ ჯარს გაუძეხ, შინ მიიყვანეო. მე საამს
Line of edition: 15    
გამოუდგები უკან, ეგების ერთის ოსტატობით იმას გამოუდგები, რომ იმისი მარტოკა
Line of edition: 16    
წასვლა სამჯობნი არ არისო!

Line of edition: 17       
მოკლეთ მოგახსენოთ: ეს ჯარი აიყარა და მანუჩარ ჴემწიფის წინაშე მოვიდნენ
Line of edition: 18    
და საამისაგან დაბარებულნი სიტყვები ყოველივე მოახსენეს. რა ჴემწიფემ ეს სიტყვა
Line of edition: 19    
სრულებით მოისმინა, მაშინვე ტახტიდამ ძირს გარდმოვარდა, ტირილი და გლოვა
Line of edition: 20    
შეექმნათ. რა ესე ანბავი გარსაშიბ სახელოვანმა შეიტყო, იმჟამად სისტანში
Line of edition: 21    
იმყოფებოდა, მასვე წამსა გამოემართა და ჴემწიფის სამსახურში მოვიდა, დალოცა და ქება
Line of edition: 22    
შეასხა. გარდავიდა და თავის საჯდომსა სკამსა დაჯდა. რა ჴემწიფემ ეს ესრეთ იხილა,
Line of edition: 23    
მაშინვე ბძანა სუფრის მოღება და მეჯლიში გამართეს, ლხინსა და განცხრომასა მიეცნენ.

Line of edition: 24       
რა ჴემწიფემ ნარიმან საამისათვინ შეწუხებული იხილა, უთხრა, რომ თქვენ
Line of edition: 25    
იმისთვინ ნუ სწუხართო, ამისთვინ, რომ ამისთანა საქმე მამაცთა წესია, რომ ბევრი
Line of edition: 26    
დავრიშათაც შეიქნებიანო თავის საყვარლის გულისთვინაო. იმისთანა ფალავნებს ბევრი
Line of edition: 27    
ამისთანა საქმე გარდახდებათო. თქვენ იმისთვინ ნუ სწუხართო. ნარიმანმა მოახსენა
Line of edition: 28    
ჴემწიფესა, თუ: ის ჩემი შვილი არისო, ჩინსა და მაჩინს და ხათაი-ხეთანს და
Line of edition: 29    
ბუხარს სულ ერთიანათ დაიჭერსო და ამდენი ხნის ხარაჯასაც გამოართმევსო და იქაურ
Line of edition: 30    
ჴემწიფესაც დაგიმონავებსო და ისე გიახლებათო.

Line of edition: 31       
გარსაშიბმა თავის შვილის შვილს საამს ერთი წიგნი მისწერა: ამგუარი საქმე,
Line of edition: 32    
როგორც ფალავნობის წესია, იმგუარათ მოიქეც და ეგ ქვეყნები სულ ერთიანათ მანუჩარ
Line of edition: 33    
ჴემწიფეს დაუმონე, თორემ ამდენსა გცემ ჩემის მათრახითა, რომ შენი სიცოცხლის
Line of edition: 34    
ფრინველი შენგნითაც გავაფრინო. ესე წიგნი შეასრულა და ყულუშს მისცა და
Line of edition: 35    
გაისტუმრა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 2.6.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.