TITUS
Shahname 3: Prose parts: Saamiani
Part No. 15
Previous part

Chapter: 15  
Page of edition: 323  
Line of edition: 1  ეს ანბავი აქ დაუტეოთ და მცირე რამ საამ ფალავნის ანბავი წარმოვთქუათ


Line of edition: 2       რა საამ ფალავანი წავიდა, იარა და ერთს მწუანოვანს ალაგს და წყაროსა
Line of edition: 3    
გარდახდა. რა დილა გათენდა, დილის ნიავმა შემობერა, დიახ იამა, და ფერიდუხტ
Line of edition: 4    
მოაგონდა და რამდენიმე სიყვარულის ლექსები წარმოსთქვა:
Page of edition: 324  


Line of edition: 1       
უნქი ხუდრა ნაფასი შად ნადიდესთ მანამ

Line of edition: 2       
უნქი ჰარგიზ ბემურადი ნარასიდესთ მანამ

Line of edition: 3       
უნქი სად ჯოურ ქაშიდესთ ზა ჰარ ზარ სამი

Line of edition: 4       
დარ სარი ქჲ თუფა დარ ნაქაშიდესთ მანამ


Line of edition: 5       
და იმ დილის ნიავს ელაპარაკებოდა. ამა ლაპარაკსა და ტირილში იყო. მაშინ
Line of edition: 6    
ნახა, ჩინეთის მხრისაკენ ერთი ცხენოსანი კაცი იხილა.

Line of edition: 7       
რა ახლოს მოვიდა, ნახა, რომ ყალვად იყო. მოვიდა და თაყვანი-სცა. საამმა
Line of edition: 8    
უთხრა: მე კი ისე დავიფიცეო, რომ ვინც მე უკან გამომყვება, იმას უსიკვდილოთ არ
Line of edition: 9    
გაუშვებო. შენ რა გრჯიდა, რომ მოსდიოდი. ამან მოახსენა: ეგ მართალია, მაგრამ მე
Line of edition: 10    
თქვენზედ უწინ წამოვსულვარო. რა საამმა ეს გაიგონა, დიდათ გაუკვირდა და უთხრა: მე
Line of edition: 11    
აქ ხაზინა არ მომდევსო და ჯარი რას მომდეო, მე მარტოკა უნდა წავიდე და ჩემის
Line of edition: 12    
გულის წადილს უნდა შევეყარო.

Line of edition: 13       
ყალვადმა მოახსენა: ჱეი, მოწყალეო ჴელმწიფეო, მე ეგენი არც ერთი არ
Line of edition: 14    
გამივლია გუნებაში. თქვენ მარტოკა იყავით და მიტომ გიახელიო. მაგ თქვენს ყურაბი
Line of edition: 15    
თაქაურს ერთი კაცი როგორ არ უნდა ყვანდესო, რომ მოუაროს.

Line of edition: 16       
რა საამმა ესე გაიგონა, აღარა უთხრა რა. შესხდნენ და ჩინეთის მხარეს
Line of edition: 17    
გაემართნენ. იარეს სწრაფისა სიარულით და ერთს ზღვის პირას მივიდნენ და გარდახდნენ.
Line of edition: 18    
საამ ფალავანი არცა სმიდა და არც სჭამდა ფერიდუხტის სიყვარულით და ამას
Line of edition: 19    
ფიქრობდა, რომ ამ ზღუას ან რით უნდა გავიდე, და ან როგორ გამოვიყვანოთ. ამა
Line of edition: 20    
ფიქრსა და მწუხარებასა იყო, უცნობო შეიქნა. დაეძინა.

Line of edition: 21       
ამჟამად სამანდურის ზანგები იმ ზღვის პირსა ნადირობდნენ. მოვიდნენ, ნახეს
Line of edition: 22    
ესენი. აიყვანეს, ნავში ჩასხეს, იარეს და მესამეს დღეს გაღმა გავიდნენ. სამანდურის
Line of edition: 23    
წინაშე მიასხეს. საამანდუნმა რა ესენი ნახა, დია დიდათ გაიცინა და უთხრა: ჩემთვინ
Line of edition: 24    
უცხო სამწუადე ბატკნები მოგისხამთო. ბძანა: ამათ თავები დასჭერითო და მომიტანეთო.
Line of edition: 25    
ყალვადმა მოახსენა: ჱეი, ზანგთა ჴემწიფეო, ამისი ხორცი ახლა დიახ ავი საჭმელი
Line of edition: 26    
იქნება და, ვინც ახლა ამის ხორცს სჭამსო, ავათ გახდება. თუ მიბძანებთ, ამას ორიოთ
Line of edition: 27    
სამ დღეს მოუვლი, მოვასულიერებო და ისე მაშინ დიახ გემრიელი იქნება ამისი ხორციო.

Line of edition: 28       
რა ყალუადისაგან ესე სიტყუა მოისმინეს, დიახ მოიწონეს. ზანგებმა წაიყვანეს
Line of edition: 29    
ერთს ზარზამინში და დააპატიმრეს, და იქ შეინახეს და, რასაც ყალუად ეტყოდა ამ
Line of edition: 30    
ზანგებს, ის მოქონდათ სანოვაგო. რა სამი დღე გამოვიდა, საამ მობრუნდა, ყალუადს
Line of edition: 31    
უთხრა: ერთი ჯამი ღვინო მიშოვნე, რომ დიახ მისუსტებული ვარო. ყალუადმა უთხრა
Line of edition: 32    
ზანგებს. წავიდნენ, სწრაფად მოუტანეს და მისცეს. შეიტანა, საამს მისცა. ასწიუა და
Line of edition: 33    
დალიუა. მერმე უთხრა ყალუადს: ერთი შემწუარი ბატკანი უნდა მიშოვნოო. გამოვიდა და
Line of edition: 34    
უთხრა ზანგებს. წავიდნენ და ერთი შემწუარი ბატკანი მოუტანეს. ყალვადმა წაიღო და
Line of edition: 35    
საამს მიართო. საამ შეექცა იმ ბატკანს. რა ესე შეჭამა, მერმე ყალუადსა ჰკითხა: ეს
Line of edition: 36    
რა ამბავიაო, და ან სადა ვართო. ყალვადმა ზაბურის ენით მოახსენა: ფალავანო, ეს
Line of edition: 37    
ადგილი სამანდუნ ზანგის ალაგი არისო, სამი დღე ჩვენ აქ მოგვიყუანეს და დახოცას
Line of edition: 38    
გვიპირობდენო, და თავისი გარდასავალი სულ ყველა უამბო.

Line of edition: 39       
რა ესე ამბავი შეპყრობილმა საამმა გაიგონა, მთურალსა ლომსავით მაღლა
Line of edition: 40    
ყვირილი დაიწყო და თავისი საომარი იარაღი მოიმართა, და ღვიძლთაგან ერთი საზარელი
Line of edition: 41    
ამოიოხრა, და ერთი ნარა გასწიუა, რომ ის ხმა ოთხს ფარსანგსა გაიგონებდა. ამჟამად
Line of edition: 42    
სამანდუნ ზანგი მეჯლისში იყო და სამსე ჯამი ღვინით ხელთა
Page of edition: 325   Line of edition: 1    
ეჭირა, და რა ეს საზარო ხმა მიესმა, ჯამი ხელთაგან გავარდა, ღვინოც დაიქცა და ჯამიც
Line of edition: 2    
გატყდა. სამანდუნ ზანგმა უბძანა თავისსა ზანგებსა: გადით, შეიტყევით, ნახეთ, რა ამბავი
Line of edition: 3    
არისო. მსწრაფლად გამოცვივდნენ, ნახეს, რომ საამ ფალავანი თავისის იარაღით
Line of edition: 4    
შეჭურვილა და განრისხებული დგას.

Line of edition: 5       
ზანგთა რომ ესე იხილეს, მაშინვე შემოუტივეს. საამ თავისსა ბასრსა ჴმალსა
Line of edition: 6    
ხელი მოივლო და მოუხდა. რომელსაც თავსა დაჰკრემდა, შუა გაკვეთდა და, რომელსაც
Line of edition: 7    
შუაზედ გამოჰკრემდა, კიტრივით შუა გასწყვეტდა. ამა ყოფით ოცამდის ზანგი ჯოჯოხეთს
Line of edition: 8    
გაამგზავრა. რა ესე საქმე საამანდუნ ზანგს მოხსენდა, მაშინვე ზეზე წამოხტა და თავის
Line of edition: 9    
ათასლიტრიანს და შვიდკუთხიანს ლახტს ხელი წამოავლო და გარეთ გამოვიდა. საამ
Line of edition: 10    
ფალავანი და ყალვად თავისსა ცხენსა ამხედრდენ და შვილდ-ისრები ხელთა აიღეს და,
Line of edition: 11    
რომელსაც მოახვედრებდენ, როგორც რომ მკერვლის ნემსმა ატლასში გაიაროს, ისე შიგ
Line of edition: 12    
გავარდებოდა ხოლმე.

Line of edition: 13       
რა საამანდუნ ზანგმა საამ ფალავანი ამ ყოფაში იხილა, მაშინვე თვისსა ლახტსა
Line of edition: 14    
ხელი მიჰყო და საამს დასაკრავათ მოუტანა. რა საამმა ესე იხილა, გარსაშიბისეულს
Line of edition: 15    
ფარსა ხელი მიჰყო, ის მოქნეული გურზი აიცდინა. განრისხებულმა საამ ფალავანმა
Line of edition: 16    
თავისსა ბასრს ჴმალსა ხელი მოივლო, ქარქაშთაგან ამოახდინა და მრისხანეთ მოუქნივა.
Line of edition: 17    
სამანდუნ ზანგმაც საამის მოქნეულს ჴმალსა თავისი ლახტი შეაფარა. საამმა ესრეთ
Line of edition: 18    
მედგრათ შემოჰკრა, რომ ის ლახტიც შუაზედ გაწყვიტა და ბილწი სამანდუნც შუაზედ
Line of edition: 19    
გაწყვიტა, და ორათ გაკვეთი ლი მოედანსა დაეცა.

Line of edition: 20       
რა ამისაგან მოიცალა, სამმ ფალავანმა ერთი საშინელი ნარა გასწიუა და
Line of edition: 21    
ზანგების დასტას შეუტივა და შიგან გაერივა. რომელსაც ჴმალსა თავსა სცემდა, შუა
Line of edition: 22    
გაკვეთდა და, რომელსაც შუაზედ შემოჰკრემდა, შუა გასწყვეტდა. ვეღარ გაუძლეს
Line of edition: 23    
ზანგებმა და გაიქცნენ; და თითო-თითოს მხარეს გარდიხვეწნენ. საამ ომისაგან
Line of edition: 24    
დამაშვრალი გამობრუნდა და სამანდუნ ზანგის ტახტსა დაბძანდა და იმ მეჯლისში, რაც
Line of edition: 25    
შემწვარი იყო, ყალვად მოუტანდა და ფალავანს მოართმევდა. და ამ შექცევასა იყვნენ სამ
Line of edition: 26    
დღეს და, რა მეოთხე დღე გათენდა, იქიდამ ადგნენ და ჩინეთისაკენ გაემართნენ.

Line of edition: 27       
სამი დღე და ღამე სწრაფისა სიარულითა ვლეს და ყუმისა მთაზედ ავიდნენ. რა
Line of edition: 28    
მიმოიხედეს, ნახეს, რომ ერთი დიდი ყარალთი დაინახეს. რა სწორეთ გაშინჯეს, ნახეს,
Line of edition: 29    
რომ რამდენიმე კაცნი, ზოგნი ქვევითნი და ზოგნი ცხენიანი, გამოსულ იყვნენ ქალაქსა
Line of edition: 30    
გარეთ და მინდორსა დადიოდნენ და შეექცეოდნენ. რა იმათ შემოხედეს და საამ
Line of edition: 31    
ფალავანი და ყალვად დაინახეს, მაშინვე მოვიდნენ და ფალავანს თავი დაუკრეს და
Line of edition: 32    
უზანგზედ აკოცეს და მოახსენეს, რომ ჩვენი ადათი ასე არისო, რომ ჩვენ ჴემწიფე
Line of edition: 33    
მოგვიკვდებაო, გამოვალთო მინდურათა და ვინც, მზე რომ ჯერ არ ამოსულიყოს, იმას
Line of edition: 34    
ვნახამთ, ის ჩვენი ჴემწიფე უნდა იყოსო! ჩვენ ხავარ ზამინის ანდერძს ვერ გავტეხთო.

Line of edition: 35       
წაიყვანეს საამ ფალავანი, მიიყვანეს და საჴემწიფო ტახტსა დასვეს და
Line of edition: 36    
გააჴემწიფეს. ერთგულებისა სარტყელი შეირტყეს და სამხიარულოს ნაღარას ცემა
Line of edition: 37    
დაუწყეს. საამ ფალავანმა ჴემწიფურის რიგები დიახ კარგად იცოდა. მაშინვე ვეზირები
Line of edition: 38    
და მოხელეები თავ-თავისად განაწესა და სარდლებს ყველას საჴემწიფო ხალათები უბოძა
Line of edition: 39    
და თავ-თავის განწესებულს ალაგსა დასხა. ყველაფერი საჴემწიფო გაარიგა და, როგორც
Line of edition: 40    
იმის გუარისშვილობასა ეფერებოდა, და ან იმის ჩამომავლობას ეფერებოდა, ისე იმ რიგით
Line of edition: 41    
სამართლობდა და განაგებდა.
Page of edition: 326   Line of edition: 1    
და იმ ქუეყნის ხალხნი დიდათ ლოცამდნენ, დიდათ მადრიელნი იყვნენ იმის ჴემწიფობისა.
Line of edition: 2    
რამდენსამე ჟამმა გავლო საამისა ჴემწიფობამა.

Line of edition: 3       
ერთ დღესა სასახლისა განწესებულთ ხოჯათა ხავარ ჴემწიფისა ქალებსა საამ
Line of edition: 4    
ფალავანისა ეგოდენი ქება მოახსენეს, რომ უნახავათ ის ქალები გაუარშიყდნენ ფალავანსა.
Line of edition: 5    
იმ ქალებს ერთსა სახელათ შამისი ხავარ ეწოდა და მეორეს ხურში[დ] ხავარ ეწოდა.

Line of edition: 6       
ერთსა დღესა საამ ჴემწიფე თავისით დიდებულებით სანადიროს წაბძანდა და
Line of edition: 7    
ესრეთ შეექცნენ, რომ ჰაერში ფრინველი აღარ გაუშვეს და მიწაზედ ოთხფეხი. ამ
Line of edition: 8    
შექცევასა იყვნენ. ნახეს, რომ ერთი ყმაწვილი კაცი მიმავალი დაინახეს. რა ახლოსა
Line of edition: 9    
მოვიდა, ნახეს, რომ თავს და პირსა მტვერი გარდასდიოდა. საამ ფალავანმა ჰკითხა: ვინა
Line of edition: 10    
ხარო და ან საიდამ მოხუალო. ამან მოახსენა: ჱეი, შარიარო, მე შამის ქუეყნიდამ
Line of edition: 11    
მოვალ და ჩვენის ჴემწიფის შვილი წამოვიდაო ჩინეთის მხარესა. სულ მოვიარე ქუეყანა
Line of edition: 12    
და ვერა გავიგე რა. საამ ფალავანმა უპასუხა: ჱეი, ჭაბუკო, შენ ჴემწიფის შვილს რა
Line of edition: 13    
ერქო? იმან მოახსენა: სახელათ საამ ერქოო. საამმა ამა სიტყუაზედ გაიცინა და
Line of edition: 14    
შუბლზედ აკოცა და უთხრა: საამ მე ვარო.

Line of edition: 15       
რა ყულუშმა ესე სიტყვა მოისმინა, ცხენიდამ გარდახდა, მივიდა, ცხენისა
Line of edition: 16    
ავჯანდასა აკოცა და გულს შემოეყარა. საამს იმისი მოსვლა დიდათ იამა. ცხენისაგან
Line of edition: 17    
გარდახდა და ყულუშის თავი კალთაში ჩაიდო და გონებასა მოიყვანა. რა გონებასა
Line of edition: 18    
მოეგო, ყულუშ მეტისა სიამოვნით ტირილი დაიწყო. ამასობაში თავისი ძმა ყალვადც
Line of edition: 19    
მოვიდა, მიესალმა და მანუჩარ ჴემწიფისა და თავის მამის ამბავი ჰკითხა. ყულუშმა
Line of edition: 20    
ჴემწიფის ამბავი და იქაური ამბავი ყველა წვრილათ უამბო და გარსაშიბის საამთან
Line of edition: 21    
მიწერილი წიგნი ამოიღო და საამს მიართო. საამმა რა ეს წიგნი სრულებით
Line of edition: 22    
აღმოიკითხა, ესრეთ ბძანა, თუ ღმერთსა სწადიანო, რაც პაპა ჩემს მოუწერია, სულ ყველა
Line of edition: 23    
ისრე აღსრულდებაო. ცხენსა ამხედრდნენ და ქალაქისაკენ გაემართნენ. მივიდნენ ქალაქსა
Line of edition: 24    
და თავის ტახტსა დაბძანდა და სუფრის მოღება ბძანა. მაშინვე სუფრა მოიღეს, მეჯლიში
Line of edition: 25    
გამარ თეს, ლხინსა და განცხრომასა იყვნენ.

Line of edition: 26       
ერთსა დღესა საამ ფალავანი არამხანის ბაღსა გაბძანდა. ყალვად და ყულუშც
Line of edition: 27    
თან იახლა და აუზისა პირსა დასხდნენ. ღვინისა მაზა მოიღეს და იმას შეექცეოდნენ.
Line of edition: 28    
იმჟამად ხავარ ჴემწიფის ქალები არამხანის ბაღის ოთახში იმყოფებოდნენ. ამ ქალებმა რა
Line of edition: 29    
საამის აუზისა პირზედ ჯდომა შეიტყვეს, აივნის ფანჯრიდამ ყურება დაიწყეს. საამ
Line of edition: 30    
ფალავანსა ფერიდუხტის სიყვარული აშლოდა და უცხოს ხმით იმღერდა:


Line of edition: 31       
უნქი ჩუნ ყონჩეი თაიაყ მორდა დარიმ ბაღ ბასი,

Line of edition: 32       
დალჰაშ ბადაჰ მურადი ნავაზიდესთ მანამ

Line of edition: 33       
უნქი დარ რაზიჲ ვჳაითუ დაჰვიდესთ ბასი

Line of edition: 34       
ახრი ქარ ბაჰჯაი ნარასიდესთ მანამ.


Line of edition: 35       
ამა ქალებსა საამის სიყვარული გულსა განეწონათ. შამსი ხავარს ერთი ვაშლი
Line of edition: 36    
ეჭირა. საამს შესტყოცა. საამს არ მოხვდა, ის ვაშლი ყალვადს მოხვდა. ხურშიდ
Line of edition: 37    
ხუარსაც ერთი თურინჯი ეჭირა და ისიც საამს შემოსტყორცნა. საამს დასცდა და
Line of edition: 38    
ყულუშს მოხვდა. ყალვადმა და ყულუშმაც შეხედეს და ის ქალები დაინახეს, და
Line of edition: 39    
დიდათ მოეწონათ და იმათი სიყვარულის ისრები ამათაც ეწვიათ.

Line of edition: 40       
საამ ფალავანმა შეხედა და შესძახა: ჱეი, მნათობნო, ეს ყმაწვილები
Page of edition: 327   Line of edition: 1    
თქვენს ზილფების ქამანდში გაახვივეთ! კაი ნადირები დაკოდეთ, ამ თქვენს დაკოდილს
Line of edition: 2    
ნადირს ნუღარ გაუშვებთო! ქალებმა უპასუხეს: ჱეი, შარიალო, ჩვენ სონღულს
Line of edition: 3    
ვესროლეთ, ტრედებისათვის არ გვისროლიაო. საამ ფალავანმა უპასუხა: ჱეი, მნათობნო,
Line of edition: 4    
ესენი სონღულნი არიანო და მე ტრედიო.

Line of edition: 5       
ამა ქალებმა საამის სიყვარულით ვეღარ გასძლეს, სასახლიდამ ძირს ჩამოვიდნენ
Line of edition: 6    
და საამს ფეხთა მოეხვივნენ. საამ ფალავანმა დიდის თავაზით ასწიუა, ზე ააყენა და
Line of edition: 7    
ორთავ ლოყასა აკოცა და უთხრა: ჱეი, მნათობნო თქუენ ჩემის დის ადგილსა ხართო, და
Line of edition: 8    
ეს ყმაწვილები თქვენთვის ცნობამიღებულნი არიანო და ამათი გული გაამხიარულეთო!

Line of edition: 9       
ეს ქალები საამის სიყვარულის იმედგარდაწყვეტილნი შეიქნენ, მეტის მწუხარებით
Line of edition: 10    
გულს შემოეყარათ. რა ცნობასა მოვიდნენ, ყალვადმა შეხედა შამსი ხავარსა: ჱეი, ჩემო
Line of edition: 11    
სიცოცხლეო, მე ამაზედ მეტს ვეღარ მოვითმენო. თუ მშვენიერების ტუჩებიდამ
Line of edition: 12    
მონაპრკვევს ცვარს არ მაპკურებ, უთოთ სიკვდილს მივეცემიო. ყულუშმაც ხურშედ
Line of edition: 13    
ხუარსა ამგუარათ დაუწყო ლაპარაკი. საამ ფალავანმა ამ ქალებს თავის გარდასავალი
Line of edition: 14    
სულ ყველა წვრილად უანბო. და ამ ქალებმა, ამისი გამგონე, დიახ ბევრი იტირეს და
Line of edition: 15    
გული დააჯერეს, რომ საამის გული სხვაგან იყო შეპყრობილი და იმისაგან უიმედონი
Line of edition: 16    
შეიქნენ. იმჟამად მეჯლიში გამართეს და ხურშიდ ხავარი ყალვადთან დასვეს და შამსი
Line of edition: 17    
ხავარი ყულუშთან დასვეს. დასხდნენ, ლხინსა და განცხრომასა მიეცნენ.

Line of edition: 18       
იმ ღამესა გათენებამღინ ლხინსა და განსვენებასა იყვნენ. რა ღვინისაგან
Line of edition: 19    
შეზარხოშდნენ, ყალვადსა და ყულუშსა ეწადათ, რომ ქალებისათვის ხელი გარდაეხვიათ
Line of edition: 20    
და ეკოცნათ, მაგრამ საამის მორიდებით ვერა გაებედათ.

Line of edition: 21       
რა გათენებისა ხანმა მოატანა, საამ ფალავანი თავისსა სადგომსა მოსასვენებლად
Line of edition: 22    
წაბძანდა, ძილსა მიეცა. და ძილსა შინა ნახა, რომ ჩინეთის ბაღის სასახლეში
Line of edition: 23    
ფერიდუხტ ნახა. მხიარულის გულითა მოვიდა და თაყვანი-სცა. ფერიდუხტმა უთხრა:
Line of edition: 24    
ჱეი, ნარიმანის ძეო, აგერ რამდენი ხანია, რომ შენ ხავარი ქალებთან _ შამსი ხავართან
Line of edition: 25    
და ხურშიდ ხავართან შეექცევიო. თუ შენ ჩემს ეშხზედ წამოსულხარ, იმათთან რაღათ
Line of edition: 26    
შეექცევიო! ესე სიტყვა უთხრა, სალამი აღარ ჩამოართო, გაბრუნდა და წავიდა.

Line of edition: 27       
ამისი გამგონე საამ დიდათ გაშფოთებული წამოვარდა და მაშინვე თავისთა
Line of edition: 28    
დიდებულთა და ვეზირთა უბძანა: მე ჩინეთს მინდა წავიდე და ჩემ მაგივრათ ყალვად
Line of edition: 29    
დამიდგენია. ამას უნდა დაემორჩილნეთ და ამის სიტყვას არ უნდა გარდახვიდეთო, მანამ
Line of edition: 30    
მე მოვიდე, ეს თქვენთვის ჯანიშინათ დამიდგენია. დიდებულთა და ვეზირთა ესე გაიგონეს,
Line of edition: 31    
დიდს მწუხარებასა მიეცნენ. საამმა ამათ უბძანა: თუ ღმერთი შემეწევაო, ისევ მალე
Line of edition: 32    
მოვალო. საამ ფალავანმა ყალვადს უთხრა: შენ ჩემ მაგიერათ გამიშვიხარო და ეს
Line of edition: 33    
დიდებულნიც შენთვის მომიბარებიაო.

Line of edition: 34       
საამ თავის საჯდომს ყურაბი თიქაურზედ შეჯდა, გამოესალმა და ჩინეთისა
Line of edition: 35    
მხარეს წავიდა, იარა ჩქარისა სიარულითა და ერთის მთის ძირზედ მივიდა. რა მიმოიხედა,
Line of edition: 36    
ერთი ჴმიანობა შემოესმა, ნახა, რომ ქარავანი ჩამომხდარიყო იმა მთის წყაროზედ და იმათ
Line of edition: 37    
მიმართა. იმა ქარავანისა უფროსი ერთი მოხუცებული ბერი კაცი იყო. კარავსა იჯდა.
Line of edition: 38    
გამოიხედა, იმ კაცმან ნახა, რომ ერთი საკვირველი ფალავანი ერთს მთის ოდენ ცხენზედ
Line of edition: 39    
ზის და იმათკენ მივა; ფიცხლავ მოსამსახურეთა უთხრა: ნახეთ, ვინ არისო. მაშინვე
Line of edition: 40    
გამოვიდნენ და საამ ფალავანი ქარავნის უფროსთან მიიყვანეს. და ამ სოვდაგარს სეიდ
Line of edition: 41    
ერქო. საამ ფალავანი
Page of edition: 328   Line of edition: 1    
შევიდა და თავი დაუკრა. ეს სეიდ ბეზირგანი ჩინეთის ჴემწიფის ბეზირგანი იყო, რა ამ
Line of edition: 2    
ხოჯამ ფალავანი დაინახა, ადგა, წინ მიეგება, მიესალმა, მიიყვანა და გვერდით დაისო და
Line of edition: 3    
თავისი ვითარება ჰკითხა: ფალავანო, ვინა ხარო, და ან საიდამ მოხუალო! საამმა
Line of edition: 4    
მოახსენა: ბეზირგანო, მე ფალავანი არა ვარ, მე ერთი ბეზირგანი ვიყავი, ზღუაში
Line of edition: 5    
ხომალდი წამიხდა და მე ერთს ფიცარზედ შევრჩიო, და გამოღმა გამომაგდო და ზღვის
Line of edition: 6    
პირს ეს საჯდომი ვიშოვნეო, შევჯექ და მოვდიუარო; სახელადაც ყეიბადის ძე ყეის
Line of edition: 7    
მქვიანო და გზამ აქ მომიყვანა, თქვენს წინაშე. ბეზირგანმაც მოახსენა: მეც ჩინეთის
Line of edition: 8    
ჴემწიფის ქალის ფერიდუხტის ბეზირგანი ვარ, სახელადაც ხოჯა სეიდ მქვიანო. მას
Line of edition: 9    
უკან სუფრა მოიღეს და ღვინის სმასა შეექცნენ. რა საღამო ჟამი შეიქნა, ბეზირგანმა
Line of edition: 10    
უთხრა: აკიდეთ, რომ წავიდეთო!

Line of edition: 11       
მაშინვე ასაკიდელნი მოასხეს და აკიდეს და გამგზავრდნენ. რა ცოტა ალაგი
Line of edition: 12    
გავლეს, მივიდნენ ერთს ალაგს, ორი გზა გაიყრებოდა და იქ შედგნენ. საამ ფალავანმა
Line of edition: 13    
ჰკითხა ბეზირგანს: ეს გზები საითკენ წავაო. ბეზირგანმა უთხრა: ეს ორი გზა ჩინეთს
Line of edition: 14    
მივა. საამმა მოახსენა: რომელი მხარის გზა უფრო მოკლე არისო. ბეზირგანმა უპასუხა:
Line of edition: 15    
მარჯვენე მხარე ორი მანძილით მოკლეა და შენობაც არის. და მარცხენა მხარე შორი
Line of edition: 16    
გზაც არის და არც შენობა არისო. ჩვენ მარცხნის მხრისაკენ უნდა წავიდეთო, ამიტომა
Line of edition: 17    
რომ მარჯვენისა მხარეს რომ წავიდეთ, იქ, იმ მთაში ერთი ზინდა ჯადო ზის, რომ
Line of edition: 18    
იმისი შიშით იქითკენ ვერავინ გაივლისო; რომ, ვინც იქითკენ გაივლის, სულერთიანათ
Line of edition: 19    
დაატუსაღებს და შეიპყრობს, და საქონელსაც აიკლებს და კაცებს გამოიზოგებს, და
Line of edition: 20    
დღეში ერთს მწუადად შესწომს და შესჭამს. ამის მიზეზით იქითკენ ვერავინ გაივლის.

Line of edition: 21       
ფალავანმა რა ეს სიტყვა მოისმინა, გაიცინა და ხოჯას უთხრა: უბძანე, რომ
Line of edition: 22    
ქარავანი მარჯვენასა მხარისაკენ წავიდესო, ზინდა ჯადო ვინ არისო, ასეთს საქმეს
Line of edition: 23    
უზამო, რომ იმისი სახელი ქუეყნათ სულ აღარ იხსენებოდეს და ჩემს ძალ-გულსა და
Line of edition: 24    
ფალავნობასა მოუთხრობდნენო.

Line of edition: 25       
ხოჯა სეიდმა უთხრა: ჱეი, ჩემო საყვარელო შვილო, შენ იმა ჯადოსა ვერ იცნობ,
Line of edition: 26    
ამიტომ რომ შენ ჯერ ყმაწვილი ხარ და რამდენჯერ ჩინეთის ჴემწიფეს ხაყან ჩინს
Line of edition: 27    
ურიცხვი დევისა და ადამიანის ჯარი შემოუყრია, მოვიდა იმა ჯადოზედა და ვერა უყვეს
Line of edition: 28    
რა. იმის ხელისაგან ზოგნი იავარ იქმნენ, და ზოგი გარდაიხვეწნენ და მორჩნენ. ის ასეთი
Line of edition: 29    
ჯადოს მქონეა, რომ ერთ ვეშაპათ იქცევა და ამდენს ცეცხლს გარდმოყრის პირიდამა, რომ
Line of edition: 30    
ცხენი და კაცი სრულებით შესწუასო. იმითაც თუ ვერა ავნო რა, ერთს ასეთს ქარს
Line of edition: 31    
ააქროლებს, რომ ცხენიან კაცს მოიტაცებს; თუ იმითაც ვერა ავნო რა, ერთს ასეთს
Line of edition: 32    
თოვლს მოიყვანს, რომ ცხენი და კაცი სრულებით გაიყინოს, და თითონაც ასეთი ძლიერი
Line of edition: 33    
არის, რომ ათს კაცს ერთიანათ მოხვევს ხელსა და ისე შეიპყრობს და წაიყვანს.

Line of edition: 34       
რა საამ ფალავანმა ესე ბეზირგანისაგან მოისმინა, ჰკითხა, რომ აქედამ ჯიმშიტ
Line of edition: 35    
ჴემწიფის თილისმით გაკეთებული ზარინ ყალა რამდენი აღაჯი იქნება. ბეზირგანმა
Line of edition: 36    
მოახსენა: აქედამ ორის საათის სავალი იქნებაო. ფალავანმა რა ესე მოისმინა, ბეზირგანს
Line of edition: 37    
უპასუხა: თქვენ აქ მომიცადეთო, რადგან ასე ახლო ყოფილაო, ღმრთის მოწყალებით, მე
Line of edition: 38    
იმაზედ წავალო, თავს მოვსჭრი და აქ მოვიტანო, და მას უკან ავიყარნეთ და წავიდეთ!
Line of edition: 39    
ხოჯა სეიდმა მოახსენა: რადგან არ დაიშლით იმ ჯადოზედ წასვლას, მეც თან გიახლები
Line of edition: 40    
და ქარავანსაც წამოვიყვან, მივიდეთ იქა. მე იმისთვინ ბევრჯელ ხარაჯა მიმიცია, თუ
Line of edition: 41    
ძალით ვერა მოვრჩეთ, რამდენსამე ყულს მივსცემ და ჩვენ მშვიდობით გავიაროთო.
Line of edition: 42    
ნარიმანის ძის საამ
Page of edition: 329   Line of edition: 1    
ფალავანის სიტყვით გამობრუნდნენ. ეს ქარავანი იქიდამ აიყარნენ, წავიდნენ და ზარინ
Line of edition: 2    
ყალის ძირში ჩამოხდნენ.

Line of edition: 3       
რა საამ ფალავანმა ის ხევი სრულებით გაშინჯა, დიდათ მოეწონა, ნახა, რომ იმ
Line of edition: 4    
მთის წვერზედ ერთი მშვენიერი ციხე გაეკეთებინათ და იმ ციხის კედელი სრულებით
Line of edition: 5    
ოქროს აგურით იყო ნაშენები და დიახ უცხო მშვენიერი რამ იყო ნაშენები. საამ იქიდამ
Line of edition: 6    
გამობრუნდა, კარვები დასცეს, ჩამოხდნენ, სუფრა მოიღეს, ლხინსა და ღვინის სმასა
Line of edition: 7    
შეექცნენ. რა ღვინით გაზარხოშდნენ, საამა უპასუხა: რა იქნა ის მყრალი დევიო. რატომ
Line of edition: 8    
აქამდინ არსად გამოჩნდა?

Line of edition: 9       
რა ესე სიტყუა დაასრულა, მაშინვე თავისი სამამაცო იარაღით შეიჭურვა და
Line of edition: 10    
ყურაბი თიქაურსა შეჯდა და ისე დადგა. ამჟამად შეხედეს, ნახეს, იმ მთის წვერიდამ
Line of edition: 11    
ერთი საშინელი ღრუბელი გამოჩნდა. რა ახლოს მოვიდა, ნახეს, რომ ერთი საშინელი
Line of edition: 12    
დევი იყო. ამისი მნახველნი მექარავნენი უცნობოსავით შეიქნენ. მოვიდა ის ზინდა ჯადო
Line of edition: 13    
და შემოსძახა მაღლის ხმითა: ჱეი, ხოჯა სეიდო, ჩემთვინ რამდენი კარგი ყული
Line of edition: 14    
მოგისხამსო! ხოჯა სეიდმა უპასუხა: თქვენთვინ ბევრი კარგი მსუქანი ყულები
Line of edition: 15    
მომისხამსო. ამ ხოჯასა და ამათ მოქარავნეთა ეწადათ, რომ ოცდაათი კარგი ყულები
Line of edition: 16    
მიეცათ და თვითონ მშვიდობით გაევლოთ.

Line of edition: 17       
რა საამ ფალავანმა ჯადო დაინახა, ერთი საშინელის ხმით შესძახა და უთხრა:
Line of edition: 18    
ჱეი, შე უმსგავსო, ასეთს საქმეს გიზამო, რომ შენი სახელი ქუეყანათ აღარ
Line of edition: 19    
იხსენებოდესო! განრისხებული დევი, ამისი გამგონე, მოვარდა საამსა და ეწადა, რომ
Line of edition: 20    
საამ ფალავანი შეეპყრა. ფალავანმა თავისი შუბი ხელთა აიღო და ესრეთ მედგრათ
Line of edition: 21    
აძგერა გვერდსა, რომ შვიდჯერ ყირაზედ გარდაბრუნდა ზინდა ჯადო. რა ზე წამოჯდა,
Line of edition: 22    
თავისის ჯადოს მანქანებით დიახ ბევრი ცეცხლი გამოყარა და დიდი ქარებიც ააყენა და
Line of edition: 23    
სიცივეებიც დააყენა, მაგრამ ფალავანსა ვერა უყო რა. ამიტომ, რომ ფალავანს თეიმურაზ
Line of edition: 24    
ჴემწიფისეული ბაზმანდები მკლავზედ ეკრა და ისმიაზანს ულოცავდა და იმის მიზეზით
Line of edition: 25    
ფალავანს ვერა ავნო რა. მაგრამ მოქარავნეთა დიდი ძალი დაემართათ ამ ქარისა და
Line of edition: 26    
სიცივის მიზეზით.

Line of edition: 27       
რა საამ ფალავანმა ეს ხალხის შეწუხება ესრეთ იხილა, მაშინვე მიუხდა და იმ
Line of edition: 28    
მყრალს, ბილწს ზინდა ჯადოს ერთი ასეთი ჴმალი შემოჰკრა, რომ ის ბილწი, მყრალი
Line of edition: 29    
ჯადო შუაზედ გაწყვიტა და ორათ გაკვეთილი მეიდანსა დააგდო და იმისი სული
Line of edition: 30    
ჯოჯოხეთში გაამგზავრა. იმის სიკვდილზედ საზარელი ხმები გამოხდა და მტვერი ადგა,
Line of edition: 31    
რომ ჰაერი სრულებით დაფარა. ამა მტვრისა მიზეზითა ამ ქარავნის ხალხთ ვერა გაიგეს
Line of edition: 32    
რა. რა მტვერი გარდაიყარა, შეხედეს, ნახეს, რომ ეს ბილწი ზინდა ჯადო მეიდანსა
Line of edition: 33    
ორათ გაკვეთილი გდია. დიდსა სიმხიარულესა მიეცნენ. იმ ბილწმა ჯადომ შემოსძახა: ჱეი,
Line of edition: 34    
ფალავანო, მე ასეთი ყმაწვილი კაცი და ქუეყნის გაუხარელი, როგორ მომკალიო.
Line of edition: 35    
ფალავანმა რა ესე გაიგონა, ჰკითხა რამდენის წლისა იყაო. იმან უპასუხა: ორი ათას
Line of edition: 36    
სამასოცდაექვსი წლისა ვიყავიო. საამ ფალავანმა რა ესე გაიგონა, ესრეთ უპასუხა:
Line of edition: 37    
ღმერთთან ძალიან დამნაშავე ვარო, რომ შენ აგეთი ყმაწვილი კაცი და ქუეყნის
Line of edition: 38    
გაუხარელი, როგორ მოგკალი!

Line of edition: 39       
ამისი მნახველნი მივიდნენ მოქარავნენი ფეხთა მოეხვივნენ. ხოჯა სეიდიც მოვიდა
Line of edition: 40    
და რამდენჯერ თავსა შემოევლო, მოეხვია და სამამაცოს შუბლზედ აკოცა.

Line of edition: 41       
რა ამ ბილწის დევისაგან მოიცალა, გამობრუნდა და ციხისკენ წავიდა საამ
Line of edition: 42    
ფალავანი. მივიდა, ნახა, რომ ამ ციხის კარზედ ერთი საშინელი ლომი დგას და
Page of edition: 330   Line of edition: 1    
ბრდღვინავს. რა საამმა ესე ლომი დაინახა, მაშინვე თავისი გურზი მოუქნიუა და ესრეთ
Line of edition: 2    
მედგრად დაჰკრა, რომ იმისი ტვინი თუთიასავით მიწასა გარიუა. ეს ლომი ჯადოსა
Line of edition: 3    
მანქანებით იყო გამართული. რა მივიდა, ციხის კარი გააღო, და ეს ციხე შიგნით
Line of edition: 4    
სრულებით გაშინჯა, დიდათ მოიწონა, გამობრუნდა და იმ ჯადოს სასახლესა მიმართა. რა
Line of edition: 5    
მივიდა, ნახა, რომ იმ სასახლეში ერთი მურასა ტახტი იდგა და იმ ტახტსა ზედან ერთი
Line of edition: 6    
მშვენიერი ქალი იწუა და ეძინა; ოქროს ჯინჯილები ყელსა ება და ოქროს პალოებით
Line of edition: 7    
ოთხსა ადგილას იყო დამაგრებული.

Line of edition: 8       
რა ფალავანმა ეს ესრეთ იხილა, იმისი ფეხის ხმაზედ გამოეღვიძა იმა ქალსა. რა
Line of edition: 9    
შემოხედა იმა ქალმა, იხილა, რომ ერთი მშვენიერი ყმაწვილი კაცი თავს ადგა. დიახ
Line of edition: 10    
მოეწონა და ესრეთ უპასუხა: ფალავანო, ახლავ შენს თავს ერთი რამ უშველე და ერთის
Line of edition: 11    
მხრისაკენ წადი, თორემ ზინდა ჯადო სანადიროთ არის წასული, ის მოვა და ერთს
Line of edition: 12    
რასმე აგიტეხსო. საამ ფალავანმა რა ეს გაი გონა, ერთი დიდათ გაიცინა და იმ ქალსა
Line of edition: 13    
უპასუხა: ჱეი, ბანოვანო, მომილოცავსო და მხიარულათ იყავო, რომ ზინდა ჯადო
Line of edition: 14    
მოვკალო!

Line of edition: 15       
რა ამ ქალმა ესე მოისმინა იმ ფალავნისაგან, დიდათ გაკვირდა და უთხრა: ჱეი,
Line of edition: 16    
ფალავანო, მამაჩემი დიახ დიდი ჴემწიფეაო, და დიახ დიდროვანის ჯარებით მოუხდა და
Line of edition: 17    
იმას ვერა დააკლო რაო, და მაგ სიტყვაზედ რათ გამკიცხეთო, ეგ საქმე დიახ
Line of edition: 18    
შეუძლებელი არის კაცისაგანო. ფალავანმა ფიცით არწმუნა, მივიდა და ყოვლიდამ
Line of edition: 19    
ჯინჯილები ახსნა და პყრობილობისაგან განათავისუფლა. ფალავანმა ხელი მოჰკიდა, ზე
Line of edition: 20    
ააყენა, აიყვანა და ტახტზედან დასუა და ჰკითხა: თუ თქვენ ჩინეთის ჴემწიფის ქალი
Line of edition: 21    
ხართ, ფერიდუხტის ერთი რამ ამბავი მიბძანეთო.

Line of edition: 22       
რა ამ ქალმა ესე სიტყუა გაიგონა, მოახსენა: ფალავანო, ჩვენ სამნი დანი ვართ, და
Line of edition: 23    
ტირილი დაიწყო. მე სახელად ფერინუშ მქვიანო, ჩემზედ უმცროსს შაქარნუშ ჰქვიანო
Line of edition: 24    
და სულ უმცროსს ჩვენზედა ფერიდუხტ ჰქვიანო. და მოახსენა: ფალავანო, ვინ გასწავლა
Line of edition: 25    
თუ ფერიდუხტს რა ქვიანო. ფალავანმა მოახსენა: ჱეი, მნათობო, მე ერთ დღეს
Line of edition: 26    
სანადიროსა ვიყავი და ნადირობასა შინა ერთი ჯერანი შემომხვდა და იმით ვიცანი; და
Line of edition: 27    
თავისი გარდასავალი სულ წვრილათ უამბო. ქალმა რა ესე მოისმინა ფალავნისაგან,
Line of edition: 28    
მოახსესა: ჱეი, ფალავანო, თქვენ მაგაზედ ნუ შეიჭირვებთო, როგორც თქვენი გულის
Line of edition: 29    
წადილი არის, ისე მოვახდენ ამ საქმეს. რადგან თქვენ ამდენი ჭირნახული გასწივეთო, ამ
Line of edition: 30    
დევის ხელიდამ დამიხსენ, რომ შვიდი წელიწადია, რომ ამ ჯადოს ვყავარო, მეც თქვენს
Line of edition: 31    
წადილს სისრულეს მივცემო!

Line of edition: 32       
ფალავანი და ფერინუშ ადგნენ და იმ დევის სასახლეს ავიდნენ და სჩხრეკნენ და
Line of edition: 33    
თავის გარდასავალი, მანუჩარ ჴემწიფის ამდენის ხნის მოშორება, და ფერიდუხტის
Line of edition: 34    
სიყვარული, სულ ყველა უამბო ტირილითა. მივიდნენ ამა სიარულში, და ერთ ოთახში
Line of edition: 35    
ერთი ტახტი იდგა, ნახეს, რომ ზედ ეწერა: ეს ჯიმშიტშას თილისმა არისო. ვინც ეს
Line of edition: 36    
ჯადო მოკლათო და აქ მოხვიდეთ, ეს ტახტი ასწივეთ და ამაში ერთ პატარა კარსა
Line of edition: 37    
ნახავთო. იმაში შედითო და, რაცა თქვენის გულის წადილი არისო, აქედამ
Line of edition: 38    
აღგისრულდებათო. ფალავანმა მსწრაფლათ ხელი მოავლო და ის ტახტი შორს
Line of edition: 39    
გასტყორცნა. ნახეს, ერთი კარი გამოჩნდა, რა შიგან შევიდნენ, ერთი უცხო ოთახი
Line of edition: 40    
გამოჩნდა. ნახეს, რომ ის ოთახი სულ თვლითა და ჯავაირით იყო ნაგები. რა თუალი
Line of edition: 41    
მოავლეს, ნახეს, ერთსა მხარეს ერთი ძვირფასი ტახტი იდგა. რა ახლოს მივიდნენ,
Line of edition: 42    
იხილეს, რომ იმ ტახტსა
Page of edition: 331   Line of edition: 1    
ზედან ერთი ძვირფასი თაჯი იდო ჯიმშიტ ჴემწიფისა და იმასთანაც ჯიმშიტ ჴემწიფის
Line of edition: 2    
ჯამი იდგა.

Line of edition: 3       
ფალავანმა რა თაჯი იხილა, წინ წადგა, და ხელთა აიღო და შინჯუა დაუწყო, რა
Line of edition: 4    
სრულათ გაშინჯა, დიახ ბევრი დალოცა და ქება შეასხა ჯიმშიტ ჴემწიფესა.
Line of edition: 5    
გამობრუნდნენ იქიდამ ფალავანი და ფერინუშ და ხოჯა სეიდისაკენ გაემართნენ. რა
Line of edition: 6    
სიახლოვესა მივიდნენ, იმა ქუეყნისა ხალხნი სრულებით წინ მოეგებნენ, დალოცეს და
Line of edition: 7    
თაყვანი-სცეს _ "შაბაშ შენთა მკლავთა ძლიერებასა" _ გაამრავლებდნენ, რომ "არა არის
Line of edition: 8    
თქუენისთანა ძლიერი და სრული ფალავანიო".

Line of edition: 9       
რა ხოჯა სეიდმა ფერინუში დაინახა, მაშინვე მოვიდა და თაყვანი-სცა,
Line of edition: 10    
მშვიდობით მორჩენა და ჩინეთის ჴემწიფის ანბავი, და ფერიდუხტის ანბავი სულ ყველა
Line of edition: 11    
წვრილათ მოახსენა. საამ ფალავანმა ხოჯა სეიდის უბძანა, რაც ამ ქარავანში ან აქლემი
Line of edition: 12    
არის, და ან ულაყი ასაკიდებელი, სულ ერთიანათ უნდა წამოასხათ, რომ აქ ჯიმშიტ
Line of edition: 13    
ჴემწიფის თილისმა გავტეხეო, და ურიცხვი თუალი და მარგალიტი და ძვირფასი
Line of edition: 14    
საქონელი არისო. ეს უნდა გამოვიტანოთ და ჩინეთისაკენ უნდა წავიღოთ. ხოჯა სეიდმა
Line of edition: 15    
მოახსენა ფალავანსა: მე ზინდა ჯადოსაგან გამიგონია, რომ იმისი ჯოგი, ჯორი და
Line of edition: 16    
აქლემები ამ მინდორსა ძოვენ, კაცს გავგზავნი, იმათ მოვასხმევინებ, იმათ ავკიდოთ და
Line of edition: 17    
წავიდეთო! ფალავანმა მოიწონა: დიახ კარგი იქნებაო. გამობრუნდნენ და კარავსა დასხდნენ.
Line of edition: 18    
ფერინუშ და საამ ერთათ დასხდნენ და სხუანი გარიგებით დასხდნენ. სუფრა მოიღეს და
Line of edition: 19    
მეჯლიში, და ღვინის შექცევასა იყვნენ.

Line of edition: 20       
ამჟამათ ერთისა მხრიდამ ერთი საშინელი მტვერი გამოჩნდა, შეხედეს, ნახეს, რომ
Line of edition: 21    
ორი ათასი ხუადი დევი მომავლობდა. ამათი უფროსი მაქუქალ დევი იყო, ზინდა ჯადოს
Line of edition: 22    
ძმა. რა ციხის კართან მოვიდა და თავის ძმა მკვდარი იხილა, ერთი საზარლათ ღრიალი
Line of edition: 23    
და თავში ცემა დაიწყო. მაშინვე მსწრაფლად გამობრუნდა და ამ ქარავანსა მოატანა. რა
Line of edition: 24    
მოქარავნეთა დევი აქით მიმავალი იხილეს, მაშინვე მივიდნენ და საამ ფალავანს აცნობეს,
Line of edition: 25    
რომ მაქუქალ დევი, ზინდა ჯადოს ძმა, თავისი ძმის სიკვდილი შეუტყვია და აქეთ
Line of edition: 26    
მოდისო, თქვენ საომრათო. საამ ფალავანი მსწრაფლად ფეხზედ წარმოხლტა და თავისი
Line of edition: 27    
საომარი იარაღი მოიმარჯუა, თავის ყურაბი თიქაურზედ ამხედრდა და მაქუქალ დევსა
Line of edition: 28    
წინ მიეგება. და მაქუქალ დევიცა ერთი ასეთი ფინთი სანახავი იყო, რომ ერთს დიდს
Line of edition: 29    
მთასა ჰგუანდა, ერთ დიდს ჭანდრის ხეზედ ოთხი წისქვილის ქუა წამოეცვა და ის ეჭირა
Line of edition: 30    
ლახტის მაგიერათ. რამდენჯერმე ჰაერში შეაგდო და ისევ დაიჭირა და თავსა
Line of edition: 31    
შემოიტრიალა და ფალავანსა დასაკრავათ მოუტანა.

Line of edition: 32       
საამ ფალავანმა გარსაშიბისეული ფარი იფარა და ისე დადგა, და იმ წყეულმა
Line of edition: 33    
დევმა ერთი ასეთი მედგრათ დაჰკრა, რომ იმისი ხმა ოთხსა ფარსანგსა გაიგონებოდა და
Line of edition: 34    
ესდენი ცეცხლი გამოსცვივდა, რომ ფალავანი ცეცხლსა შიგან დაიმალა. რა რიგი საამ
Line of edition: 35    
ფალავანსა ერგო, თავისი ფარი თავსა გარდაიგდო და გარსაშიბისეულს გურზსა ხელი
Line of edition: 36    
მიჰყო, დასაკრავად შეუმაღლა. დევმა თავისი ტალი შიმშატი თავსა იფარა, საამ
Line of edition: 37    
ფალავანმა მედგრად დაჰკრა. მკლავმან ვეღარ უმაგრა. მარცხენასა გუერდსა ეკვეთა, მხარი
Line of edition: 38    
დაალეწა ფალავანსა. ყურაბი თაქაურმა თავში გასწივა და მეიდნის თავსა გავიდა.

Line of edition: 39       
დევმა რა თავისი თავი ესრეთ იხილა, ფალავანსა ვეღარ მოუცადა და გაიქცა
Line of edition: 40    
დაკოდილი. რა ფალავანმა დევისა გაქცევა იხილა, უკან გამოეკიდა, მიეწია და მეორეთ
Line of edition: 41    
დაკვრასა უპირებდა. დევი უიმედო შეიქნა. ჯადოს მანქანებით ჰაერსა აღფრინდა და
Line of edition: 42    
გაიქცა. რა ამ ორი ათასმა დევმა ეს ესრეთ იხილეს, ერთობით

Page of edition: 332   Line of edition: 1    
ფალავანსა შემოუტივეს. ფალავანმაც თვის ბასრსა ჴმალსა ხელი მოივლო და შიგან
Line of edition: 2    
გაერიუა და უწყალოთ ხოცა დაუწყო. რა მცირე ხანი გამოხდა, დევთა ესეთი თავიანთ
Line of edition: 3    
დახოცა იხილეს, ფალავანსა ვეღარ გაუძლეს, იხივლეს და სულ ერთიანათ გაიქცნენ.

Line of edition: 4       
რა საამ ფალავანმა ამათი გაქცევა იხილა, იქიდამ გამობრუნდა და ხოჯა
Line of edition: 5    
სეიდთან მოვიდა. და რა ამა მოქარავნეთა საამ ფალავანი გამარჯვებული მისული
Line of edition: 6    
იხილეს, სულ ერთიანათ თავისთა კარავთაგან გამოვიდნენ და გამარჯვება მიულოცეს, და
Line of edition: 7    
ფეხთა აკოცეს. ხოჯა სეიდც გამოვიდა, მოეგება და სამამაცოს შუბლზედ აკოცა და
Line of edition: 8    
დიდის პატივით თავიანთ ბინაზედ მოიყუანა. იმ ღამეს ლხინსა და განცხრომასა იყვნენ.

Line of edition: 9       
რა დილა გათენდა, ჯიმშიტ ჴემწიფის თაჯი და ის ჯამი და, რაც თვალი და
Line of edition: 10    
ჯავაირი იყო იმ ციხეში, მოიყვანეს აქლემები და ჯორები, აკიდეს და ჩინეთის მხარეს
Line of edition: 11    
გაემართნენ. საამ ფალავანმა ფერინუშისათვის ერთი საუკეთესო სპილო მოაყვანინა,
Line of edition: 12    
ერთი კარგი ტახტი დადგეს, ფერინუშ ზედ დასვეს და ისე გაემართნენ. რამდენიმე
Line of edition: 13    
ქვეყანა გავლეს და ჩინეთს დაუახლოვდნენ და ჩინეთის ქალაქი დაინახეს.

Line of edition: 14       
რა საამ ფალავანმა ქალაქი დაინახა, ესრეთ აჩქარდა, რომ როგორც ტრედის
Line of edition: 15    
ბარტყმა ყაფაზაში ფრთხონა დაიწყოს, ისე იმრიგად ფრთხონა დაიწყო, ესწრაფოდა
Line of edition: 16    
ჩინეთის ქალაქს მისულა. იმჟამად ჩინეთის ჴემწიფესა მოხსენდა, რომ ერთი
Line of edition: 17    
სახელოვანი ფალავანი გამოჩენილაო, ზინდა ჯადო მოუკლამსო, ჯიმშიტ-შას თილისმა
Line of edition: 18    
დაურღვევია და ფერინუშ პყრობილებისაგან გაუთავისუფლებია და, რაც ჯიმშიტ-შას
Line of edition: 19    
ხაზინა ყოფილა, სულ ერთიანათ მოაქვთო და აგერ სიახლოვეს მოვიდნენ, და ხოჯა
Line of edition: 20    
სეიდც იმასთან მოვაო.

Line of edition: 21       
რა ქალაქისა სიახლოვესა მოვიდნენ, ხოჯა სეიდ საამ ფალავანმა ჴემწიფის
Line of edition: 22    
წინაშე გაისტუმრა. ხოჯა სეიდ მივიდა, ჴემწიფეს თავი დაუკრა და ყოველივე,
Line of edition: 23    
ფალავნისაგან ზინდა ჯადოს სიკვდილი, მაქუქალ დევის მხრის მოტეხა და დამარცხება,
Line of edition: 24    
და ფერინუშის გამოხსნა, სულ თვითოულად უამბო. ჩინეთის ჴემწიფემა ჰკითხა: ის
Line of edition: 25    
ფალავანი ან სადაური არისო, ან ვინ არისო. ხოჯა სეიდმა მოახსენა: ჴემწიფეო, მე
Line of edition: 26    
ერთი ძმა მყუანდა ერანის ქუეყანასა, ის ჩემი ძმა მომკვდარიყო და ეს დარჩომოდა, და
Line of edition: 27    
მე თან წამოვიყვანე და ჩემის ძმისწული გახლავთო, და მეორეთაც მოახსენა: იქიდამ
Line of edition: 28    
წამოვიყუანეო, გზაზედ ზინდა ჯადო მოკლა, მაქუქალ დევი დაამარცხა და ჯიმშიტ-შას
Line of edition: 29    
თილისმა დაარღვია, იმისი თაჯი, ტახტი, ჯამი და ხაზინა თან წამოიღო, და ფერინუშიც
Line of edition: 30    
გამოიხს ნა, და აგერ სიახლოვესა გიახლათო. ჴემწიფეს მოახსენა: თქვენც რომ წინ
Line of edition: 31    
მიეგებნეთ, დიახ კარგი იქნებაო. დიდათ მოეწონა და მაშინვე თავის საბძანებელში ბძანება
Line of edition: 32    
გასცა, რომ სულ ყველანი დაემზადენით, რომ ფალავანს უნდა მივეგებნეთო! მაშინვე
Line of edition: 33    
შემოკრბნენ, წავიდნენ მისაგებლათ.

Line of edition: 34       
რა საამ ფალავანმა ხაყან ჩინის დროშა დაინახა, მაშინვე ცხენისაგან გარდახდა
Line of edition: 35    
და ქვევითათ წავიდა. ჴემწიფემ საამ დაინახა და ჴემწიფეც ცხენისაგან გარდახდა და
Line of edition: 36    
საამისაკენ წამობძანდა. საამ ფალავანს ეწადა, რომ ხაყან ჩინისათვინ ფეხთა ეკოცნა.
Line of edition: 37    
ხაყან ჩინმა არ გაუშვა, ხელი მოჰკიდა, ზევით ასწიუა და სამამაცოს შუბლზედ აკოცა.

Line of edition: 38       
რა ჴემწიფემ სრულებით გაშინჯა, ამისი ახოვნობა და ტანადობა იხილა, გულსა
Line of edition: 39    
შიგან დიდი ქება დაუწყო. საამ ფალავანმა ჯიმშიტ-შას გვირგვინი მოიტანა თავისის
Line of edition: 40    
ხელითა და ხაყან ჩინს მიართო. ხაყან ჩინმა ის გვირგვინი ჩამოართო,
Page of edition: 333   Line of edition: 1    
თუალსა დაიდო და თავსა დაიხურა, თავისი მურასა თაჯი მოიხადა და თავისი ხელით
Line of edition: 2    
საამ ფალავანსა დაახურა. საამ ფალავანს დიდის ვედრებით უთხრა, რომ ამოდი, ჩემს
Line of edition: 3    
ტახტსა დავსხდეთო და ისე წავიდეთო. ფალავანი ტახტს დასუა და ამ საქმეზედ ხაყან
Line of edition: 4    
ჩინ დიდათ გახარებული იყო, ქალაქსა შესთვალა [და] უცხო და უცხო ჩირაღოვანი და
Line of edition: 5    
შადლუხები გამართეს. იმჟამად ხოჯა სეიდც ქალაქსა გაისტუმრეს და ფერინუშც თან
Line of edition: 6    
გაატანეს.

Line of edition: 7       
რა მივიდნენ არამხანაში, თავისი დები წინ მოეგებნენ, შაქარნუშ და ფერიდუხტ
Line of edition: 8    
მიესალმნენ და ჰკითხეს: ჱეი, ჩვენო საყვარელო დაო, იმ საპყრობილიდამ ვინ გამოგიხსნა?
Line of edition: 9    
ფერინუშმა უპასუხა: ჱეი, ჩემო საყუარელნო დანო, რა გითხრა, ვინც მე გამომიხსნა, ან
Line of edition: 10    
იმისი ტანადობა, ან იმისი ფალავნობა. იმისაგან ზინდა ჯადოს სიკვდილი, იმისაგან
Line of edition: 11    
მაქუქალ დევის მხარის მოტეხა და მარტოსაგან ორი ათასის დევის ომი და დამარცხება,
Line of edition: 12    
და ჯიმშიტ-შას თილისმის დარღვევა. იმისი ხაზინის გამოტანა და თან წამოღება, თუ
Line of edition: 13    
მზესა და მთვარეს ვამზგავსო, იმასთან არც ერთი არ იხსენება, ჩემის პირისაგან იმისი
Line of edition: 14    
ქება არ ითქმის, მე იმ ბილწის ხელისაგან გამომიხსნა და იმისი სული ჯოჯოხეთს
Line of edition: 15    
გაამგზავრა, და ჯიმშიტ-შას თილისმა დაარღვია, იმისი გვირგვინი, იმისი ჯამი და იმისი
Line of edition: 16    
ხაზინა, რამდენიმე ხალვარი ჯავაირი თან წამოიღო და წამოვიდა. მე იმისი ქება არ
Line of edition: 17    
შემიძლიან რომ ვსთქო, ქალს, თუ ყვანდეს მეუღლეთ, იმისთანა მშვენიერი და ძლიერი
Line of edition: 18    
ფალავანი უნდა ჰყვანდესო. ფერიდუხტს უთხრა: აქ გაშინჯე, რომ ნადირობასა შინა შენი
Line of edition: 19    
სახე უნახამსა და ერანიდამ გამოჭრილა, და ამდენი საქმეები სულ შენის გულისათვის
Line of edition: 20    
ჩაიდინაო.

Line of edition: 21       
ფერიდუხტმა რა ეს სიტყუა თავისი დისაგან გაიგონა, დიდსა მხიარულებასა
Line of edition: 22    
მიეცა, რადგან თავისი მამიდის რიზუანფერისაგან საამ ფალავანის ქება უწინაც შეეტყო.
Line of edition: 23    
უნახავათ იმისი არშიყობა გულსა შესლოდა, მაგრამ თავის დასთან დაფარა. და არ
Line of edition: 24    
გამოაცხადა და უთხრა: ჱეი, ჩემო საყვარელო დაო ფერინუშ, მე შენი ანბავი ვიკითხე, მე
Line of edition: 25    
ერანელი კაცისა რა სადაო მაქუსო და ან რას ვიცნობ, რომ იმის ამბავს მეუბნებითო.
Line of edition: 26    
ამჟამად ფერიდუხტის მოსამსახურენი მოვიდნენ და მოახსენეს: მამა თქუენი ერანიდამ
Line of edition: 27    
მოსულის ფალავანის წინ მისა გებლათ წასულა და მოდიან, და ჩვენც დასტური
Line of edition: 28    
გვიბოძეთთ, წავიდეთ, თამაშას უყუროთ!

Line of edition: 29       
ფერიდუხტმა რა ესე სიტყუა თავისი მოსამსახურეთაგან გაიგონა, მობრუნდა და
Line of edition: 30    
თავისთა დებთა უთხრა: ჯიმშიტ-შას გვირგვინი, ჯამი და ტახტი მოაქვთო და იმის
Line of edition: 31    
სანახავათ წავიდეთო. ამა ლაპარაკსა შინა კაცი მოვიდა, რომ ხაყან ჩინ ჴემწიფე ციხის
Line of edition: 32    
სიახლოვეს მოვიდნენ. მაშინვე წავიდნენ, ციხისა კართან ფარდაგები გააბნევინეს და იქ
Line of edition: 33    
დასხდნენ და თამაშასა ყურება დაუწყეს. ხოჯები და მოსამსახურენი თავსა დაადგნენ.
Line of edition: 34    
იმჟამად ხაყან ჩინი და საამ ფალავანი ციხისა სიახლოვესა მოვიდნენ. ხაყან ჩინი
Line of edition: 35    
წინ მობძანდებოდა და საამ ფალავანი უკან მოსდევდა.

Line of edition: 36       
რა ფერიდუხტმა საამ ფალავანი დაინახა და იმისი მშვენიერება განიცადა, ესრეთ
Line of edition: 37    
მოეწონა და იმისი სიყუარულის ისრები გულსა განეწონა, მეტის სიყვარულით ოფლი
Line of edition: 38    
დაასხა, ცნობისა მიხდასა ლამოდა. ფერინუშმა ფანჯარას ხელი მოჰკიდა, გააღო და
Line of edition: 39    
საამ ფალავანსა ერთი თურინჯი შესტყორცნა და ბეჭებსა მოახვედრა. საამ ფალავანმა
Line of edition: 40    
რა მაღლა შეიხედა, ნახა, რომ ფერინუშ და ფერიდუხტ ერთად ისხდნენ.

Line of edition: 41       
რა საამ ფალავანმა ფერიდუხტ დაინახა, ასეთი ამოიოხრა გულთაგან, რომ
Page of edition: 334   Line of edition: 1    
მსმენელთა შეებრალებოდათ, და უცნობოსათვით შეიქნა და ცხენისაგან გადმოვარდნასა
Line of edition: 2    
ლამობდა. რა ჴემწიფემ შემოხედა, დაინახა ესე შეწუხებული, მაშინვე უბძანა: ფალავანო,
Line of edition: 3    
რა მოხდა ან რა დაგემართაო! ფალავანმა მოახსენა: რა მოგახსენო, ეს რამდენიმე დღეა,
Line of edition: 4    
რომ გულის წუხილი დამჩემდა. მაშინვე სწრაფლად ხოჯა სეიდის სასახლისაკენ
Line of edition: 5    
გააბრუნეს და ჩამოახდინეს.

Line of edition: 6       
ხოჯა სეიდმა მაშინვე ფარულად კაცი გაგზავნა და ფერიდუხტ დაიბარა. და
Line of edition: 7    
სწრაფლად მივიდა ქალი საამ ფალავანთან, ნაზისა ქცევითა და მოიკითხა: გზისა
Line of edition: 8    
სიშორისა და სიარულისაგან ხომ არ შეწუხდით? საამ ფალავანმა რა ესე ქალისაგან
Line of edition: 9    
გაიგონა, მოახსენა: ჱეი, კეკლუცთა ჴემწიფეო, მე, რადგან თქვენის სახის ნახვის ნახუა
Line of edition: 10    
მეღირსა, გზისა დაღლილობა აღარ მახსოვსო.

Line of edition: 11       
მერე სუფრა მიიღეს, ლხინსა და ღვინის სმასა ხელი მიჰყვეს. რამდენიმე ჯამი
Line of edition: 12    
დალივა, და ფალავანსა მოხვევნისა და კოცნისა ჟამი არ შეხვდა. საამ ფალავანსა უფრო
Line of edition: 13    
სიყვარული მოემატა. იმჟამად, რომ ფალავანმა ბაღში სურათი ნახა და ახლა თითონ
Line of edition: 14    
იხილა, ერთი ათასათ მოემატა სიყუარული. ფერიდუხტი გამოეთხოვა ფალავანსა და
Line of edition: 15    
ფარულად წავიდა, რომ ვერავინა ჰსცნა იმისი და ფალავნის შეყრა. ასე რომ,
Line of edition: 16    
ფერინუშმაც ვერა გაიგო.

Line of edition: 17       
რა შეღამდა, ხოჯა სეიდმა ერთი საჴემწიფო მეჯლიში გამართა, მაგრამ საამ
Line of edition: 18    
ფალავანი ამგვარ საქმეებს არავის უმადლოდა. იმისი ფიქრი სხუა იყო. ამდენი ხაზინა და
Line of edition: 19    
ჯავაირი მოჰყუა, რომ თავის დღეში საყოფი იყო, მაგრამ ხოჯის გულისათვის დასხდნენ
Line of edition: 20    
და ლხინსა და ღვინის სმასა შეექცნენ. რა ღამისა ცოტა ხანმა განვლო, ფერიდუხტმა
Line of edition: 21    
ერთი ხოჯა გაგზავნა: წადი და ხოჯა სეიდ აქ მომგვარეო. ადგა ხოჯა სეიდ და
Line of edition: 22    
ფერიდუხტთან მოვიდა; საცა ფერიდუხტ ბაღში იმყოფებოდა, იქ მივიდა, ფერიდუხტს
Line of edition: 23    
თაყვანი-სცა. ფერიდუხტმა რა შემოხედა, უბძანა: ჱეი, ხოჯა სეიდ, რატომა შენი
Line of edition: 24    
ძმისწული არ მოიყვანეო! ხოჯამ მოახსენა: თქუენგან ბძანება არა მქონდა და ამისთვინ
Line of edition: 25    
ვერ გაახელო! საამ ფალავანი, საცა იმყოფებოდა, ფერიდუხტის ბაღის სიახლოვესა იყო
Line of edition: 26    
და ხოჯა სეიდ მივიდა და ფერიდუხტის ფარდასთან დადგა. ფერიდუხტმა უბძანა:
Line of edition: 27    
ხოჯა სეიდ, წადი და შენი ძმისწული მოიყვანე!

Line of edition: 28       
ხოჯა სეიდ გაბრუნდა და აივნიდან ძირს ჩამოვიდა. რა ბაღის ნახევარი განვლო,
Line of edition: 29    
იხილა, რომ საამ ფალავანი ბაღსა სეირნობდა. მოახსენა ფალავანსა და
Line of edition: 30    
ფერიდუხტისაკენ წაიყვანა, მიიყვანა და ფერიდუხტის კარზედ დააყენა.

Line of edition: 31       
რა ფერიდუხტმა ხოჯა სეიდ დაინახა, უთხრა: შენი ძმისწული რა უყავი, რატომ
Line of edition: 32    
არ მოიყვანეო! ხოჯა სეიდ გამობრუნდა და საამ შეიყვანა. ფალაუანი წინ წადგა და
Line of edition: 33    
თაყვანი-სცა. ფერიდუხტმა უპასუხა: ჱეი, ერანელო ფალავანო, ზინდა ჯადო თქვენ
Line of edition: 34    
მოკალით და ჩემი საყვარელი და ფერინუშ თქუენ გამოიხსენით პყრობლობისაგანა.
Line of edition: 35    
ფალავანმა მოახსენა: მამის შენის ხაყან ჩინის ბედნიერობით ზინდა ჯადოც მე
Line of edition: 36    
მოვკალო და თქუენი და ფერინუშიც მე გამოვიხსენო. რა ესე ფერიდუხტმა მოისმინა,
Line of edition: 37    
მაშინვე ბძანა, და ერთი საჴემწიფო ტანისამოსი მოიღეს და საამს უბოძეს. ფერიდუხტმა
Line of edition: 38    
რა საჴემწიფო ტანისამოსი ჩააცო, მაშინვე ფერინუშ წამოდგა და ფალავანს ანიშნა, რომ
Line of edition: 39    
დაღამდეს, ამ სასახლეში მოდიო.

Line of edition: 40       
ხოჯა სეიდმა წამოიყვანა ფალავანი და თავის სასახლესა მიიყვანა. აქეთ მხარეს
Line of edition: 41    
ფერიდუხტ თავისსა სადგომს გაბრუნდა და წავიდა, მაგრამ გული ამ ფალავანთან დარჩა.
Line of edition: 42    
მუდამ ჟამს ფერიდუხტს ამ ფალავანის სიყვარულის ცეცხლი ეკიდებოდა და
Line of edition: 43    
სიყვარულით ერთი ასეთი ფერი ედუა, რომ ყვითელ ზაფრანასა ჰგვანდა. მუდამ სოფელს
Line of edition: 44    
სწყევლიდა და ამას ანბობდა, რომ ნახე,
Page of edition: 335   Line of edition: 1    
სოფელმა რა მიყო, რომ ერთის უცხოს ქუეყნის კაცის სიყვარული გულსა განმაწონა და
Line of edition: 2    
არ ვიცი, ის კაცი ვინ არის, ან ვისი შვილიაო; ესეც არ ვიცი, რომ უცხოს ქუეყანას
Line of edition: 3    
სახელოვანება აქუს რამეო, თუ არაო. მე ამის სიყუარულით დატუსაღებული ვარ! რა
Line of edition: 4    
ვქნა, ან რა წამალი დავადო ჩემს თავსა, და ან იმისი და ჩემი ერთათ შეყრა რას გზით
Line of edition: 5    
უნდა მოხდესო. მეორე ესე, რომ იმასაც ჩემი სურათი უნახამსო და ის უფრო ჩემის
Line of edition: 6    
სიყვარულით გაგიჟებული არისო. ჩემი გულისათვის რამდენს ჯადოს და რამდენ ვეშაპს
Line of edition: 7    
შებმია, და რამდენი ჯაფა უნახამს და იმას უფრო ჩემის სიყუარულით სიცოცხლე აღარა
Line of edition: 8    
აქუს. ფერიდუხტმა ხოჯა სეიდს უთხრა: ღმერთი ისე იმისი მადრიელი იყოს, რომ
Line of edition: 9    
როგორც ჩვენი გული ფერინუშის გამოხსნით გამხიარულდა, მინდა მე, რომ გარჯილობის
Line of edition: 10    
გულისათვინ იმას ძვირფასი ფეშქაშები გაუგზავნო.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 2.6.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.