TITUS
Shahname 3: Prose parts: Saamiani
Part No. 25
Previous part

Chapter: 25  
Page of edition: 378  
Line of edition: 1  ესე ანბავი აქა დაუტეოთ და მცირე რამ ხაყან ჩინის ამბავი წარმოვთქუათ


Line of edition: 2       რა საამ ფალვნისაგან იძლია, მივიდა და თავის არამხანაში ჩამოხდა, და მწუ
Line of edition: 3    
ხარექმნილი სამი დღე სასამართლოსა სახლსა აღარ გამობძანდა. წასულსა ჟა მებში
Line of edition: 4    
სარდალნი და ფალავანნი და დიდებულნი ყოველთვის ხაყან ჩინის ურჩევდნენ და
Line of edition: 5    
მოახსენებდნენ, რომ შენი ქალი ფერიდუხტ საამ ფალავანს მიეცი და ამდენი ხალხი
Line of edition: 6    
მწუხარებისაგან განათავისუფლეო, მაგრამ ის წყეული ხაყან ჩინის ვეზირი ყოველთვინ
Line of edition: 7    
ამა დიდებულთა რჩევას მოშლიდა და ხაყან ჩინის ნებას არ მიაცემინებდა. ამჟამად
Line of edition: 8    
ხაყან ჩინის ბარგი, კარავნი და ხაზინანი და სხუა საქონელი ოთხფეხი ქალაქისა
Line of edition: 9    
გარეთა ჰქონდათ. იმჟამად ფრანგ დივზადა ყარაულად დავიდოდა მცირისა ლაშქრითა,
Line of edition: 10    
ხაყან ჩინისა კარავსა და ხაზინასა შეხვდა და სრულებით აიკლო, და საამ ფალავნის
Line of edition: 11    
წინაშე მოიღო. საამ ფალავანმა ყოველი ნივთი თავისთა სარდალთა და ფალავანთა და
Line of edition: 12    
ლაშქართა გაუყო. ესდენი თვალ-მარგალიტი და ოქრო იყო, რომ რიცხვი არ ეგებოდა. იმ
Line of edition: 13    
ლაშქრისა ხალხნი დიახ მადრიელნი იყვნენ საამ ფალავნისა.

Line of edition: 14       
ამჟამად ერთის მხარისაკენ საზარელი მტვერი აღდგა. რა ქარმა შებერა და მტვერი
Line of edition: 15    
გადაყარა, თორმეტი დროშა გამოჩნდა, რომელიც ნიშნავდა თორმეტი ათას კაცსა. ერთი
Line of edition: 16    
ახალმოწიფული ფალავანი ამ ლაშქართა წინ მოვიდოდა. რა საამისა სიახლოვეს მოვიდა,
Line of edition: 17    
ცხენიდამ გარდახდა და საამისაკენ წამოვიდა. ფალავანმა რა თეიმურთაშის მოსვლა
Line of edition: 18    
ჰსცნა, საამ ფალავანი წინ მოეგება. თეიმურთაშს ეწადა, რომ ფალავნისათვის ფეხსა
Line of edition: 19    
ეკოცა. საამ ფალავანი მსწრაფლად მისწვდა, ზე ააყენა და სამამაცოს შუბლსა აკოცა.
Line of edition: 20    
ხოჯებმა თეიმურთაშისა არამხანა და ფერიდუხტ საამისა ლაშქარსა მოიყვანეს.
Line of edition: 21    
ფალავანმა რა ესე იხილა, მსწრაფლად თეიმურთაშსა ფერიდუხტის ანბავი ჰკითხა.
Line of edition: 22    
თეიმურთაშმა მოახსენა: ჩინეთისა ზღვისა პირსა მოვიდოდი და იქა მოქარავნენი
Line of edition: 23    
შემომხვდნენ, მოვაყვანინე და ანბავი ვკითხე. რა მიხილეს, მსწრაფლად მიცნეს და
Line of edition: 24    
მითხრეს, რომ ხაყან ჩინის ასული ფერიდუხტ ვიღასაც ერთსა ყუთსა ჩაესო და
Line of edition: 25    
ზღვაში გადაეგდო. ჩვენ ზღვაში მოვდიოდით ხომალდითა. რა ზღვისა საშუალს
Line of edition: 26    
მოვაღწიეთ, ის ყუთი შეგვხვდა, დავიჭირეთ და ნაპირს გამოვიყვანეთ. ახლა ფერიდუხტ
Line of edition: 27    
აქ გახლავსო და როგორ ბძანებთ.

Line of edition: 28       
რა ესე ანბავი გავიგონე, დიდსა მხიარულებასა მივეცი, მსწრაფლად ხოჯანი
Line of edition: 29    
ვაახელ და ჩემსა არამხანაში მოვაყვანინე და ახლა აქ გახლავს, თან მოვიყვანე, და დიდათ
Line of edition: 30    
მწუხარებს თქვენი ამდენის ხნის უნახაობისათვის. თეიმურთაშ გაბრუნდა, ფერიდუხტთან
Line of edition: 31    
მოვიდა და თავისის თორმეტისა მოახლითა ფერიდუხტ საამ ფალავნისა კარავში
Line of edition: 32    
მოიყვანეს. საამ ფალავანი მიბძანდა ფერიდუხტისა კარავში. რა ფერიდუხტ იხილა,
Line of edition: 33    
ამდენი ხნის ფერიდუხტის უნახავი საამ ფალავანი ფერიდუხტის სიყვარულმან გონება
Line of edition: 34    
მისტაცა, მადლის ხმით ერთი ამოიოხრა, დაეცა მიწასა და გულს შემოეყარა.

Line of edition: 35       
რა ფერიდუხტმა საამ ფალავანი ესრეთ იხილა, ამანაც ერთის მაღლის ხმით
Line of edition: 36    
შეკივლა და უცნობო შეიქმა. ესენი ორნივ აშიყ-მაშიყნი ერთმანეთისა მომატებულის
Line of edition: 37    
სიყვარულით და აშიყობითა რამდენსამე საათს პირისპირ ბედნიერნი მიწასა ეყარნენ. რა
Line of edition: 38    
ცნობასა მოვიდნენ, საამ ფალავანი წამოდგა და ფერიდუხტს მოეხვია და საზარლათ
Line of edition: 39    
ამოიოხრა და უთხრა: ჱეი, ჩემო სიცოცხლევ, არ ვიცი, ეს საქმე სიზმარია თუ ცხადად
Line of edition: 40    
ვხედამო. ეს ორნივ ქალ-ყმანი
Page of edition: 379   Line of edition: 1    
ერთმანეთს გარდაეხვივნეს და ესრეთ ეგონათ, აქამდისინ ჯოჯოხეთში ვიყავით და ახლა
Line of edition: 2    
სასუფეველში ვართო. როგორც რომ წყლისა დამაშვრალნი უცხოსა წყაროსა შესმით
Line of edition: 3    
განისვენებს, ისე ამათ ერთმანეთისა ხილვითა განისვენეს. ფერიდუხტ რა სრულსა
Line of edition: 4    
გონებასა მოეგო, ფალავანსა მოახსენა: ჱეი, ჩემო სიცოცხლეო, მე შენის სიყვარულით
Line of edition: 5    
მთვრალი ვარ, თუ რომ ნაკლებობა მამიხდა რამე, ამაზედ ნუ დამგმობ, ყოველი მთვრალი
Line of edition: 6    
ადამიანი შეუცთომელი არ დარჩება, დღეის იქით ნუღარაზედ შეიჭირვებ, თუ შენი
Line of edition: 7    
საყვარელი მე ვარ, ვმადლობ ღმერთსა, რომ ამდენის ხნის დაშორებულნი აწ სიახლოვეს
Line of edition: 8    
მივეცეთ და შენის გულის საყვარელი ვარდი დილის ნიავმა მოგიძღვნო. ამ გვარისა უცხო
Line of edition: 9    
სიტყვითა ერთმანეთი შეაქციეს.

Line of edition: 10       
საამ ფალავანმა მოახლეთა უბძანა მეჯლიშისა მოღება. მეჯლიში გამართეს.
Line of edition: 11    
ფალავანმა და ფერიდუხტმა ღვინის სმასა ხელჰყვეს და უცხოთა შეექცეოდნენ. აქეთ
Line of edition: 12    
მხარესა თეიმურთაშმა თავის ლაშქართა უბძანა: ერთსა მხარესა გარდახედით!
Line of edition: 13    
მსწრაფლად გარდახდნენ, კარვები დასცეს და თავ-თავის განწესებულს ადგილს დადგნენ.
Line of edition: 14    
თეიმურთაში თავის არამხანაში მივიდა, მეჯლიში გამართა, ლხინსა და განცხრომაში
Line of edition: 15    
მიეცა.

Line of edition: 16       
რა დილა გათენდა, საამ ფალავანი თავის კარავსა დაბძანდა, სარდალნი და
Line of edition: 17    
ფალავანნი მოვიდნენ, თაყვანი-სცეს და თავ-თავის განწესებულს ალაგს დასხდნენ. საამ
Line of edition: 18    
ფალავანმა თეიმურთაშს კაცი გაუგზავნა და მოიწვია. თეიმურთაშ მოვიდა და ფალავანს
Line of edition: 19    
თავი დაუკრა. ერთი მურასა სკამი მარჯვენესა მხარეს დაუდგს და დასვეს. ფალავანმა
Line of edition: 20    
მეჯლიშისა მოღება ბძანა. მეჯლიში მოიღეს და ლხინსა და განცხრომაში იყვნენ. რა
Line of edition: 21    
მეჯლიში გაიყარა, საამ ფალავანი ამხედრდა, სარდლებითა და ფალავნებითა სანადიროთ
Line of edition: 22    
წაბძანდა. იმ დღეს უცხოს ნადირობით შეექცა და ისევ მობძანდა. იმ ღამეს განისვენეს.

Line of edition: 23       
რა დილა გათენდა, საამ ფალავანი თავის კარავსა დაბძანდა, სარდალნი და
Line of edition: 24    
ფალავანი თავ-თავის განწესებულს ალაგს დასხდნენ. ერთი ყაფიჩთაგანი შემოვიდა და
Line of edition: 25    
საამ ფალავანს თაყვანი-სცა და მოახსენა: ხაყინ ჩინს ელჩი უახლებია და რასა
Line of edition: 26    
ბძანებთ? უბძანა, რომ მოიყვანეთ. ელჩი შემოვიდა და ფალავანს თაყვანი სცა და მოახსენა:
Line of edition: 27    
ხაყან ჩინმა წიგნი გაახლო. ჩამოართვეს და ფალავანს მიართვეს. ფალავანმა ყალვადსა
Line of edition: 28    
უბძანა წიგნისა წაკითხვა.

Line of edition: 29       
ყალვად ზე ადგა და ფალავნისა წინ წადგა, და მაღლისა ხმით წაიკითხა. ესრეთ
Line of edition: 30    
ეწერა იმა წიგნსა შინა: ვმადლობ ღმერთსა, რომ დამადგინა ჴელმწიფედ ჩინეთისა,
Line of edition: 31    
მაჩინისა, ბალხისა, ბუხარისა, ხათანისა და ხუთანისა და თურქისტანის
Line of edition: 32    
მელიქად; მოგიწერ შენ, თეიმურაზ დივბანდის, ჯიმშიტას, გარსაშიბისა და ნარიმანის
Line of edition: 33    
ძეს საამ ფალავანს, სახელოვანს ესრეთ, რომ ჩემი ქალი ფერიდუხტ იმჟამად მაჩინისა
Line of edition: 34    
ქვეყანას გავისტუმრე, შენ უკან გამოდგომიხარ და ფერიდუხტ აქ მოგიყვანია, ჩემს
Line of edition: 35    
ძმისწულს თეიმურთაშს ფერიდუხტ შენთვის მოუცია და თითონაც მანდ გხლებია. ახლა
Line of edition: 36    
ამაზედ სარწმუნო უნდა იყოთ, რომ თეიმურთაშ ფერიდუხტზედ ხელაღებული არის, და
Line of edition: 37    
ნაჰანგალ დევიც შენის ხელით აღსრულდა. ახლა ჩვენ ამ საქმეზედ სარწმუნო ვართ.
Line of edition: 38    
ახლა სჯობს, რომ თქუენსა და ჩვენში ერთობა იყოს და თქვენის სარდლებით და
Line of edition: 39    
ფალავნებით ჩინეთის ქალაქში მობძანდეთ. შენ, რადგან ჯიმშიდას ჩამომავლობისაგანი
Line of edition: 40    
ხარ, ერანისა დიდებულთა, სარდალთანა და ფალავანთანა ესე პირობა დამიდვია, რომ
Line of edition: 41    
რასაც დღესა ჩინეთის ქალაქში მობძანდებით, მეორესა დღესა ფერიდუხტთან
Line of edition: 42    
დაგაქორწინებო, რაც შენი გულის წადილი არის, აღგისრულებო.

Page of edition: 380   Line of edition: 1       
რა ესე წიგნი დაასრულეს, საამ ფალავანი დიდათ გამხიარულდა და ხაყან
Line of edition: 2    
ჩინის ელჩსა მძიმე ხალათი ჩააცო. საამ ფალავანმა თავისთა დიდებულთა უბძანა,
Line of edition: 3    
ხაყან ჩინისა მტერობისა კარავი დაუცია და ერთობის კარავი დაუდგამს. საჭირო არის,
Line of edition: 4    
რომ ჩვენ წავიდეთ და საბაოთ ღმერთი ვაცნობოთ. ყალვადმა და ყულუშმა მოახსენეს:
Line of edition: 5    
ფალავანო, ამაზედ სარწმუნო ბძანდებოდეთ, რომ ის წყეული გვატყუებსო, და თავის
Line of edition: 6    
ეშმაკურს მანქანებას არ დაიშლის. საამ ფალავანმა უპასუხა: თქუენ სარწმუნო იყავით,
Line of edition: 7    
რომ ის ეშმაკური მანქანებით ვერ მომაცდუნებს და არც ფერიდუხტს ხელში ჩაუგდებო.
Line of edition: 8    
საამ ფალავანმა თეიმურაზთაშს უბძანა: ხაყან ჩინი ვიცი, რომ ჩვენ სარწმუნოებაზედ
Line of edition: 9    
არ მოვა, მაგრამ მაინც სჯობს ჩვენი იმასთან მისვლა. ფალავანმა თეიმურთაშს ჰკითხა:
Line of edition: 10    
თქუენც წამოხვალთ თუ არა? თეიმურთაშმა მოახსენა. ფალავანო, სწორე არ ვიცი ჩემი
Line of edition: 11    
წამოსვლა. საამმა ბძანა: მაშ, მე ჩემის ლაშქარით წავალ. საამ ფალავანმა თავისი ურდო
Line of edition: 12    
თეიმურთაშსა, შაფური შირდილს და სეილი ჯანსუზს მიაბარა და თითონ ყალვად
Line of edition: 13    
და ყულუშთან იახლა, და ექვსი ათასისა მამაცისა ლაშქარითა ჩინეთისაკენ წაბძანდა.

Line of edition: 14       
რა ჩინეთისა ქალაქს მივიდნენ, ჴემწიფისა სასახლისა კარზედ გარდახდნენ. საამ
Line of edition: 15    
ფალავანი, ყალვადი და ყულუში, და ფრანგ დივზადი და რამდენიმე ფალავანი
Line of edition: 16    
ჴემწიფისა სასახლესა შევიდნენ, ხაყან ჩინს თაყვანი-სცეს. რა ხაყან ჩინმა საამ
Line of edition: 17    
ფალავანი იხილა, ტახტიდამ ძირს ჩამობძანდა. საამ ფალავანს გარდაეხვია და სამამაცოსა
Line of edition: 18    
შუბლსა აკოცა და უბძანა: ფალავანო, ახლა ვიცანო, რომ საბაოთ ღმერთი ჭეშმარიტი
Line of edition: 19    
ყოფილა. ხაყან ჩინი ეშმაკურითა მანქანებით მოიქცა ფალავნისა სარწმუნოებაზედ.
Line of edition: 20    
მეჯლიში გამართეს და რამდენჯერაც საამ ფალავანს ღვინო მიართვეს, დალევა არ ინება.
Line of edition: 21    
და ხაყან ჩინის ვეზირმა მოახსენა ფალავანსა: ახლა ვიცანით, რომ საბაოთ ღმერთი
Line of edition: 22    
ჭეშმარიტი ყოფილა და ფერიდუხტზედაც ახლა დაგაქორწინებთ, მაგრამ ერთი კვირა
Line of edition: 23    
უნდა დაგვაცადო, რომ ქორწილისა თავდარიკი ვნახოთ და ისე მოგაბაროთ ფერიდუხტ.
Line of edition: 24    
მას უკან შენი ნება არის, თუ გინდა, ისევ ერანში წაიყვანე და, თუ გინდა, აქ ამყოფე.

Line of edition: 25       
ამდენი ეშმაკური სიტყვები და სიცრუეები წარმოსთქვეს, რომ საამ ფალავანს
Line of edition: 26    
დააჯერეს. ფალავანი ზე ადგა, ხაყან ჩინს გამოეთხოვა, ამხედრდა და ისევ თავის
Line of edition: 27    
ურდოში წარვიდა. თავის კარავში შევიდა და ტახტსა დაბძანდა. დიდებულნი თავ-თავის
Line of edition: 28    
განწესებულს ალაგს დასხდნენ, საამ ფალავანმა ხაყან ჩინის ნაქმნარი საქმენი და
Line of edition: 29    
სიტყვანი თითოეულად უანბო. დიდებულთ მოახსენეს: დიახ კარგი საქმე მომხდარა, რომ
Line of edition: 30    
შენს სარწმუნოებაზედ მოსულა. ფრანგ დივზადამ მოახსენა: ფალავანო, ღმერთსა
Line of edition: 31    
ვფიცამო, რომ არასდროსა არა მჯერა, რომ ისინი თქუენს სარწმუნოებაზედ მოსულიყვნენ,
Line of edition: 32    
შიშითა და ეშმაკობითა მოიქცნენო. ფალავანმა უპასუხა: ჱეი, ჩემო საყვარელო ძმაო
Line of edition: 33    
ფრანგ, მერწმუნე, რომ, რაც იმათ ჩემთვის სწადიან, საბაოთ ღმერთი ისევ იმათ
Line of edition: 34    
დაუბრუნებსო.

Line of edition: 35       
რა ერთმა კვირამ განვლო, ერთს დღეს საამ ფალავანი მეჯლიშსა ბძანდებოდა.
Line of edition: 36    
ფრანგ დივზადა შემოვიდა, ფალავანსა თაყვანი-სცა და მოახსენა: ჩინეთის ჴემწიფის
Line of edition: 37    
ვეზირი ურიცხვისა ფეშქაშებითა გხლებიაო. საამ ფალავანმა დიდებულნი მიაგება და
Line of edition: 38    
დიდის თავაზით მიიყვანეს ფალავნის წინაშე, და ფეშქაშები ფალავანს მიართო. რამდენიმე
Line of edition: 39    
უცხოდ მორთულნი ყულუხჩნი და რამდენიმე უცხოდ მორთულნი მოახლენი, და ურიცხვნი
Line of edition: 40    
თვალ-მარგალიტნი მოართვეს. ფალავანმა გულსა შინა განიზრახა: ესე არას კაცისაგან არ
Line of edition: 41    
შეიძლება,
Page of edition: 381   Line of edition: 1    
რომ ესდენი ურიცხვნი ხაზინანი სიცრუეზედ გარდააგოსო. ჰგავს, რომ ხაყან ჩინი,
Line of edition: 2    
რასაც გვეუბნება, მართალი არის. ფალავანმა ხაყან ჩინზედ გული დააჯერა, ხაყან
Line of edition: 3    
ჩინის ვეზირთა წიგნი ამოიღეს და ფალავანს მიართვეს. ფალავანმა გახსნა და წაიკითხა.
Line of edition: 4    
ესრეთ ეწერა იმ წიგნსა შინა: ფალავანო, რასაც წამს ეს წიგნი წაიკითხო, მაშინვე შენის
Line of edition: 5    
ქორწილის თავდარიკი ნახე, მეც ყოველი თავდარიკი მზათა მაქვს, ამაღამ შენს ქორწილს
Line of edition: 6    
გარდავიხდი.

Line of edition: 7       
საამ ფალავანს ესე ანბავი დიდათ იამა. მიზეზი უფრო ეს იყო სიხარულისა რომ
Line of edition: 8    
ფალავანს დიდათ ესწრაფებოდა ერანისა ქუეყანაში წასვლა. საამ ფალავანმა უბძანა:
Line of edition: 9    
ჱეი, ასაფ ვეზირო, ფერიდუხტ რომ აქ არის, ჩემთანა, რას მეტყვი. ვეზირმა მოახსენა:
Line of edition: 10    
ფალავანო, ფერიდუხტ მე უნდა მომაბარო, არამხანასა მივიყვან. მას უკან შენ მობძანდები
Line of edition: 11    
არამხანაში და ფერიდუხტს მოგაბარებ. ერთათ დასხდებით, ლხინსა და განცხრომაში
Line of edition: 12    
იქნებით, შუაღამემდინ ერთათ იქნებით. შუაღამეს უკან ფერიდუხტს არამხანაში შევიყვანთ
Line of edition: 13    
და მოვრთამთ. თქვენა ისევ თქვენს ურდოზედ მიბძანდით და ქორწილისა ორს საათს
Line of edition: 14    
უწინ ფერიდუხტს წესისამებრ თავისისა მოახლეებით შენს ურდოსა მოვიყვანთ და
Line of edition: 15    
მოგაბარებთ. ჩვენში განწესება ასე არის, რადგან ჴემწიფის ასული არის, და შენსა
Line of edition: 16    
ჩამომავლობასაც ასე ფერობს, რომ ამა პატივით მიიღოთ.

Line of edition: 17       
საამ ფალავანი ამა წყეულის ვეზირისაგან მოტყუვდა, ეშმაკურის მანქანებითა.
Line of edition: 18    
ფალავანმა ნება დართო და მძიმე ხალათები უბოძა, და უბძანა: რომ თქუენ წადით და
Line of edition: 19    
მეცა ფერიდუხტს მსწრაფლის სიარულითა წამოვიყვან და ჴემწიფის არამხანაში
Line of edition: 20    
მოვიყვან. ვეზირი გაისტუმრა და თითონ ფერიდუხტის კარავში მობძანდა, რაც ვეზირის
Line of edition: 21    
და ფალავანის შუა სიტყვას გაევლო, ყოველივე ფერიდუხტს გამოუცხადა, და
Line of edition: 22    
ფერიდუხტმა რა ესე გაიგონა, დიდათ შეწუხდა და ფალავანს მოახსენა: ეგ რა საქნარია,
Line of edition: 23    
რომ შენ გიფიქრია, ეგების კიდევ იმ წყეულების ხელში ჩამაგდო, ღმერთს გაფიცებ, რომ
Line of edition: 24    
იმ ეშმაკების მახეში ნუ გამახვევ! რა ესე სიტყვა სთქვეს, ერთმანეთს გარდაეხვივნენ და
Line of edition: 25    
საყ ვარლად კოცნიდნენ. ფერიდუხტ დიდათ სწუხდა, ტიროდა და ევედრებოდა: ნუღარ
Line of edition: 26    
დამატყვევებ იმ წყეულებშია.

Line of edition: 27       
ამჟამად ფრანგ დივზადა არამხანაში შემოვიდა, ფალავანს თაყვანი-სცა და
Line of edition: 28    
მოახსენა: ჩინეთის ქალაქში დიდროვანი მაშხალანი და ჩირაღდნები გამართეს, ფალავანო,
Line of edition: 29    
გაფრთხილდი, შენ ფერიდუხტს ნუ შეიყვან ქალაქში. ჩვენ წავიდეთ, მეჯლიშსა მივიდეთ,
Line of edition: 30    
თუ მართლა ფერიდუხტს გვაძლევენ, იმ მეჯლიშია დაწინდებისა ლოცვანი წაიკითხონ,
Line of edition: 31    
მერმე გამოვბრუნდები, დიდის დიდებით მოვიყვან ფერიდუხტს მეჯლიშია და იქ ლოცვები
Line of edition: 32    
წაიკითხეთ, და მერმე ისევ ჩვენს ურდოში კაცს გავგზავნი და ურდოს გავმართაო,
Line of edition: 33    
ჩირაღოვანს და ცეცხლის სათამაშოს გავაწყობთ და ისე მივიყვანთ დიდებითა ჩვენს
Line of edition: 34    
ურდოშია. ფალავანო, მე გული არ მაწვევს, რომ ფერიდუხტ ჩინეთისა ქალაქს
Line of edition: 35    
მივიყვანო. ფალავანმა უპასუხა: ჩვენ ხომ უწესო საქმეს ვერ დავიჭერთ, რიგი ასრე არის,
Line of edition: 36    
რომ ქალი თავისსა მამის სახლში იყოს და ისე წამოვიყვანოთ!

Line of edition: 37       
ფერიდუხტ მოამზადეს და პირსა ნიღაბი ჩამოაფარეს, ამხედრდნენ და ვეზირის
Line of edition: 38    
სასახლეს მიიყვანეს. ფალავანი რომ გამომგზავრდა, ფრანგ დივზადამ თავიანთი ურდო
Line of edition: 39    
მოამზადეს და უცხოთ და ყოვლისა დიდებულისა კარავსა წინა მაშხალანი და
Line of edition: 40    
ჩირაღდოვანი გააწყო, საამ ფალავანი ფერიდუხტით და თავისი მოახლეებით ვეზირის
Line of edition: 41    
არამხანაში ლხინსა და განცხრომასა იყვნენ. რა შუაღამე შეიქნა, ფალავანმა ფრანგს
Line of edition: 42    
უბძანა: ფერიდუხტ ქეჯაოში ჩასვი და ჴემწიფის
Page of edition: 382   Line of edition: 1    
არამხანაში მიიყვანეთო. ფერიდუხტ ქეჯაოში ჩასვეს და არამხანის კარავში მიიყვანეს. რა
Line of edition: 2    
არამხანისა სასახლეში შევიდნენ, ხაყან ჩინისა ქალები შაქარნუშ და ფერინუშ თავის
Line of edition: 3    
დას ფერიდუხტს წინ მიეგებნენ, გარდაეხვივნენ და საყვარლათ მიესალმნენ, და საამ
Line of edition: 4    
ფალავანს თაყვანი-სცეს და სიყვარულით მოიკითხეს, და ტახტზედ მიიწვიეს, დასხდნენ და
Line of edition: 5    
მეჯლიში გამართეს. ვეზირმა ხაყან ჩინი მოიყვანა მეჯლისში. საამ ფალავანი წინ
Line of edition: 6    
მიეგება და თაყვანი-სცა. ხაყან ჩინი გადაეხვია და სამამაცოს შუბლსა აკოცა და
Line of edition: 7    
სიყვარულით მოიკითხა. ხაყან ჩინი და ვეზირი ერთს საათსა დასხდნენ მეჯლიშში,
Line of edition: 8    
ლხინსა და განცხრომაში იყვნენ. რა ერთმა საათმა განვლო, ვეზირმა მოახსენა საამ
Line of edition: 9    
ფალავანსა: ჟამი არის, რომ სხუას სასახლეში მობძანდეთ, ცოტა ხანს მოისვენოთ. საამ
Line of edition: 10    
ფალავანი ფერიდუხტს გარდაეხვია, აკოცა. ხაყან ჩინი და ფალავანი ადგნენ და სხვას
Line of edition: 11    
სასახლეში გამოვიდნენ. თავის არამხანაში წაბძანდა.

Line of edition: 12       
იმჟამად გათენებისა ხანი მოაწია, ვეზირი ზე ადგა და გარეთ გამოვიდა, მცირე
Line of edition: 13    
მიმოვლო და ისევ ფალავანთან შემოვიდა, ფალავანს მოახსენა: ფერიდუხტ მოურთამთ და
Line of edition: 14    
მოუმზადებიათ, ახლა ჟამია, რომ თქუენ წაბძანდეთ, თქვენსა ლაშქარსა მიბძანდეთ და
Line of edition: 15    
ფერიდუხტს წამოვიყვან, დიდის დიდებით თქვენს კარავსა მოვიყვან. ფალავანმა ვეზირს
Line of edition: 16    
მადლობა მოახსენა ზე ადგა, და ფრანგ დივზადა გვერთა იახლა, და თავის ურდოსა
Line of edition: 17    
მობძანდა. ის წყეული ვეზირი გამობრუნდა და ხაყან ჩინის არამხანაში მოვიდა,
Line of edition: 18    
ფერიდუხტს ხელი მოჰკიდა და თავის სასახლისაკენ წაიყვანა. ფერიდუხტ რამდენს
Line of edition: 19    
ჰკითხამდა: სად მიგყავარ, ვეზირი პასუხს არ უგებდა, და იმა წყეულმა თავის სასახლესა
Line of edition: 20    
მიიყვანა, ზარზამინში ჩაიყვანა, ერთი საზარელი ხარო იყო მოთხრილი და იმაში
Line of edition: 21    
დაატუსაღა.

Line of edition: 22       
რა დილა გათენდა, ერთსა მოახლესა ფერიდუხტის ტანისამოსი ჩააცვეს და
Line of edition: 23    
სასახლიდამ ძირს გადმოაგდეს. ის საწყალობელი მოახლე დაეცა კლდესა და ტვინი
Line of edition: 24    
განსთხია, კისერი მოსტყდა და ძვლები დაემტვრა; მაგრამ ფერიდუხტის დებმა და
Line of edition: 25    
მოახლეთა ფერიდუხტის დატუსაღება ხაყან ჩინისაგან ვერა სცნეს, ვეზირისა
Line of edition: 26    
მოსამსახურეთა ვერა სცნეს ესე საქმენი. რა ხაყან ჩინის არამხანას ესე ხმა გაისმა:
Line of edition: 27    
ფერიდუხტ ჩარდახიდამ გადმოვარდა და მოკვდა, ერთობით სასახლისა მხევალნი
Line of edition: 28    
გამოსცვივდნენ და გარეს შემოეხვივნენ, დახედეს, რომ თავი შუაზედ გაეპო კლდესა, და
Line of edition: 29    
სისხლი და ტვინი პირსახეზედ გარდმოსდიოდა და ძვლები სულ მთლიანად დალეწოდა.
Line of edition: 30    
პირის სახე აღარ იცნობოდა. რა ფერიდუხტის ტანისამოსი იცნეს, გული დააჯერეს, რომ
Line of edition: 31    
ფერიდუხტ არისო. იმ წყეულმა ვეზირმა უბძანა მოახლეთა: წამოიღევით და არამხანაში
Line of edition: 32    
მოიტანეთ. მხლებელთა თავ-პირ-ცემით აიღეს და აივნის საშუალოს მოიტანეს და დადვეს.
Line of edition: 33    
ხაყან ჩინმა საყელო გარდიხივა, თავ-პირ-ცემით მოვიდა და მაღალის ხმით ტირილი
Line of edition: 34    
დაიწყო. ფერიდუხტისა დანი სხვასა ოთახსა შაექცეოდნენ. რა ტირილისა და ვაების ხმა
Line of edition: 35    
გაიგონეს, დიდათ განკვირდნენ და გარეთ გამოსცვივდნენ და თავისთა მოახლეთ ჰკითხეს:
Line of edition: 36    
ეს რა ანბავი არის?! ყოველივე მოახსენეს. რა ფერიდუხტისა სიკვდილი ჰსცნეს,
Line of edition: 37    
ლეჩაქები მოიგლიჯეს, შორს გასტყორცნეს და მაღლისა ხმით შეჰკივლეს, ზილფებისა და
Line of edition: 38    
კავებისა გლეჯით ჰაივანს შესცვივდნენ, ცხედარსა გარდაეხვივნენ, ტირილი და თავში
Line of edition: 39    
ცემა შექნეს, ესრეთი ტირილი და გლოვა შეექნათ, რომ მეორეთ მოსვლას ემგზავსებოდა.
Line of edition: 40    
ყოვლისა მხრიდამ ამ ხმაზე მოვიდნენ და ამბავსა კითხულობდნენ, რომ რა ამბავი არისო,
Line of edition: 41    
და ესრეთ გამოუცხადებდენ, რომ ფერიდუხტ ჰაივნიდამ გადავარდა
Page of edition: 383   Line of edition: 1    
და მოკვდა. ეს ხალხნი ესრეთ მწუხარებას და ტირილს მიეცნენ, რომ მეორეთ მოსვლას
Line of edition: 2    
ემსგავსებოდა. ხაყან ჩინმა და ყოველთა დიდებულთა შავი ჩაიცვეს და გაუყრელათ
Line of edition: 3    
ჴემწიფეს ახლდნენ.

Line of edition: 4       
იქით მხარესა საამ ფალავანი, ფერიდუხტის სიყვარულით მთვრალი, თავისსა
Line of edition: 5    
ტახტსა ბძანდებოდა და გათენების ჟამსა ელოდა. რა გათენდება, ხაყან ჩინის ვეზირი
Line of edition: 6    
ჩემს საყვარელს ფერიდუხტს მოიყვანს, და ამ საქმისა იმედეული, საამ ფალავანი
Line of edition: 7    
გათენებასა ელოდა. ფრანგ დივზადამ თავისისა ლაშქარისა მცველნი დაარიგა, რომ
Line of edition: 8    
ჩინეთის ჴემწიფის ვეზირი რა ლაშქარისა სიახლოვეს მოვიდეს, ჩვენ გვაცნობეთ. ეს
Line of edition: 9    
ლაშქარი ფალავნისა ქორწილისა მოლოდინე იყვნენ.

Line of edition: 10       
რა დილა გათენდა, ვეზირმა დაიგვიანა და არსად გამოჩნდა, საამ ფალავანსა
Line of edition: 11    
იმჟამად ეძინა და დიახ ავი სიზმარი ნახა. მსწრაფლად ზე ადგა გაშფოთებული და კარავ
Line of edition: 12    
გარეთ გამოვიდა, ფრანგ დივზადას უბძანა: ჱეი, ჩემო საყვარელო ძმაო ფრანგ, ვეზირმა
Line of edition: 13    
რატომ ასე დაიგვიანა, და ან ხომ არსად მოჩანს? ფრანგმა მოახსენა: მეც გაკვირვებული
Line of edition: 14    
ვარ იმათ ესდენსა დაგვიანებასა. ფალავანმა უბძანა: წადი და იქაური ანბავი მსწრაფლად
Line of edition: 15    
მომიტანე! ფრანგმა თავი დაუკრა და ჩინეთისაკენ გაემართა, რა ქალაქისა სიახლოვეს
Line of edition: 16    
მიაწია, ერთი საზარი მწუხარებისა და ტირილისა და ვაებისა ხმა მოესმა. ფრანგ დიდათ
Line of edition: 17    
განკვირდა და მსწრაფლისა სიარულითა ქალაქისა კართა მივიდა; იქა ერთი ქვეითი კაცი
Line of edition: 18    
შემოეყარა, ფრანგმა ჰკითხა: ძმაო, ეს რა ტირილისა და მწუხარების ხმა არის, ან რა
Line of edition: 19    
მომხდარა? იმ კაცმა უპასუხა: ძმაო, ხაყან ჩინის ქალი ფერიდუხტი სასახლიდამ ძირს
Line of edition: 20    
გადმოვარდა და მოკვდა, ეს ტირილის და მწუხარების ხმა იმაზედ არის. ფრანგმა რა ესე
Line of edition: 21    
შესაწუხებელი ანბავი ჰსცნა, ღვიძლთაგან საზარელი ამოიოხრა, გამობრუნდა თავ-პირ-
Line of edition: 22    
ცემით საამის წინაშე მივიდა და ყოველივე ანბავი თითოეულად მოახსენა. ფალავანო, მე
Line of edition: 23    
ესრეთ მგონია, რომ ეშმაკობა და მოჩვენება იყოს, ხაყან ჩინის ვეზირმა ეშმაკობა
Line of edition: 24    
მოგვაჩვენა.

Line of edition: 25       
საამ ფალავანმა რა ესე ჰსცნა, ამხედრდა თავის დიდებულებითა, სარდლებითა და
Line of edition: 26    
ფალავნებითა ჩინეთისა ქალაქს მიბძანდა. რა ჴემწიფისა სასახლესთან მივიდნენ,
Line of edition: 27    
გარდახდნენ და სასახლეში შევიდნენ, იხილეს, რომ ჴემწიფისა კარი დიდათ არეული იყო
Line of edition: 28    
და მოშლილი. რა ხაყან ჩინთან შევიდნენ, იხილეს, რომ ჴემწიფე და დიდებულნი
Line of edition: 29    
სამგლოვიარისა სამოსლითა შემოსილნი იყვნენ, საყელო გარდაეხიათ და თავ-პირ-ცემით
Line of edition: 30    
მაღლის ხმით მოსთქმიდენ და ტიროდნენ. ხაყან ჩინმა რა საამ ფალავანი იხილა, ზე
Line of edition: 31    
ადგა, გადაეხვია და შუბლსა აკოცა, ეშმაკობითა და ოსტატობით მაღლის ხმით ტირილი
Line of edition: 32    
დაიწყო და საამ ფალავანსა უთხრა: ჱეი, ჩემო საყვარელო შვილო, საამ, ეს როგორა
Line of edition: 33    
ქენ, რომ ფერიდუხტ აქ დააგდე და თან ლაშქარში არ წაიყვანე, რომ ამისთანა
Line of edition: 34    
განსაცდელი მამევლინა. ვეზირმა საამ ფალავანს მოახსენა, რა თქვენ ლაშქარსა
Line of edition: 35    
წაბძანდით, ფერიდუხტ მეტის თქვენის მომატებულის სიყვარულითა ვეღარ მოითმინა, და
Line of edition: 36    
ჰაივნის ფანჯრიდამ გაიყურებოდა, იქიდან უეცრად გადმოვარდა და ამისთანა
Line of edition: 37    
მოულოდნელს განსაცდელს მივეცითო. ამა ანბის გამგონე საამ ფალავანმა საყელო
Line of edition: 38    
გარდიხია, ტახტიდამ ძირს გარდმოვარდა, თავსა მიწა გარდიყარა. თეიმურთაშმა,
Line of edition: 39    
ყალვადმა და ყულუშმა, ჯანსუზმა, შაფური შირდილმა და სხვათა სარდალთა და
Line of edition: 40    
ფალავანთა საყელო გარდიხიეს და მაღლის ხმით ტირილი და გლოვა დაიწყეს, და თავს
Line of edition: 41    
მიწა გადიყარეს. შემდგომად საამ ფალავანი ცხედართან წაიყვანეს.

Page of edition: 384   Line of edition: 1       
რა ახლო მივიდა და ფერიდუხტის ტანისამოსი იხილა, უწყალოდ თავსა და
Line of edition: 2    
პირსა იცემდა და მოსთქმიდა, გამობრუნდა და ცხედრისა პირის სახეზედ დახედა, რადგან
Line of edition: 3    
სისხლისაგან შესვრილი იყო სახე, ვეღარ გაარჩივა, ერთისა საზარელისა ხმით ამოიოხრა,
Line of edition: 4    
მიწასა დაეცა და უცნობო შეიქმნა. რა ცნობასა მოვიდა, ესრეთ მოსთქმიდა და ტიროდა.
Line of edition: 5    
რომ იმისი ხმა ზეცად აღიწეოდა. ხაყან ჩინი მობძანდა ფალავანთან, მწუხარებისა და
Line of edition: 6    
გლოვისა სახე აჩვენა.

Line of edition: 7       
მცხედარი კუბოსა ჩაასვენეს, საამ ფალავანი კუბოსა შეუჯდა და თავისსა
Line of edition: 8    
სასაფლაოსა მიიტანეს და მიწასა მიაბარეს. საამ ფალავანი მოუთმენლის მწუხარებით
Line of edition: 9    
ტიროდა და მოსთქვამდა. სარდალნი ფალავანნი მრავალს ევედრებოდნენ და ნუგეშიანს
Line of edition: 10    
სიტყვებს მოახსენებდნენ: ფალავანო, სოფლის განსაცდელს რა გაეწყობა! თურმე ასე იყო
Line of edition: 11    
მოსასვლელი, მეტისა მწუხარებით და ტირილით რაღას გააწყობდა საამ ფალავანი იმა
Line of edition: 12    
სასაფლაოდამ გარეთ გამოიყვანეს.

Line of edition: 13       
ხაყან ჩინი თავის დიდებულებით თავის სასახლეს მობძანდა და საამ ფალავანი
Line of edition: 14    
თავის სარდლებითა და ფალავნებითა ტირილითა და თავში ცემით თავის ლაშქრისაკენ
Line of edition: 15    
წავიდა, სარდალთა და დიდებულთა შავები ჩაიცვეს და ფალავანთან მივიდნენ და თავ-
Line of edition: 16    
თავის განწესებულს ალაგს დასხდნენ. ყულუხჩთა სუფრა მოიღეს, შარბათი და შაქალამა
Line of edition: 17    
მოართვეს. ფალავანმა არაფერი არა მიიღო რა. სხვათა სარდალთა და ფალავანთა მცირე
Line of edition: 18    
რამ სანოვაგე მიიღეს და მსწრაფლ სუფრა აიღეს, ფრანგ და სხვანი ფალავანნი
Line of edition: 19    
მოახსენებდნენ ნუგეშინიანს სიტყვასა: ისინი დიდათ ეშმაკურისა და ჯადოს მანქანებით
Line of edition: 20    
სავსე არიან. იქნება, რომ მოახლე მორთეს ვინმეო და ის გადმოაგდეს და მოჰკლეს,
Line of edition: 21    
ფერიდუხტის მაგიერათ ის მოგვაჩვენეს და ფერიდუხტ საპყრობილეში ჰყვანდეს.
Line of edition: 22    
იმათგან დიდათ შესაძლებელია ამგვარი ეშმაკური მანქანები: ჱეი, შარიარო, მოთმინება
Line of edition: 23    
გმართებსო, ვნახოთო ამ საქმისა დასასრული როგორ იქნების!

Line of edition: 24       
ამგვარსა ნუგეშიანს სიტყვებს მოახსენებდნენ, მაგრამ ფალავანი საამ პასუხს არ
Line of edition: 25    
უგებდა, ფერიდუხტისა გონებასა იყო, საწყლად მოსთქმიდა და ტიროდა. რა შუაღამე
Line of edition: 26    
შეიქმნა, სარდალნი და ფალავანი თავ-თავისა კარავში წავიდნენ და მოსვენებაში მიეცნენ.
Line of edition: 27    
საამ ფალავანი გულსა შინა განიზრახვიდა: ნახე, სოფლის სიმუხთლესა, რომ ჩემს
Line of edition: 28    
საყვარელს, მთვარის მგზავს ფერიდუხტს გაუხარელად მოვშორდი. რა ყულუხჩთა
Line of edition: 29    
მოსწყინდათ ფეხზე დგომა, თავ-თავის ბინაზედ წავიდნენ და დაიძინეს. საამ ფალავანი ზე
Line of edition: 30    
ადგა, ყურაბი თიქაურზედ ამხედრდა, და თავისი ლაშქარი ფარულად განვლო, და ერთს
Line of edition: 31    
ბეიბანს _ მინდორს გაემართა. გათენებამდის ჩქარისა სიარულით ვლო, და რა დილა
Line of edition: 32    
გათენდა, ერთის მაღლის მთის ძირს მოვიდა, ერთი საუცხოო წყარო გამოსდენდა ამა
Line of edition: 33    
მთასა და მწვანოვანი უცხო ალაგი იყო. და ამა მთისა გზა დიდათ ვიწრო და კლდოვანი
Line of edition: 34    
გზა იყო. საამ ფალავანი იმა წყაროსთან გარდახდა, ყურაბი თიქა ური იქ გაუშვა და
Line of edition: 35    
თითონა იმა მთის წვერს ავიდა. რა ყურაბი თიქაურმა ფალავანი მთაზედ ასული იხილა,
Line of edition: 36    
თითონაც ეწადა ფალავანთან ასვლა, მაგრამ გზისა სივიწროვისაგან ვეღარ ავიდა, უიმედო
Line of edition: 37    
გამობრუნდა და იმა წყაროსა პირსა დაიბანაკა და ფალავანისა ჩამოსვლას ელოდა.

Line of edition: 38       
აქეთ მხარესა ფალავნისა სარდალთა და ფალავანთა რა გამოიღვიძეს, საამისა
Line of edition: 39    
კარავს მოვიდნენ და ფალავანი ვერ იხილეს, დიდსა მწუხარებასა მიეცნენ, და ოთხსავე
Line of edition: 40    
მხარეს მოსძებნეს და ვერა სცნეს რა ფალავნისა. თეიმურთაშმა ფრანგსა შემოხედა და
Line of edition: 41    
უბძანა: წადიო, და ფალავნისა ეგების, შენც არის,
Page of edition: 385   Line of edition: 1    
ჰსცნა რამე. ფრანგმა თავყვანი-სცა და მსწრაფლ წამოვიდა, და ოთხსავ მხარესა ბევრი
Line of edition: 2    
იარა და ფალავნისა ვერა გაიგო რა. გამობრუნდა მწუხარე და ლაშქარში მოვიდა. ესე
Line of edition: 3    
ლაშქარნი დიდათ შესწუხდნენ და თავ-თავის ქვეყანას წასვლას აპირობდნენ. თემურთაშმა
Line of edition: 4    
სარდალთა და ფალავანთა უთხრა: ჱეი, გულოვანნო ფალავანნო, სჯობს, რომ ფალავანს
Line of edition: 5    
მოუცადოთ, მე წუხელის სიზმარში ვნახე ფალავანი და ასე მიბძანა: თქვენ ჩვენთვის ნუ
Line of edition: 6    
სწუხართო. მე დიახ მალე მოვალ თქვენთანა. ვადა დამიდო, უთუოთ ფალავანი იმა ვადაზე
Line of edition: 7    
მოვა და, ვნახოთ, ღმერთი რას ინებებს ჩვენთვისა. ფალავანნო, თქვენ ლაშქრობისაგან
Line of edition: 8    
მოღალულნი ხართ, თუ გინდათ, თქუენ-თქუენს სამყოფს წადით, მე და ყალვად და
Line of edition: 9    
ყულუშ და ფრანგ დივზადა საამ ფალავანსა აქვე მოუცდით. სარდალთა და
Line of edition: 10    
ფალავანთა უპასუხეს: ჱეი, ჩვენო საყვარელო ძმაო, ჩვენ, ჩვენი თავი საამ ფალავნისა
Line of edition: 11    
ჭირის სანაცვლოდ გვინდაო, თუ თქვენ აქ მოიცდით, ჩვენ ვიღასთან უნდა წავიდეთ?

Line of edition: 12       
ამჟამად სამმა თვემ განვლო. საამ ფალავნისა წასვლამ ყველა შეაწუხა.
Line of edition: 13    
ფალავანთა მწუხარებისა ფარდა ჩამოუშვეს და დიდათ მწუხარე იყვნენ ფალავნისა
Line of edition: 14    
დაშორებისათვის. ყოველსა მხარეს კაცნი გაგზავნეს ფალავნისაგან ანბის საცნობლათ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 2.6.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.