TITUS
Shahname 3: Prose parts: Saamiani
Part No. 28
Previous part

Chapter: 28  
Page of edition: 405  
Line of edition: 1  აქა ომი ზალილი ზარჯინხანისა და გურაზდანდანისა ერანელთა ზედა და
Line of edition: 2 
საამისაგან დამარცხება


Line of edition: 3       რა დილა გათენდა, ორისავ მხარისა ლაშქარნი ამხედრდნენ, ერთმანერთს
Line of edition: 4    
დაუპირისპირდნენ. იმათსა დასავლეთისა ხალხსა ადიან ეწოდა, რომელიც ითარგმანების
Line of edition: 5    
კერპთ მსახურათ. ?ადიანისა ლაშქრიდამ ზალილი ზარჯინხან მეიდანსა გამოვიდა, და
Line of edition: 6    
საამ ფალავანსა ლაშქარსა დაუპირდაპირდა, და ფალავანი გამოითხოვა შემოსძახა:
Line of edition: 7    
ჩემმა ღმერთმა შადადმა ყოვლისა თვისისა დაბადებულისა უპირველესობა მე მომცა და
Line of edition: 8    
გამომისტუმრა თქვენთანა. თუ დამიჯერებთ და შადადსა ღმერთად აღიარებთ, თქვენსა
Line of edition: 9    
დანაშაულს მე ვიპატივებ და ცოცხლებით გამყოფებთო და, თუ არა დამიჯერებთ, არც
Line of edition: 10    
ერთს ცოცხალს არ გაგიშვებთო, ბძანებული ესე მაქუსო ჩემის ღმრთის შადიდისაგან. რა
Line of edition: 11    
საამ ფალავანმა ზალილ ზანჯირხანისაგან ესე სიტყვანი გაიგონა. განრისხებული
Line of edition: 12    
მეიდანსა გამოვიდა და შემოსძახა: ჱეი, შენ ბილწო და კაცისა არა მგზავსო, ის ურჯულო
Line of edition: 13    
და წყეული შადად ღმერთი რათ იქნება, და ან ხალხს როგორ დაბადებდა. წყეული იყავ
Line of edition: 14    
შენც და იმისი ღმრთად აღმსარებელიც. ისიცა შენისთანა უმსგავსო და ბილწი არის. თუ
Line of edition: 15    
ღმრთის ცნობა გინდა, რომელსაც ღმერთს მე ვესავ, შენც იმას თაყვანი-ეც! ჩვენი
Line of edition: 16    
დამბადებელი საბაოთ ღმერთი არისო. თუ არ დამიჯერებთ, ასეთს საქმეს გიზამ, რომ ეს
Line of edition: 17    
სოფელიც დაკარგო და იმ სოფელსაც წარსწყდებიო და ჯოჯოხეთის კერძი შეიქნებიო.

Line of edition: 18       
იმ წყეულმა უპასუხა: ჱეი, საამ მე ჩემმა ღმერთმა ასე მითხრა, რომ საამ
Page of edition: 406   Line of edition: 1    
ფალავანი სიმთვრალეში დავბადეო და ის ძალგული მე მივეცი, შენ იმისი გეშინოდეს,
Line of edition: 2    
თორემ შავ ქუათ გადაგაქცევსო. საამმა უპასუხა: წყეული იყოს შენი ღმერთი შადად, მე
Line of edition: 3    
იმას შვილი მოუკალ. თუ კი ღმერთი იყოს, მე ვითარ შევიძლებდი ამა საქმესა.
Line of edition: 4    
ზალილხან საამის თქმულსა სიტყვებზედ განრისხდა, თავისსა შუბსა ხელი მიჰყო და
Line of edition: 5    
საამ ფალავანს შემოუტივა. და საამმაც შუბითა შეუტივა და ერთმანეთს რამდენჯერმე
Line of edition: 6    
შუბი გააცდინეს. ზალილხანმა მეორეთ შუბი დაიტრიალა და საამს მომართა, საამმა
Line of edition: 7    
თავისი შუბი ქვევიდამ ამოჰკრა და ზალილხანის შუბი თავსა გარდაიცდინა. ზალილხან
Line of edition: 8    
განრისხდა, და ხმლით შეუტია და საამსა მოუქნივა. საამმა ხელი მიაგება, მაჯას
Line of edition: 9    
შესტაცა და მოქნეული ჴმალი ხელიდამ წაართო და თავისისა ლაშქრისაკენ გასტყორცნა.
Line of edition: 10    
ზალილხანმა ხმლისა წართმევა ითაკილა, თავისსა გურზსა ხელი მიჰყო და საამსა
Line of edition: 11    
მომართა. საამმა რა ესე იხილა, დიდათ განრისხდა გარსაშიბისეულსა
Line of edition: 12    
ასოთხმოცლიტრიანს ჴმალსა ხელი მიჰყო და ესრეთ მედგრათ შემოჰკრა, რომ იგი
Line of edition: 13    
წყეული ზალილხან ორათ გაკვეთა და ცხენიდამ ძირს გადმოაგდო და მოკვდა.

Line of edition: 14       
რა ამა ლაშქართა ზალილხანისა სიკვდილი იხილეს, ერთობით შემოუტივეს,
Line of edition: 15    
საამ ფალავანს გარს შემოერტყნენ და შუაში მოიმწყვდიეს. ფალავანი განრისხებული,
Line of edition: 16    
რომელსაც მხარეს შეუტევდა, ესდენსა დახოცდა, რომ დიდროვანსა გორასა ემგზავსებოდა
Line of edition: 17    
კაცისა ნახოცი. რა ესე ფალავანმა იხილა, თავისთა ფალავანთა და ლაშქართა ანიშნა, და
Line of edition: 18    
ერთობით შადადისა ლაშქართა შემოუტივეს და ესეთი საზარელი ომი შეექმნათ, რომ
Line of edition: 19    
მეორეთ მოსვლას ემგზავსებოდა და მზის ჩასვლამდინ ორისავე მხრისა ლაშქარნი
Line of edition: 20    
უწყალოსა სისხლისა ღურასა იყვნენ. და დაღამდა, გასაყარსა ნაღარასა ჰკრეს, ორისავე
Line of edition: 21    
მხრითა ლაშქარნი გამობრუნდნენ და თავ-თავის კარავსა მოვიდნენ. მცირეს ხანს უკან
Line of edition: 22    
დასავლეთის მხრიდამ ერთი საშინელი მტვერი აღსდგა. რა ქარმა შემობერა, მტვერი
Line of edition: 23    
გარდაიყარა, სამოცი დროშა გამოჩნდა, რომელიც სამოცი ათას კაცს ნიშნავდა. მოვიდნენ
Line of edition: 24    
და ზალილ ზანჯირხანის მხარეს გარდახდნენ, კარავნი დასცეს და დადგნენ. ლხინსა და
Line of edition: 25    
განცხრომას მიეცნენ და ოთხსავ მხარესა ყარაულები გაისტუმრეს, და თითონ განსვენებას
Line of edition: 26    
მიეცნენ და ზალილხანის სიკვდილისა ანბავი შადადსა აცნობეს. შადად ამ საქმეზედ
Line of edition: 27    
დიდად შეწუხდა და შეშინდა. გამობრუნდა და თავისსა ვეზირს უბძანა: ერთი წიგნი
Line of edition: 28    
მისწერე ოჯიბნი უნუყს და დაიბარე, მე ის ამიტომ დავბადე და ზღუათ ჴემწიფობა
Line of edition: 29    
მივეცი, რომ საამ ფალავანი შეიპყრას და ჩემ წინ მოიყვანოს. თუ ამას შეიძლებს, ხომ
Line of edition: 30    
სასუფეველში ალაგს მივცემო, თუ არადა, ჯოჯოხეთის ნაწილი შეიქნება.

Line of edition: 31       
წიგნი შეასრულეს და ოჯიბნი უნუყს გაუგზავნეს. და ოთხსავ მხარეს ფალავნებს
Line of edition: 32    
წიგნები მისწერეს და შემწეობა სთხოვა. ამჟამად შადადს მოახსენეს: ზირბადის
Line of edition: 33    
მხრიდამ ერთი ფალავანი თორმეტი ათასის კაცითა თქვენსა შემწედ მოდის, რომელსაც
Line of edition: 34    
სახელად ეწოდების განჯურ შურთულაბ. შადადმა უპასუხა: ექვსი დღე არის, რომ მე
Line of edition: 35    
ეგ განმიზრახამს, ჩემსა შესაწევნელად უნდა მოსულიყო, და მსწრაფლად ჩვენი
Line of edition: 36    
წინააღმდეგი ერანის ლაშქარნი დაგვამონაოს.

Line of edition: 37       
მეორესა დღესა ის ფალავანი თავისის ლაშქრითა შადადთან მოვიდა. შადად
Line of edition: 38    
თავისის ფალავნებითა და ლაშქრითა ქალაქსა გამოვიდა და საამ ფალავნის პირდაპირ
Line of edition: 39    
გარდახდა. შადადის ლაშქარნი წინ მოეგებნენ, თაყვანი-სცეს და კარავსა გარდაახდინეს.
Line of edition: 40    
იმჟამად საამ ფალავანი თავისისა ლაშქრითა ამხედრდა და მეიდანს გამოვიდა და
Line of edition: 41    
შადადისა ლაშქართა თამაშას უყურებდა. რა შადადისა ლაშქარნი თავ-თავის კარავს
Line of edition: 42    
გარდახდნენ, ლხინსა და განცხრომას
Page of edition: 407   Line of edition: 1    
მიეცნენ. საამ ფალავანი გაბრუნდა და თავისსა კარავსა გარდახდა. საამ ფალავანმა
Line of edition: 2    
თავისი დიდებულნი მოიხმო და უბძანა: ჩემგან ამაზედ მეტი დაგვიანება არ იქნება, ხვალ
Line of edition: 3    
ამათი საქმე გარდავწყვიტოთ, სრულებით აღვხოცოთ და დასავლეთისა ქალაქი და ქვეყანა
Line of edition: 4    
დავიპყრათ, რომ ფერიდუხტის მწუხარება და ცეცხლი ჩემსა გულსა შიგან ეგზების. ამა
Line of edition: 5    
სიტყვისა თქმაზედ შივანფერი ჰაერით ძირს ჩამოხდა, კარავსა შევიდა, საამ ფალავანსა
Line of edition: 6    
თაყვანი-სცა და ფერიდუხტის წიგნი მიართო. ფალავანმა რა ესე იხილა, დიდსა
Line of edition: 7    
მხიარულებასა მიეცა, ფერიდუხტის ბეჭედსა დახედა, აკოცა და თვალებსა მოისო, წიგნი
Line of edition: 8    
გახს ნა და წაიკითხა, ამოიოხრა საზარლად, თვალთაგან ცრემლი განუტევა. ფალავანმა
Line of edition: 9    
შივანფერისა ფერიდუხტის ანბავი ჰკითხა. შივანფერიმ მოახსენა: ფალავანო, ის
Line of edition: 10    
წყეული დევი ფერიდუხტს გაარშიყებია და თავისსა სასახლესა ჰყავს. ფერიდუხტმა
Line of edition: 11    
ვედრებით მოგახსენათ: თქუენი ფანან დაღისაკენ წამოსვლა არასოდეს არ იქნების,
Line of edition: 12    
არამც. ამ წყეულმა დევმა აგიტეხოს რამე. ფალავანმა უპასუხა: მე აღთქმა მაქვს, მანამდინ
Line of edition: 13    
ფერიდუხტს პყრობილობიდამ არ გამოვიხსნი, მე ჩემს თავს მოსვენებას არ მივსცემ.

Line of edition: 14       
ერთი სხვა ქვევითი კაცი მოვიდა, ფალავანსა თაყვანი-სცა და წიგნი მოართო. რა
Line of edition: 15    
ბეჭედსა დახედა ჰსცნო, რომ მანუჩარ ჴემწიფის წიგნი იყო. ერთი სინი ოქროსა
Line of edition: 16    
მოატანინა და იმ კაცს თავს გარდააყარა. რა წიგნი გახსნა, ესრეთ ეწე რა წიგნსა შინა:
Line of edition: 17    
ჱეი, ჩემო საყვარელო ძმაო, სახელგანთქმულო ფალავანო საამ, ჩემი შვილი ნოვზარ
Line of edition: 18    
შარიარი, სამოცის ათასისა მხედარითა, თქვენთა შესაწევნელად გამოვისტუმრე.
Line of edition: 19    
როგორათაც თქვენის მამაცობისაგან ვიცოდე, იმგვა რად შეებითო დასავლეთის ჴემწიფეს
Line of edition: 20    
შადადს, და ასი ათასისა აქლემის საპალნე სანოვაგეც გამოვისტუმრე და ისიც
Line of edition: 21    
მოგერთმევათ, საამ ფალავანი დიდსა მხიარულებასა მიეცა და თავისნი სარდალნი და
Line of edition: 22    
ფალავანნი თორმეტის ათასის კაცით ნოვზარ შაჰს მიეგება.

Line of edition: 23       
რა სიახლოვესა მოაწიეს, საამ ფალავანი ამხედრდა და ნოვზარ შაჰს მიეგება,
Line of edition: 24    
მიესალმა, მოიყვანა და თავის კარავსა გარდაახდინა. იმ დღეს საამ ფალავანმა
Line of edition: 25    
უმასპინძლა და საჴემწიფო მეჯლიში გარდაიხადეს. რა შუაღამე შეიქნა, საამ ფალავანმა
Line of edition: 26    
უბძანა, საომარსა ნაღარასა დაჰკარითო. რა იქით მხრისა ლაშ ქართა გაიგონეს, იმათაც
Line of edition: 27    
საომარი ნაღარა დაუკრეს და ორსავ მხრის ლაშქარნი ხუალისა ომსა ემზადებოდნენ.

Line of edition: 28       
რა დილა გათენდა, შადადის საჴემწიფო ტახტი _ ოთახი სპილოსა ზე დან
Line of edition: 29    
გაამაგრეს. შადად ტახტსა დაბძანდა, თავისსა დროშასთან დადგა. აქეთ მხარეს საამ
Line of edition: 30    
ფალავანი გარსაშიბისეულის ვეშპის ტყავისა დროშასთან დადგა. შადადისა ლაშქარი
Line of edition: 31    
რიცხვით ორასი ათასი მეომარი იყო და ას სამოცი ათასი ერანელთა იყო. ორისავე
Line of edition: 32    
მხრისა ლაშქარნი გარიგებით თავ-თავის ალაგს დადგნენ და უყურებდნენ დღეს მოიდანზედ
Line of edition: 33    
რომელი ფალავანი გამოვა. შადადისა მხრიდამ გურაზ-დანდან მოვიდა, შადადსა
Line of edition: 34    
თაყვანი-სცა, ომისა დასტურსა ეაჯა. შადადმა თავისთან მიიყვანა, რაღაც რამ შეულოცა,
Line of edition: 35    
შეჰბერა და შენერწყვა და უთხრა, რომ ნუღარასაგან იშიშვი, ჱეი, ჩემო ეშმაკო, და ვერც
Line of edition: 36    
არავინ გავნებს რასმე.

Line of edition: 37       
შადადსა თაყვანი-სცა და ასის წყრთის მქონე გურაზ-დანდან მოედანსა გამოვიდა
Line of edition: 38    
და ფალავანი გამოითხოვა. აქეთს მხარეს ფრანგ დივზადა მოვიდა. საამ ფალავანს და
Line of edition: 39    
ნოვზარ შაჰს თაყვანი-სცა და გურაზ-დანდანის ომსა ეაჯა. ნება მისცეს, ფრანგმა
Line of edition: 40    
თავისი შვიდასლიტრიანი რკინის კეტი მხარსა გაიდო და
Page of edition: 408   Line of edition: 1    
მოედანსა გამოვიდა, და შადადსა მრავალი აგინა, გურაზ დანდანმა შემოაგინა და უთხრა:
Line of edition: 2    
ჱეი. შენ ღმრთის უარისმყოფელო, შენ როგორ გაბედე მეიდანზე გამოსვლა, მე ასეთი
Line of edition: 3    
ფალავანი მინდა. რომ ჩემი ომი შეეძლოს. ფრანგმა უპასუხა: ჱეი, შე წყეულო, შენ
Line of edition: 4    
რატომ მწუნობ, რაგვარათაც გინდა იმგვარად შევიბნეთ! გურაზ-დანდანმა განრისხებულმა
Line of edition: 5    
თავისი ექვსასლიტრიანი გურზი მოუქნივა, ფრანგმა თავისი რკინის კეტი მიაგება, და
Line of edition: 6    
მოქნეული გურზი აიცდინა. რა რიგი ფრანგსა ერგო, თავისი შვიდასლიტრიანი რკინის
Line of edition: 7    
კეტი მოუქნივა, გურაზ-დანდანმა თავისი ფარი მიაგება. კეტი ესრეთ მედგრათ მოხვდა,
Line of edition: 8    
ესრეთ ეგონა, რომ დიდი იალბუზის მთა თავსა დამეცაო, ესრეთ ძალა დაადგა, წელში
Line of edition: 9    
მშილდურებ ორათ მოიხარა. ფრანგმა შესძახა: ჱეი, გურაზ-დანდან, ახლა რიგი შენია,
Line of edition: 10    
გურაზ-დანდანმა ჴმალსა ხელი მიჰყო და ცხენი ფრანგზედ მიაგდო. ფრანგ გაექცა და
Line of edition: 11    
გურაზ-დანდან გამოეკიდა. ფრანგმა მოხედა და უბიდამ ერთი გათლილი ქვა ამოიღო.
Line of edition: 12    
შემოსტყორცნა და გურაზ-დანდანისა საჯდომსა ცხენსა თავსა ესრეთ ეკვეთა, რომ ძვალი
Line of edition: 13    
და ტვინი ერთმანეთში აურივა, ცხენი და კაცი ორნივ მიწასა დაეცნენ. გურაზ-დანდან
Line of edition: 14    
მსწრაფლ ზე ადგა და ფრანგსა ქვევითი გამოეკიდა, ფრანგმა მოხედა, უბიდამ მეორე
Line of edition: 15    
ქუა ამოიღო, გურაზ-დანდანს შესტყორცნა; ქუა თავსა ეკვეთა, გურაზ-დანდან მიწასა
Line of edition: 16    
დაეცა, ფრანგ მსწრაფლად მივარდა, მკერდსა შეახლტა, თავი ტანთაგან განაშორა.

Line of edition: 17       
რა შადადმა ესე იხილა, საზარლად ამოიოხრა და გურაზ-დანდანის დასტასა
Line of edition: 18    
ერთი სხვა ფალავანი მიუჩინა და უბძანა, რომ შეუტივეთ და ფრანგ ცოცხალი
Line of edition: 19    
დაიჭირეთ! სამოცი ათასმა კაცმა შემოუტივეს. ფრანგმა რა ესე იხილა, გურაზ-დანდანის
Line of edition: 20    
თავი კალთაში გამოიხვია და სარტყელსა გაიმაგრა და თავისსა შვიდასლიტრიანს რკინის
Line of edition: 21    
კეტს ხელი მიჰყო, ამა ლაშქარს შეუტივა: რომელსაც დაჰკრემდა, მიწასთან გაასწორებდა.
Line of edition: 22    
საამ ფალავანმა თემურთაშს ანიშნა ფრანგის მიშველება. თემურთაშმა ოცდაათი
Line of edition: 23    
ათასის მძიმისა გურზისა მქონისა მეომრითა შადადისა ლაშქართა შეუტივა. იქით მხარესა
Line of edition: 24    
შადადმა თავისსა სარდალს ანიშნა და ოცი ათასი კაცი მოაშველა. შემოუტივეს. და
Line of edition: 25    
ერანისა ლაშქარი გამოატრიალეს და ხოცით მოსდევდნენ. რა საამმა ესე იხილა,
Line of edition: 26    
შაფური შირდილსა ანიშნა და თხუთმეტის ათასის მეომრით თემურთაშს მიაშველა. რა
Line of edition: 27    
შაფური შირდილმა მიაწივა, ვითა შევარდენმა ტრედისა გუნდი დაფანტოს, ეგრეთ
Line of edition: 28    
შადადისა ლაშქარნი დაფანტა.

Line of edition: 29       
რა შადადმა თავისისა ლაშქრისა გაქცევა იხილა, თავისსა სარდალსა უბძანა, ათი
Line of edition: 30    
ათასის კაცით მოაშველა; რა შადადისა ლაშქართა თავისი შემწეობა იხილეს, სიმხნესა
Line of edition: 31    
ძალა მისცეს და ერანისა ლაშქარნი გამოაბრუნეს, აქეთ მხარეს საამ ფალავანმა რა
Line of edition: 32    
ერანისა ლაშქრისა გამობრუნება იხილა, ყალვად და ყულუშ ათი ათასის მეომრით
Line of edition: 33    
მიაშველა. შადადისა ლაშქარნი გაატრიალეს და დაფანტეს, და უწყალოდ ხოცვით
Line of edition: 34    
მისდევდნენ. რა წყეულმა შადადმა ესე იხილა, თავისა სარდალსა განჯურ
Line of edition: 35    
შურთურლაბს ოცდაათი ათასისა ლაშქრითა თავისი ლაშქრისა მიშველება უბძანა.
Line of edition: 36    
შადადსა თაყვანი-სცა, გამობრუნდა და ერანისა ლაშქართა შემოუტივა. რა ერანისა
Line of edition: 37    
ლაშქართა ესე იხილეს, შეშინდნენ და გამოიქცნენ.

Line of edition: 38       
ამისი მხილველი საამ ფალავანი დიდათ განრისხდა, თავისი ვეშაპის ტყავი _
Line of edition: 39    
დროშა სეილი ჯანსუზსა მიაბარა და თვითონ ოცი. ათასისა მეომარითა შადადისა
Line of edition: 40    
ლაშქართა შემოუტივა, ნარიმანისეულს ბასრსა ჴმალსა ხელი მიჰყო და ლაშქარსა
Line of edition: 41    
გაერია, რომელსაც თავსა დაჰკრემდა, სარტყლამდინ შუა
Page of edition: 409   Line of edition: 1    
გააპობდა, რომელსაც წელსა შემოჰკრემდა, შუა გასწყვეტდა და ესრეთ უწყალოდ ხოცდა
Line of edition: 2    
შადადისა ლაშქართა და, რომელსაც მიმართემდის, გაექცეოდიან და პირისპირს ვერავინ
Line of edition: 3    
გაბედამდის. შადადმა რა ესე იხილა, უბძანა და გასაყარსა ნაღარასა დაჰკრეს. აქეთ
Line of edition: 4    
მხარეს ნოვზარ შარიარმა უბძანა და გასაყარსა ნაღარას დაჰკრეს და ორისავე მხრისა
Line of edition: 5    
ლაშქართა გულოვანთა სადავე გამოიბრუნეს, და თავისსა სადგომსა დაემგზავრნენ.
Line of edition: 6    
ნოვზარ შარიარ თავისსა კარავსა მიბძანდა, საამ ფალავანი სანგარის პირთან დადგა, და
Line of edition: 7    
სხვანი სარდალნი და ფალავანნი ყოველსავე მხრიდამ საამ ფალავანთან შემოკრბნენ და
Line of edition: 8    
გამარჯვება მიულოცეს. საამ ფალავანი წინ წამოუძღვა და ნოვზარ შარიართან
Line of edition: 9    
მოვიდნენ, ცხენთაგან გარდახდნენ და შევიდნენ; თაყვანი-სცეს, ხელსა აკოცეს და
Line of edition: 10    
გამარჯვება მოულოცეს; ნოვზარ შარიარ საამ ფალავნისა და სხვათა ფალავანთა
Line of edition: 11    
გულოვნებისა მაქებელმა სიყვარულით მოიკითხა და მადლობა უბძანა, საამ ფალავანსა
Line of edition: 12    
უთავაზა, გარდაეხვია და შუბლსა აკოცა. ნოვზარ-შაჰ თავისსა ტახტსა დაბძანდა. საამ
Line of edition: 13    
ფალავანი და სხვანი სარდალნი და ფალავანნი თავ-თავის განწესებულ ალაგს დასხდნენ.
Line of edition: 14    
იმ ღამესა ყარაულად სეილი ჯანსუზ დააყენეს, რამდენიმე ათასის კაცით გაისტუმრეს,
Line of edition: 15    
თითონ ლხინსა და განცხრომას მიეცნენ. მეორესა დღესა არც ერთისა მხრის ლაშქრისა
Line of edition: 16    
მხრიდამ ომი აღარ ინებეს. და კაცნი გაისტუმრეს და წინა დღისა ომში დახოცილნი
Line of edition: 17    
კაცნი მოაგროვეს და მიწას მიაბარეს. ერანისა ლაშქარსა სამოცდაათი კაცი დაჰკლებოდა
Line of edition: 18    
და შადადის ლაშქრიდამ ოთხი ათასი კაცი დაჰკლებოდა.

Line of edition: 19       
რა მზემან მოვლო, შადადისა ლაშქრისა შინა სამხიარულოსა ნაღარის დაკურა
Line of edition: 20    
გაახშირეს. სეილი ჯანსუზმა რა სამხიარულოს ნაღარის ხმა გაიგონა, ერთსა აიარსა
Line of edition: 21    
უბძანა, მსწრაფლად წადი და ესე ამბავი თვითეულად ჰსცან. წავიდა და შადადისა
Line of edition: 22    
ლაშქარსა ფარულად დაზვერა და იქაური ანბავი ყველა ჰსცნო. მსწრაფლად გამობრუნდა
Line of edition: 23    
და სეილი ჯანსუზს თვითეულად მოახსენა. სეილი ჯანსუზმა მსწრაფლად ნოვზარ-
Line of edition: 24    
შასთან გამოისტუმრა. იმჟამად ნოვზარშაჰ მეჯლიშზე ბძანდებოდა. აიარი მოვიდა და
Line of edition: 25    
თაყვანი-სცა. ნოვზარ-შამ ჰკითხა. აიარმა თავყანი-სცა და მოახსენა: ჴემწიფეო. დღეს, რა
Line of edition: 26    
მზემ მოვლო, შადადისა ლაშქრიდამ სამხიარულოს ნაღარის ხმა მოგვესმა, სეილი
Line of edition: 27    
ჯანსუზმა ანბისა საცნობლად გამგზავნა. რა შადადისა ლაშქართა მიველ, ოჯუბნი
Line of edition: 28    
უნუყის ანბავი მოხსენდა, თქუენსა შემწედ მოვაო. ამ საქმეზედ დიდსა მხიარულებას
Line of edition: 29    
მიეცნენ. და ესე ანბავი სრულებით ვსცან და აქ გიახელ. ახლა ნება თქვენი
Line of edition: 30    
უმაღლესობისა არის!

Line of edition: 31       
ამა ანბისა მსმენელნი სარდალნი და ფალავანნი დიდსა შიშსა და მწუხარებასა
Line of edition: 32    
მიეცნენ. ოჯუბნი უნუყ ესეთი ძლიერი ფალავანი არის, რომ იმისი მგზავსი ძლიერი
Line of edition: 33    
ფალავანი არ ნახულიყო, სიმაღლით შვიდასის მწყრთის მქონე იყო. საამ ფალავანმა ამ
Line of edition: 34    
ფალავნების შეშინებაზე დიდათ გაიცინა და უთხრა: თქუენ ნუ სწუხართ, ხვალ მე გავალ
Line of edition: 35    
მეიდანზედ და იმის სიცოცხლის მფრინველს იმისაგან გავაფრენო. ნოვზარ შარიარმა
Line of edition: 36    
საამ ფალავანს ქება შეასხა ამ სიტყვისათვის და უბძანა: დიდი ქება გამიგონია ოჯუბნი
Line of edition: 37    
უნუყისა ფალავნობისა: როცა მოშივდებისა ზღვაში ხელს ჩაყოფს, თევზს დაიჭერს და
Line of edition: 38    
მზეს მიუშვერს, შესწომს და ისე შესჭამს. სხვა საჭმელი ვერა გააძღობს რა, არა თუ
Line of edition: 39    
იმისთანა დიდროვანი ზღვის თევზი. საამ ფალავანმა მოახსენა, რომ ჩვენ თეიმურაზ
Line of edition: 40    
ჴემწიფისა და ჯიმშიტ-შასი და გარსაშიბისა ჩამომავლობისანი ვართო. ჩვენ გულში
Line of edition: 41    
შიში არ შევა. ღმერთს არ უბძანებია, რომ ჩვენს გულში ამგვარის ფალავნების
Page of edition: 410   Line of edition: 1    
შიში შევიდეს. ამ ლაპარაკზედან ფრანგ დივზადი შემოვიდა და ფალავანს მოახსენა:
Line of edition: 2    
გარეთ გამობრძანდით, ოვჯიბნი უნუყს თამაშა უყურეთ. ჴემწიფე და ფალავანი გარეთ
Line of edition: 3    
გამოვიდნენ და ოვჯიბნი უნუყის მომავლობასა უყურებდნენ.

Line of edition: 4       
რა შადადისა სიახლოვესა მოვიდა, იხილეს. რომ ერთის მინარისოდენი იყო და
Line of edition: 5    
თითოს მეიდნის ოდენს გააბიჯებდა. შადადმა დიდებულნი მიაგება. დიდებულთ შადადის
Line of edition: 6    
კარავსა მოიყვანეს. კარავი დიდათ მაღალი იყო, მაგრამ ოვჯიბნი უნუყ კარავსა დაჯდა,
Line of edition: 7    
და იმისი თავი კარავსა ხვდებოდა. შადადს იმისი ხილვა დიდათ იამა და დიდსა
Line of edition: 8    
მხიარულებასა მიეცა. სუფრა მოიღეს და მეჯლიში გამართეს. იმ ღამეს ესეოდენი საჭმელი
Line of edition: 9    
ჰსჭამა, რომ, რაც იმ ღამეს იმოდენს ლაშქარს ხორაგი მოუნდებოდა, მარტოკა იმან
Line of edition: 10    
შესჭამა. ამ საქმეზედ შადად დიდად მხიარულობდა. და იმ ღამეს იმა მეჯლიშში ომის
Line of edition: 11    
საქმესა და სწავლებას ასწავლიდა შადად და უბძანა: მე შენ იმისთვინ დაგბადე, რომ,
Line of edition: 12    
ვინც ჩემი მტერი და წინააღმდეგი იყოს, იმათ უნდა მომარჩინო და იმათი სახსენებელი
Line of edition: 13    
ქვეყანით უნდა ახოცო. ოჯიბნი უნუყმა მოახსენა: მიბძანეთ, თქვენი წინააღმდეგები ვინ
Line of edition: 14    
არისო. შადადმა უბძანა, იმას საამ ჰქვიან, ის ფალავნათ და მეომრათ დავბადე და ამას
Line of edition: 15    
ვითხოვ შენგანა, რომ ის ხვალ შეიპყრა და ჩემთან მოიყვანო, რომ იმისი მტერობისაგან
Line of edition: 16    
მოვრჩეთო. ოვჯიბნი უნუყმა მოახსენა, ხვალ მეიდანზედ გამოვალ და საამ ფალავანი მე
Line of edition: 17    
მაჩვენეთო და თქვენის ძალით მე იმას შევიპყრობ და თქვენს სამსახურში მოვიყვან!

Line of edition: 18       
საომარსა ნაღარასა დაჰკრეს. აქეთსა მხარეს რა ნაღარისა ხმა მოესმათ, საამ
Line of edition: 19    
ფალავანმაც უბძანა, საომარს ნაღარას დაჰკარითო. ორისავ მხრიდამ საომრისა ნაღარისა
Line of edition: 20    
ცემა შეიქნა, მაგრამ ერანელნი ფალავანნი და სარდალნი ოვჯიბნი უნუყისაგან არა
Line of edition: 21    
მცირედსა შიშსა მიცემულ იყვნენ, ერთი მეორესა ფარულად ელაპარაკებოდნენ. საამ
Line of edition: 22    
ფალავანმა რა ესე ესრეთ იხილა. მაღლისა ხმითა შემოსძახა: ჱეი, ფალავანნო და
Line of edition: 23    
სარდალნო, თქვენ ნურაზედ იშიშვით ოვჯიბნი უნუყისაგან, თუ ღმერთი ჩემი შემწე
Line of edition: 24    
იქნება, იმის სახსენებელს ქუეყნიდამ ავხოც, მე ჩემი თავი ღმრთისათვინ მიმინდვია. თუ
Line of edition: 25    
ღმერთს ნებავს ჩემი სიკვდილი, რა გაეწყობა! თუ არა, უთუოთ ცოცხალს არ გაუშვებ.
Line of edition: 26    
იმჟამად მეჯლიში შეექმნათ და შუაღამემდინ ღვინის სმას და ლხინსა იყვნენ.

Line of edition: 27       
რა მეჯლიში მოიშალა, სარდალნი და ფალავანნი თავის ხალვათსა კარავსა შევიდა
Line of edition: 28    
და თავმოხდილი ღმერთსა ევედრებოდა: ღმერთო, თუ შენი მოწყალება იქნება და ესე
Line of edition: 29    
ფერიდუხტთან გაუხარლათ ნუ მომკლამ, კიდევ მიჩვენე იმისი სახე, და ის წყეული დევი
Line of edition: 30    
შემაპყრობინე, თუ არა შენის მოწყალებითა, მე არც ერთის ბუზის გაფრენაც არ
Line of edition: 31    
შემიძლიან. თუ მე ან ფალავნობა მიქნია და ან სახელი მიქნია, სულ თქვენის ძალით
Line of edition: 32    
მიქნია, და ახლაც გევედრები, რომ ეს ვედრება შეისმინო, და ჩემი წადილი აღმისრულო.
Line of edition: 33    
შენ შამოვრდომილი არავინ დაგიცია და მეც გევედრები, რომ ამ შეწუხებისაგან
Line of edition: 34    
მომარჩინო! გათენებამდინ თვალცრემლიანი ესრეთ ილოცვიდა.

Line of edition: 35       
რა გათენებისა ჟამი მოახლოვდა, ფალავანი ძილმა მოიპარა, თვალი მიეხუჭა და
Line of edition: 36    
მიეძინა. ძილსა შიგან ერთი ხმა მოესმა: ფალავანო საამ, შენ ნუ რაზედ შეიჭირვებ,
Line of edition: 37    
ღმერთმა შენი ვედრება შეისმინა, შადადსაც შენ დაამარცხებ და იმის ხაზინასა და
Line of edition: 38    
ქუეყანასაც შენ დაიპყრობ. საამ ფალავანსა რა ესე ხმა მოესმა, ძილისაგან განიფრთხო
Line of edition: 39    
და დიდსა მხიარულებას მიეცა და თავის სალოცავის კარვიდამ გარეთ გამოვიდა და
Line of edition: 40    
იხილა, ორისავ მხარისა ლაშქარნი ამხედრებულან და თავ-თავის განწესებულს ალაგსა
Line of edition: 41    
დგანან, და ფალავანნი
Page of edition: 411   Line of edition: 1    
ერთიმეორესა უყურებენ და გულსა შინა განიზრახვიან, დღეს მეიდანზედ ან ვინ გამოვა,
Line of edition: 2    
ან ვისი ჴმალი უკუღმა ჩაეგება, ან ვისი იარაღი უპატრონო შეიქნება, ან ვისი გვირგვინი
Line of edition: 3    
მიწასთან გასწორდება, ან უკანასკნელნი შესამოსლითა ვინ შეიმოსების, ან ვისი ცხენი
Line of edition: 4    
უპატრონოთ გაბრუნდება. შადადისა მხრიდამ ოვჯიბნი უნუყ მეიდანსა გამოვიდა.
Line of edition: 5    
შადადმა ერთსა თავისსა ყულუხჩსა უბძანა: შენ წინ წადეგ და ოვჯიბნი უნუყს საამ
Line of edition: 6    
ფალავანი აცნობე.

Line of edition: 7       
ოვჯიბნი უნუყ საზარელი სანახავი იყო. სიმაღლით ერთს დიდს მინარასა ჰგვანდა
Line of edition: 8    
და იმის გულის სივრცე დიდის მეიდნის ოდენი იყო. რა საამ ფალავანისა ბაირაღსა
Line of edition: 9    
დაუპირდაპირდა. ამისი მხილველი ერანელნი დიდად განკვირდნენ. აქეთსა მხარეს საამ
Line of edition: 10    
ფალავანმა რა ოვჯიბნი უნუყ მეიდანსა გამოსული იხილა, მარჯვენა ხელი მარცხენასა
Line of edition: 11    
გვერდსა შემოიხვია და მარცხენა _ მარჯვენასა და მაღლისა ხმითა ღმრთისა სახელი
Line of edition: 12    
ახსენა და ნარა გასწივა, რომ ოთხსავ მხარეს ოთხს აღაჯზედ მთამა და ველმა ზრიალი
Line of edition: 13    
დაიწყეს. ორისავ მხრის ცხენები დაფრთხნენ და ზედ მჯდომნი პატრონები გარდმოყარეს.
Line of edition: 14    
შადად ხან ცასა უყურებდა და ხან მიწასა, თურმე, ცა და ქვეყნის დაქცევა ჰგონებოდა
Line of edition: 15    
და გაოცებული ამ ხმის ანბავსა იკითხებდა. მოახსენეს: ეს ხმა საამ ფალავნის ხმა არის,
Line of edition: 16    
ასე იცის, როცა საომრათ მოემზადება, თავის მეომარს ასე შემოსძახებს და გულსა შინა
Line of edition: 17    
შიშსა ჩაუგდებს, მაგრამ ოვჯიბნი უნუყს საამის ხმა დიახ მცირედ შეესმა, ესეთი
Line of edition: 18    
მაღალი იყო, რომ არვისი ლაპარაკი არ ესმოდა. ვისიც ლაპარაკი უნდოდა, თავს დაბლა
Line of edition: 19    
დაიღებდა და ისე გაელაპარაკებოდა. და თავისთან მიჩენილს ყულუხჩსა ჰკითხა: ეს რა
Line of edition: 20    
ჴმიანობა იყო, რომ შემომესმა. იმან მოახსენა ის ჩვენის ჴემწიფის წინააღმდეგი საამ
Line of edition: 21    
ფალავნის ხმა იყოო.

Line of edition: 22       
საამ ფალავანმა თავისა ყურაბი თიქაურს ერთი მათრახი შემოჰკრა, რომ იქ
Line of edition: 23    
მყოფთ ლაშქართა ყოველმან შეიტყვეს და თავის ასოთხმოცლიტრიანს შუბსა ხელი მიჰყო
Line of edition: 24    
და ოვჯიბნი უნუყს მიმართა და შუბი ბარკალსა აძგერა, ოც ადლამდისინ დაასვა, მაგრამ
Line of edition: 25    
შუბისა წვერმა იქით ვერ გაატანა და ოვჯუბნი უნუყმა ერთი საზარლად დაიღრიალა,
Line of edition: 26    
შუბისა საშუალსა ხელი შესტაცა და გამოძრობასა ლამობდა. საამ ფალავანი სწრაფად
Line of edition: 27    
უკუხტა და თავისი ბასრი ჴმალი მოუქნივა და ხელში მოახვედრა, და თითები დააყრევინა,
Line of edition: 28    
მაგრამ ამ წყეულმა შუბი გამოიძრო და შორს გარდააგდო, და ხელი პირში ჩაიდო და
Line of edition: 29    
თავის სისხლისა წოვნა დაუწყო: საამ ფალავანმა ცხენი გამოიბრუნა და ნავარდი დაიწყო.
Line of edition: 30    
ოვჯუბნი უნუყს, შადადის ყულუხჩი რომ მხარზედ აჯდა საამისა საცნობლად, იმან
Line of edition: 31    
უთხრა, საამ ფალავანი ის არისო, რომ მეიდანზედ ცხენი გაიბრუნა. ოვჯუბნი უნუყმა
Line of edition: 32    
ხელი წაავლო, ეწადა, რომ საამ ფალავანი შეეპყრა. საამ ფალავანმა განრისხებულმა
Line of edition: 33    
თავისსა გარსაშიბისეულს ას ოთხმოცლიტრიანს ბასრსა ჴმალსა ხელი მიჰყო და ესრეთ
Line of edition: 34    
დაჰკრა კისერშია, რომ კისრიდამ ათი ლიტრა ხორცი მოაგდებინა, და მიწასა დაეცა.
Line of edition: 35    
ოვჯიბნი უნუყმა იმჟამად მეორესა ხელით თავისსა წყლულებზედ ხელი მოისო. ფრანგ
Line of edition: 36    
დივზადი მივიდა, სწრაფად, ოვჯიბნი უნუყმა რომ ფალავანის შუბი გარდააგდო, ის
Line of edition: 37    
აიღო და ფალავანს მიართო. საამ ფალავანმა შუბი გამოართო, და გაასწორა და
Line of edition: 38    
ოვჯიბნი უნუყის საძგერებლად მიიტანა.

Line of edition: 39       
ოვჯიბნი უნუყმა რა საამ ფალავანი სიახლოვეს მისული იხილა, ფეხი აიღო და
Line of edition: 40    
საამ ფალავანს თავში დაკვრასა უპირობდა და მიწასთან გასწორებას უპირობდა. საამმა
Line of edition: 41    
რა ესე იხილა, ლაჯებში შეუძვრა და თავისი შუბი სასირცხოსთან ესრეთ აძგერა, რომ
Line of edition: 42    
ათი ადლი დაასო. ოვჯიბნი უნუყს დიდათ ემწვავა და
Page of edition: 412   Line of edition: 1    
ფინთათ ღრიალი დაიწყო. ათასის ცდით ეცადა და ის შუბი გამოიძრო და ეწადა, რომ
Line of edition: 2    
შორს გარდაეგდო. საამ ფალავანმა თავისი ჴმალი მოუქნივა და შუა თითი გააგდებინა.
Line of edition: 3    
ოვჯიბნი უნუყ დაჭრილებმა მეტათ შეაწუხა, რომ არ იცოდა, თუ რა უნდა ექნა.
Line of edition: 4    
მხარზედ შადადისა ყულუხჩი აჯდა, აიყვანა და შორს გასტყორცნა. და დაჭრილებიდან
Line of edition: 5    
ესდენმა სისხლმა დენა დაუწყო, რომ დიდროვანი ღვარები აღსდგა. საამ ფალავანმა
Line of edition: 6    
თავისსა საჯდომსა ჯილავი ასწივა და დააყენა, შვილდ-ისარსა ხელი მიჰყო, მედგრათ
Line of edition: 7    
მოსწივა და ოვჯიბნი უნუყს შესტყორცნა. ოვჯიბნი უნუყს მუცელსა ეცა და
Line of edition: 8    
ფრთემდისინ ზედან დაესვა. ოვჯიბნი უნუყმა საამისა ომი ვეღარ გაბედა, და
Line of edition: 9    
დაჭრილობამაც ისე შეაწუხა, რომ სიკვდილს ლამობდა, გამობრუნდა და შავის
Line of edition: 10    
ღრუბელივით ერთის მხრისაკენ გაიქცა, ესრეთ ჩქარა გაიქცა, რომ თითოს ფეხის
Line of edition: 11    
გადადგმით, თითო აღაჯს გაივლიდა. რა ერანისა ხალხთა ეს იხილეს, დიდსა
Line of edition: 12    
მხიარულებასა მიეცნენ და სამხიარულოს თაფლიჯანგს ცემა დაუწყეს, რა შადადმა და
Line of edition: 13    
იმისმა ლაშქართა ოვჯიბნი უნუყის გაქცევა შეიტყვეს, ესრეთ შეწუხდნენ, რომ მეორეთ
Line of edition: 14    
მოსვლა ეგონათ. შადადმა თავს მიწა გარდაიყარა და შეწუხებულმა ბძანა, ომის
Line of edition: 15    
გასაყარსა ნაღარასა ჰკარითო. ომის გასაყარსა ნაღარასა ჰკრეს, შადად სწრაფად
Line of edition: 16    
გაბრუნდა და წავიდა.

Line of edition: 17       
აქეთსა მხარეს გამარჯვებული საამ ფალავანი გამობრუნდა და ვეშპის ტყავის
Line of edition: 18    
ბაირაღთან მოვიდა და ნოვზარ-შას გამარჯვება მიულოცა. ნოვზარ+შა+ნოვზარ ტახტიდამ ძირს
Line of edition: 19    
ჩამოვიდა და საამ ფალავანსა სამამაცოსა შუბლსა აკოცა, და სიყვარულით მოიკითხა,
Line of edition: 20    
გამარჯვებისა და ომის მადლობა უბძანა: ფალავანო, დღეს ესრეთ ადიდე ერანი და
Line of edition: 21    
ასეთი საქმე ჰქენო, რომ ყარამანისაგანაც არ გაგონილა რა ამისთანა საქმე და ძლიერება.

Line of edition: 22       
შემდგომად სარდალნი და ფალავანნი მოვიდნენ, ფალავანს გამარჯვება მოულოცეს
Line of edition: 23    
და ქება დიდი შეასხეს; ფალავანმა უპასუხა: ჰეი, ჩემო საყვარელნო ძმანო, მე ვინა ვარო
Line of edition: 24    
და ან რა შემიძლიან, რომ მაგისთანას სიტყვებსა ბძანებთ. ეს საქმე საბაოთ ღმრთის
Line of edition: 25    
შემწეობით და მანუჩარ ჴემწიფის ბედნიერებით მოხდა, თორემ მე ერთი ჭიის
Line of edition: 26    
გაჭყლეტაც არ შემიძლიან. ნოვზარ-შამ საამ ფალავანსა საჴემწიფო ხალათები უბოძა და
Line of edition: 27    
მრავალი ოქრო და ვერცხლი თავს გარდააყარეს, და სამხიარულოსა ნაღარასა დაუკრეს,
Line of edition: 28    
ნოვზარ-შა და სხვა სარდლები ომიდგან გამობრუნებულნი თავ-თავის ალაგს მოვიდნენ.
Line of edition: 29    
და ამა ლაშქარის ხალხნი მოვიდნენ და საამ ფალავანსა ხელს კოცნიდნენ და
Line of edition: 30    
მიულოცევდნენ გამარჯვებასა. ნოვზარ-შამ თავისსა კარავსა ჩამოხდა და საჴემწიფოსა
Line of edition: 31    
ტახტსა დაბძანდა, საამ ფალავანი გარსაშიბისა-სეულსა სკამსა დაჯდა და სხვანი
Line of edition: 32    
სარდალნი და ფალავანნი თავ-თავის განწესებულსა ალაგსა დასხდნენ. იმ დღისა საამ
Line of edition: 33    
ფალავნისა და ოვჯიბნი უნუყის ომსა ზედა შეექცეოდნენ და მხიარულობდნენ. სუფრა
Line of edition: 34    
მოიღეს და მეჯლიში გამართეს. ლხინსა და განცხრომასა მიეცნენ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 2.6.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.