TITUS
Shahname 3: Prose parts: Baamiani
Part No. 35
Previous part

Chapter: 35  
Page of edition: 483  
Line of edition: 1  აქა თათბირი ზალდასტანისა და მოღორება ბაამანისი


Line of edition: 2       აკიდეს ბარგი და ქალაქად შევიდეს. დილასა ბაამანს უამბეს, ვითა: ზაალის
Line of edition: 3    
ლაშქარნი აყრილან. ასე გამჴიარულდენ, რომე ჭირი და შეჭირვება ყველა
Line of edition: 4    
დაავიწყდა. ასრე ეგონა, ვითა: ფარემუზ მის დაკოდილობისაგან მომკვდარაო.
Line of edition: 5    
უბრძანა: ასაყრელსა კარითო, აკიდეთ და ქალაქისაკენ წავიდეთო.

Line of edition: 6       
აიყარნეს და სისტანის გზანი, კაროვანნი ყველგან დაიჭირნეს. ქალაქისა
Line of edition: 7    
კაროვანნი ყველა ზედა დაყრილნი იყო. საომარნი ადგილნი მომაგრებულნი და
Line of edition: 8    
მომზადებულნი და შიგნით მყოფმან ერთმაცა კაცმან თავი ზღუდით დაღმა არ
Line of edition: 9    
გარდმოყო და არცა ვინ რას იტყოდა. მეოთხესა დღესა ქალაქსა შიგან დიდი
Line of edition: 10    
ტირილი და ზრიალი შეიქნა და მისი ჴმა დააგდეს, ვითა: დაკოდილობისაგან
Line of edition: 11    
ფალავანი ფარემუზ მოკვდა, და მამანი და დედანი მოსთქმიდეს და ტიროდეს.
Line of edition: 12    
დაიპარსნეს და ყოველმან სამგლოვიარო ტანისამოსი ჩაიცვეს, თავსა მიწასა და
Line of edition: 13    
მტვერსა იყრიდეს.

Line of edition: 14       
რა ბაამან ქალაქსა შიგან ისეთი ტირილი და ზრიალი და მოთქმა გაიგონა,
Line of edition: 15    
ერთი მოამბე გაგზავნა და ასრე უბრძანა: წადი და ამბავი ყველა წვრილად შეიგენ.
Line of edition: 16    
მივიდა და ქალაქის კართა ანბავი იკითხა, მოვიდა შარიარსა წინაშე და, რაცა
Line of edition: 17    
იცოდა, მოაჴსენა, ვითა: ნიადაგმცა ჴელმწიფე მორჭმით და გამარჯვებით
Page of edition: 484   Line of edition: 1    
არის მისთა მტერთა ზედა. ფარემუზ დაკოდილობისაგან მამკვდარა და სულ
Line of edition: 2    
სისტანი დიდსა ტირილისა და შეჭირვებასა შიგან არის, რომე ქალაქი
Line of edition: 3    
ატალახებულია ცრემლითა. უბანსა და შუკასა შინა მოთქმისა მეტსა არას იქმენ.

Line of edition: 4       
ჴელმწიფემან ესე გაიგონა, პირი წითლისა ვარდის ფერად აუელვარდა და
Line of edition: 5    
მართალი არა იცოდა. ფარემუზ გამთელებულ იყო და გამოსვენებად წალკოტსა
Line of edition: 6    
შიგან ჯდა, და მამანი და დედანი შავითა დამოსილნი ლაშქარნი აღარა
Line of edition: 7    
ფრთხილობდენ.

Line of edition: 8       
მეორესა დღესა სხვა უარესი ტირილი და მოსაწევარი შეიქნა. ჴელმწიფემან
Line of edition: 9    
სჴვა მოამბე გაგზავნა. და ქალაქისა კართა მივიდა. ანბავი უამბეს. მობრუნდა და
Line of edition: 10    
ბაამან ჴელმწიფესა მოაჴსენა, ვითა: რა საამ მამა მომკვდარი უნაჴავს, გულსა
Line of edition: 11    
ხანჯალი დაუცემია და მამასა ზედა დაკდომია. ჴელმწიფესა ასრე გაეჴარნეს,
Line of edition: 12    
ვითამცა მაშინვე სისტანი აეღო. ჯამასპს ეგრე უბრძანა: იქნა ესე საქმე, რომე
Line of edition: 13    
მტერნი დაიჴოცნეს. დილასა სისტანს შევიდეთ. თუ ღმერთსაცა უნდეს, ზაალს
Line of edition: 14    
ზედა საწუთრო შევავიწროთ. ჯამასპ ეგრე მოაჴსენა: ჱე, კარგსაჴელო და
Line of edition: 15    
კარგრჯულო ჴელმწიფეო, კარგად გამისინჯეთ ესე, რომ თქვენ მოგხსენებია და
Line of edition: 16    
მართალი გგონია. ყოველი ილათი და ღორება არის ჩვენისა მოჴსენებისათვის და
Line of edition: 17    
მოღორებისა იქნა, და ღონეთა მოედებიან. ბაამან უბრძანა: ჭკვიანო ვაზირო, ავისა
Line of edition: 18    
მისნობა რა მეცნიერობა გგონია, რა მეცნიერისა კაცისა ჴელია. ჯამასპ ესრე
Line of edition: 19    
მოაჴსენა: ჴელმწიფეო, თქვენ ადრე დაიჯერებთ, ეგე საქმე თქვენი გასატეჴელი
Line of edition: 20    
იქნების. ფარემუზ და საამ ორნივე ცოცხალნი არიან. სხვა თქვენცა იცით, მე
Line of edition: 21    
მოჴსენებასა არა დავშლი.

Line of edition: 22       
იმას შიგან ერთი კვირა გამოვიდა, ასრე რომე ქალაქით არავინ გამოვიდა და
Line of edition: 23    
არცა ვინ ზღუდეთა ზედა გარდმოდგა. მერვესა დღესა საწუთრო ნაჴული ბერი
Line of edition: 24    
შავო და ერთი საწუთრო ნაჴული მწიგნობარი გარდმოდგეს. და ორთავე შავი
Line of edition: 25    
ტანსა ეცვათ. თმა, წვერი დაეგლიჯათ, პირი და მკერდი დაეჴოჭათ და ტანისამოსი
Line of edition: 26    
სისხლითა დასვრილნი ეცვათ. ბაამან ჴელმწიფისა ლაშქართა ნაჴეს, სფაადარსა
Line of edition: 27    
ფაშოთანს მოაჴსენეს. იგი მიდგა და კითხა: რა იცითო. მათ მოაჴსენეს:
Line of edition: 28    
საჴელოვანთა თაო, გაისარჯე და ჴელმწიფესა მოაჴსენე, ვითა: ჩვენ შენნი მონანი
Line of edition: 29    
ვართ და ბრძანებასა მორჩილნი. თუ ამას წინათ შემოგებენით და შეგცოდეთ, რა
Line of edition: 30    
საკვირველია, რაცა ჩვენთა პატრონთა ნამსახური გვიქნია. აწ უნდა, რომე
Line of edition: 31    
ჴელმწიფე არა გაგვირისჴდეს. აწ ასრე მართებს, რომე ნაწყენი და ზადი არა
Line of edition: 32    
იჴსოვოს და არცა გულსა შიგან დაიჭიროს. ვინათგან საჴელოვანი ფარემუზ
Line of edition: 33    
მოკვდა და მისი სეფეს პირი და ტანი მიწასა შიგან გაირია, იგი რა მისმან შვილმან
Line of edition: 34    
საამ ნაჴა, თავი ზედან დააკლა და მათი ბედი უკუღმა დაბრუნდა. მერმე რა ბერმან
Line of edition: 35    
ზაალ ნაჴა, ტირილითა და სევდითა იგიცა გაშმაგდა. ლომი საამ და შვილის
Line of edition: 36    
შვილნი ორნივე წინა უწვა და მისი შიშველი თავი კლდესა ზედა დაეხეთქა და
Line of edition: 37    
საწუთროსა გამოესალმა, ომითა და რაზმითა გამაძღარი. აწე ჩვენ დავრჩით
Line of edition: 38    
უპატრონო. დაღონებულნი ამას შემოვჴვეწივართ, რომე ჴელმწიფემან შეგვიწყალოს
Line of edition: 39    
და შეგვიჴვეწიოს. ქალაქი და საჭურჭლენი, სალარონი ყველაი მისი არის და ჩვენ
Line of edition: 40    
ჩვენი საჴლი დედაწულნი გვიყოფიან. და ჩვენსა საჴლსა და მამულსა შიგან
Line of edition: 41    
გვამყოფნეს. ღმერთმან ორსავე ცხოვრებასა შეზღოს და ჩვენ აწვე მონობისა და
Line of edition: 42    
ერთგულებისა სარტყელი შემოგვირტყამს, მათსა საფარველსა ქვეშე ჩვენცა
Line of edition: 43    
დავრჩეთ. კვლავ თუ ჩვენი ყოფა არ ეპრიანების, სადაცა ჴელმწიფე გვიბრძანებს, იქ
Line of edition: 44    
წარვიდეთ.

Page of edition: 485  

Line of edition: 1       
ფაშოთან წავიდა და ჴელმწიფეს ბაამანს მოაჴსენეს. მისი პირი წითელსა
Line of edition: 2    
ვარდსა დაემსგზავსა. ჴელმწიფემან ფაშოთან გაგზავნა და ეგრე უბრძანა: ფალავანო
Line of edition: 3    
შავო, რაცა გეთქვა, ყველა გავიგონეთ. დილასა ქალაქისა კარნი გააჴმევინა და
Line of edition: 4    
ჩემსა ფარმანსა შიგა იყვნენ მოქალაქენი. ბერთა და ყმაწვილთა შინაურულად ვნაჴნე.
Line of edition: 5    
ჩემთა ერთგულთა ლაშქართა ოდნავ დავიჭირავ, თავის-თავის წესისად სარჩოსა
Line of edition: 6    
ზედან ვამყოფებ. რომელთაცა ჯამაგირად ვერცხლი ქონებია, მისდა სანაცლოდ
Line of edition: 7    
ოქროსა მივსცემ. რაცა ვის უკეთ მოუჴდების, მას მივყვები. მათისა სიტყვისაგან არა
Line of edition: 8    
გარდავალ. თუ ვის რა ჩემთვის შეუცოდებია, არას ვიჴსოვნი, ყველასა შეუნდობ. შენ
Line of edition: 9    
ბერი საბატიოში, შენ დია დიდსა კარგსა გიზამ და მეტად კარგა გამყოფებ. აწ შენ
Line of edition: 10    
მოდი ლაშქართა შიგან, შენებურად ტკბილითა ენითა ჩემ მაგიერად იმედი დაუდევ,
Line of edition: 11    
მოლაშქრე, მოქალაქენი, დიდი და წვრილი, ყველანი ამოდ იყვნენ მათსა საჴლსა და
Line of edition: 12    
საქონებელსა ზედა. ჴვალე, რა შენ ჩემსა წინაშე მოჴვალ, ეზომსა მოგცემ, რომე
Line of edition: 13    
შენვე სთქვა, ესე თუ მეყოფისო. ფაშოთან წავიდა და ესე ყველაი ჴელმწიფის
Line of edition: 14    
მაგიერი შოის გააგონა. რა ესე ჴელმწიფისა ნაუბარი გაიგონა, დია გაუკვირდა და
Line of edition: 15    
ფაშოთანს მოაჴსენა: მე წავალ და, რაცა ჴელმწიფესა უბრძანებია, ლაშქართა და
Line of edition: 16    
მოქალაქეთა ყველასა გავაგონებ და, რასაცა იგინი პასუხს მომცემენ, დილასა
Line of edition: 17    
თქვენსა წინაშე მოვალ და დილასავე აქვე მნაჴეთ, ნუთუ საწუთროსა
Line of edition: 18    
დამბადებელმან იპრიანოს და კარგი რამ მოგვივლინოს. წავიდა ფაშოთან და
Line of edition: 19    
ბაამანს მოაჴსენა: იქით შოი მოვიდა, რაცა ექნა და გაეგონა, ყველა ზაალს და
Line of edition: 20    
ფარემუზს მოაჴსენა. მათცა დია გაუკვირდა.

Line of edition: 21       
დილასა რა მზემან თავი ამოყო, იგივე ბერი შოი მასვე ადგილსა მოვიდა.
Line of edition: 22    
იქით ფაშოთან მოვიდა, კითხა შოის, რა იცითო. მას მოაჴსენა: საჴელოვანო
Line of edition: 23    
ფალავანო, ასრე იცოდეთ, რომე ჴელნი, ფერჴნი შეკრულნი დღეს თქვენნი ტყვენი
Line of edition: 24    
ვართ, შენ ამა ჟამსა დაგვჴედენ და ჴელმწიფე ამას ზედან შემოიფიცენ, რომე
Line of edition: 25    
სულთა ზენაარი გამოგვიღოს უწყენლობისა, თუ არა, ჩვენგან ჴელმწიფის ნაჴვა არ
Line of edition: 26    
იქნების. თქვენ ჴელმწიფისა გული ავი და კარგი ყველა იცით. მერმე ამას უკანით
Line of edition: 27    
თქვენ და ჴელმწიფე, და სჴვანი თავადნი ქალაქად შემოდით. ნაჴეთ და მოიარეთ
Line of edition: 28    
სალარონი და საჭურჭლენი მოითვალენით. და მოვინაჴოთ ჩვენცა ჴელმწიფის
Line of edition: 29    
წყალობა და გული მერმე სამსაჴურითა ჩვენცა მოვიგოთ. თუ ჴელმწიფე თავისა
Line of edition: 30    
სჯულსა ზედა მტკიცედ დადგეს და ზენაარი გამოგვიღოს, მერმე ქალაქსა
Line of edition: 31    
შემოსვლისა საქმე შევამკოთ და, რაცა ჩვენგან საქმე ეპრიანების, იგი ვქნათ.

Line of edition: 32       
ადგა ფაშოთან და რბევითა წავიდა და ყველაი ჴელმწიფესა მოაჴსენა
Line of edition: 33    
შოის ნათქვამი. მასვე წამსა წავიდა, გაგზავნა და ესე დავედრა, რაცა გითქვამს,
Line of edition: 34    
ყველასა გამთავებელი ვართ. თუ იტყვით, მე შევჯდები და ქალაქისა ნაჴვად
Line of edition: 35    
წამოვალ და, რაცა ვისთვის პირი მომიჴსენებია, ყველასა გაგითავებ. მერმე
Line of edition: 36    
ფაშოთანს და ჯამასპის უბრძანა: ამას თქვენ ორთავ არა დაგიმალავ, და ქალაქსა
Line of edition: 37    
შევალ, ჴლმისა, ლაჴტისა და ზუფინის მეტს ჩემგან არას პოებენ. და იმა ავგვარს,
Line of edition: 38    
საჴელოვანსა დარბაზოვანსა მოვაოჴრებ. რა მუნით მოვიცლი, მათსა სასაფლაოსა
Line of edition: 39    
ზედან მოვალ და მკვდართა დავსთხრი და როსტომის გვარსა სულა დავსწვავ,
Line of edition: 40    
რომე ჩემი ნათქვამი გამართლდეს და ჩემი ნაქმარი ყოველმან ქვეყანამან შე[ი]გნას.

Line of edition: 41       
რა ჭკვიანმან ჯამასპ ჴელმწიფისა ნათქომი მოისმინა, იდუმალ იცინოდა და
Line of edition: 42    
ეკვირვებოდა და ეგრე მოაჴსენა: საწუთროსა შარიარო, ეგე საქმე რომ თქვენ
Page of edition: 486   Line of edition: 1    
გაგიგია, ჟამად დღესა არა მოჴდების. და მოვა ესეთი ჟამი, რომე თქვენისა გულისა
Line of edition: 2    
ნება გათავდეს. აწ ამა საქმესა ნუ სჯერჴართ და ნუ გაყვებით, რომე ფათერაკსა
Line of edition: 3    
არა შეემთხვივნეთ. ამას ზედა ჴელმწიფე გაგულისდა და აგრე უბრძანა: მე შენსა
Line of edition: 4    
მეცნიერობასა ზედა გაკვირვებულ ვარ. აწე ორი კვირა არის, რომე ჩემი მტერი
Line of edition: 5    
მამკვდარა და ერთობილნი სისტანნი ზრიალსა და მოსაწევარსა შიგან არის, და
Line of edition: 6    
თავადნი კაცნი გარდმოდგომილან, ყველანი გვეჴვეწებიან და შენ ამას იტყვი, თუ
Line of edition: 7    
გვაღორებენო, მე უმეცრად შევქნილ ვარ და შენი მეცნიერობა ამით უფრო
Line of edition: 8    
მეკვირვების! რა ქალაქად შევალ, ჩემი უმეცრება მაშინ შეგაგებინო.

Line of edition: 9       
ჯამასპს წყენისაგან პირსა ფერი წაუვიდა და ნაღვლიანად შეიქნა.
Line of edition: 10    
ჴელმწიფესა ვეღარა მოაჴსენა. რაცა ეთქვა, იგიცა შეინანა და ასრე თქვა, ვითა:
Line of edition: 11    
ჩემისა ოსტატისაგან ნათქვამი არის, და ასრე მასმია, ჯერეთ ჩემსა გულსა შიგან
Line of edition: 12    
არის. ამას იტყოდა, ვითა: რაზომცა კაცმან დიდი იცოდეს, მოკლე საუბარი სჯობს
Line of edition: 13    
და, თუ ვინმე მოკლესა გრძელად იტყვის, იგი სირეგვნე იქნებისო. რა მართალი
Line of edition: 14    
იყოს, მისი თქმა მოკლედ სჯობს და, ვინცა იტყვის, ტყუვილისა თქმასა დაეჭირვის,
Line of edition: 15    
მას ჯოჯოხეთი მიუჩანს და საიქიოდ კაცთა თანა გაწბილდების.

Line of edition: 16       
ამაზედა ბაამან ჴელმწიფე საგონებელსა ჩავარდა და უწინვე
Line of edition: 17    
ბარბარისტანელისა ჴელმწიფისათვის საწვეველი წიგნი მოაჴსენა. რა სალიმანს
Line of edition: 18    
ბაამან ჴელმწიფე წიგნი მისლოდა, ფიცხლავ ლაშქარნი შეეყარნეს და წამოსულიყო
Line of edition: 19    
ათი ათასითა რჩეულითა მეომარითა. ბაამანს მოაჴსენეს მისი მოსვლა. მას დია
Line of edition: 20    
გაეხარნეს. ფაშოთან და სჴვანი თავადნი წინა გააგებნა და ჴელმწიფესა მარჯვენით
Line of edition: 21    
დაუდგეს კარავი. და მას დღესა ბარგისტანელს სალიმანს ჴელმწიფეს წინაშე
Line of edition: 22    
მოაჴსენეს. რა მოვიდა, ჴელმწიფე წინა გაეგება. ერთმანერთი ჴელმწიფურად
Line of edition: 23    
მოიკითხეს, მერმე შემოვიდეს საჴელმწიფოთა კარავთა შიგან და ერთგან ჭამად
Line of edition: 24    
დასჴდეს. საღამომდის ამოდ გამოისვენეს და ბაამან მჴიარული უალერსებდა,
Line of edition: 25    
დილასა ქალაქსა შესვლა ეგონა და ესე არა იცოდა, თუ შიგნით რა გაეგო.

Line of edition: 26       
რა შეღამდა, სალამანს ცხენი მოგვარეს და მისსა სადგომსა წავიდა.
Line of edition: 27    
ჯამასპ გონიერმან მას ღამესა ფაშოთანს ეგრე მოაჴსენა: ჴელმწიფესა ჩვენგან არა
Line of edition: 28    
მოეჴსენების, რაცა მომიხსენებია, არას დამიჯერებს. დილასა ფიცხლად და ჭკვიანად
Line of edition: 29    
თქვენ ყველანი აბჯარცმულნი წადით ქალაქისაკენ და ლაშქარნიცა აბჯარცმულნი
Line of edition: 30    
დაყარენით. თათბირისა მძებნელნი ფათერაკსა არ შეგვამთჴვიან. მე მოუჴსენელობასა
Line of edition: 31    
ვერ დავშლი, თუმცა ჴელმწიფე დილასა ავად დამჴვდა და დამითხოვა, ასრე ზიანსა
Line of edition: 32    
და ავსა ვჴედავ, ვერ დავსთმობ, რომე არა ვსთქვა.

Line of edition: 33       
ფაშოთან მადლი მოაჴსენა, გაუგონა და დაუჯერა, და მასვე ღამესა
Line of edition: 34    
ლაშქართა შიგან კაცი მოავლო და ესე დავედრა: გათენდეს, ყველამან აბჯარი
Line of edition: 35    
ჩაიცვით და მზად დადეგით, ცხენები გვერთა მოიყენეთ.

Line of edition: 36       
რა გათენდა, ჴელმწიფე გაემართა და ლაშქარნი დაკაზმულნი უკან
Line of edition: 37    
მიყვებოდეს, ბარგი აკიდეს, და წყალსა გავიდეს და ქალაქისა სიახლოვესა დადგეს.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Baamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.