TITUS
Sulxan-Saba Orbeliani, Sibrdzne sicruisa
Part No. 43
Previous part

Chapter: 42:_Dzunci_da_okro  
Line of edition: 26  თქვა ჯუმბერ არაკი:
Line of edition: 27 
ძუნწი და ოქრო


Paragraph: 1  
Line of edition: 28       ერთმან კაცმან დიდძალი ოქრო მიწასა დაფლა. დღე ყოველ მივიდის
Line of edition: 29    
და ადგილი იგი ნახის. შეამცნივა ერთმან სხვა კაცმან და თქვა:
Line of edition: 30    
მივიდე, ადგილი იგი მოვთხარო, რომელსა კაცი იგი ხშირად ნახავს,
Line of edition: 31    
და ვნახო: რა უცანო? მივიდა და ღამე მოთხარა ოქრო იგი, წაიღო,
Line of edition: 32    
მის წილ ლოდი დამარხა.

Paragraph: 2  
Line of edition: 33       
მოუნდა კაცსა მას ნახვა ოქროსი. მოთხარა, ნახა: ოქროსა ნაცვლად
Line of edition: 34    
ლოდი იდვა. დაიწყო ტირილი და ვაება. მივიდა კაცი იგი მომპარავი,
Line of edition: 35    
ჰკითხა: რას სტირიო?

Paragraph: 3  
Line of edition: 36       
მან უთხრა: ოქრო დავფალ, დახარჯვა არ მენება, იგი მოუპარავთ
Line of edition: 37    
და მის წილ ლოდი დაუფლავთო.
Page of edition: 50  
Paragraph: 4  
Line of edition: 1       
უთხრა მან კაცმან: ვაი შენ! რად სტირ? მაგ მიწაში თუნდა ოქრო
Line of edition: 2    
იდვას, თუნდა ქვაო, თუცა არ დახარჯევდიო!



______


Paragraph: 5  
Line of edition: 3       
-- მეფეო, სალაროცა ეგრეა, რაც უნდა იდვას, თუცა არ იხმარებ
Line of edition: 4    
კეთილად, ანუ არ დახარჯავო!

Paragraph: 6  
Line of edition: 5       
მამამან უბრძანა:

Paragraph: 7  
Line of edition: 6       
-- მაშა, შენ რომ იტყვი, სრულობით არ ვარგა ქონების შენახვა?

Paragraph: 8  
Line of edition: 7       
ჯუმბერ მოახსენა:

Paragraph: 9  
Line of edition: 8       
-- არქონება არ ვარგა და ავად ქონება უარესია.



Next part



This text is part of the TITUS edition of Sulxan-Saba Orbeliani, Sibrdzne sicruisa.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.