TITUS
Visramiani
Part No. 18
Previous part

Chapter: 18  
Line of edition: 1  ძიძისაგან მეორედ რამინს თანა მისლვა


Line of edition: 2       მეორესა დილასა სადა პაემანი დაედვა, მივიდა. დასხდეს იგი
Line of edition: 3    
და რამინ. ნახა, რომელ ძიძა მხიარულობდა და ნიშტიანად იყო, ეგრე
Line of edition: 4    
უთხრა რამინ:

Line of edition: 5       
"ჰე გასადიდებელო ძიძაო, გუშინდითგან ვითა ბრძანდები? შენ
Line of edition: 6    
მართლად მხიარული ხარ, რომელ ვისისა პირი გინახავს და მისგან
Line of edition: 7    
ჰამო სიტყუა გასმია".

Line of edition: 8       
ჰკითხა რამინვე: "ვით არის იგი მზე. რომელ რამინის დღენი
Line of edition: 9    
მას წინათამცა დაილევიანო? განაღა მოაჴსენე მას ჩემი
Line of edition: 10    
მოციქულობა-შეთულილობა და საბრალობა და გააგონე მიჯნურობისაგან ჩემი
Line of edition: 11    
უბედურობა?"

Line of edition: 12       
ძიძამან საქმიანმან ეგრე უთხრა რამინს:
Line of edition: 13       
"მივედ და მას შუენვარესა მოვაჴსენე შენი შეთულილობა.
Line of edition: 14    
მე ავად გამჴადა. მაგინა და პასუხი ესე შემოუთუალავს და ამას
Line of edition: 15    
მოგაჴსენებს: "რამინ, მართალსა მრუდი ნუ გირჩევია. რომელ არ

Line of edition: 16       
გამრუდდეს შენი საქმე. შენ რასათუის ექენები. მშუიდობით ქუე
Line of edition: 17    
დაჯედ. მეტის მოურაობა არავისათუის არის სუიანი: ნუოდეს მოელი
Line of edition: 18    
ჩემგან შეყრასა. ნურცარას ამისითა იმედითა იჭირვი. წადი.
Line of edition: 19    
შენი საქმე იურვე. თუ მიჯნურობა გწადიან. ქუეყანასა ზედა დია
Line of edition: 20    
დიაცსა ჰპოებ; ვითომცა თუით ჩემი სახელიცა არ გასმია. ნუ ხარ
Line of edition: 21    
ეშმასა მიმდგომი და ნუ შესცოდებ პირველ ღმერთსა და მერმე
Line of edition: 22    
ძმასა შენსა. შენ ნუთუ ერთხელ ჩემგან შენი ნება ჰპოო, ვიცი,
Line of edition: 23    
რომელ ესრე მოგძულდები, რომელ ჩემისა სახელისა მოსმენაცა
Line of edition: 24    
გეაუგებოდეს და დამეჴსენო". მე თუით ესრე მიბრძანა: "ზე ადეგ,
Line of edition: 25    
ძიძაო, შენთამცა დღეთა შიგან ნუ გიკადრებია მაგისი შეწამება; და
Line of edition: 26    
თუ კულა შენგან მესმისღა ეგეთი სიტყუა, ვირე ცოცხალ იყო, ჩემსა
Line of edition: 27    
პირსა ვერა ნახავო". მე რა მისგან ესე მესმა, მე აღარა შემიწამებია.
Line of edition: 28    
ვეღარცარას ვჰკადრებ; ამისათუის შევშინდი, ნუთუ ჩემგან
Line of edition: 29    
აბეზარ იქმნას, და მე ველევიო".

Line of edition: 30       
რა ძიძისაგან რამინ ესე მოისმინა, მიჯნურობისაგან ესრე
Line of edition: 31    
ათრთოლდა, ვითა ტირიფი ქარისაგან. გული აუძგერდა და მეტისა
Line of edition: 32    
სიმძიმილისაგან დაყოვნითრე უთხრა პასუხი, ეგრე არქუა ძიძასა:

Line of edition: 33       
"შემიწყალე კულადაც და მეორედცა მოაჴსენე ჩემაგიერ ვითა:
Line of edition: 34       
ჰე ელვარეო მთუარეო და მზისაებრ ნათელო! მამაცი ყუელა არა
Line of edition: 35    
სწორია. ნუ ხარ ჩემთუის უწყალო. ზენაარ, თუ მიბრძანო, მე ათასითა
Line of edition: 36    
პაემნითა შემოგფიცო, რომელ, ვირე ცოცხალ ვიყო, შენი მიწა
Page of edition: 87   Line of edition: 1    
ვიყო, შენი მიწისაგანცა უფრო. შენი სიყუარული არაოდეს დავივიწყო,
Line of edition: 2    
სულთაგან უფრო მიყუარდე და ჩემისა ტანისაგან შენი სიყუარული
Line of edition: 3    
და ჩემი სული სწორად გამოვიდენ. არაოდეს მოვიცილვო
Line of edition: 4    
მონობა შენი, არა ლხინსა და არა ჭირსა შიგანო".

Line of edition: 5       
ესე თქუა და სისხლისა ცრემლნი ღუარულად ადინნა. თუალნი
Line of edition: 6    
მისნი მაისისა ღრუბელსა ჰგუანდეს წუიმისა დაულევნელობითა.

Line of edition: 7       
შეებრალა ძიძასა უგულო რამინ, მით რომელ დაღონებულობისაგან
Line of edition: 8    
დია საბრალოდ იყო. ეგრე არქუა რამინს:

Line of edition: 9       
-- "ჰე ჩემთა თუალთა სინათლეო. მიჯნურობასა შიგან თმობისა
Line of edition: 10    
იალმაგი ჩაიცუი ტანსა. მიჯნურსა ტირილი გამოაცხადებს და
Line of edition: 11    
ავად მოუჴდების. ცხადსა მიჯნურსა დია ფათერაკი სდევს. ვისის
Line of edition: 12    
ნაცულად, თუ გწადდეს, ჩემი სული გიძღუნა. წავიდე, მოვავლინო
Line of edition: 13    
და ვისსა კულაცა შევება, ტანსა უსირცხუილობისა ჯაჭუი ჩავიცო.
Line of edition: 14    
მე, ვიდრე სულნი მიდგან, შენ ვერ გაგწირავ. ჩემი სული და
Line of edition: 15    
სიცოცხლე შენდა შემომიწირავს. ამისგან უფრო გული მართალი არ
Line of edition: 16    
ვიცი. რომელ ჩუენია და ნება ასრულდების, რა გული მართალი
Line of edition: 17    
უც კაცსაო".

Line of edition: 18       
მივიდა ძიძა ვისსა წინაშე, ათასფერი სიტყუა ზეპირ დაესწავლა.
Line of edition: 19    
ნახა, რომელ თავ-ჩამოგდებულივე ჯდა. შეჭირვებისაგან გული
Line of edition: 20    
მწუადსა უგუანდა. თორნესა შიგან შემწუარსა: თუალთაგან
Line of edition: 21    
დაუწყუედელად ცრემლისა დენა ნოეს რღუნობისა ღრუბელსა
Line of edition: 22    
უგუანდის; დღე და ღამე მოუსუენებელსა ჭირსა შიგან იყო. ძიძა ერთობ
Line of edition: 23    
ენად მარჯუე იყო და კულაცა დაუწყო საუბარი; ეგრე არქუა:

Line of edition: 24       
"ღმრთისაგანმცა მიწყით დაღრეჯით იგი ზის. ვინცა შენ აგრე
Line of edition: 25    
დაგღრიჯა! ღმერთმან მისი ჭირი და ბოროტი ქმნას. ვისგანცა შენ
Line of edition: 26    
აგრე შეჭირვებული და დამძიმებული ხარ! თავის სახლისა და
Line of edition: 27    
ნატამალთაგან მოგაშორა და კიდეგნად ტყუეურად დაგაბა. შუენიერთა
Line of edition: 28    
დედისა და ძმისაგან მოგაშორა, რომელ ერთი სულსა გიგუანდა
Line of edition: 29    
და ერთი -- გულსა. მაგრა აწ ამა უცხოთა შიგანშენცა მიწყით შმაგსა
Line of edition: 30    
რასა ჰბაძავ? რასაღა გერგების ეგ ცნობა, რომელ ღმერთსა
Line of edition: 31    
მოუცემია, რათგან შენითა ცნობითა თავსა ვერას ირგებ? მე შენითა
Line of edition: 32    
ჭურეტითა ვიწუი და დაღრეჯილი ვარ შენისა დაღრეჯილობისაგან.
Line of edition: 33    
გონებიანი კაცი ცნობილობითა ეძებს თავისა წამალსა და ამით
Line of edition: 34    
გააქარვებს შეჭირვებასა. შენ ღმერთმან გონება და ცნობა მოგცა,
Line of edition: 35    
მაგრა ცნობისა და გონებისაგან სიხარული არა გინაწილა. ვირსა ჰგავ,
Line of edition: 36    
რომელ ზურგსა ჴრმალი ეკიდოს და, რა ლომი ემთხუიოს, ვერად
Line of edition: 37    
მოიჴმაროს. აწ ეგზომსა ვირემდინ შეიჭირვებ და ასრე ბეჯედსა
Line of edition: 38    
ოქროსა ზედა ჩამოჰყრი? ნუ იქმ, შეიბრალე სიყმე შენი, ჭირსა ჭირსა
Page of edition: 88   Line of edition: 1    
ზედა ნუ მოიმატებ. უცხოთა შიგან ნიადაგ ნუ იზახი, ბედსა და
Line of edition: 2    
დიდებასა ნუ სწყევ. მოისმინე, ანგელოზი შენი მიწყით გახლავს დღე
Line of edition: 3    
და ღამე და ესმის შენგან ღმრთისა უარის-ქმნა და წყევა დღისა
Line of edition: 4    
დაბადებისა შენისა. შენ ერაყისა და ხორასნისა დედოფალი ხარ,
Line of edition: 5    
ყოველთა კეკლუცთა მზე და უხუცესი. სიყმესა ზღუასა შიგან ნუ ]
Line of edition: 6    
ჩააგდებ და მაგა ტანსა ჭირსა შიგან ნუ დაადნობ. იცი, რომელ დღენი
Line of edition: 7    
ჩუენნი ნათხოვნია და მოკლენი, გარდასრულნი გარე აღარა
Line of edition: 8    
შემოიქცევის. სული დია საყუარელი და აზიზია, შენსა წინა რად ეგზომ
Line of edition: 9    
უპატიო და საძულველია? საყუარელსა შენებრ არავინ დააბამს
Line of edition: 10    
ჭირსა შინა და მიწყით არავინ დაღრეჯს და დააწყლულებს. შენ თუ
Line of edition: 11    
მიწყით ესე ზნედ გჭირს, რომელ საყუარელთა ამძიმებ, შენსა სულსა
Line of edition: 12    
შენ დია უყუარ. შენ იგი რასთუის გძულს? რამინ შენსა სულსა
Line of edition: 13    
ჰგავს, მას შენ უყუარ და იგი შენ გძულს. ნუ იქმ, მოყუარეთა თანა
Line of edition: 14    
უამე იყავ; ვენაჴისაებრ ნაყოფიერი ხე იყავ. შეიბრალე იგი გლახ
Line of edition: 15    
ყმა-კაცი, ნუცა მას დაადნობ და ნუცა შენსა ტანსა უზამ მიწყით
Line of edition: 16    
გაუხარებლობასა. ნუ უწყალო ექმნები ამას უსწოროსა ჭაბუკსა,
Line of edition: 17    
გაზარდე მისი სიყუარული, ვინცა შენსა სიყუარულსა ზრდის. თუ
Line of edition: 18    
შენგან არავინ გაიხარებს, შენი პირი დია კუპრისა სწორიაო".

Line of edition: 19       
რა ესე სიტყუა ესმა ვისსა, აშფოთდა, აგინა, კუშტად ავი
Line of edition: 20    
სიტყუა მიუგო ძიძასა და ეგრე არქუა:

Line of edition: 21       
"ჰე საძაგელო და ღმრთისაგან დაწყეულო! ნუმცა შენ, ნუ ვისი
Line of edition: 22    
და ნუ რამინ. ამცაოჴრდების ხუზისტანი, სადაურც ხარ; ნუმცა
Line of edition: 23    
შენი არჯალი პირი და უბედური; შენისა ქუეყნისაგან მაჭაკლის
Line of edition: 24    
მეტი არა გამოვა და შენისა გუარისაგან გრძნეულისაგან კიდე არა
Line of edition: 25    
იშობების. თუ შენისა გუარისაგან ათასი შვილი გამოვა, ყუელა
Line of edition: 26    
ბოზი, გრძნეული და მატყუებლობასა უკანა-მდგომი იქმნების.
Line of edition: 27    
ნურავის არწმუნოს ღმერთმან, რომელ თავისა ასული საზრდელად
Line of edition: 28    
მისცეს ძიძასა, რომელ ავითა და არაწმიდითა ძუძუითა გაზარდოს, მით
Line of edition: 29    
რომელ მას წმიდასა გუარსა და პატიოსანსა შვილსა აუგით დასურის,
Line of edition: 30    
ვითა თავისა შვილსა გარყუნის. თუ შენი ძუძუ მზისაცა შვილმან
Line of edition: 31    
წოოს, მისისა სინათლისა მოლოდნა ბრალი არის. ღმერთმან
Line of edition: 32    
ჩემსა დედასა გარდააჴდევინოს, რომელ ჩემი წმიდა გუარი დასუარა
Line of edition: 33    
შენითა ძიძობითა და შენებრივისა გრძნეულისა და უსირცხუილოისა
Line of edition: 34    
ჴელსა მიმცა, რომელ არცა ცნობა გაქუს და არცა სირცხუილი!
Line of edition: 35    
შენ მტერი ხარ ჩემი, -- არ ძიძა. აწ უღონიოდ წაგიღია და
Line of edition: 36    
წაცაიღებ ჩემსა პირის წყალსა. მე ღმერთმან მისი საფარველი
Line of edition: 37    
დამდვას და შენებრივისა უწრფელოსაგან მიჴსნას. შენ არა იგი ხარ,
Line of edition: 38    
რომელ თავისა თავი გეფრთხილების მიწყით და პატიოსნობასა
Page of edition: 89   Line of edition: 1    
აქებ? აწ ამას შმაგურითა საუბრითა და უსირცხუილობითა შენითა
Line of edition: 2    
ყუელა შენი სახელი გააქარვე და შენისა სიყუარულისა ძირი ჩემისა
Line of edition: 3    
გულისაგან ამოგიგდია. შენ აქათგან აღარავინა გდებს პატივსა,
Line of edition: 4    
მისგანვე კიდე, რომელ შენებრ ბოზი და გრძნეული იყოს. შენი
Line of edition: 5    
საუბარი და სიკუდილი სწორად მიჩს, ვითა შემოდგომათა ხისა
Line of edition: 6    
ფურცელი ჩავიჭრები. და ეგრე მასწავლი, მოკლეთა დღეთა რად არ
Line of edition: 7    
გაიხარებ სიძვითაო? ნეტარ თუ სიცოცხლესა ჩემსა ყუელა მადლი
Line of edition: 8    
ვქმნა, უარეა სიძვასა? სამოთხე და ღმრთისა ნახვა მაგა აგრე
Line of edition: 9    
ქცევითა არ მიჰხუდების კაცსა. საწუთრო და ლაღობა მეცნიერთა
Line of edition: 10    
სწორად უჩს: ლაღობა არსად გრძლად არ იხარებს".

Line of edition: 11       
"შენ ძიძაო, სულითა შენითა ნუ იბრძუი მით. რომელ მე შენსა
Line of edition: 12    
საუბარსა არ მოვისმენ და არცა ოდეს შენსა ბადესა დავებმი! არ
Line of edition: 13    
ცოტა ყმა ვარ, რომელ ჭრელითა რაითმე მოვღორდე, ანუ ფრინველი,
Line of edition: 14    
რომე ქვითა ავფრინდე. რეგუენისა რამინის რომელ შეთულილობა
Line of edition: 15    
მოგიღია, ჩემსა ყურსა ზღაპარია ცუდი. თუ კულა ოდესცა
Line of edition: 16    
შეიწამო ჩემ თანა, ანუ ოდესცა ეშმაკთა წადილისაკე მიმზიდო, არ
Line of edition: 17    
თურე ჩემის გუარისა ვარ და შენგან ეგე საუბარი მიამების. მე ამა
Line of edition: 18    
საწუთროისაგან აბეზარ ქმნილ ვარ და ჩემსა სულსა ზედა მცუელად
Line of edition: 19    
გონება დამიყენებია. ესე კაცმან ყუელამან იცის, რომელ
Line of edition: 20    
ღმერთი და რჯული სჯობს ხუზისტანელსა ეშმასა და რამინსაო".

Line of edition: 21       
რა ძიძამან წყრომა ნახა ვისისი და საუბარი ღმრთისა და
Line of edition: 22    
სჯულისაგან მოისმინა, გულსა შიგან იგონებდა, თუ აწ რა ტკბილად
Line of edition: 23    
დაეწყო ლაპარაკი და საუბარიო. ეგრე თქუა: "მე ამა ქალსა ვერათ
Line of edition: 24    
მოვაღორებ და ვერცა მოვერევი მისსა გულმაგრობასაო. აწე ჩემი
Line of edition: 25    
ღონე გრძნეულობა არის, რომელ შელოცვითა ნუთუ რამე ვქმნაო".
Line of edition: 26    
დაუწყო კულაცა საუბარი ძიძამან, და მოიჴმარა თავისა მაგალითობა
Line of edition: 27    
ენითა და ეგრე მოაჴსენა:

Line of edition: 28       
"ჰე ჩემთა სულთაგან უფრო საყუარელო და ყოველთა
Line of edition: 29    
შუენიერთაგან უშუენიერესო! მიწყითმცა სიმართლისა მთქუმელი და
Line of edition: 30    
სამართლისა მოქმედი ხარ და მიწყითმცა მოკრძალი და პატიოსანი.
Line of edition: 31    
მე რა დამეჭირების ეგეთი, რომელ შენებრსა გუარიანსა და წმიდასა
Line of edition: 32    
მოვაცთუნვებდე? რასათუის გეუბნები ილათითა სხუათათუის,
Line of edition: 33    
არ უღონო ვინმე დაჭირვებულ ვარ! რამინ არცა ჩემი შვილია,
Line of edition: 34    
არცა ნატამალი, არცა მზახალი, არცა პატრონი. ამას არ მიბრძანებ.
Line of edition: 35    
თუ მან კარგი რა მიყო, რომელ მისად მოყურად შემქმენ და შენად
Line of edition: 36    
მტერად? მე საწუთროსა შიგან შენი წადილი მომინდების და რაცა
Line of edition: 37    
შენ გიამების, მე იგი მიამების. აწ ხუაშიადსა ბუკითა შენთანა
Line of edition: 38    
გამოვაცხადებ, რათგან ღონე არა მათქმევს. რაზომცა სიდიდესა
Page of edition: 90   Line of edition: 1    
გემოობდე, ეგრეცა ადამის შვილი ხარ, არცა ანგელოზი, არცა ქაჯი
Line of edition: 2    
და არცა დევი. ასეთსა ქმარსა მოსწყდი, ვითა ვირო არის, მაგალითობითა
Line of edition: 3    
ესეთი ჴელმწიფე შეგირთავს. ვითა მოაბად არის. შენგან
Line of edition: 4    
აქამდის არვის გახარებია, ამით რომელ საგებელთა შიგან არავისდა
Line of edition: 5    
შეყრილ ხარ, და არცა ვისაგან გაგიხარებია და არცა ნივთი იცი.
Line of edition: 6    
ორი ქმარი შეგირთავს და ორთაგანვე მოწყუედილ ხარ. შენ და
Line of edition: 7    
დიდსა წყალსა იქით ჴიდი სწორნი ხართ.

Line of edition: 8       
თუ ყოლა გაგიგიადა კაცთა გუერდის წოლა, ამა საწუთროსა
Line of edition: 9    
შიგან რამინისებრსა ვერა ჰპოებ. რა სარგებელია, თუ შენ მზისაებრ

Line of edition: 10       
კეკლუცი იყო და შენგან ნაყოფი არ გამოიჭმოს? შენ ესე არ იცი,
Line of edition: 11    
რომელ მიჯნურისა უმოყუროდ საწუთრო არ ჰამოა? ღმერთს
Line of edition: 12    
ფრინველიცა დედალი მამალისათუის დაუბადებია, არ შენ დედალი
Line of edition: 13    
მამალსა ჰშუენი? მამაკაცი ცოლსა მით შეირთავს, რომელ
Line of edition: 14    
ერთმანერთისაგან გაიხარნენ. თუ ერთმანერთისაგან არ გაინარებენ,
Line of edition: 15    
საწუთროსა ნივთთა უკანა რას უდგებიან? აწ თუ ესე იცი, რომელ
Line of edition: 16    
მე მართალი მითქუამს, მაშ შენგან ჩემი წყევა და გინება არა პირიანია.
Line of edition: 17    
მე ესე მითქუამს ამით. რომელ მიყუარ, -- შენი დედა და ძიძა
Line of edition: 18    
ვარ. რამინ შენი შესაფერია და შენ მისი, მას შენ უყუარ და იგი შენ
Line of edition: 19    
გიყუარდეს; შენ მზე ხარ და იგი -- უსწორო მოყმე. სიყუარულსა
Line of edition: 20    
შიგან ერთმანერთსა ნუ გასწირავთ. რა მე ორთავე ესრე ერთად გნახავ,
Line of edition: 21    
ქუეყანასა შიგან ჩემი შესაჭირვებელი აღარა არისო".

Line of edition: 22       
რა ძიძამან ესე ყუელა მოიუბნა და მოაჴსენა ვისის, მოსაცთუნვებლად
Line of edition: 23    
ეშმაცა ეშუელა მისითა ლაშქრითა. ათასი ბადე დაუგო ძიძამან
Line of edition: 24    
ვისსა, ათასი ჭა უთხარა გზასა ზედა. ეგრე უთხრა:

Line of edition: 25       
"ესე ჴელმწიფეთა და დიდებულთა ცოლები ნახე. ყუელა
Line of edition: 26    
მხიარულობს და ყუელასა მალვითა მოყუარე უვის, ყუელა ცხადად
Line of edition: 27    
და მალვით გაიხარებს. და შენ მიწყით სტირ და ბედსა უჩივი.
Line of edition: 28    
ანაზდეულად სიბერე მოგესწრების და სიყმისა სიხარულისაგან უწილო
Line of edition: 29    
დარჩები. არცა ქვა ხარ და არცა რკინა, ეგზომსა ჭირსა ვით გასძლებ?"

Line of edition: 30       
რა ესე საუბარი ესმა ვისის ძიძასაგან. მეტისა ძიძისა საქმობისაგან
Line of edition: 31    
აუდუღდა სიყუარული, და მორელბა გულქვაობა მისი, დაება
Line of edition: 32    
მახესა ყოველი ასო მისი ენისაგან კიდე და ენა შეუნახვიდა ხუაშიადსა.
Line of edition: 33    
და მერმე ჰამოითა სიტყუითა ეგრე უთხრა ძიძასა:

Line of edition: 34       
"აჰა, მართალ ხარ. რომელ დიაცი მამაცისათუის დაბადებულია.
Line of edition: 35       
რაცა გითქუამს, ყუელა მართალი გითქუამს და არა გიხლათავს
Line of edition: 36    
სიჭრელითა. დედანი რაზომცა უსუსურნი და ჯაბანნი არიან, მაგრა
Line of edition: 37    
ლომთა ჭაბუკთა გულისა და ძალისა წამღებნია. ათასი ავი ზნე
Page of edition: 91   Line of edition: 1    
სჭირს დედათა სიყუარულითა, ესე სჯობს თუით არავინ დაებას
Line of edition: 2    
მათსა სიყუარულსა. მე ესეცა რაცა ვთქუი ამად, რომელ დედათა
Line of edition: 3    
ადრე გაწყრომა ზნედ სდევს. ესე შენი სიტყუანი ძოღან ვითა
Line of edition: 4    
მოწამლული ისრის პირი მეცა გულსა, ამით გავკუშტდი, რომელ
Line of edition: 5    
დასამძიმებელი სიტყუა მესმა. ენა გამრყუნია ავის თქუმითა და ამით
Line of edition: 6    
დია მინანია. არა მიჴმდა შენი ავად გაჴდომა; თუმცა დამეთმო,
Line of edition: 7    
ჩემთუის უფრო სახელი იყო. თუ მე სიტყუასა არავისსა მოვისმენდე
Line of edition: 8    
და პასუხსა არ გავსცემდე, მას ჭირად ეყოფის. აწ მე ქენებით
Line of edition: 9    
ღმრთისაგან მშუიდობით დაცუასა ჩემსა ეითხოვ და ავისა თქუმისაგან
Line of edition: 10    
ენისა ჩემისა შენახვასა. და ვირე ცრცხალ ვიყო, ჩემსა სიწმიდით
Line of edition: 11    
დაცუასა, ვითა მოყუარეთა გაუხარდებოდეს და მტერთა
Line of edition: 12    
დაუმძიმდებოდეს; და შაგირდს ნუ მისცეს ღმერთმან შენებრი ავის
Line of edition: 13    
შემნდობელი და ეგზომ უბედურისა საქმისა მაწუეველიო".


Next part



This text is part of the TITUS edition of Visramiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 1.5.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.