TITUS
Ioane Bolneli / Chrysostomus, Sermones
Part No. 5
Previous part

Text: A_12  
Page of ed.: 263  
Line of ed.: 23   თქუმული წმიდისა ოქროპირისაჲ
Line of ed.: 24  
ნათლისღებისათჳს უფლისა ჩუენისა
Line of ed.: 25  
იესუ ქრისტესა იორდანეს


Line of ed.: 26        დასაბამი სახარებისაჲ სასუფეველისა ცათაჲსა არს წმიდაჲ ესე
Line of ed.: 27     
დღენდელი დღესასწაული და აღთქუმაჲ აქუს ცხორებისაჲ საუკუ\ნოჲსაჲ
Line of ed.: 28     
მის მიერ, რომელიცა-იგი გამოგჳჩნდა კეთილი იგი სარწმუ\ნოებაჲ
Line of ed.: 29     
და გამოგჳბრწყინდა უკუდავებაჲ.

Line of ed.: 30        
დღეს დღესასწაულობს ყოველი დაბადებული და პატივ-სცემს ეკლე\სიაჲ;
Line of ed.: 31     
დღეს ეწამების მამაჲ და ბრწყინვალე ჰყოფს სული წმიდაჲ
Line of ed.: 32     
ჩუენებითა ვითარცა ტრედისაჲთა; დღეს გალობენ ქერაბინნი და სერა\ბინნი
Line of ed.: 33     
ადიდებენ, ანგელოზნი აქებენ, მთავარანგელოზნი ღაღადებენ;
Page of ed.: 264   Line of ed.: 1     
დღეს მამადმთავარნი და წინაჲსწარმეტყუელნი წმიდისა ამის
Line of ed.: 2     
დღესასწაულისა გამოჩინებასა იხარებენ; დღეს იხარებს ცაჲ და ქუეყა\ნაჲ,
Line of ed.: 3     
ზღუაჲ და ყოველი დაბადებული მას ადიდებენ. ამას დღესა
Line of ed.: 4     
უხარის იოვანეს და პატიოსან იქმნების მონაჲ, ამისთჳს, რამეთუ ეჩუენების
Line of ed.: 5     
უფალი და გამობრწყინდების ღმრთეებაჲ. დღეს განწმიდნების ჴორცი
Line of ed.: 6     
და განიჴსნების კრულებისაგან ადამ. დღეს გჳრგჳნოსან იქმნების წმი\დაჲ
Line of ed.: 7     
და დიდებული ღმრთისმშობელი მარიამ და ყოველნი წინაჲსწარმე\ტყუელნი
Line of ed.: 8     
მის თანა იხარებენ, რომელნი-იგი წინაჲთვე მისთჳს ქადაგებ\დეს.
Line of ed.: 9     
ღმერთსა უხილავსა აწ თუალითა ხედვენ ჴორციელად; ამას დღეს
Line of ed.: 10     
ცხორებაჲ სიკუდილსა დაამჴობს და უკუდავებაჲ გამოჩნდების, ბნელი
Line of ed.: 11     
იმხილების და ჭეშმარიტებაჲ გამოჩნდების, შჯული დასცხრების და
Line of ed.: 12     
მოსე მოჰრიდებს; წინაჲსწარმეტყუელნი დადუმნეს და მადლი გამობრწყინ\და.
Line of ed.: 13     
ამას დღესა ეშმაკი იწყლა, ვეშაპი განიპო და ყოველი ძალი მისი
Line of ed.: 14     
დაეცა, ამისთჳს რამეთუ ღმერთი გამოჩნდა. რამეთუ ესრეთ არს, და
Line of ed.: 15     
ყოველნი მოწამენი გუასწავებენ, უფროჲს ხოლო ესე ოთხმეოცდამეათე
Line of ed.: 16     
იგი ფსალმუნი, რომელსა გჳთხრობს, ვითარმედ: დაეცნენ მარცხენით
Line of ed.: 17     
შენსა ათასნი და ბევრნი -- მარჯუენით შენსა და შენ არა მოგეახლნენ.

Line of ed.: 18        
და ჯერ-არს, რაჲთამცა ყოველივე წარმოვთქჳთ და გამოვაჩინეთ
Line of ed.: 19     
დიდებაჲ ღმრთისაჲ, და ვითარ-იგი წერილ არს, ძლევაჲ ეშმაკისაჲ,
Line of ed.: 20     
და რომელ-იგი დღეს სახარებისაგან გუესმა იორდანესა ზედა მოსლვი\სათჳს
Line of ed.: 21     
მხოლოდშობილისა.

Line of ed.: 22        
გარნა აწ ფსალმუნისაჲ იგი სხჳსათჳს და-ღათუ-ჰმარხოთ და
Line of ed.: 23     
რომელი-ესე წინა-გჳც, ამას მოვისწრაფდეთ დღესა ამას შუენიერსა
Line of ed.: 24     
გამოცხადებასა ღმრთეებისასა, რავდენი-ესე ცნობაჲ ჩუენ მოგუეცა.

Line of ed.: 25        
აჰა ესერა განშუენდების ქრისტეშემოსილი იგი კრებული რამეთუ
Line of ed.: 26     
ამან ჩუენთჳს დღეს ნაყოფი კეთილი გამოიღო სარწმუნოებისაჲ და
Line of ed.: 27     
ღმრთის გამოცხადებისა იგი ნათელი გუაუწყა. ამან დღეს წერილნი
Line of ed.: 28     
იგი წმიდანი გულისჴმა-ყვნა და სასუფეველი მოგუატყუა; ამას დღესა
Line of ed.: 29     
იხარებენ ყოველნი დაბადებულნი და დღესასწაულობენ ყოველნი
Line of ed.: 30     
ეკლესიანი, რამეთუ მათ შინა იდიდების მამაჲ და ძჱ და სული
Line of ed.: 31     
წმიდაჲ; ამას დღესა ყოველნი ზეცისათა თანა ადიდებენ.

Line of ed.: 32        
იხარებს დღეს ქუეყანაჲ და ყოველი დაბადებული მას ზედა,
Line of ed.: 33     
ოხრის ზღუაჲ, რამეთუ უხარის და მას შინა მყოფნი მას ადიდებენ,
Line of ed.: 34     
რამეთუ იორდანედ მოვიდა და ახარა. იხარებენ მამადმთავარნი,
Line of ed.: 35     
იშუებენ წინაჲსწარმეტყუელნი, რამეთუ ჰხედვენ ღმერთსა დიდებულსა
Line of ed.: 36     
იორდანესა ზედა.

Page of ed.: 265  
Line of ed.: 1        
ამას დღესა იორდანე პატიოსან იქმნა და ყოველნი წყალნი
Line of ed.: 2     
მისგან განწმიდნეს: იორდანე განშუენდების; ღმრთეებაჲ გამოჩნდების;
Line of ed.: 3     
მეუფებაჲ იცნობების; უფლებაჲ გამოცხადნების, შჯული დასცხრების
Line of ed.: 4     
და ჰურიაებრი იგი საბურველი გულსა მორწმუნეთასა მოეძარცუების.
Line of ed.: 5     
წინა-დაცუეთილებაჲ იგი პირველი დაჰჴსნდების და თჳნიერ ჴელისა
Line of ed.: 6     
წინა-დაცუეთაჲ იგი სარწმუნოებისაჲ დამტკიცნების.

Line of ed.: 7        
ამას დღესა ცხორებაჲ გამოჩნდა, სიკუდილი განქარდა, ბნელი
Line of ed.: 8     
იმხილა, ეშმაკი იგლოვს, ვეშაპი შეიმუსრა.

Line of ed.: 9        
ამას დღესა აღდგების ნიში უკუდავებისაჲ და ყოველი მედგრობაჲ
Line of ed.: 10     
ურჩულოებისაჲ დაეცემის.

Line of ed.: 11        
დღეს ქალწული იდიდების, რამეთუ რომელი-იგი მისგან იშვა
Line of ed.: 12     
ღმერთი და კაცად იპოა, რომლისაჲ მამაჲ არა იცოდა, უხილავი და
Line of ed.: 13     
უჴორცოჲ, ესე დღეს იორდანესა იხილვა ზეცით მამისა მიერ წამებუ\ლი.
Line of ed.: 14     
ეჰა, რავდენითა სიხარულითა აღსავსე არს მარიამ, რომელი-იგი
Line of ed.: 15     
არა იცოდა, არცა ეგონა, სულისა წმიდისა მიერ ღირს იქმნა შობად
Line of ed.: 16     
და ესე მდინარეთა მათ ზედა ჴელმწიფებით შთასლვასა მას და
Line of ed.: 17     
განკჳრვებასა წყალთასა ხედვიდა, განხუმასა ცათასა და გარდა\მოსლვასა
Line of ed.: 18     
სულისა წმიდისასა სახედ ტრედისა მის ზედა და ჴმასა მას
Line of ed.: 19     
მამისასა ზეგარდამო მეტყუელსა წამებით, ვითარმედ: "ეგეა ძჱ ჩემი
Line of ed.: 20     
საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ".

Line of ed.: 21        
და ხედვიდა იორდანეს დგომასა და ანგელოზთა კრებულსა, ჰური\ათა
Line of ed.: 22     
განლიგებულთა და ეშმაკთა მწუხარებით სივლტოლასა. ამას
Line of ed.: 23     
ყოველსაღა ხედვიდა ქალწული იგი. ყუედრებით ჰურიათა მათ ეტყო\და:
Line of ed.: 24     
ჰურიანო, შჯულისა გარდამავალნო და სიმართლისა მბრძოლ\ნო
Line of ed.: 25     
და ჭეშმარიტებისა მტერნო, მშჳდობისა შემასმენელნო, აწ თავის\უფალ-მყო
Line of ed.: 26     
მე თქუენსა მას დრკუებასა და თქუენსა მას განსაკითხ\ველსა
Line of ed.: 27     
წყლისა მისგან მხილებისა. აწ გიჩუენოს თქუენ იოსების
Line of ed.: 28     
სიმართლჱ და სიწმიდით ღმრთისმსახურებაჲ და ჩემი უბიწოებაჲ და
Line of ed.: 29     
სიწმიდით ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ. გარნა აწ საქმენი იგი ახლად
Line of ed.: 30     
იჩუენებიან შობილისა მისგან და შჯულისმდებელისა, რამეთუ შჯულისა
Line of ed.: 31     
და წინაჲსწარმეტყუელთაჲ მოგუეცა დამასრულებელი და რომელნი-\იგი
Line of ed.: 32     
პირველ ითქუნეს, სხუანი აწ გამოჩნდეს. ამის ყოვლისათჳს
Line of ed.: 33     
მარიამ სულისა სიხარულითა იტყოდა.

Line of ed.: 34        
აწ ამას ეკლესიაჲცა გამოჩინებულსა მას ქრისტჱს კაცთმოყუარე\ბასა
Line of ed.: 35     
იტყჳს ესაიაჲს მიერ: "ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალჱმ,
Page of ed.: 266   Line of ed.: 1     
რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი და დიდებაჲ უფლისაჲ შენ
Line of ed.: 2     
ზედა გამობრწყინდა".

Line of ed.: 3        
ჭეშმარიტად გამობრწყინდა ნათელი. რომელნი ვიყვენით ბნელსა
Line of ed.: 4     
და აჩრდილთა სიკუდილისათა და რომელი-იგი ბეთლემს იშვა და
Line of ed.: 5     
აღვასრულეთ დღესასწაული მისი უწინარეს მცირეთა ამათ დღეთა,
Line of ed.: 6     
ესე დღეს იორდანედ მოვიდა და ნათელ-იღო იორდანესა იოვანესგან
Line of ed.: 7     
და განანათლნა ყოველნი დაბადებულნი მისნი. ამიერითგან ჩუენცა
Line of ed.: 8     
მათ ქერაბინთა და სერაბინთა თანა, ანგელოზთა თანა ვიხარებდეთ
Line of ed.: 9     
დღენდელსა ამას დღესა და ვიტყოდით მის წინაჲსწარმეტყუელისა
Line of ed.: 10     
თანა და ვთქუათ, ვითარმედ: ესე არს დღჱ, რომელ ქმნა უფალმან;
Line of ed.: 11     
ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა, რაჲთა ყოველსა ჟამსა მტკი\ცედ
Line of ed.: 12     
დგენ ფერჴნი ჩუენნი სიწრფელესა ეკლესიასა შინა და მარადის
Line of ed.: 13     
ვაკურთხევდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის
Line of ed.: 14     
და უკუნითი [უკუნისამდე. ამენ].



Next part



This text is part of the TITUS edition of Ioane Bolneli / Chrysostomus, Sermones.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 1.12.2024. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.