TITUS
Anton Chqondideli, Kadagebani
Part No. 6
Previous part

Text: 6  
Page of ed.: 76  
Line of ed.: 24   Manuscript page: 28v  მეექვსესა კვირიაკესა მარხვათასა
Line of ed.: 25  
ქადაგება შურისათვის


Line of ed.: 26        წინასწარმეტყველთა შორის წარჩინებული დიდი
Line of ed.: 27     
ისაია იტყვის: "შურმან შეიპყრის ერი უსწავლელი
Line of ed.: 28     
და აწ ცეცხლმან შესჭამნეს წინა აღმდგომნი".

Line of ed.: 29        
წინასწარმეტყველთ ჩვეულება არის, რომ მათს
Line of ed.: 30     
ჰაზრს იგავით იტყვიან და დაფარულის გამოთქმით,
Line of ed.: 31     
მაგრამ აქ წინასწარმეტყველი ამას იგავით არ
Page of ed.: 77   Line of ed.: 1     
უბნობს, ცეცხლი შესჭამსო, (ესე იგი ჯოჯოხეთის
Line of ed.: 2     
მწარე ცეცხლი შესჭამსო). იქმნება ვინმემ სთქვას:
Line of ed.: 3     
"შურმან შეიპყრას ერი უსწავლელიო, უსწავლელი
Line of ed.: 4     
ერი შეიპყრას შურმანო და მე კაი სწავლული ვარ,
Line of ed.: 5     
უსწავლელი არ ვარო და ცეცხლმან შესჭამნეს
Line of ed.: 6     
წინა აღმდგომნიო". წინა აღმდეგნი შესჭამოს
Line of ed.: 7     
ცეცხლმანო, თორემ შურით შეპყრობილს არ
Line of ed.: 8     
უბნობსო.

Line of ed.: 9        
საყვარელო, რადგან შენ ამ სიტყვის ძალას ესრეთ
Line of ed.: 10     
სხვებრ გარდააქცევ, აქ მე გიჩვენო, თუ ამ
Line of ed.: 11     
წინასწარმეტყველის თქმულს რა ძალი აქვს.
Line of ed.: 12     
"შურმან შეიპყრას ერი უსწავლელიო", რომ უბნობს,
Line of ed.: 13     
ვინც ეს არ იცის, რომ შური ღმრთის საძაგელი
Line of ed.: 14     
არის და მეშურნეს განრინება არა აქუს
Line of ed.: 15     
ცეცხლისაგან, ეს თუ არ იცის, სრულიად ღმრთის
Line of ed.: 16     
მეტყველება და ყოველივე სიბრძნის მოყვარება შენ
Line of ed.: 17     
შორის იპოვებოდეს, მაშინაც ყოვლითურთ
Line of ed.: 18     
უსწავლელი ხარ და ამისთვის გეუბნება
Line of ed.: 19     
წინასწარმეტყველი და უსწავლელს ამისთვის
Line of ed.: 20     
გიწოდებს; და ცეცხლმან შესჭამნეს წინა
Line of ed.: 21     
აღმდგომნიო, ვინც რომ შურით შეპყრობილი არის,
Line of ed.: 22     
და შური აქვს, თუმც ყოვლის სათნოების და
Line of ed.: 23     
კეთილის აღმასრულებელი იყოს, მაშინაც ღმრთის
Line of ed.: 24     
წინა აღმდეგი არის, რომელსა დაამტკიცებს დიდი
Line of ed.: 25     
ღმრთის\\მეტყველი Manuscript page: 29r  ალფვერდი: "შური კაცისა წინა
Line of ed.: 26     
აღმდეგ არს ღმრთისა", და ამისთვის გეუბნება
Line of ed.: 27     
წინასწარმეტყველი: "ცეცხლმან შესჭამნეს წინა
Line of ed.: 28     
აღმდგომნიო", და ეს არის ამ სიტყვის ძალი და არა
Line of ed.: 29     
ესრეთ, ვითარ შენ გარდააქციე შურის
Line of ed.: 30     
სიყვარულისათვის, საყვარელო.

Line of ed.: 31        
აწ მოვიდეთ და ძალითა სულისა წმიდისათა ეს
Line of ed.: 32     
აღმოაჩინოთ, თუ შური როგორი წინააღმდგომი
Line of ed.: 33     
არის ღმრთისა და ვითარი განმარისხებელი მესიასი:
Line of ed.: 34     
ღმერთმან ყოველთა მის მიერ ქმნულთა
Line of ed.: 35     
დაბადებულთა შორის უბრწყინვალესად,
Line of ed.: 36     
უგონიერესად, და ყოველთა უმჯობესად ანგელოსნი
Page of ed.: 78   Line of ed.: 1     
განაწესნა და დაადგინნა თვით მსახურად
Line of ed.: 2     
ღმრთაებისა მისისა, რომელნიცა არიან უსხეულონი
Line of ed.: 3     
და უკუდავნი, რომელთათვის იტყვის სამღრთოთა
Line of ed.: 4     
ეკკლესიათა დიდი ქადაგი იოანე დამასკელი:
Line of ed.: 5     
"რომლისა არსება და სახე და საზღვარი, მხოლომან
Line of ed.: 6     
უწყის დამბადებელმან, ესრეთი შექმნა ღმერთმან
Line of ed.: 7     
ანგელოსნი", მაგრამ ანგელოსთ რომ განიხილეს
Line of ed.: 8     
ღმრთის მიუწთომელი ძლიერება და ძალი და
Line of ed.: 9     
მეუფება, შეიშურვეს და სთქვეს: ჩვენც რათ ისე არ
Line of ed.: 10     
ვართო, და ღმერთმან რომ მათი შური სცნა და
Line of ed.: 11     
წინა აღდგომობა, გარდამოსთხია ზეციდამ და
Line of ed.: 12     
ეშმაკად აქცია და ჯოჯოხეთის ცეცხლშიდ
Line of ed.: 13     
დაამკვიდრა.

Line of ed.: 14        
ეგრეთვე კაცი ადამ ღმერთმან დიდის
Line of ed.: 15     
საკვირველებითა და სიყვარულით შექმნა,
Line of ed.: 16     
რომლისათვის ბრძანა: "ვქმნეთ კაცი ხატად და
Line of ed.: 17     
მსგავსად ჩვენდაო"; და შექმნა იგი და შთაბერა
Line of ed.: 18     
სული უკუდავი და განუკვეთა სამყოფი სამოთხე
Line of ed.: 19     
საკვირველი და მას შინა დაადგინა. გასინჯე აქ
Line of ed.: 20     
სიყვარული ღმრთისა კაცთადმი _ თავის ხატის
Line of ed.: 21     
მსგავსი შექმნა, უკუდავი სული მისცა და თვით
Line of ed.: 22     
მისგან ქმნულს სამოთხეშიდ დაადგინა, ამის
Line of ed.: 23     
უდიდესი სიყვარული რაღა იქმნება და
Line of ed.: 24     
უსანატრელესი, მაგრამ როდესაც ადამმა შური
Line of ed.: 25     
გონებაშიდ გამოისახა და სჭამა ხი\\სა Manuscript page: 29v  მიერ
Line of ed.: 26     
ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა და სთქვა:
Line of ed.: 27     
"ვიქმნეთ ჩვენ ღმერთნიო" და შეიშურა ღმრთაება
Line of ed.: 28     
მისი, მაშინ ვერა რომელნიმე საკვირველნი საქმენი
Line of ed.: 29     
შეეწია ადამს, განურისხდა ღმერთი, გამოაძო
Line of ed.: 30     
სამოთხისაგან და დასაჯა და განუჩინა სიკუდილი
Line of ed.: 31     
და ოფლითა გამოზრდა მისი.

Line of ed.: 32        
საყვარელნო მსმენელნო, იხილეთ, თუ ვითარი
Line of ed.: 33     
დამაბნელებელი არის შური და ვერ მომსპობელი
Line of ed.: 34     
ყოვლის კეთილისა. ხომ დაინახეთ, რომ არა
Line of ed.: 35     
რომელმანმე კეთილმან ვერ სძლო შურს და თუ
Line of ed.: 36     
ანგელოსთ კეთილობას დააბნელა შურმან და
Page of ed.: 79   Line of ed.: 1     
ადამისაცა, ღმერთმან არცა საკვირველთა მსახურთა
Line of ed.: 2     
მისთა ანგელოსთა, არცა საყვარელსა მისსა ადამს
Line of ed.: 3     
შეუნდო და რიდა და დასაჯა, მაშ შენ, შურით
Line of ed.: 4     
შეპყრობილს, სულ არ გრიდებს და საუკუნოდ
Line of ed.: 5     
დაისჯები და ეშმაკის შვილად და ჯოჯოხეთის
Line of ed.: 6     
ნივთად გამოჩნდები. და იხილე, თუ ვითარი
Line of ed.: 7     
საძაგელი ყოფილა შური და ყოვლის კეთილის
Line of ed.: 8     
დამამხობელი და განმაბნეველი;

Line of ed.: 9        
დღეს ჩვენი სიტყვა და ჰაზრი შურისათვის არის
Line of ed.: 10     
აღებული, მაგრამ ზემო თქმულმან სიტყვამან
Line of ed.: 11     
საღმრთომან იძულებულ მყო, რომ მცირე სიტყვა
Line of ed.: 12     
აქ ურწმუნოთა ჰურიათა და აგარიანთადმი უნდა
Line of ed.: 13     
წარმოვსთქვათ: ჰურიანო, წინაშე ვსთქვით, სჯულის
Line of ed.: 14     
მდებელი თქვენი მოსე დასწერს "ღმერთმან სთქვა:
Line of ed.: 15     
"ვჰქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდაო". მოსემ
Line of ed.: 16     
ხომ ესრეთ დასწერა და თქვენ ერთსა ღმერთსა
Line of ed.: 17     
აღიარებთ, ჭეშმარიტად აღვიარებ მეცა ერთსა
Line of ed.: 18     
ღმერთსა სამთა პირთა და გვამთა შინა
Line of ed.: 19     
აღსარებულსა, მაგრამ ეს მითხარით, თუ ერთი
Line of ed.: 20     
ღმერთი მხოლოდ არის და არა სამი პირი და გვამი,
Line of ed.: 21     
ეს მრავლობითად რათ ბრძანა: "ვქმნეთ კაცი ხატად
Line of ed.: 22     
და მსგავსად ჩვენდაო"? "ვქმნეთ" და "ჩვენ" ხომ
Line of ed.: 23     
ორსა და სამს დანიშნავს, და თუ ერთი პირი
Line of ed.: 24     
მხოლოდ იყო, რასათვის მრავლობითად ბრძანა?
Line of ed.: 25     
უმჯობესი არ იყო, მხოლოობითად ებრძანებინა.
Line of ed.: 26     
"ვქმნა კაცი ხატად და მსგავსად ჩემდა"? რადგან
Line of ed.: 27     
ერთი იყო, ასე იტყოდა, რა საჭირო იყ\\ო Manuscript page: 30r 
Line of ed.: 28     
მრავლობითად თქმა, მაგრამ ცხადათ სჩანს, თქმითა
Line of ed.: 29     
ამით ანუ სამება ღმრთაებისა უნდა აღიაროთ, ანუ
Line of ed.: 30     
მოსე სჯულის მდებელი თქუჱნი უნდა გააცრუოთ.

Line of ed.: 31        
ჰურიანო და აგარიანნო, ამას რომ უბნობს
Line of ed.: 32     
უფალი: "ვქმნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდაო",
Line of ed.: 33     
ვის ეუბნება ამას: "ვქმნათო", მითხარი, თუ ვინ იყო
Line of ed.: 34     
მაშინ კაცის შექმნასა ზედა ღმერთთან? ან რომ
Line of ed.: 35     
უბნობს: "მსგავსად ჩვენდაო", ან ვინ იყო მსგავსი
Line of ed.: 36     
მისი? რად მეტყვით ამისას? თუ იტყვით, ანგელოსი
Page of ed.: 80   Line of ed.: 1     
იყო მაშინ ღმერთთან და მას უბრძანებსო, მაშინ
Line of ed.: 2     
სცადეთ, ანგელოსი ღმრთის მსგავსი როგორ იქმნება,
Line of ed.: 3     
თვით მისის ჴელით შექმნილი? თორემ სთქვით, თუ
Line of ed.: 4     
მაშინ ღმერთთან მსგავსი მისი ვინ იყო, რომ თვით
Line of ed.: 5     
ბრძანებს: "ვქმნათ ჩვენ კაცი ჩვენი მსგავსიო".

Line of ed.: 6        
დაბრმობილნო, ნუღარს იტყვით, თვით სჯულის
Line of ed.: 7     
მდებელი თქუჱნის მოსეს თქმული არცხვენს პირსა
Line of ed.: 8     
თქუჱნსა. ჭეშმარიტად თქმა ესე დაამტკიცებს, რომელ
Line of ed.: 9     
ღმერთი ერთარს სამთა გვამთა და პირთა შინა
Line of ed.: 10     
ცნობილი, მამა და ძე და სული წმიდაა, სამი პირება
Line of ed.: 11     
ერთსა არსებასა და ღმრთაებასა შინა ცნობილი
Line of ed.: 12     
და ესენი იყუნენ, ერთმანეთისა შორის რომ ჴმობდენ:
Line of ed.: 13     
"ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდაო", და
Line of ed.: 14     
ესრეთ აღვიარებთ და თაყვანის ვსცემ და თქუჱნ
Line of ed.: 15     
რაღასა იტყვით? მე ვგონებ, არა გქონდესთ სათქმელი
Line of ed.: 16     
მიზეზი. ბრძანებისაებრ უფლისა: "მიზეზი არა აქვს
Line of ed.: 17     
ცოდვათა მათთათვის და ესრეთ დაიყო პირი თქუჱნი,
Line of ed.: 18     
რომელი იტყოდის სიცრუესა".

Line of ed.: 19        
აწ ჩვენ მოვიდეთ და პირველსავე ჰაზრსა და
Line of ed.: 20     
სიტყვასა ზედა აღვიდეთ და ვსთქვათ შურისათვის,
Line of ed.: 21     
ხოლო ჰურიათა და აგარიანთადმი ესე მცირე
Line of ed.: 22     
სიტყვის გება კმა იყავნ: საყვარელნო ქრისტეანენო,
Line of ed.: 23     
მსმენელნო ჩემნო, თვით პირველსავე სიტყვასა შინა
Line of ed.: 24     
დაინახეთ ცხადათ, რომ შური დიდი რამ ვნება
Line of ed.: 25     
არის, რომელიც ყოვლითურთ განუხსნელის
Line of ed.: 26     
საკურელით შეკრავს კაცს.

Line of ed.: 27        
მე გეტყვი, შუ\\რი Manuscript page: 30v  ესე ვითარი არის, ყოველი
Line of ed.: 28     
სათნოება რომ გქონდეს, ყოველი მოღვაწეობა
Line of ed.: 29     
აღასრულო, ყოველი კანონი ბრძანებული დაიმარხო,
Line of ed.: 30     
მაშინაც თუ იოტის დონე შური შენ შიდ არის,
Line of ed.: 31     
ყოველივე ეს ზემო თქმულნი შენთვის უხმარი არის
Line of ed.: 32     
და სატანას შვილი ხარ და ჯოჯოხეთისა ნივთი.
Line of ed.: 33     
თუ როგორ, ამის დამამტკიცებელი სიტყვანი
Line of ed.: 34     
მოგართვათ.

Line of ed.: 35        
ეს ხომ იცი, რომ სიძულილი შურისაგან ნაშობი
Line of ed.: 36     
არის და მისგან წარმოებს, და ამისთვის პავლე
Page of ed.: 81   Line of ed.: 1     
ყოველისა სოფლისა ქადაგი და პირი ქრისტესი,
Line of ed.: 2     
გასინჯე რა სახელი არის ეს, ბრძანებს: "და
Line of ed.: 3     
გაქუნდესრათუ წინასწარმეტყველება და უწყოდე
Line of ed.: 4     
ყოველი საიდუმლო და ყოველი მეცნიერება,
Line of ed.: 5     
მაქუნდესღათუ ყოველივე სარწმუნოება, ვიდრემდე
Line of ed.: 6     
მთათა ცვალებამდე და სიყვარული თუ არა მაქუნდეს,
Line of ed.: 7     
არავე რაჲ ვარ".

Line of ed.: 8        
აჲ, საყვარელნო, რა გითხრა პავლემ.
Line of ed.: 9     
წინასწარმეტყველი რომ იყო, ყოველი საიდუმლო
Line of ed.: 10     
და ყოველი მეცნიერება და სიბრძნე რომ იცოდე,
Line of ed.: 11     
ასეთი სასწაულთ მოქმედი რომ იყო, ამ მთას
Line of ed.: 12     
უბრძანო და იქი გარდასცვალო, ამისთანა კაცი
Line of ed.: 13     
რომ იყო, მაშინაც თუ სიყვარული არა გაქვს და
Line of ed.: 14     
შური არის შენ შიდ, ყოვლითურთ უხმარი არის.
Line of ed.: 15     
არა რაიც ხარ, და გასინჯე, თუ შური რა ყოფილა,
Line of ed.: 16     
რომ ყოველივე კეთილი დააბნელა და უხმარად
Line of ed.: 17     
გამოაჩინა, და სადაც კეთილი დაბნელდება და
Line of ed.: 18     
უხმარი იქმნება, მაშინ შენც დაბნელებული იქმნები
Line of ed.: 19     
იქ განწირულებაშიდ მიცემული.

Line of ed.: 20        
რა ვყო, არ ვიცი. შურმან დიდი რამ ძალა მიიღო,
Line of ed.: 21     
დიდი რამ გარემოება მოიცვა, დიდი რამ წინა
Line of ed.: 22     
აღმდეგი შეიქმნა კეთილისა, და თუ სრულიად ამის
Line of ed.: 23     
გამოძიებას შეუდგეთ, უთუოთ მოწყინება შემოვა;
Line of ed.: 24     
და თუ დაუტეოთ და დაშთეს ვინმე ამის უსწავლელი,
Line of ed.: 25     
თუ შური არ არის, უთუოთ როგორც ვეშაპი, ესრეთ
Line of ed.: 26     
შთანთქავს კაცს, და უმჯობესი არის, ისევ
Line of ed.: 27     
გამოძიებას შეუდგეთ შე\\მოკლებით Manuscript page: 31r  ძალითა
Line of ed.: 28     
ყოვლად წმიდისა სულისათა;

Line of ed.: 29        
მსმენელნო ჩემნო ქრისტეანენო, ყოველთა
Line of ed.: 30     
გმართებსთ განშორება ამ საძაგელის სავნებელის
Line of ed.: 31     
შურისაგან, მაგრამ უფრო საღმრთოთა კაცთა
Line of ed.: 32     
ამისთვის, რომ ყოველნი საღმრთონი წარმატებანი
Line of ed.: 33     
შურისაგან დაცემულ არიან და შენცა,
Line of ed.: 34     
სამღვდელონო, ეკრძალე, ნუ უკუე შენცა განიცადო.
Line of ed.: 35     
წმიდანო მამანო სამღვდელონო, რადგან ბერად
Line of ed.: 36     
შემდგარხარ და სამღვდელოება მიგიღია, მაშ
Page of ed.: 82   Line of ed.: 1     
უეჭველად სჯული უნდა გქონდეს, და თუ სჯული
Line of ed.: 2     
არა გაქვს, უსჯულო ან ბერი როგორ იქმნება, ან
Line of ed.: 3     
მღუდელი? და თუ შური რაიმე მცირე იპოება შენ
Line of ed.: 4     
შიდ, უთუოდ უსჯულო ხარ.

Line of ed.: 5        
იხილე ყურადღებით პავლე რას გიბრძანებს:
Line of ed.: 6     
"აღმასრულებელი სჯულისა სიყვარული არს".
Line of ed.: 7     
სჯულის აღმასრულებელი სიყვარული ყოფილა,
Line of ed.: 8     
და შენ შურით შებლარდნილ ხარ და გასინჯე, თუ
Line of ed.: 9     
უსჯულო არ ყოფილხარ და უსჯულოთათვის
Line of ed.: 10     
სატანჯველი და ცეცხლი მზათ არის მისაგებელად.

Line of ed.: 11        
მე ვსწუხ, პატიოსანნო მამანო, რომ დღეს მე
Line of ed.: 12     
პირი სამღვდელოთა მიმართ აღვიღე, მაგრამ რა
Line of ed.: 13     
ვქნა, თუ არ ვსთქვა და გესათნეო, ქრისტეს
Line of ed.: 14     
მონებისაგან განვვარდები, ვითარცა იტყვის პავლე:
Line of ed.: 15     
"უკეთუ კაცთა სათნო ვიყო, ქრისტეს მონამცა არა
Line of ed.: 16     
ვიქმნეო", და თუ ვსთქვა და ვიშიშვი, ვაითუ
Line of ed.: 17     
სიწმინდით თქუჱნისაგან გულ კლებულ ვიქმნე,
Line of ed.: 18     
მაგრამ ასრეთს საღმრთო ადგილზედ აღვსრულვარ,
Line of ed.: 19     
არ ვსთქვა, არ იქმნება და სულგრძელებით
Line of ed.: 20     
მომიტევეთ.

Line of ed.: 21        
პატიოსანნო მამანო, მე საკვირველებას ვხედავ
Line of ed.: 22     
ერთს: მკუდარი ხარ, სუდარა შემოსილი და შენ
Line of ed.: 23     
ცოცხალსავით იქცევი და მკუდარი სუდარ
Line of ed.: 24     
შემოსილი, სოფლით სოფლად დაიარებოდა და ამ
Line of ed.: 25     
სოფლის სიხარულს შეექცეოდა, ვის გინახავს ეს?
Line of ed.: 26     
ეგებ სთქვა, როგორ მკუდარი ვართო, ცოცხალი
Line of ed.: 27     
ვართო, რადგან ცოცხალი გგონია შენი თავი. აწ მე
Line of ed.: 28     
გიჩვენებ, Manuscript page: 31v  თუ მკუდარი არა ხარ, სუდარ შემოსილი
Line of ed.: 29     
და საფლავსა შინა დამარხული.

Line of ed.: 30        
როდესაც კაცი მოკუდება და დაუტევებს მამას,
Line of ed.: 31     
დედას, ცოლს, შვილს და ყოვლისათვის ამ სოფლის
Line of ed.: 32     
დიდებას შეიმოსს სუდარს და დაფლვენ მიწასა
Line of ed.: 33     
შინა და იქიდამ ვერ გამოვა, ვიდრე მეორეთ ქრისტეს
Line of ed.: 34     
მოსვლამდის, ეგრეთვე შენ, მამაო, არა გახსოვს, რასა
Line of ed.: 35     
იტყოდი შემოსვასა ცქებისასა, ოდესცა სიკუდილი
Line of ed.: 36     
გეგულვებოდა ამ სოფლით? მაშინ არ აღსთქვი
Page of ed.: 83   Line of ed.: 1     
წინაშე ღვთისა და საყდრისა მისისა, და მაშინ არ
Line of ed.: 2     
დაუტევე მამა, დედა, ცოლი, შვილი და ყოველივე
Line of ed.: 3     
სოფლისა ამის დიდება და სიხარული? განხვედი
Line of ed.: 4     
ამ სოფლისაგან, შეიმოსე სუდარი, ესე იგი ცქება,
Line of ed.: 5     
და დაეფალ საფლავსა შინა, ესე იგი აღსთქვი
Line of ed.: 6     
განუშორებლობა ეკკლესიისა, ვიდრე მკუდართ
Line of ed.: 7     
აღდგომამდე, და იფიქრე, თუ მკუდარი არ ყოფილხარ,
Line of ed.: 8     
და რადგან მკუდარი ხარ, მაშ რაღა სახმარი არის
Line of ed.: 9     
ამ სოფლის დიდება, ან სიხარული მკუდართათვის.
Line of ed.: 10     
ყოვლითურთ განევლტი და გაექეც ამ სოფლის
Line of ed.: 11     
ზრუნვას და ამ სოფლის სიხარულს, და მიიღე
Line of ed.: 12     
ნაცულად მისა ასი წილი საწყაული კეთილი,
Line of ed.: 13     
შეხრილი და დატენილი და ზედა გარდათხეული;
Line of ed.: 14     
და თუ არადა, უარყოფ შენს აღთქმას, მოუბრუნდები
Line of ed.: 15     
ისევ ამ სოფლის წუთს ცხოვრებას, მაშინ გიბრძანებს
Line of ed.: 16     
ქრისტე უფალი: "რომელმან უარ მყოს მე, უარ
Line of ed.: 17     
იქმნეს იგიცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა", და
Line of ed.: 18     
ეს ჴმა შთაგიყვანებს ფსკერსა ჯოჯოხეთისასა და
Line of ed.: 19     
სადა იტანჯებოდე საწყალობელად.

Line of ed.: 20        
მე ვხედავ, ტყუვილად ცდები. თუ ბერი ხარ, ამ
Line of ed.: 21     
სოფლის სიხარული უნდა დაუტეო, თორემ
Line of ed.: 22     
ტყუვილად ცდები. უფალი იესო გიბრძანებს: "ვერ
Line of ed.: 23     
ძალ გიც ორთა უფალთა მონებად", ქუდი
Line of ed.: 24     
დაგიხურავს და ანაფორა ჩაგიცვამს, ვითომ ბერი
Line of ed.: 25     
ხარ, და ამ სოფლის ცხოვრებას ვერ შეექცევი, ამ
Line of ed.: 26     
ორის ერთათ მოხმარება არ შეგიძლიან. ანუ შეუდეგ
Line of ed.: 27     
ქრისტეს სიტყვას და ამ სოფლის დიდება და შური
Line of ed.: 28     
დაუტევე, ან თავი შენი განმზადე გეენისათვის.
Line of ed.: 29     
მხოლოდ ქუდით და ანაფო\\რით Manuscript page: 32r  ბერობა არ იქმნება,
Line of ed.: 30     
ეს ქრისტეს თქმული იგავის მსგავსება არის: "გარეთ
Line of ed.: 31     
სჩანან შვენიერ, ხოლო შინაგან სავსე ხარ
Line of ed.: 32     
ნატაცებით და არა წმიდებითა". ბერული ქუდი
Line of ed.: 33     
გახურავს, ანაფორა გაცვია, და შურით სავსე ხარ.
Line of ed.: 34     
ეს ყოვლად შეუძლებელი არის, მგელს რომ
Line of ed.: 35     
ცხოვარის ტყავი ჩააცუა, ამით ცხოვართ სიმშვიდეს
Line of ed.: 36     
ვერ მიიღებს. ეგრეთვე შენ მხოლოდ ანაფორით
Page of ed.: 84   Line of ed.: 1     
წმიდანთ დასთ მემკვიდრეობას ვერ მიიღებ.

Line of ed.: 2        
თუ ბერობა გინდა, განიწმინდე გული შურისაგან,
Line of ed.: 3     
მოიძულე დიდება სოფლისა ამის, განეშორე
Line of ed.: 4     
უწესოებასა, გულფიცხობასა, და ამით იქმნე
Line of ed.: 5     
განწესებული გუნდთა შორის ანგელოსთასა და
Line of ed.: 6     
გაქვნდეს დიდი სიხარული ცათა შინა.

Line of ed.: 7        
კიდევ მოვიდეთ და ზემოთქმული სიტყვაჲ
Line of ed.: 8     
მოვიღოთ. შენ თვით ნებითა შენითა აღუთქვი
Line of ed.: 9     
ქრისტეს დატოვება სოფლისა ამის, და ახლა ისევ
Line of ed.: 10     
ამ სოფელს შეექცევა. იხილე, რას გიბრძანებს:
Line of ed.: 11     
"არავინ დასდვის ჴელი ერქვანსა და უკუნღა
Line of ed.: 12     
იხედვინა". რადგან ბერობის ერქვანს ჴელი დასდევ,
Line of ed.: 13     
სოფლისაკენ ნუღარ იხედავნ, თორემ ლოთის
Line of ed.: 14     
ცოლმანც უკმო იხედა და აღთქმა შეურაცხყო,
Line of ed.: 15     
მაგრამ ძეგლ მარილათ გარდაიქცა; ეგრეთვე შენ
Line of ed.: 16     
აღთქმას შეურაცხ ყოფ და სოფლისაკენ უკუ
Line of ed.: 17     
მიხედავ? შენც ძეგლ მარილად გარდაიქცევი, ესე
Line of ed.: 18     
იგი ჯოჯოხეთის ნივთი შეიქმნები და შვილ
Line of ed.: 19     
ეშმაკისა და მამისა ძეობისაგან და ქრისტეს
Line of ed.: 20     
მოწაფეობისაგან განვარდები.

Line of ed.: 21        
წმიდანო მამანო, უწინვე გითხარ, ხომ ყოველი
Line of ed.: 22     
დაუტევე ამ სოფლის ცხოვრება და ქრისტეს
Line of ed.: 23     
აღუთქვი შედგომა, მაშ რათ გინდა, რომ თეთრს
Line of ed.: 24     
იკრებ, სიმდიდრე გიყვარს და ინახავ თეთრს? გინდა
Line of ed.: 25     
განიმრავლო საქონელი? ეს ქრისტეს
Line of ed.: 26     
მოწაფეობისაგან შორს არის. ანუ უნდა მოიძულო
Line of ed.: 27     
სიმდიდრე, ან ქრისტეს მოწაფეობას უნდა დაეთხოო.
Line of ed.: 28     
ქრისტე არათუ თეთრის შეკრებას გიბრძანებს: "ნუ
Line of ed.: 29     
წარგაქვს ბალანტი, ნუცა ვარშაკანი, ნუ\\ცა Manuscript page: 32v 
Line of ed.: 30     
ფერხთა შესაცმელი გაქვსო". ქრისტე ასე უპოვარებას
Line of ed.: 31     
გიბრძანებს და შენ არა თუ ფერხთ საცმელს, ოქროც
Line of ed.: 32     
მრავალი გინდა გქონდეს, მაგრამ ეს ქრისტეს
Line of ed.: 33     
შედგომა არ არის, ეს უფრო აჰნგარება არის. ან
Line of ed.: 34     
დაუტევე ქრისტესთვის დიდება და მოხვეჭა ნივთის
Line of ed.: 35     
და მიიღე ასი წილი საწყაული კეთილი და ანუ
Line of ed.: 36     
შეუდეგ ცეცხლსა და მიიღე ჯოჯოხეთი.

Page of ed.: 85  
Line of ed.: 1        
მე გეტყვი შენ, არათუ ვეცხლის მოყვარება და
Line of ed.: 2     
დიდების შეკრება, თუმც მცირე რაიმე გაქვს
Line of ed.: 3     
დაუნჯებული, მაშინაც შენი ბერობა და მონაზონება
Line of ed.: 4     
უხმარი არის. ვითარცა იტყვის აგვისტინე: "უკეთუ
Line of ed.: 5     
მონაზონსა აქვს ერთი მწულილი, არა ღირს არს
Line of ed.: 6     
მონაზონი იგი ერთ მწულილად". გასინჯე,
Line of ed.: 7     
მწულილის უფრო მცირე დიდება რაღა იქმნება,
Line of ed.: 8     
და ერთი მწულილი თუ გაქვს, იმათ არ ღირხარო,
Line of ed.: 9     
და იხილე, თუ შენი მონაზონება და ბერობა უხმარი
Line of ed.: 10     
არ ყოფილა.

Line of ed.: 11        
ეგებ ვინმემ მითხრას, რა ვქმნათ, მაშ რამ უნდა
Line of ed.: 12     
გვარჩინოსო? ცოცხალი ვართო და თუ არ
Line of ed.: 13     
ვიზრუნოთ, მაშ რა ვქმნათო? ამისთვის კი არ გითხარ,
Line of ed.: 14     
არ გრწამს ქრისტეს სიტყვა და არც სახარების
Line of ed.: 15     
შედგომილი ხარ, თორემ ამას არ იტყვი, თუ ქრისტეს
Line of ed.: 16     
სიტყვა შენ ჭეშმარიტად მიგაჩნდეს, როგორ იტყვი
Line of ed.: 17     
ამას. მოიხსენე, რას გეტყვის: "ნუ ზრუნავთო,
Line of ed.: 18     
მიხედეთ მფრინველთა ცისათა, არცა შვრებინ, არცა სთნავს,
Line of ed.: 19     
არცა შეიკრებენ და მამა თქუჱნი ზეცათა ზრდის
Line of ed.: 20     
მას" და გეტყვის: "რაოდენ უმჯობეს ხართ თქუჱნ
Line of ed.: 21     
მფრინველთაო"? ასე გპირდება, თუ მამა ჩემი ზეცათა
Line of ed.: 22     
მფრინველს ზრდისო, თქუჱნ უფრო გამოგზრდის
Line of ed.: 23     
და ნუ ზრუნავხართო, და თუ შენ ქრისტეს სიტყვა
Line of ed.: 24     
გრწამდეს, მაშ რასთვის ზრუნავ? ნუ ზრუნავ, ნუ
Line of ed.: 25     
შეიკრებ, ნურც გინდა ნივთის სიმრავლე და მამა
Line of ed.: 26     
იგი ზეცათა გამოგზრდისთ, და ყოველსავეს
Line of ed.: 27     
გარდამეტებულს მოგცემს ორსავე სოფლით და
Line of ed.: 28     
მიიღებ ყოვლადვე დიდებასა დაულე\\ვნელსა. Manuscript page: 33r 

Line of ed.: 29        
ამასაც გეტყვი, თუ დიდება გიყვარდა, ხომ კი
Line of ed.: 30     
იცი ქრისტე სიგლახაკის მოძღვარი იყო, რათ
Line of ed.: 31     
შეუდეგი? აქ ღონე არ არის არს მეტი, ან მოიძულე
Line of ed.: 32     
დიდება, ან ქრისტეს მოწაფეობას უნდა დაეთხოვო
Line of ed.: 33     
და რომელიც სჯობდეს, მას შეუდეგ. მსმენელნო
Line of ed.: 34     
ჩემნო მამანო, დიდება გიყვარს და შოვნა არ იცი.
Line of ed.: 35     
დაიარები და თხოულობ, ღიტინობ, თავს იწუხებ
Line of ed.: 36     
და სხვას აწუხებ, ამით შენ ნივთს როგორ
Page of ed.: 86   Line of ed.: 1     
გაიმრავლებ? თუ ნივთის გამრავლება გინდა,
Line of ed.: 2     
ქრისტეს სიტყვას შეუდექ და ყოველს ნივთს იშოვნი
Line of ed.: 3     
და გამდიდრდები.

Line of ed.: 4        
ქრისტე გიბრძანებს: "პირველად ეძიებდით
Line of ed.: 5     
სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოს
Line of ed.: 6     
თქუჱნო". აი, საყვარელო, თუ სიმდიდრე გინდა, ეს
Line of ed.: 7     
არის, პირველად შეუდექ სასუფევლის მოგებას, თუ
Line of ed.: 8     
საიდამ იშოვნო ის და ყოველი შეგეძინოსო, ესე
Line of ed.: 9     
იგი, ყოველი სიმდიდრე სულით და ჴორცით
Line of ed.: 10     
შეგეძინოსო. თუ გინდა ნივთის სიმრავლე და
Line of ed.: 11     
სიმდიდრე, ეს არის და იქიდამ იშოვნი, თორემ შენი
Line of ed.: 12     
შურით თხოვნით, კაცის შეწუხებით, უსამართლობით
Line of ed.: 13     
ვერც რასმეს იშოვნი და როგორც მფრინველი
Line of ed.: 14     
მცირეს საჭმლისაგან მოტყუებული შთავარდების
Line of ed.: 15     
მახესა შინა, ეგრეთვე იმ მცირეს მოგების
Line of ed.: 16     
მოტყუებული შთავარდები ჯოჯოხეთის მახეშიდ
Line of ed.: 17     
და მოიშთობი.

Line of ed.: 18        
აქ მე ერთს რასმეს ვიკითხავ და ნუ განმკიცხავთ.
Line of ed.: 19     
თუ იცით, მითხარით, თუ ბერობა რა არის? ეგებ
Line of ed.: 20     
მითხრათ, ბერობა რა არის, როგორ არ ვიცითო,
Line of ed.: 21     
ცოლი არა გვყავს და შვილიო, ქუდი მახურავს და
Line of ed.: 22     
ანაფორა მაცვიაო, ჴორცს არ ვსჭამო და ბერობა
Line of ed.: 23     
ეს არისო. მხოლოდ ბერობა ეს არ არის, ეს
Line of ed.: 24     
ბერობისაგან მოგებული სათნოება არის, ბერობა
Line of ed.: 25     
ორი საქმე არის: ერთი ამ სოფლის დატევება, და
Line of ed.: 26     
მეორე ქრისტეს შედგომა. ესა ორი უნდა გქონდეს,
Line of ed.: 27     
თორემ ბერი არა ხარ და შენ როგორ დაგიტევებია
Line of ed.: 28     
ეს სოფელი სიმდიდრის მოგებისათვის? არ გძინავს,
Line of ed.: 29     
თუ სადმდე რამე შევიძინო, შუ\\რი Manuscript page: 33v  აგერ გულს
Line of ed.: 30     
აღმოგჭამს, თუ იმ კაცს ჩემზედ უფრო ბევრი რათ
Line of ed.: 31     
აქვსო და მიჩვენე, თუ ეს სოფელი დაგიტევებია და
Line of ed.: 32     
ან ამ სოფლის ცხოვრებაშიდ არა ხარ და ეგრეთვე
Line of ed.: 33     
ქრისტეს შედგომილი თუ ხარ, მას უნდა ებაძვებოდე.

Line of ed.: 34        
ქრისტე ასე ბრძანებს: "მშვიდ ვარ და მდაბალ
Line of ed.: 35     
გულითაო". შენ მშვიდი ხარ კი არა, გულ ფიცხ\ელობ,
Line of ed.: 36     
გძულს ძმა, ეშურვები და აგინებ, და გინდა
Page of ed.: 87   Line of ed.: 1     
პირველ ყოფა ყოველთა და საიდამ სჩანს ან სოფ\ლის
Line of ed.: 2     
მოძულება და ან ქრისტეს შედგომა? ცოლი
Line of ed.: 3     
და შვილი არ მყავსო, ჴორცს არ ვსჭამო. ეოსფორეს
Line of ed.: 4     
არ ყავდა არც ცოლი და შვილი და არც ჴორცს
Line of ed.: 5     
სჭამდა, მაგრამ რომ ვერ დაიცვა თავისი სამთავრო,
Line of ed.: 6     
გარდამოვარდა დიდებისა თვისისაგან და
Line of ed.: 7     
დაიკვიდრა ჯოჯოხეთი. ეგრეთვე თუ ამ სოფელს
Line of ed.: 8     
არ დაუტევებ, და ქრისტეს ბრძანების მსგავსად
Line of ed.: 9     
მშვიდობას და სიმდაბლეს არ ეცდები, გარდამო\ვარდები
Line of ed.: 10     
ანგელოსთ დასებისაგან და მიეცემი ფსკერ\სა
Line of ed.: 11     
ჯოჯოხეთისასა.

Line of ed.: 12        
აგრევე რომ უბნობ, ქუდი მახურავს, ანაფორა
Line of ed.: 13     
მაცვიაო და არც ეს რამე არის, თუ შინაგანი წმიდა
Line of ed.: 14     
არ გაქვს, ქრისტეს ბრძანებისამებრ გეთქმის შენ
Line of ed.: 15     
იგავი, რომელსა ბრძანებს: "მიმსგავსებულხართ
Line of ed.: 16     
საფლავთა განგოზილთა, გარეთ სჩანედ მშვენიერ,
Line of ed.: 17     
ხოლო შინაგან სავსე არიან ძვალებითა კაცთათა
Line of ed.: 18     
და არა წმიდებითა". აგრევე შენ გარეთ სჩანხარ
Line of ed.: 19     
შვენიერ ბერობის სახით, მაგრამ შინაგან სავსე
Line of ed.: 20     
ხარ არა წმიდებითა, ესე იგი შურითა და
Line of ed.: 21     
სიძულილითა და იფიქრე, თუ ან ქუდი და ან
Line of ed.: 22     
ანაფორა რასმეს გიჯობს და ეს შენი ჰაზრი
Line of ed.: 23     
ჯოჯოხეთის შვილობას არ მოგცემს.

Line of ed.: 24        
აწ, საყვარელო, თუ ქრისტეს მოწაფეობა გინდა
Line of ed.: 25     
და ბერობა, პირველად განაგდე შური ყოველთა
Line of ed.: 26     
უმძიმესი, მოიძულე უსარგებლო ამ სოფლის დიდება,
Line of ed.: 27     
რომელი დღეს არის და ხვალე არა, განაგდე გულ
Line of ed.: 28     
ფიცხელობა, მშვიდ იყავ და მდაბალ და მაშინ იქმ
Line of ed.: 29     
\\ნე Manuscript page: 34r  შენ შვილ მამისა ზეცათასა და გაქვნდეს
Line of ed.: 30     
დიდი სიხარული ცათა შინა და თუ ასე არ იქმ და
Line of ed.: 31     
ტყუვილად ცდები, არც შენი ბერობა სახმარი არის
Line of ed.: 32     
და შენის უგვანის ბერობის მოტყუებული
Line of ed.: 33     
მიიღებ დაულევნელსა სატანჯველსა.

Line of ed.: 34        
წმიდანო მამანო, ეს ხომ კარგათ იცით, რომ თქვენ
Line of ed.: 35     
ანგელოსნი ხართ, უფალი გიბრძანებს პირითა
Line of ed.: 36     
მალაქია წინასწარმეტყველისათა: "რამეთუ
Page of ed.: 88   Line of ed.: 1     
მღვდელნი არიან ანგელოსნი ყოვლისა
Line of ed.: 2     
მპყრობელისანი" და როგორი სიწმინდე გმართებს,
Line of ed.: 3     
აწ შენ განსაჯე და რადგან ანგელოსი ხარ, მიკვირს,
Line of ed.: 4     
თუ რა ჰპოვე ასეთი კეთილობა და კეთილი ქცევა,
Line of ed.: 5     
რომ იუდას მიებაძვე და იუდასაებრ იქცევ და
Line of ed.: 6     
ანგელოსება განაგდე, თუ როგორ _ მოგახსენო:
Line of ed.: 7     
იუდა ქრისტეს მოწაფე და მოციქული იყო და
Line of ed.: 8     
მახლობელად მსახური მისი, მაგრამ შური აღიღო
Line of ed.: 9     
და შური ქონდა, და როდესაც შურმან მისი გული
Line of ed.: 10     
აღავსო, ვერღა დაჰსდგა ქრისტესთან; რადგან შურით
Line of ed.: 11     
უღირსება ჰქონდა, საღმრთო ნებასთან ვეღარ
Line of ed.: 12     
განისვენა, დაკარგა მოციქულება და მოწაფეობა
Line of ed.: 13     
და განსცა ქრისტე, წარვიდა და მოიშთო და
Line of ed.: 14     
განუძღვა შური და მიუძღვა საუკუნოდ ჯოჯოხეთად.
Line of ed.: 15     
ეგრეთვე შენ შურით აღსავსე ხარ და წარმდგარ
Line of ed.: 16     
ხარ წინაშე წმიდისა საკურთხეველისა და შესწირავ
Line of ed.: 17     
მსხვერპლს და არ გახსოვს, რომ წარწყმედილისა
Line of ed.: 18     
და საძაგელის შურით გული აღსავსე გაქუს და არ
Line of ed.: 19     
გეშინის უსისხლოსა მსხვერპლისა და ესრეთ
Line of ed.: 20     
მოურიდებელად შესწირავ, ამით დაკარგავ
Line of ed.: 21     
ანგელოსებრს სამღუდელოებას, ჰყიდი მეორედ
Line of ed.: 22     
ქრისტეს, ამისთვის მოიშთობი, საწყალობელო, და
Line of ed.: 23     
მიგიძღვების შური ჯოჯოხეთად, ვისაცა შენ ბაძავ,
Line of ed.: 24     
მას იუდასთანა და ორნივე ერთად იტანჯვებოდეთ
Line of ed.: 25     
საუკუნოდ. მიკვირს, როგორ ჰბედავ, შური გაქუს
Line of ed.: 26     
და სწირავ, ეს საკვირველი არის. ხომ იცი, შენ
Line of ed.: 27     
საღმრთოს ცეცხლთან თივა ხარ, და უღირსებით
Line of ed.: 28     
ნუ შეეხები, თორემ დაიწვი, ვითარცა თივა.

Line of ed.: 29        
მღვდელო, ბრძანებისაებრ ქრისტესისა,
Line of ed.: 30     
"გამოიცადენ თავი თვისი", რომ შენთან შური
Line of ed.: 31     
მახლობლათაც არ მდგომარეობდეს და მერმეთ
Line of ed.: 32     
შესწირე, თორემ თუ შენს მახლობლად შური არის
Line of ed.: 33     
და ისე შესწირავ, ორისავეს სოფლის
Line of ed.: 34     
წარსაწყმედელად შესწირავ და დაეცემი, და თუ არ
Line of ed.: 35     
დამიჯერებ და შესწირავ და მიეახლები, ნადამ და
Line of ed.: 36     
აბიუდ მიეახლენ უღირსებით Manuscript page: 34v  სამღრთო ცეცხლს,
Page of ed.: 89   Line of ed.: 1     
მაგრამ დაიწვენ. ეგრეთვე შენცა დაიწვი საუკუნოს
Line of ed.: 2     
ცეცხლით უღირსებით მიახლებით და თუ გინდა
Line of ed.: 3     
ანგელოსთ მსგავსება და მსგავსად მისა სიწმინდით
Line of ed.: 4     
მსახურება ქრისტეს სისხლისა და ჴორცისა,
Line of ed.: 5     
განიშორე შური და სიძულვილი, გულ ფიცხელობა
Line of ed.: 6     
და უწესოება და მერმეთ შესწირეთ შესაწირავი
Line of ed.: 7     
შენი და მაშინ იქმნები მღვდელი და მსგავსი ანგელოსისა.

Line of ed.: 8        
მამანო და ძმანო და შვილნო, საზოგადოდ,
Line of ed.: 9     
მსმენელნო ჩემნო ქრისტეანენო, სამღვდელონო და
Line of ed.: 10     
საერონო, ყოველნი ყოველთა მოგახსენებთ და აწ
Line of ed.: 11     
საზოგადოდ გეტყვი ყოველთა. თქვენ ხომ იცით ეს,
Line of ed.: 12     
რომ ტაძარნი ღმრთისანი ხართ ყოველნი და ღმრთის
Line of ed.: 13     
ტაძრად აღშენებულნი ხართ, რომლისათვის
Line of ed.: 14     
გეტყვისთ პავლე: "არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი
Line of ed.: 15     
ღმრთისანი ხართ და სული ღმრთისა
Line of ed.: 16     
დამკვიდრებულარს თქუჱნ შორის?" და ამის
Line of ed.: 17     
უმჯობესი რაღა იქმნება, რომ ღმრთის სულმან თქუჱნ
Line of ed.: 18     
შორის დაიმკვიდროს; მაგრამ სად უნდა
Line of ed.: 19     
დაიმკვიდროს, შენ შენი გვამი შურით
Line of ed.: 20     
აღმოგიროხავს და ღმრთის სულმან სად უნდა
Line of ed.: 21     
იშოვოს ადგილი? ღმერთი და შური ერთმანეთის
Line of ed.: 22     
დიდი წინა აღმდეგნი არიან, ვითარცა იტყვის
Line of ed.: 23     
საღმრთო დამასკელი: "რამეთუ შორს არს
Line of ed.: 24     
საღმრთოსაგან ბუნებისა შური, და ორნი წინა
Line of ed.: 25     
აღმდეგნი ერთს არსებაშიდ ვერ დაზავდებიან", და
Line of ed.: 26     
თუ შენ შორის გინდა სულმან საღმრთომან
Line of ed.: 27     
განისვენოს, მაშ შური შენგან განაგდე და შენ
Line of ed.: 28     
შორის სული ღმრთისა დაიმკვიდრებს და იქმნები
Line of ed.: 29     
ძე მამისა ზეცათასა და მფლობელი ნათლისა; და
Line of ed.: 30     
თუ შურს არ განაგდებ და მაშინ სული ღმრთისა
Line of ed.: 31     
შეუძლებელარს შენ მახლობლათაც დასდგეს და
Line of ed.: 32     
სული ბელიარისა დაიმკვიდრებს შენ შორს და
Line of ed.: 33     
იქმნები ძე ჯოჯოხეთისა და ნივთი გეენიისა.

Line of ed.: 34        
კიდევ გითხრა: თუ იცი, რომ შური შენ შორის
Line of ed.: 35     
არის, მაშინ კეთილს რასმეს შვრები, ყოვლად უხმარი
Page of ed.: 90   Line of ed.: 1     
არის, რა იმისთანა კეთილი ქმნა, სული
Line of ed.: 2     
დაბნელებული არის, და ან რასთვის მარხულობ,
Line of ed.: 3     
არ რასთვის ლოცულობ, ან რასთვის მოწყალებას
Line of ed.: 4     
შურები, ყოველივე უხმარი არის და თუ როგორ, ეს
Line of ed.: 5     
წერილით დაგიმტკიცო.

Line of ed.: 6        
დიდი ბრძენი სოლომონ ბრძანებს თვისთა
Line of ed.: 7     
სიბრძნეთა შინა: "შური სიხენეშისა დააბნელებს
Line of ed.: 8     
კეთილსა". აი, იხილე, თუ რადგან შური გაქვს
Line of ed.: 9     
ყოველი შენი კეთილი და სათნოება დაბნელებული
Line of ed.: 10     
არის და რასთვის შუ\\რები?! Manuscript page: 35r  თუ კეთილის ქმნა
Line of ed.: 11     
გინდა, პირველად განიშორე შური და მერმე ჰქმენ
Line of ed.: 12     
კეთილი და მაშინ კეთილი იგი შენგან ქმნილი
Line of ed.: 13     
იქმნება საკმეველი სურნელი, შეწირული წინაშე
Line of ed.: 14     
ღმრთისა და საყდრისა მისისა; და თუ შური გაქვს
Line of ed.: 15     
და ისე კეთილს შვრები, ყოვლითურთ უხმარი არის.
Line of ed.: 16     
კაინს რომ შური ქონდა და ისე მსხვერპლი შესწირა,
Line of ed.: 17     
ღმერთმან არ მიიღო, რომლისათვის იტყვის მოსე:
Line of ed.: 18     
"კაინსა და მსხვერპლსა მისსა ზედა არა მიხედა
Line of ed.: 19     
უფალმან"; ეგრეთვე შური გაქვს და კეთილს შურები,
Line of ed.: 20     
მაგრამ ღმერთი შენ ზედ და შენს კეთილზედ არ
Line of ed.: 21     
მიხედავს და არც მიიღებს შურით დაბნელებულს
Line of ed.: 22     
კეთილს და შენდა შენი ქმნილი კეთილი ერთად
Line of ed.: 23     
წარწყმდებით.

Line of ed.: 24        
ქრისტეანო მსმენელნო, მე უგუნურებითა ჩემითა
Line of ed.: 25     
ვგონებ, საკმაოდ დაინახეთ, თუ ვითარი ბოროტი
Line of ed.: 26     
ყოფილა შური და საჭირო არ იყო კიდევ შეძენა
Line of ed.: 27     
სიტყვისა, მაგრამ ერთი კიდევ მოგახსენოთ: ერთს
Line of ed.: 28     
გკითხავთ და მითხარით, _ ერთი ასეთი საჭმელი
Line of ed.: 29     
ეგულებოდეს კაცს, რომ უთუოთ კაცს ამ სოფელს
Line of ed.: 30     
მოკლავდეს და იმ სოფლით წარწყმედდეს და რომ
Line of ed.: 31     
სჭამოს, უგუნურება იქმნება თუ არა? მეტყვით,
Line of ed.: 32     
როგორ უგუნურება არ იქმნება, სასიკვდილოს და
Line of ed.: 33     
წარსაწყმედელს კაცი სჭამდესო? მაშ მე გეტყვი
Line of ed.: 34     
თქუჱნ, შური არის ესე ვითარი ნივთი, კაცს
Line of ed.: 35     
დააბნელებს ამ სოფლისაგან და იმ სოფლისაგან
Line of ed.: 36     
მოკლავს, და თუ როგორ, წერილით დაგიმტკიცო.
Page of ed.: 91   Line of ed.: 1     
ბრძენთა შორის საქებელი ღმრთის მეტყველი
Line of ed.: 2     
ალფვერდი გიბრძანებს: "შური დააბრმობს კაცსა
Line of ed.: 3     
ნათლისაგან და მოკლავს ცხოვრებისაგან."

Line of ed.: 4        
აი, საყვარელო, დამტკიცდა მგონია, თუ როგორ
Line of ed.: 5     
მომკვლელი და დამაბნელებელი ყოფილა ორივე
Line of ed.: 6     
სოფლით კაცისა შური და რა მიზეზი გაქვსთ აწ,
Line of ed.: 7     
რომ არ განეშორებით და რადგანაც ცხადათ
Line of ed.: 8     
დაინახეთ, რომ შური ესე ვითარი ბოროტი ყოფილა
Line of ed.: 9     
და დამაბნელებელი კაცისა, მომაკლებელი ორისავე
Line of ed.: 10     
სოფლისა, ამისთვის აწ მე, უღირსი, შეგივრდები და
Line of ed.: 11     
გთხოვთ სიყვარულისათვის ღმრთისა, განაგდეთ
Line of ed.: 12     
საძაგელი შური, მოიგეთ სათნოება და სიყვარული,
Line of ed.: 13     
განუტევეთ გულ ფიცხელობა, შეიყვარეთ მშვიდობა,
Line of ed.: 14     
რათა თქუჱნ ზედა განისვენოს სულმან საღმრთომან
Line of ed.: 15     
და ძემან საუკუნოისა მა\\მისაგან, Manuscript page: 35v  და მით იქმნეთ
Line of ed.: 16     
ზიარ საყოფელსა მართალთასა, სადა არს
Line of ed.: 17     
დაულევნელი სიხარული და შვება, რომლისა შვენის
Line of ed.: 18     
დიდება და ქება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Anton Chqondideli, Kadagebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.