TITUS
Archil, Life of Teimuraz
Part No. 9
Previous part

Chapter: (9)  
Line: 1  გაზაფხულის ნადირობისა და შექცევა მხიარულებისა.






Strophe: 112   Line: 2  112.
Line: 3  Verse: a     იცია ირაობასა,   ქოჩობაც თანა მოჰყუ̂ჱბა,
Line: 4  Verse: b     მაშინდელს ნადირობასა,   სრულ წუ̂ლილად ვინღა მოჰყუ̂ჱბა,
Line: 5  Verse: c     ზოგი რომ მე ვსთქუ̂ა უფროსი,   დამრჩება გარდამეშლება,
Line: 6  Verse: d     თუმცა არ მინდა სათქმელად,   მე ლექსი არ მომეშუ̂ჱბა.







Strophe: 113   Line: 7  113.
Line: 8  Verse: a     ქოჩობას სიხარულითა,   ყუ̂ჱლამ ბობლები მოლესა,
Line: 9  Verse: b     მშჳლდსა უგდებდენ ფიცხელსა,   და ცხენი მოიმალესა,
Line: 10  Verse: c     ქჱყანას გახარებულსა,   ვსჭრეტდით ახალსა მოლესა,
Line: 11  Verse: d     მოხუცნიც გაჭაბუკდიან,   არ თავი მოემოლესა.







Strophe: 114   Line: 12  114.
Line: 13  Verse: a     ალონს ვიწყით ნადირობა,   და ქუ̂ჱმორე ჩავჰყუ̂ჱბოდით,
Line: 14  Verse: b     უკეთ სროლის ბაასითა,   ერთმანეთსა ავჰყუ̂ჱბოდით,
Line: 15  Verse: c     მუნ ნადირი ვინც ვერ დავსტით,   შორს აღარვინ გავჰყუ̂ჱ\/ბოდით,
Line: 17  Verse: d     მოვიდით და ლხინად დავსხდით,   ვინ ვის რას ულაყბებოდით.







Strophe: 115   Line: 18  115.
Line: 19  Verse: a     რა აქედამე წავიდით,   კარამდის მოვინადირით,
Line: 20  Verse: b     მუნ განსუ̂ჱნება სად იყო,   ვიმუშაკებდით ნადირით,
Line: 21  Verse: c     ტყეებსა ვრევდით ყოველ-დღე,   შამურით ბედიყარს თითრით,
Line: 22  Verse: d     გაზაფხულისა ჰაერი,   შჱნოდა კარგა მუნ ნირით.







Strophe: 116   Line: 23  116.
Line: 24  Verse: a     მცირეს ხანს ბაზარს ვდგებოდით,   სალხინოდ სათამაშოთა,
Line: 25  Verse: b     ჩუ̂ჱნის ჯობნისა ბაასზედ,   ნუ ჰგონებ მალ დააშოთა,
Line: 26  Verse: c     სად მომეცადნა სალექსოდ,   მიბრძანე ბრძენო ფაშოთა,
Line: 27  Verse: d     კიდევ ბევრს რასმე უანბობ,   ჴელიდამ არსად უშოთა.







Page: 30   Strophe: 117   Line: 1  117.
Line: 2  Verse: a     მაისი დადგის ტურფად-ვე,   ვარდი აყუ̂ავდის ბაღებსა,
Line: 3  Verse: b     ველნი ყუ̂ავილით შეიმკის,   ჰგუ̂ანდის წითლითა ნაღებსა,
Line: 4  Verse: c     ბულბულთა ყეფა ისმოდის,   ვერ ვსჭუ̂რეტდით სულ \/ დანაღებსა,
Line: 6  Verse: d     მე ვინ მნახევდის იმ დროსა,   ულხინოდ სუფრ ანაღებსა.







Strophe: 118   Line: 7  118.
Line: 8  Verse: a     იქ მოვიდნიან ლეკები,   მებატონენი კაცები,
Line: 9  Verse: b     მოკრძალვით გულს-ჴელ-მოჭდობით,   მშიშრად ვით \/ ცხუ̂ართა ვაცები,
Line: 11  Verse: c     ფეშქაშსა მოცა-ზიდჳდეს,   ვერ რბევით რას მომტაცები,
Line: 12  Verse: d     აწ ჰნახე სოფლის სიმუხთლე,   ჩემზედა კუ̂ლა და კუ̂ლაცები.







Strophe: 119   Line: 13  119.
Line: 14  Verse: a     მინდორს ბალახი მომაღლდეს,   ხბოს დამალევდის ნადირთა,
Line: 15  Verse: b     იმ წამს მიჰმართის ირემმან,   შამბს მალჳთ მუნ დანაპირთა,
Line: 16  Verse: c     ჩუ̂ჱნც თან გავჰყევით სიმრავლით,   გაწყობით არ მებოძირთა,
Line: 17  Verse: d     ალაზანს გავჰხდით ნავითა,   სასროლად ზედ მინაშურთა.







Strophe: 120   Line: 18  120.
Line: 19  Verse: a     ერთი თამაშა არ ჰსჯობდა,   ჩუ̂ჱნს მაშინ ნავით გესლუ̂ასა,
Line: 20  Verse: b     ბაზრიდამ აყრას დიდებით,   სამინდორისა წასლუ̂ასა,
Line: 21  Verse: c     კაცი ვერ იტყჳს ენითა,   ვერცა იქს თავის ასლუ̂ასა,
Line: 22  Verse: d     დილით მწუხრამდის მჴეცს ჰსრჳდეს,   ვინ ელის მზისა \/ დასლუ̂ასა.







Strophe: 121   Line: 24  121.
Line: 25  Verse: a     ოთხმოცს ყათარსა აქლემსა,   ცხენსა ჯორსა ზავერს გარდა,
Line: 26  Verse: b     კარვებს მის მოფენილობით,   ჰკიდებენ იდჳს მუნ გორდა,
Line: 27  Verse: c     ტყუილი ნურ-ვის ჰგონია,   მართალი არის არ ჭორდა,
Line: 28  Verse: d     ნუზლიც მრავალი ვიახლით,   მინდუ̂რები სოფლებს გაშორდა.







Page: 31   Strophe: 122   Line: 1  122.
Line: 2  Verse: a     შჳდს რუ̂ას დღეს თუ ნავს გავიდით,   რაზომც მალე ვი\/სწრაფდითა.
Line: 4  Verse: b     გამოღმართსა ჯელგას გარეთ,   ოდენ ისრევ გაღმა მჴრითა,
Line: 5  Verse: c     აქათურიც ნავზე დამხუ̂დის,   ნაპირელი კურნაქითა,
Line: 6  Verse: d     გჳან ვერვინ მოვიდოდა,   მისთჳს რომე დავჰბაქითა.







Strophe: 123   Line: 7  123.
Line: 8  Verse: a     ჯარის სიმრავლე რა გკადრო,   დიდებულთა თუ მცირეთა,
Line: 9  Verse: b     ახალ ვაჟ-კაცთა სიმრავლე,   ვარსკუ̂ლავთა ჰგუ̂ანდა ციერთა,
Line: 10  Verse: c     ვინ იგ მოშალა უწყალოდ,   მან ღმერთი აღარ იღმერთა,
Line: 11  Verse: d     ვაჲ რა-ზომი სხუ̂ა კარგი, სოფელმან   გაწამიერთა.







Strophe: 124   Line: 12  124.
Line: 13  Verse: a     მუნ იყჳს ბედაურთ-ცხენთა,   შეკაზმა გამომჩუ̂ჱნობა,
Line: 14  Verse: b     შესამოსელსა კეკლუცთა,   შემოსად ტურფა ჩუ̂ჱნობა
Line: 15  Verse: c     ქარქაშის გაწყობილობა,   ისარს ორბის ფთით ჰშუ̂ჱნობა,
Line: 16  Verse: d     ვაჟ-კაცებისა ხუმრობა,   მუნ ჩუ̂ჱნს ჴელთ იყო ჩუ̂ჱნობა.







Strophe: 125   Line: 17  125.
Line: 18  Verse: a     ასე დადგიან კარვები,   კაცი თუ̂ალს ვერ გარდაწუ̂დენდა,
Line: 19  Verse: b     იყუ̂ნიან შუ̂ჱბით მშჳდობით,   ვერვინ ვერავის აწყენდა,
Line: 20  Verse: c     მესისხლე ჰყუ̂ანდა ვინ ვისმე,   მუნ სისხლსა ვით დაადენდა,
Line: 21  Verse: d     ღუ̂თის წყრომით მოხდა თუ̂არემდა,   მათ აგრე რა წაახდენდა.







Strophe: 126   Line: 22  126.
Line: 23  Verse: a     თორმეტი არის მინდორი,   სხუ̂ჱბისგან უკეთესების,
Line: 24  Verse: b     ირმისა ჯერნის დათჳსა,   ღორისა ტურის და მგლების,
Line: 25  Verse: c     აფთრისა მშუ̂ლისა ფოცხუ̂რისა,   კურდღლის მაჩჳსა მელების,
Line: 26  Verse: d     ბევრს ჯარს რომ მოინდომებდა,   მათი სახელი ესების.







Page: 32   Strophe: 127   Line: 1  127.
Line: 2  Verse: a     წინა მინდორი შირაქი,   და ორივ ტარბანაები,
Line: 3  Verse: b     ორი ელდარის მინდორი,   ჯერან ჩუღურში დაები,
Line: 4  Verse: c     ყაჯირლიყ ბაიდი გოლი,   სამგორი ჩადივარები,
Line: 5  Verse: d     ყარაიაზედ დაშუ̂რიან,   მესროლნი კარგ-სადავები.







Strophe: 128   Line: 6  128.
Line: 7  Verse: a     მივიდით მინდუ̂რებს მივადგით,   დავუწყით ჯელგას რიგება,
Line: 8  Verse: b     შუა ღამითგან უწინვე,   ნადირთ ვერ ექმნა შეგება,
Line: 9  Verse: c     ასრე შეჰკრიან სამგნითვე,   მჴეცი მათ ვერ გარდეგება,
Line: 10  Verse: d     დაიწყეს მოსუ̂ლა კარზედა,   პირს ვერვინ ვერ შეეგება.







Strophe: 129   Line: 11  129.
Line: 12  Verse: a     დილა გათენდის შეიქნის,   დაწერით დავარებანი,
Line: 13  Verse: b     ვინა-რ ვიახლნი ჩემთანა,   ვერა ჰქნის მოკარებანი,
Line: 14  Verse: c     შეიქნის სროლა უცდური,   დანაცდენთ ძჳრად ძებანი,
Line: 15  Verse: d     კარგ-სადავენი მომხმარედ,   ვჰყჳ ავის შორს განძებანი.







Strophe: 130   Line: 16  130.
Line: 17  Verse: a     ასრე უნდა მშჳლდოსანი,   არ ჰკრევდეს ყოვლისა ას-ასოს,
Line: 18  Verse: b     მართალს მჴარსა შუასა ჰკრას,   წინ გარდამხტალს თეთრს \/ დაასოს,
Line: 20  Verse: c     მჴეცი სადგომს წამოიღოს,   მწყურუ̂ალს მინდორს სისხლი \/ ასოს,
Line: 22  Verse: d     ერთს გაზაფხულს მთიბათუ̂ჱმდინ,   ოთხმოცისგან უფრო \/ ასოს.







Strophe: 131   Line: 24  131.
Line: 25  Verse: a     ნადირზედ ასე მივიდეს,   ეგონოს შეეძგერაო,
Line: 26  Verse: b     მერე სადავეს გამოჰკრას,   რას ჰქჳან გულის ძგერაო,
Line: 27  Verse: c     ჴარსა და ვაცსა მოჰკლევდეს,   ცუდია მელა ბერაო,
Line: 28  Verse: d     მოუწონებდენ სიფიცხეს,   ინატრონ მისი მზერაო.







Page: 33   Strophe: 132   Line: 1  132.
Line: 2  Verse: a     რა ნადირობა გათავდის,   გრემისკენ წავეყრებოდით,
Line: 3  Verse: b     მუნ მოყუ̂არულნი ქალ-ყმანი,   ერთმანეთს შევეყრებოდით,
Line: 4  Verse: c     ვარდი დაგჳხუ̂დის გაშლილი,   ვჰკრეფდით და შიგ ვეყრე\/ბოდით,
Line: 6  Verse: d     ასე გჳამის იქ მისლუ̂ა,   მალ-აღარ გავეყრებოდით.







Strophe: 133   Line: 7  133.
Line: 8  Verse: a     გრემსა იყო ბევრის ქუ̂ჱყნის,   უცხოები იქ მოსული,
Line: 9  Verse: b     ბაღებ-შიგან კჳპაროსი,   ალვის-ხითა ამოსული,
Line: 10  Verse: c     ფშოდა სუნი სუნნელისა,   ყუ̂ავილთაგან ამოსული,
Line: 11  Verse: d     მისის ნახჳთ გაყრმდებოდა,   სიჭაბუკის ძალ-წასული.







Strophe: 134   Line: 12  134.
Line: 13  Verse: a     ერთი ბაღი და სასახლე,   გრემს იდგა ლევან მეფისა,
Line: 14  Verse: b     მას შენობაზედ ეტყობის,   გაცემა სიიეფისა,
Line: 15  Verse: c     ყოველი ყუ̂ავილ-ხეხილი,   გარ-მოცულ იყო სეფისა,
Line: 16  Verse: d     განცჳფრდებოდა მნახავი,   იქმნის სიბრძნისა მკრეფისა.



Page: 34  
Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Life of Teimuraz.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 24.9.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.