TITUS
Qaramaniani
Part No. 10
Previous part

Chapter: (10) 
Page of ed.: 56 
Line of ed.: 1  აქა უშანგ-შასაგან ყარამანის თანა ხლება და ჰინდოთ
Line of ed.: 2 
ხელმწიფე რაჰინდზე წასლვა


Line of ed.: 3       პირველად წიგნისა ამის სპარსულად აღმწერელსა თართუს ჰაქიმი
Line of ed.: 4    
სწოდებია. მისი წერილი ამ გზით აცხადებდა: რა ერთმან დღემან გა\მოვლო:
Line of ed.: 5    
ხელმწიფე უშანგ დაბრძანდა და წინაშე მისსა ათჩვიდმეტი
Line of ed.: 6    
ასი ათასნი მამაცნი შეიყარნენ. მას ჟამად გარდანქეშანი ყარამანთან
Line of ed.: 7    
მივიდა და მოახსენა: ჰე, ფალავანთა ფალავანო! ჟამი არს ხელმწი\ფისა
Line of ed.: 8    
კარზედ მისვლისაო. ყარამან ზე ადგა, ძვირფასი სამოსლითა
Line of ed.: 9    
შეიმოსა და თვისსა მარტორქაზედან შეჯდა და ხელმწიფისაკენ
Line of ed.: 10    
წამოვიდა. კართან სამი ათასმან მეფეთა ტომმან თავი დაუკრეს,
Line of ed.: 11    
ზოგნი წინა გამოუძღვნენ და ზოგნი მარჯვნით და მარცხნით მოს\დევდიან.
Line of ed.: 12    
რა ხელმწიფისა კარსა მოვიდნენ, მეფენი და დიდებულნი
Line of ed.: 13    
წინა გაეგებნენ და დიდის პატივით შეიყვანეს. ხელმწიფესა თავი
Line of ed.: 14    
დაუკრა და თვისსა ალაგსა დაჯდა. ჩაუშთაგან ესრეთ მაღალი ხმია\ნობა
Line of ed.: 15    
შეიქნა: ჰე, ფალავანთა უხეცესო, მშვიდობა ნახვა და მობრძა\ნება
Line of ed.: 16    
შენიო! რა მცირე ხანი გამოხდა, მოიღეს სუფრა და ნადიმი
Line of ed.: 17    
დიდი გარდაიხადეს. რა სუფრა აიღეს, აყრისა თადარიკი იწყეს.

Line of ed.: 18       
მეორესა დღესა რა დილა გათენდა და სიბნელისა ზეწარი დაიხია,
Line of ed.: 19    
მებუკეთა ასაყრელსა ბუკსა კრეს და ჩაუშნი აყრასა იძახოდიან. ყა\რამან
Line of ed.: 20    
მარტორქასა შეჯდა, ყათრან, ბარამ ჯიბილი და ორმოცი ათა\სი
Line of ed.: 21    
მეფეთა ტომი, სარდალთა და დიდებულთა ძენი თანა იახლნენ და
Line of ed.: 22    
ხელმწიფისა კარზედან მივიდნენ. ლაშქარნიცა ყოველნი აიყარნენ
Line of ed.: 23    
და ინდოეთისაკენ გაემართნენ. დიდებული ხელმწიფე უშანგ ცხენსა
Line of ed.: 24    
ამხედრდა და ბედნიერი სადავე ინდოეთისაკენ გამართა. შირფანჯა
Line of ed.: 25    
აიარს ყარამანის წინ ძღოლა უბრძანა. ლხინითა და შექცევითა ნე\ლიად
Line of ed.: 26    
ვიდოდნენ. მერვესა დღესა უმან ზღვისა პირსა მივიდნენ და
Line of ed.: 27    
გარდამოხდნენ. დასცეს კარავი ურიცხვი და ლაშქარი ყველაყა და\ბინავდა.
Line of ed.: 28    
ფალავანნი და სარდალნი ხელმწიფისა წინა შეიყარნენ.
Line of ed.: 29    
მეჯლიში და სიხარული გამართეს. რა ნადიმი გაიყარა, ხელმწიფე
Line of ed.: 30    
დალოცეს და თავ-თავისად წავიდნენ.

Line of ed.: 31       
ამჟამად ლაშქარსა შიგან ცალსა მხარესა ხმიანობა და არეულო\ბა
Line of ed.: 32    
შეიქნა. ცხენთა დასწყვიტეს და ბიაბანსა მირბოდნენ. სპილონი
Line of ed.: 33    
და მარტორქანი ვეღარა შეეპყრათ. რა სარდალთა და ფალავანთა
Line of ed.: 34    
ესე ხმიანობა ესმათ, გაკვირვებულნი ერთი მეორესა ამბავსა კითხვი\დნენ
Line of ed.: 35    
და არა იცოდნენ, თუ რომელი რა მომხდარიყო. ხელმწიფისა
Page of ed.: 57  Line of ed.: 1    
კარსა შეიყარნენ. ამჟამად შირფანჯა მოიჭრა და უშანგ-შას მოახ\სენა:
Line of ed.: 2    
ჰე, ქვეყანაზედ დიდებულო ხელმწიფევ, ოდეს თქვენმან ლაშ\ქარმან
Line of ed.: 3    
ამა ზღვისა პირსა მოიწია, ამა ზღვითგან ერთი მხეცი გამო\ვიდა.
Line of ed.: 4    
რა იგი მხეცი ამა ლაშქრისა ცხენმან დაინახა, ერთობ დაფრ\თხნენ
Line of ed.: 5    
და ბიაბანსა გარდაიხვეწნენ და იმა მხეცმან აგერ ლაშქართა
Line of ed.: 6    
მოატანაო.

Line of ed.: 7       
რა ხელმწიფემან ესე მოისმინა, სარდალთა და ფალავანთა
Line of ed.: 8    
ებრძანა: ესე ვითარი მხეცია, აწ ჩვენცა წარვიდეთ და ვნახოთ.
Line of ed.: 9    
მაშინვე ხელმწიფე ცხენსა შებრძანდა, სარდალნი და ფალავანნი თან
Line of ed.: 10    
იახლნნა და ცხენ-რბევით ზღვისა სიახლოვესა მოვიდნენ. ნახეს, რომ
Line of ed.: 11    
ზღვიდამ ერთი საშინელი მხეცი გამოსულა და ლაშქართაკენ მოვა,
Line of ed.: 12    
ესრეთ, რომე სანახავად საზაროდ კმა იყო. სპილოსა გვანდა, ბოლო
Line of ed.: 13    
ფარშამანგს უგვანდა, მუცელი ვეფხვსა, ზურგი ვეშაპსა, ერთი რქა
Line of ed.: 14    
შუბლზედან ება, რომელ დიდისა შუბისა სიგრძე იყო და მაშხალა\სავით
Line of ed.: 15    
ანათებდა. ამა რქაზედ ორი თვალი ედგა, ორნივ იაგუნდისა\ვით
Line of ed.: 16    
ანათებდა და ორივ თვალი ამა რქისა ძირში ედგა და ამ ოთხს
Line of ed.: 17    
თვალს გარდა ექვსი ფერხი ება, ყურები ცხენსა უგვანდა და ფერად
Line of ed.: 18    
შავი იყო. მისი ბრჭყალები ფოლადსა ბასრსა ემსგავსებოდა. მცირესა
Line of ed.: 19    
ხანსა უყურეს. რა მან მხეცმან ლაშქარი დაინახა, შემოუტია და
Line of ed.: 20    
შიგან შემოვარდა. ლაშქარნი აქათ-იქით გაეფანტნენ, რომელსაცა
Line of ed.: 21    
კაცსა რქა წამოჰკრა, ზედან აიგო. რაოდენიცა მარტორქა ანუ სპი\ლო
Line of ed.: 22    
დახვდა, რქასა შემოკრევდის და შიგან გაავლებდის. მრავალი
Line of ed.: 23    
სული მოკლა. რამდენიც შუბი ანუ ისარი ჰკრეს და ანუ ხმალი სცეს,
Line of ed.: 24    
მას ვერა ავნეს რა. რა ისარი მოხვდებოდა, აგრევე გარდავარდებო\და
Line of ed.: 25    
და დაიმტვრეოდა, ხმალთა პირი დაბლაგვდებოდა და ოროლთა
Line of ed.: 26    
წვერი დააცვდებოდა და მას არცა ეგრე ევნებოდა რა.

Line of ed.: 27       
რა ხელმწიფემან ესე ესრეთ დაინახა, ერთობით ლაშქართა შე\ტევება
Line of ed.: 28    
უბრძანა და მასვე წამსა შეუტივეს. ესრეთი ხმიანობა შეიქნა,
Line of ed.: 29    
რომე ყურთა ხმა აღარა ისმოდა. რა მან მხეცმან ლაშქართა ზახილი
Line of ed.: 30    
გაიგონა, ყურნი დაილურსა და ლაშქართა შემოუტივა. ესეთი ქარი
Line of ed.: 31    
მოიღო, რომ მრავალი კაცი შიშითა ჭკუისაგან შეიშალა. რა ხელმწი\ფემან
Line of ed.: 32    
და ფალავანთა იგი მხეცი აგრეთ გამწყრალი იხილეს და ლაშ\ქართა
Line of ed.: 33    
ზედან მოსული, ფალავანნი წინ წაეგებნენ და მისსა ომსა
Line of ed.: 34    
აპირობდენ. წინათ ერთი ფალავანი მივიდა, რომელსა სახელად თაჰი
Line of ed.: 35    
თურქი ეწოდა. რა იგი მხეცი ეგრე ამაყად მიმავალი დაინახა, ბასრი
Line of ed.: 36    
ხმალი ქარქაშით ამოიწოდა, მას მხეცსა ესრეთ ძლიერად შემოჰკრა,
Page of ed.: 58  Line of ed.: 1    
თუცა იგი ნაკრავი ყაფოს მთას მოხვედროდა, ორად განიპებოდა,
Line of ed.: 2    
მაგრამ მხეცსა მას ბეწვიცა ვერა გაუკვეთა. მასვე წამსა მხეცი იგი
Line of ed.: 3    
მობრუნდა და მას ფალავანსა ესრეთი რქა შემოჰკრა, რომე საწყალი
Line of ed.: 4    
იგი ორად შუა გასწყვიტა. ერთსა მხარესა მოუხდა და რამდენნიმე
Line of ed.: 5    
ფალავანნი წინ წამოიყარა და უკან მოსდევდა.

Line of ed.: 6       
ამჟამად ყოვლის მხრიდამ ურიცხვნი ფალავანნი მიეტევნნეს.
Line of ed.: 7    
ეგოდენნი ლახტნი დაუშინნეს, რომე მისისა ცემის ხმა ოთხსა აღაჯ\სა
Line of ed.: 8    
ისმოდა, მაგრამ მხეცსა მას მაშინცა არა ევნო რა. თვისითა რქითა
Line of ed.: 9    
მათ ფალავანთაგანნი მრავალი მოკლა და ლაშქარიცა ურიცხვი
Line of ed.: 10    
დახოცა და მის სიახლოვესა მისვლა ვეღარავინ გაბედა. რა ლაშქარ\თაგან
Line of ed.: 11    
გაბრუნებასა აპირობდა, ოთხასი ფალავანნი საგდებლითა
Line of ed.: 12    
მოუხდნენ და თავსა საგდებელი გარდააყარეს და ოთხასივე საგდე\ბლები
Line of ed.: 13    
გარდააცვეს. მაშინ მხეცმან მედგრად იწყინა და გაიწია და
Line of ed.: 14    
ოთხასივე მოსაგდებლე ცხენისაგან გარდმოყარნა, გამობრუნდა და
Line of ed.: 15    
მათსა დახოცასა ლამობდა. მათ ყოველთა საგდებელნი ხელთაგან
Line of ed.: 16    
გაუშვეს და თავთა თვისთა მოსარჩენად გარდაიხვეწნეს. მხეცი იგი
Line of ed.: 17    
გაბრუნდა და წყნარად ზღვისაკენ მივიდოდა.

Line of ed.: 18       
რა ხელმწიფემან ესე თვალითა თვისითა ნახა, დიდსა მწუხარება\სა
Line of ed.: 19    
მიეცა და თვისთა სარდალთა უბრძანა: ესე საკვირველი საქმე რო\გორ
Line of ed.: 20    
გარდაგვხდა? ერთმან ზღვისა ნადირმან ესე ოდენნი ლაშქარნი
Line of ed.: 21    
და ფალავანნი დახოცა და თვით ეგრევე მშვიდობით წავიდა. ვინცა
Line of ed.: 22    
ამა ამბავსა გაიგონებს, ახლოს მყოფი ანუ შორსა, რასა იტყვიანო?!
Line of ed.: 23    
ესე თქვა და თავჩამოგდებით იდგა ესე ამბავი ყარამანს დიდად ეწ\ყინა,
Line of ed.: 24    
საგდებელი ხელთა მიიცა. მისი საგდებელი დევისა ტყავი იყო
Line of ed.: 25    
დაწნული, ათას ორასი ალყა ჰქონდა, იგი მოიმარჯვა და მხეცსა მას
Line of ed.: 26    
გამოუდგა, რა ზღვასა მხეცი იგი მიახლოვდა, მას ჟამად ყარამან
Line of ed.: 27    
წამოეწია, საგდებელი შესტყორცა და მხეცსა კისერსა გარდააცვა.
Line of ed.: 28    
მხეცმან მან ესრეთი გაზიდა, რომე ყარამანს ესრეთ ეგონა, მკლავთა
Line of ed.: 29    
ძვალნი დამელეწნესო. და მხეცმანცა მან რა ყარამან ვერა შეძრა,
Line of ed.: 30    
წინათ ფერხებით დაიჩოქა.

Line of ed.: 31       
რა ყარამან მისი ეგეთი ძალი ნახა, თვითცა მარტორქისაგან გარ\დახდა
Line of ed.: 32    
და ქამანდსა ქვეითმან ძალიან გამოზიდნა, მაგრამ მაშინცა
Line of ed.: 33    
ვერ დაიმორჩილა. მხეცი იგი ადგა და წასვლა დააპირა. ყარამან
Line of ed.: 34    
ორივ ფერხი გაიმაგრა და ვეღარ დაეძრა. რა მხეცსა წასვლისა გზა
Line of ed.: 35    
აღარა ჰქონდა, დიდად გაწყრა და რაცა ძალი ჰქონდა, კვლად გაიწია,
Line of ed.: 36    
მაგრამ საგდებლისა წვერი ხელთაგან ვერ დააძრო. ოთხისავ მრის\ხანისა
Page of ed.: 59  Line of ed.: 1    
თვალითა ყარამანს შემოხედა. რა ნახა, მისი მებრძოლი ერთი
Line of ed.: 2    
კაცის მეტი არავინ იყო, მაშინვე შემოუტივა. ყარამანცა ეგოდენი
Line of ed.: 3    
აცალა, ვირემდის ახლოს მოვიდოდა. რა ახლოს მოვიდა, ერთი ასე\თისა
Line of ed.: 4    
ხმითა შესძახა, რომე მრავალნი კაცნი ცნობისაგან შესცდებო\დნენ.
Line of ed.: 5    
რა ესე საზარელი ხმა მხეცსა ესმა, მასვე ალაგსა გაშეშდა.
Line of ed.: 6    
ყარამან საგდებელი ძალიან მოზიდნა და იგი მხეცი პირქვე დაეცა.
Line of ed.: 7    
ვირემდის ადგებოდა, ყარამან ქარივითა მიუხდა და ზედან შევარდა,
Line of ed.: 8    
ორნივ ყურები დაუჭირა. და გარდუგრიხა. იგი საზარელი მხეცი
Line of ed.: 9    
ესრეთ შეშინდა, რომე ხეთა ფურცელივით თრთოლა შექნა. მერმე
Line of ed.: 10    
იმავე ქამანდით ექვსივე ფერხი მაგრად შეუკრა და ეგრე დააგდო.
Line of ed.: 11    
რა მაგრად შეკრულობითა შეასუსტა, მერმე თავსა საგდებელი მოაბა
Line of ed.: 12    
და ეგრე წამოიყვანა.

Line of ed.: 13       
რა ხელმწიფისა წინა მოვიდა და იგი შეპყრობილი მოიყვანა,
Line of ed.: 14    
ხელმწიფესა დიდად იამა და სხვათა ფალავანთა მისი ნაქმარი საქმე
Line of ed.: 15    
მოეწონა. ერთობ დალოცეს და ქებასა შეასხმიდიან და ეგრეთ იძა\ხოდნენ:
Line of ed.: 16    
ფალავანთა უხუცესო, ადიდოს ღმერთმან ჭაბუკობა შენი,
Line of ed.: 17    
რომე არა არს შენისა ომისა გამასწორებელი პირსა ყოვლისა ქვეყა\ნისასაო!
Line of ed.: 18    
ხელმწიფემან მრავალნი ქალაქნი და ციხენი უბოძა და
Line of ed.: 19    
ბრძანა: ყოველთა წელთა ორმოცი ათასი ოქრო ყარამანს ამ სახე\ლისათვის
Line of ed.: 20    
მიეცემოდესო, რომელ თვითო ოქრო თვითოს თუმნისა
Line of ed.: 21    
იყოსო.

Line of ed.: 22       
ორმოცსა დღესა მასვე ალაგსა დადგნენ და რაცა მის მხეცისა
Line of ed.: 23    
შიშითა მარტორქა ანუ სპილო და ცხენნი დამფრთხალ იყვნენ, იგინი
Line of ed.: 24    
შემოეკრიბნნეს. მას ორმოცსა დღესა ყარამან იმ მხეცზე შეჯდებო\და
Line of ed.: 25    
და მინდორსა მოვლიდა. ოდეს ღამე შეჯდებოდა, მის მხეცისა
Line of ed.: 26    
რქა ესრედ გაანათლებდა, რომე დღესა ემსგავსებოდა. დახედნა იგი
Line of ed.: 27    
მხეცი და აწ საჯდომად თვისად იგი განაჩინა. ხელმწიფემან ბრძანა,
Line of ed.: 28    
ორმოცის დღის ნუზლი ხვამალდსა შეიტანეს, თვითცა შევიდნენ და
Line of ed.: 29    
მიერ კიდესა ინდოეთისაკენ გავიდნენ. ნაპირზე დასცეს კარავნი და
Line of ed.: 30    
სარაფარდანი შემოავლეს და დადგნენ ყოველნი კაცნი თავ-თავისსა
Line of ed.: 31    
ალაგსა. აწ ინდოეთისა ხელმწიფისა ამბავი მოგახსენოთ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Qaramaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 13.1.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.