TITUS
Qaramaniani
Part No. 11
Previous part

Chapter: (11) 
Page of ed.: 59 
Line of ed.: 32  აქა ამბავი ჰინდოთ ხელმწიფისა რაჰინდისა


Line of ed.: 33       ხელმწიფესა რაჰინდს მოხსენდა, ვითა ზღვიდამ ურიცხვი ლაშ\ქარი
Line of ed.: 34    
გამოვიდა და ნაპირსა დადგნენო. სრულად საომრად მომზადე\ბულნი
Page of ed.: 60  Line of ed.: 1    
არიან და ესრეთ ეტყობათ, თქვენსა ქვეყანას მოვლენანო.
Line of ed.: 2    
რა ინდოთა ხელმწიფემან ესე მოისმინა, ეგრე ბრძანა: ჰე, სარდალნო
Line of ed.: 3    
და ფალავანნო, მე მენება, რათა ლაშქრითა ჩემითა უშანგ-შაჰზედა
Line of ed.: 4    
წარსრულ ვიყავ და აწ იგი ჩვენზედა მოდის და ესე ჩვენზედა კეთი\ლისა
Line of ed.: 5    
ნიშანი არის, რომე ჩვენი გრძელი გზა შემოკლდა და იგი აქ
Line of ed.: 6    
მოსულაო. იგი შვიდნი მეფენი ურანით გაქცეულნი, რომელი მაშინ
Line of ed.: 7    
რაჰინდს ახლდნენ, მათ მწუხარება შეექნათ და მოახსენეს: თუცა
Line of ed.: 8    
დიდისა ძალისა არა მქონებელი იყოს, აქა არ მოვიდოდაო. მაშინ
Line of ed.: 9    
რაჰინდმან ბრძანა: სარდალნო, წარვიდეთ და მცირესა ხანსა მათსა
Line of ed.: 10    
ლაშქარსა უჭვრიტოთო. თვით რაჰინდ და ერანთა შვიდნი მეფენი,
Line of ed.: 11    
რომელ გაქცეულნი მის თანა იყვნენ, და სხვანი სარდალნი შესხდნენ
Line of ed.: 12    
და ერთსა გორასა გავიდნენ. ხელმწიფემან რაჰინდ შეხედა და ლაშ\ქართა
Line of ed.: 13    
მტვერი დაინახა ესრეთი, რომელ ღრუბელთა შესწვდებოდა.

Line of ed.: 14       
რა მტვერი გარდაიყარა, ოთხმოცი დროშა გამოჩნდა. ესე იყო
Line of ed.: 15    
ნიშანი ოთხმოცის ათასის კაცისა. ესენი მარტორქაზედან ისხდნენ.
Line of ed.: 16    
ამათისა მარტორქისა ხვივილი ოთხსა ფარსანგსა ისმოდა. ამათ უკან
Line of ed.: 17    
ორმოცი ათასი ფალავანნი მოვიდოდნენ, რომელ თვითო და თვითო
Line of ed.: 18    
დროშებსა შესცილებოდნენ, რომელთა სამოცდაათხუთმეტი წყრთა
Line of ed.: 19    
სიმაღლე ჰქონდა და ათი წყრთა განი. ამათ ერთი ყვითელი მარტო\რქა
Line of ed.: 20    
მოუძღოდა და მას ზედან ტახტი იდგა. და ზედან მთისა ოდენი
Line of ed.: 21    
ლახტი იდვა, მარჯვნივ და მარცხნივ ფალავანნი და სარდალნი გარი\გებით
Line of ed.: 22    
მოვიდოდნენ. ინდოთა ესე გაწყობა მოეწონათ. რაჰინდმან
Line of ed.: 23    
ქეივან-შას უბრძანა (რომე ესეცა ერანელთაგანი იყო): ამა ფალავან\სა
Line of ed.: 24    
უშანგის ლაშქარში რასა უხმობენო? ქეივან-შამ მოახსენა: ჰე,
Line of ed.: 25    
მაღალო ხელმწიფეო, ამა მამაცსა ბარამ ჯიბილი ეწოდების, მაგრამ
Line of ed.: 26    
ამისებრი ფალავანი სხვა არა მინახავსო. თუცა ესე ფალავანი აქა არა
Line of ed.: 27    
იყოს, ჩვენ უშანგ ვერას გვავნებსო.

Line of ed.: 28       
კვალად ერთი მტვერი ადგა და ორმოცი სასარდლო დროშა გამო\ჩნდა.
Line of ed.: 29    
მათ დროშათა წინა ერთი ფალავანი ნადირსა ზედან მჯდომი
Line of ed.: 30    
მოვიდოდა, რომელსა ორმოცდახუთი წყრთა სიმაღლე ქონდა. მარ\ჯვნით
Line of ed.: 31    
და მარცხნით მრავალნი მეფეთა ტომნი და სარდალთა ძენი
Line of ed.: 32    
მოსდევდიან. რაჰინდმან ბრძანა: ესე ვინ არისო? ქეივანმან მოახ\სენა:
Line of ed.: 33    
ამა ფალავანსა ქუც ჰქვია. ესე ფალავანი შადათ ფალავანს
Line of ed.: 34    
აქეთ დარჩომილა, რომე მისსა მებრძოლსა ცოცხალსა არა დაარჩენ\სო.
Line of ed.: 35    
ამათ ჩაუშნი მოსდევდნენ ორმოცნი ათასნი, რომელთა ძელისა
Line of ed.: 36    
ოდენი ოქრო გაზიდული ეპყრათ. და რა ამათ გაიარეს, კვლავ დიდი\ვე
Page of ed.: 61  Line of ed.: 1    
მტვერი გამოჩნდა, რომელსა შინა ოთხმოცი სასარდლო დროშა
Line of ed.: 2    
ჩნდა, რომე იმათაც სარდალნი და ფალავანნი მოსდევდნენ. რაჰინდ\მან
Line of ed.: 3    
ჰკითხა: ქეივან, ამათი უფროსი სარდალი ვინ არისო? ქეივან
Line of ed.: 4    
მოახსენა: ამათ უფროს სარდალს ჯანგიჯუი ჰქვიანო. რაჰინდმან
Line of ed.: 5    
ბრძანა: სისტანელნი იქნებიანო.

Line of ed.: 6       
ესე ლაშქარი ყოველი ერთსა მინდორში გარდახდა. მოიღეს
Line of ed.: 7    
მურასა კარავი რვა სვეტიანი და უშანგისათვის დადგეს, რომელსა
Line of ed.: 8    
შვიდასი თოკი ჰქონდა და სარაფარდანი უცხოსა ფარჩისანი მოავ\ლეს.
Line of ed.: 9    
მას შიგან ძვირფასი ტახტი დადგეს, რომელსა ორმოცი ფერხი
Line of ed.: 10    
მურასად მოჭედილი ჰქონდა. იგი ხელმწიფისათვის განმზადეს და
Line of ed.: 11    
მას გარეშემო ოცდაათი სკამი დადგეს. მოდიოდნენ ლაშქარნი ურიც\ხვი:
Line of ed.: 12    
ჩინელნი, ხორაზმელნი, ბალხელნი, ხვარასნელნი, თურქისტა\ნელნი,
Line of ed.: 13    
არაყელნი, გელანელნი და სხვათა ქვეყნისაგანნიცა მრა\ვალნი.
Line of ed.: 14    
რა ამათ გამოვლეს, ერთი სარდალი მოსდევდა, სამოცდა
Line of ed.: 15    
ხუთი წყრთა სიმაღლე ჰქონდა. შავსა ტაიჭსა ჯდა და უცხოს ქცე\ვითა
Line of ed.: 16    
მოვიდოდა, რა გვარადაც მელექსეთ უთქვამთ:


Line of ed.: 17       
ამ ლაშქართა მკობილობა ვითა ვსთქვა და ვით ვაკადრო,
Line of ed.: 18       
თვით საქმენი აცხადებენ, წყობილთ გიშერთ ვით ვადარო,
Line of ed.: 19       
სინაზითა ტანთ მრხეველნი, მახვილ მკობით ტანად სარო,
Line of ed.: 20       
მათთა მტერთა შემხედველთა გულთ ლახვარი დაუარო.


Line of ed.: 21       
მისი სამამაცო იარაღი ერთსა სპილოსა ეტვირთა და წინა მოუ\ძღოდა,
Line of ed.: 22    
რომე საზაროდ კმა იყო. ინდოთა დიდებულთა რა ესე ნახეს,
Line of ed.: 23    
იკითხვიდნენ, უშანგ-შა ესე უნდა იყოს, რომელი ათასსალიტრიანსა
Line of ed.: 24    
ლახტსა ხმარობსო. რაჰინდ იკითხა: ვინა არსო? ქეივან-შამ მოახ\სენა:
Line of ed.: 25    
ამა ფალავანსა სახელად ყათრანს უწოდებენო. მას ორმოცნი
Line of ed.: 26    
ათასნი უცხოდ მორთულნი მხედარნი მოსდევდნენ, და მას შიგან ფა\ლავანნი
Line of ed.: 27    
ესეთნი იყვნენ, რომე სიდიდითა მთასა ემსგავსებოდიან. და
Line of ed.: 28    
მათ ფალავანთა შუა ერთი ახალმოწიფული ფალავანი მოვიდოდა,
Line of ed.: 29    
რომელსა ორმოცი მწერთა სიმაღლე ჰქონდა და ოცი -- განი. ულვაში
Line of ed.: 30    
ახლად აშლოდა და შვენებით მნახავთა განაკვირვებდა, მისი შიში
Line of ed.: 31    
ვარსკვლავთაცა ექნებოდათ. ერთსა ყვითელსა მარტორქასა იჯდა,
Line of ed.: 32    
რომე მნახავთა შეაზარებდა. წინა ერთი ნადირი მოუძღოდა, რომელ\სა
Line of ed.: 33    
ექვსი ფერხი ჰქონდა და ოთხი თვალი. რა ინდოთა ხელმწიფემან
Line of ed.: 34    
ესრეთ ესე ნახა, თქვა: ღმერთო, ესე ვინააო? ქეივანმან მოახსენა,
Line of ed.: 35    
ხელმწიფეო, მე ამა ფალავანსა ვერა ვიცნობო. ჩემობისას ესე ერან\ში
Page of ed.: 62  Line of ed.: 1    
არა ყოფილაო. რა ამათ გაიარეს, კვალად სამოცდაათი დროშა
Line of ed.: 2    
გამოჩნდა, რომელ სამოცდაათის ათასის კაცის ნიშანი იყო. ესენი
Line of ed.: 3    
სრულად ოქრო-ქსოილითა მოკაზმულნი იყვნენ და ნელიად მოვი\დოდეს
Line of ed.: 4    
და მათ თანა კუბო მოაქვნდათ მძიმედ მოჭედილი და მას
Line of ed.: 5    
შიგან ბანოვანი ჯდა. ათასი მონა ოქროსსარტყელოსანი მოსდევდა,
Line of ed.: 6    
რომელთა ხელთა ოქროს ჩანგი ეჭირათ. რაჰინდ თვისთა მახლობე\ლთა
Line of ed.: 7    
უბრძანა: ესე ვინაა, რომელ ჩემსა ქალზედ უმეტესობსო?
Line of ed.: 8    
ქეივან-შამ მოახსენა: უშანგის ცოლი არისო.

Line of ed.: 9       
რა ამათაც გაიარეს, კვლა ერთი მტვერი გამოჩნდა, რომელი
Line of ed.: 10    
ღრუბელსა სწვდებოდა. ქოსისა და ნაღარისა ცემისა ხმა იყო, პილო\სა
Line of ed.: 11    
და მარტორქისა ხვივილი ორსა აღაჯსა ისმოდა და ამა ლაშქარში
Line of ed.: 12    
თვით ხელმწიფე უშანგ მობრძანდებოდა. თავსა ძვირფასი გვირგვინი
Line of ed.: 13    
ებურა და სამასი ფალავანი მოუძღოდა. მარჯვნივ და მარცხნივ მუ\ნაჯიმნი,
Line of ed.: 14    
აქიმნი და უცხო მომღერალნი მოსდევდნენ. და ამათ თან
Line of ed.: 15    
აიარნი მოვიდოდნენ საომრად წელშერტყმულნი და საგრძნეულოდ
Line of ed.: 16    
მოკაზმულნი და მათ შუა გარდანქეშანი მოვიდოდა. თავსა ზედა
Line of ed.: 17    
თაჯი ედგა, თორმეტი ხანჯალი წელსა ერჭო, სამასლიტრიანი
Line of ed.: 18    
ოქროს ნაჯახი ეჭირა. ესრედ მოვიდოდა, თუმცა შეგეკვეთა, ჰაერში
Line of ed.: 19    
აღფრინდებოდა და თვისითა გრძნებითა ვარსკვლავსა სხივსა მოპა\რევდა,
Line of ed.: 20    
რაგვარადაც მელექსეთა უთქვამსთ:


Line of ed.: 21       
მპარავი იყო ასრეთი, ყოველთ გრძნეულთა დარევდა,
Line of ed.: 22       
თუ ქაბას მივა, სალოცავს ფარდაგსა მოიპარევდა,
Line of ed.: 23       
ერთხელ მეჩიტში შესვლითა ყურანსა გარდასცვალებდა,
Line of ed.: 24       
უშანგის მტერს და ორგულსა ქვესკნელ-ჯოჯოხეთს გარევდა.


Line of ed.: 25       
ესრეთნი გრძნეულნი იყვნენ, რომ მნახავთა შეეზარებოდა. თი\თოს
Line of ed.: 26    
თვალითა ჰაერში იყურებოდნენ და თითოთი -- ქვეყანად და
Line of ed.: 27    
ხელმწიფეს წინა მოუძღოდნენ და კრძალვითა სიტყვასა მოახსენებ\დნენ.
Line of ed.: 28    
რაჰინდმან იკითხა: ესენი ვინ არიანო? ქეივან-შამ მოახსენა:
Line of ed.: 29    
იგი უშანგ ხელმწიფე არის და ქვეითად რომელი მოუძღვის და
Line of ed.: 30    
სიტყვასა მოახსენებს, იგი გარდანქეშან გრძნეული არის, აზრაღ
Line of ed.: 31    
მეთილისმე ამას შეუპყრია, მოიყვანა და მოკლაო. და იმას რომ მოს\დევს,
Line of ed.: 32    
ასიმ გრძნეული ჰქვია, ამან ხვარასტანის ხელმწიფესა თვისითა
Line of ed.: 33    
გრძნებითა თავი მოსჭრა და მოიტანაო. სხვათაცა სახელები მოახსენა
Line of ed.: 34    
და ესეცა თქვა: ამისგან გაბრთხილება გვმართებს, რომე ნადიმსა
Line of ed.: 35    
ზედან მოვლენ და თვისსა ხელოვნებასა გამოსცდიანო.

Page of ed.: 63 
Line of ed.: 1       
რა ხელმწიფემან ინდოეთისამან ესე მოისმინა, ეგრე ბრძანა:
Line of ed.: 2    
თქვენ შიში მაგათი ნურა გაქვსთ. ესეთნი გრძნეულნი მყვანან, რომე
Line of ed.: 3    
ამათ ცოცხალსა შეიპყრობენ და ჩემსა წინა მოიყვანენო. ესე თქვა
Line of ed.: 4    
და რაჰინდ გაბრუნდა და თვისსა ლაშქარში მივიდა. ინდოთა დიდე\ბულნი
Line of ed.: 5    
შეიყარნენ და ხელმწიფისა წინაშე მივიდნენ და მოახსენეს:
Line of ed.: 6    
შენსა კერპსა გული მიანდევ და ვნახოთ, რასა გეტყვისო. ხელმწი\ფესა
Line of ed.: 7    
ესე სიტყვა მოეწონა და ბრძანა: ცეცხლი დიდი დააგზენითო.
Line of ed.: 8    
მონათა ეგრე ჰქნეს. ხელმწიფემან რაჰინდ გვირგვინი მოიხადა და
Line of ed.: 9    
ცეცხლსა თაყვანის სცა და ესრეთ ევედრებოდა: ესე უშანგ ხელმწი\ფე,
Line of ed.: 10    
რომელი ჩემზედან მოსულა, თუმცა შენ არა შემეწევი, სხვა
Line of ed.: 11    
ღონე არა მაქვსო. მაშინ ცეცხლისა მისგან ხმა გამოხდა ესრეთი:
Line of ed.: 12    
მონაო საყვარელო, ნუ გეშინის უშანგისაგან, იგიცა და მისი დიდება\ცა
Line of ed.: 13    
შენ დაგრჩებისო და მერმე ხვარასანსაც შენ დაიპყრობო! რა ინ\დოთა
Line of ed.: 14    
ხელმწიფესა და მისთა დიდებულთა ესმათ, ერთობით თაყვა\ნის
Line of ed.: 15    
სცეს და სიხარული დიდი შეექნათ და ომისა თადარიკი იწყეს.

Line of ed.: 16       
აწ უშანგ-შას ამბავი მოიხსე ნეთ: ხელმწიფე უშანგ
Line of ed.: 17    
კარავსა გარდახდა. დიდებულნი და ფალავანნი წინაშე მისა შეკრბენ
Line of ed.: 18    
და ღირსებისაებრ მათისა ალაგსა დასხდნენ, სუფრა მოიღეს და
Line of ed.: 19    
მეჯლიში გამართეს. ღვინის სმასა ხელი მიჰყვეს და მუნ მყოფთა
Line of ed.: 20    
გულსა შეჭირვება არა იყო. ყარამან უზომოდ გამხიარულებული
Line of ed.: 21    
იყო. რა მისთა მჭვრეტელთა იგი ეგრედ მოლხენილი იხილეს, იგრძ\ნეს,
Line of ed.: 22    
რომე ომისა ჟამი მოახლებულ იყო და მისთვის მოელხინა. რა
Line of ed.: 23    
ნადიმი გარდასწყდა, ყველა თავ-თავისად სადგომად წავიდნენ. გარ\დანქეშანმან
Line of ed.: 24    
მეფისა ქეშიკთა უბრძანა: თქვენ ცოტას ხანსა
Line of ed.: 25    
გაფრთხილდით, ვირემდის მე მოვიდოდე, აწ წავალ და რაჰინდის
Line of ed.: 26    
ლაშქართა გავსინჯავო. მათ სიფრთხილე აღუთქვეს და იგი წასას\ვლელად
Line of ed.: 27    
გაემზადა.

Line of ed.: 28       
აწ რაჰინდისავე ამბავსა ვიტყოდეთ: ინდოთა
Line of ed.: 29    
ხელმწიფემან ბრძანა: იგი ორნი ჩემნი გრძნეულნი მომგვარეთო.
Line of ed.: 30    
მონათა მსწრაფლ მოუწოდეს. ეგრე უბრძანა: უშანგის ლაშქარში
Line of ed.: 31    
მიდით და ერთი ზიანი უქმენითო. მათ თაყვანის სცეს და უშანგ
Line of ed.: 32    
ხელმწიფისაკენ გაემართნენ. რა ლაშქარში მივიდნენ და ოთხივ მხა\რე
Line of ed.: 33    
ლაშქრისა მოიარეს, გარდანქეშან გრძნეული ვერა სადა იხილეს.
Line of ed.: 34    
დიდად იამათ ამისთვის, რომე გარდანქეშანისაგან მრავალი ჭირი
Line of ed.: 35    
მოენახათ. რა უშანგისა კარავსა მივიდნენ, დარაჯთა ეძინათ და
Line of ed.: 36    
მათგანი მრავალი მოკლეს. რა კარვისა კართან წადგნენ, უშანგ-შას
Page of ed.: 64  Line of ed.: 1    
აიართა ეძინათ და ნაჯახები თავით ეწყოთ. რა მას ალაგსა ვერსით
Line of ed.: 2    
შევლეს, ერთსა მხარესა კარავი ხანჯლით გაარღვიეს და შიგან შევი\დნენ.
Line of ed.: 3    
ხელმწიფე უშანგ ფაღარათად ტახტზედა მძინარე იხილეს და
Line of ed.: 4    
გვერდთა მნათობნი ქალნი უწვნენ და მათცა ეძინათ. რა აიართა ესე
Line of ed.: 5    
ესრეთ იხილეს, მათ მწოლთა ქალთა და თვით უშანგ-შას ბანგი მის\ცეს
Line of ed.: 6    
და ვითა უსულო რა იქმნენ, ხელმწიფე უშანგ ზურგთა აიკიდეს,
Line of ed.: 7    
კარავთაგან უგრძნობლად გამოვლეს და ერთის მთისაკენ წაიყვანეს
Line of ed.: 8    
კაცთა უცნობელობისათვის. მათი საწადელი ეს იყო, რაჰინდთან
Line of ed.: 9    
ესრე მივიყვანოთო.

Line of ed.: 10       
რა გარდანქეშან აიარი, ესე იგი გრძნეული, ღამე რაჰინდისა
Line of ed.: 11    
ლაშქართა შიგან შევიდა და ხელმწიფისა კარავსა მივიდა, თვალი
Line of ed.: 12    
მიმოავლო და ინდოთა აიარნი ვერა სადა იხილა, მობრუნდა და აიარ\თა
Line of ed.: 13    
კარავსა მივიდა. ხმა უყო: აიარნო, თუ შინა ხართ, გამოვედით,
Line of ed.: 14    
რაჰინდ გიბრძანებსთო. რა არავინ გამოვიდა, იგრძნა, რომელ იგინი
Line of ed.: 15    
უშანგ-შას ლაშქარში წარსულ იყვნენ. დიდად შეწუხდა და სწრაფად
Line of ed.: 16    
რომელსაც გზაზე მოსულიყო, მუნვე მიიქცა და ერთისა მთისა წვერ\სა
Line of ed.: 17    
ზედა ავიდა. ინდთა ლაშქართა გარდახედა და მათსა სიმრავლესა
Line of ed.: 18    
კვირობდა, რომე ერთი თვალუწვდომი მინდორი სრულად ლაშქრითა
Line of ed.: 19    
სავსე იყო, რომელ თვალი არ გარდასწვდებოდა. რა ამა ხედვასა
Line of ed.: 20    
იყო, ყურთა ხმიანობა შემოესმა. მცირე წინ წადგა, ნახა, რომე ორს
Line of ed.: 21    
ქვეითს კაცს ზურგთა რაღაც აუტვირთავს და მოდიან. მაშინვე გარ\დანქეშანმან
Line of ed.: 22    
ხანჯალი ამოიღო და ფარულად ერთსა ალაგსა დადგა
Line of ed.: 23    
და მათსა საქმესა უმზერდა. რა იგი ორნი კაცნი გზასა ზედა მოვიდოდ\ნენ,
Line of ed.: 24    
მათ გარდანქეშანისა მუნ ყოფნა არ იცოდნენ და თვისსა ამ\ბავსა
Line of ed.: 25    
მოლაპარაკობდნენ ესრეთ, რომე ჩვენი საქმე კარგად ამითი
Line of ed.: 26    
მოხდა, რომელ გარდანქეშანი აქ არ დაგვესწრაო.

Line of ed.: 27       
რა ესე სიტყვა გარდანქეშანსა ესმა, ხმასა ზედან იცნა, რომე
Line of ed.: 28    
ერთი დუზდი ავსარ და მეორე შიქარგირ ინდოთა აიარნი იყვნენ.
Line of ed.: 29    
გულსა შიგან იამა და ეგრე თქვა: ღმერთო, კარგთა ნადირთა ვინა\დირებო
Line of ed.: 30    
და თვისის ხელმწიფის შეპყრობა ჯერეთ არა უწყოდა.
Line of ed.: 31    
ნაჯახი მიწასა დაჰკრა და ვეფხსავით გარდახლტა. ეგრეთ შესძახა:
Line of ed.: 32    
ჰე, საწყალნო, სადა წახვალთო ხელთა ჩემთაგან, მე ვარ გარდანქეშან
Line of ed.: 33    
აიარი, აწ ხანჯალსა ჩემსა ვითა გადაურჩებითო! რა ესე ხმა მათ
Line of ed.: 34    
აიართა გაიგონეს, საზარლად ამოიოხრეს, რომელი ზურგთა ეტვირ\თათ
Line of ed.: 35    
იგი განაგდეს და თვითონ გაიქცნენ, ერთი თვისისა ჯარისაკენ
Line of ed.: 36    
და მეორე მთისაკენ. გარდანქეშანმან იფიქრა, ესე რომელი ლაშ\ქართაკენ
Page of ed.: 65  Line of ed.: 1    
წავიდა, არამც ხმა დაყაროს და საქმე საჭიროდ გახდეს,
Line of ed.: 2    
ამას გამოუდგებიო. სწრაფად გამოუდგა და ქარივით უკან მიეწია
Line of ed.: 3    
და ნაჯახით მისსა სიკვდილსა ლამობდა. რა ინდოეთისა აიარმან
Line of ed.: 4    
თვისსა თავსა ესრეთ მოსრული საქმეს ნახა, სახვეწრად ენა აუბნა.
Line of ed.: 5    
გარდანქეშანმან მისი ვედრება ისმინა, აღარ მოკლა, პირსა ესრეთი
Line of ed.: 6    
ძლიერი ხელი შემოჰკრა, რომე შვიდჯერ ყირაზედ გარდაბრუნდა
Line of ed.: 7    
და ეგრე გარდაიქცა. გარდანქეშანი შავარდენსავით სწრაფად ზედ
Line of ed.: 8    
შეახლტა, ორნივე ხელნი შეუკრნა და წინა წამოიგდო და მას ალაგსა
Line of ed.: 9    
მოვიდნენ, სადაცა ზურგიდამ ტვირთი გარდაეგდოთ.

Line of ed.: 10       
რა გარდანქეშანმან დახედა, ნახა, შვიდთა იყლიმთა მპყრობელი
Line of ed.: 11    
ხელმწიფე ხელშეკრული და ბანგით შებნედილი ძევს. საზარელი
Line of ed.: 12    
სულთქნა გულით აღმოახდინა. მას აიარსა უთხრა: ჰე, წყეულო, ეს
Line of ed.: 13    
რა გიქნია? შენ არა მოგკლავ, ესე ხელმწიფე იტვირთე და ჩვენსავე
Line of ed.: 14    
ლაშქარსა მოიყვანეო! რა თვისისა ლაშქრისაკენ გამგზავრდნენ, გან\თიადისა
Line of ed.: 15    
ჟამი მოახლოვდა. გარდანქეშანმან თქვა: არამც გზასა ზედა
Line of ed.: 16    
შემხვდეს ვინმე და ესე ხელმწიფე გამაგდებინოსო. მასვე მთასა
Line of ed.: 17    
შებრუნდა და ერთსა კლდესა, გამოქვაბულსა შევიდნენ. მას გრძნე\ულსა
Line of ed.: 18    
ხელ-ფეხი მაგრა შეუკრა. მუნ დააგდო, თვითან ანაზდად ძმა\რი
Line of ed.: 19    
სითგანმე მოიღო, ხელმწიფესა ცხვირთა ჩააწვეთა. მასვე წამსა
Line of ed.: 20    
ბანგი უკუქარდა, თვალნი აახვნა და თავისი თავი, ერთსა მთასა
Line of ed.: 21    
კლდისა გამოკვეთილში იხილა. დიდად ეუცხოვა, სიზმრად ზმანება
Line of ed.: 22    
ეგონა და ეგრეთვე თვალნი დახუჭნა. რა მცირე ხანი გამოხდა, კვა\ლად
Line of ed.: 23    
თვალნი აახვნა და მის წინა ერთი კაცი ხელფეხ-შეკრული
Line of ed.: 24    
მდებარე იხილა, მარჯვნივ მიიხედა და გარდანქეშანი ფეხზედ
Line of ed.: 25    
მდგომი დაინახა. დიდი იმედი მოეცა.

Line of ed.: 26       
რა გარდანქეშანმან ხელმწიფე თვალახმული დაინახა, მიიჭრა და
Line of ed.: 27    
ფერხთა მოეხვია. ხელმწიფემან უშანგ ბრძანა: ჰე, აიართა სარდალო!
Line of ed.: 28    
ესე რა საქმეა, რომელი მომხდარა, ესე შეპყრობილი ვინაა და ანუ მე
Line of ed.: 29    
აქ რადა ვარო? გარდანქეშანმან პირველად ღმერთი ადიდა და მერმე
Line of ed.: 30    
ხელმწიფე დალოცა და ეგრე მოახსენა: ჰე, სახელოვანო ხელმწი\ფეო,
Line of ed.: 31    
ესე ალაგი ინდოსტანი და ქუისტანიაო. შეკრული ესე, რომელი
Line of ed.: 32    
აქა ძეს, ინდოთა აიარი არის, სახელად შიქარგირ ჰქვია. ჰე, ხელმწი\ფეო,
Line of ed.: 33    
შვიდთა იყლიმთა მპყრობელო, მე, მონა თქვენი, ინდოთა
Line of ed.: 34    
ლაშქრისაკენ წაველ და რა მათში მიველ, ესე აიარნი იქა ვერა
Line of ed.: 35    
ვპოვენ. სწრაფადვე გამოვბრუნდი და მთისაკენ წამოველ. თურმე
Line of ed.: 36    
ამა წყეულთა თქვენთვის ბანგი შეუსვამთ, თქვენებრი დიდი ხელ\მწიფე
Page of ed.: 66  Line of ed.: 1    
ზურგთა უტვირთავხართ და თავეთთა ლაშქართა მიყავდით,
Line of ed.: 2    
გზასა ზედან ამათ შემოვხვდი. ერთი ეს არის, რომელი შეკრული
Line of ed.: 3    
ძეს და მეორე გარდამეხვეწა. აწ, ხელმწიფეო, ამას სიფრთხილით
Line of ed.: 4    
უნდა მოქცევა, რომე ინდოთა ყარაულნი გზასა ზედან დგანან და
Line of ed.: 5    
ბრძანება თქვენი რა იქნებაო?

Line of ed.: 6       
რა ხელმწიფემან ესე მოისმინა, გარდანქეშანს ქება შეასხა უზო\მო
Line of ed.: 7    
და ეგრე უბრძანა: ჰე, მონაო ერთგულო, შენ ჩემთვის მრავალს
Line of ed.: 8    
ალაგს თავდადებით გიმსახურებიეს და აჰა ესე ყოველთა უმეტესი
Line of ed.: 9    
სამსახური შენი, რომელ ამა გრძნეულთა პყრობილობისაგან მიხსენ!
Line of ed.: 10    
მაგრამ წყეული იგი ერთი აიარი, რომელი გარდაგხვეწია, ჩვენსა ამ\ბავსა
Line of ed.: 11    
რაჰინდს აცნობებდა და საქმე არამცა ავად მოხდესო. მაშინ
Line of ed.: 12    
გარდანქეშანმან პირი მიწასა დასდვა და ქებისა მადლობა კეთილ
Line of ed.: 13    
მოუბარითა ენითა მოახსენა და ესეცა ჰკადრა: ჰე, შარიელო! აწ
Line of ed.: 14    
ჩვენთა ლაშქართა ჩემი მოლოდინი აქვსთ. თუ ბრძანება თქვენი
Line of ed.: 15    
ესრეთ იქნეს, მე აწვე სწრაფად წავიდე დაეხე თქვენ ამბავი ყველა
Line of ed.: 16    
ვაცნობო და მუნითგან სახელოვანნი ფალავანნი თანა წამოვიტანო
Line of ed.: 17    
და თქვენსა წინაშე მოვიდეთ, რომე აქათგან წასვლასა გზასა ზედან
Line of ed.: 18    
მტერთაგან არა გევნოს რაო. ხელმწიფესა ესე სიტყვა მოეწონა და
Line of ed.: 19    
ჩქარად წასვლა უბრძანა.

Line of ed.: 20       
გარდანქეშანი თვისითა ხელოვნებითა მსწრაფლად წამოვიდა და
Line of ed.: 21    
თვისთა ლაშქართა შიგან ანაზდად გაჩნდა. პირველსავე მისვლასა
Line of ed.: 22    
ხელმწიფისა ხადუმთა და მხევალთა მაღლად ხმიანობა და მოთქმა\ტირილისა
Line of ed.: 23    
ხმა შორით მოესმა. რა გარეთ მდგომთა მონათა გარდან\ქეშანი
Line of ed.: 24    
დაინახეს, მსწრაფლად შევიდნენ და მტირალთა მათ ბანოვან\თა
Line of ed.: 25    
გარდანქეშანისა მოსვლა მოახსენეს. იგინი თავშიშველნი გამოც\ვივდენ
Line of ed.: 26    
და რომელსა სახლსა შიგან ხელმწიფისა საჯდომად ტახტი
Line of ed.: 27    
განმზადებული იყო. მას ტახტსა ეხვეოდნენ და ბროლისა თითითა
Line of ed.: 28    
სუნელ კავ-ზილფთა გლეჯასა იწყებდიან, ბროლისა მკერდსა იცემ\დიან
Line of ed.: 29    
და უცხოსა ხმითა მოსთქმიდიან და მელნისა ტბათაგან წყარო\საებრ
Line of ed.: 30    
სისხლისა ცრემლსა მოადენდიან. რა იგინი ამა მწუხარებასა
Line of ed.: 31    
იმყოფებოდნენ, ანაზდად ყოველთა გრძნეულთა უხუცესი გარდან
Line of ed.: 32    
ქეშანი შინა შევიდა. ქალნი იგი მტირალნი, რომელნიმე შვენებით
Line of ed.: 33    
მზესა უმჯობესობდნენ და რომელნიმე მთოვარესა, წინა გამოეგე\ბნენ
Line of ed.: 34    
და ტირილითა ეტყოდიან: ჰე, ყოველთა ხელოვანთა უმჯობესო,
Line of ed.: 35    
შენ რომლისა სამსახურსა ზედან თავდადებულ იყავ. ესრეთ უფრ\თხილდებოღი,
Line of ed.: 36    
რომელ მისსა სიახლოესა მავნესა ფრინველსაცა არა
Page of ed.: 67  Line of ed.: 1    
გარდააფრენდი, აწ ხელმწიფე იგი შვიდთა იყლიმთა მპყრობელი
Line of ed.: 2    
წყეულთა მათ გრძნეულთა წარუტაციათ, ტახტი და გვირგვინი მისი
Line of ed.: 3    
ესრეთ ცარიელი დაუტევებიეს. გვაუწყე, თუცა მისისა სიცოცხლისა
Line of ed.: 4    
ამბავი იცოდე რამეო!

Line of ed.: 5       
ამა საუბარსა ზედან, ვირემდის გარდანქეშანი ამბავსა იტყოდა,
Line of ed.: 6    
უშანგ-შას შვილი არდევან და ყარამან ტირილითა და თავსა ცემითა
Line of ed.: 7    
შემოვიდნენ, გარდანქეშანს ყელზე ეხვეოდნენ და ეგრე ეტყოდნენ:
Line of ed.: 8    
ჰე, ყოვლითა მამაცობითა სრულო, ყოველს ლაშქრობაში ხელმწიფე\ზე
Line of ed.: 9    
გაფრთხილებული იყავ, აწ ესე რა მოგვევლინა, რომ ვეღარა
Line of ed.: 10    
გაგვიგია რაო?! ესე თქვეს და ტირილითა თავსა ცემა დაიწყეს. ამჟა\მად
Line of ed.: 11    
გარდანქეშან აიარი არამს შიგან შეიყვანეს და ყოველნი მუნ
Line of ed.: 12    
მყოფნი გარდანქეშანსა შესცქეროდნენ, თუ რასა ამბავსა იტყვისო.
Line of ed.: 13    
მაშინ გარდანქეშანმან მათ პირმთვარეთა მოახსენა: თქვენ ნურასა
Line of ed.: 14    
შეიჭირვებთ, ზეგარდამოსა განგებითა ხელმწიფე უჭირველად არის.
Line of ed.: 15    
აწე მუნითგან მოვალო. რა ხელმწიფისა სიცოცხლე ბანოვანთა მათ
Line of ed.: 16    
მოისმინეს, აუარებელი თვალი და მარგალიტი უბოძეს და ყოველ\მან
Line of ed.: 17    
სულმან მოილხინეს. უშანგ-შას პირველი ცოლი, რომელი შვე\ნებითა
Line of ed.: 18    
მზესა მოკამათობდა, ამა ამბისა სმენითა დიდსა სიხარულსა
Line of ed.: 19    
მიეცა. ერთი ასეთი ძვირფასი თვალი უბოძა, რომე ერთისა წლისა
Line of ed.: 20    
ქვეყნისა ხარაჯისა ფასი იყო.

Line of ed.: 21       
ესე ამბავი დავარდა ლაშქართა შიგან, ვითა ხელმწიფე აიართა
Line of ed.: 22    
მოუპარავთო. შეექნათ ჩურჩული და ერთი მეორესა ამბავსა კითხ\ევდიან.
Line of ed.: 23    
მაშინ ყარამან თვისსა ექვსფერხოვანს ნადირზედ შეჯდა
Line of ed.: 24    
და თავით ფეხებამდისინ ფოლადისა საჭურველითა შეიჭურვა და
Line of ed.: 25    
ხელმწიფისა კარსა მოვიდა. ესეთი განრისხებული და ომისა მომდო\მებელი
Line of ed.: 26    
იყო, რომე მისის გულისა ძგერა შორად ისმოდა. ყათრანს
Line of ed.: 27    
შემოხედა და ეგრე არქვა: ჰე, ბიძისა ჩემისა ძეო, სადა არს ხელმწი\ფე
Line of ed.: 28    
ჩვენი და ანუ ესე რა დგომისა ჟამი არისო? ესეთი სახელოვანი
Line of ed.: 29    
ხელმწიფე ხელში ჩაუგდიათ და ესე ოდენნი სარდალნი უთაოდ შე\უქნიათ,
Line of ed.: 30    
სადღა უნდა გამოჩნდეს სიმხნე ჭაბუკობისა ჩვენისაო! რა
Line of ed.: 31    
ესე თქვა, ესეთი საზარელი სულთქმა ღვიძლით აღმოახდინა, რომე
Line of ed.: 32    
მისნი მსმენელნი ვითა უცნობო იქმნენ. მაშინ ყათრანმან პასუხად
Line of ed.: 33    
უგო: ჰე, თვალთა ჩემთა ნათელო ყარამან, ესეთსა დროსა ვინ იქ\ნება,
Line of ed.: 34    
რომე დაიყოვნოს, მაგრამ ჩემი მოცდა ეს იყო, ვითა გარდან\ქეშანი
Line of ed.: 35    
აიარი აქა არა იმყოფებოდა. იმედი მაქვნდა, რომე მაგას ხელ\მწიფის
Line of ed.: 36    
ამბავი ეცნა რამე და თქვენდა მოეხსენებინა. აწ ვმადლობ
Page of ed.: 68  Line of ed.: 1    
ღმერთსა, რომე გარდანქეშანი მოვიდა. აწ მივიდეთ და ამბავი
Line of ed.: 2    
შე/ვიტყოთ.

Line of ed.: 3       
მაშინვე მივიდნენ და გარდანქეშანს მიესალმნენ. ყარამან უთხ\რა:
Line of ed.: 4    
ჰე, ქვეყნისა ხელოვანთა თავო, ხელმწიფისა ამბავი რა იციო?
Line of ed.: 5    
გარდანქეშანმან დალოცა და მოახსენა: ფალავანთა უხუცესო,
Line of ed.: 6    
თქვენსა ჭაბუკობასა ესე ამბავი ესრეთ მოეხსენოს: ხელმწიფე ჩვენი
Line of ed.: 7    
ორთა გრძნეულთა მოენადირათ და მე გზასა ზედან შევხვდი. ერთი
Line of ed.: 8    
იგი აიარი შევიპყარ და მეორე გარდამეხვეწა. ხელმწიფე უვნებე\ლად
Line of ed.: 9    
მათის ხელთაგან ვიხსენო. იგი გარდახვეწილი გრძნეული ჩვენსა
Line of ed.: 10    
ამბავსა ინდოთა აცნობებდა და გზა შეკრული ექნებათო. მე
Line of ed.: 11    
მსწრაფლად გამისტუმრეთ და თქვენცა წამოდით, ხელმწიფე უვნებ\ლად
Line of ed.: 12    
მოვიყვანოთო. რა სარდალთა ესე ესმათ, ბრძანეს და ყოველი
Line of ed.: 13    
სული ცხენსა ამხედრდა. ყარამან მარტო თვისი ექვსფერხოვანი
Line of ed.: 14    
ნადირი მთისაკენ გაქუსლა და წავიდა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Qaramaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 13.1.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.