TITUS
Qaramaniani
Part No. 41
Previous part

Chapter: (41) 
Page of ed.: 245 
Line of ed.: 12  აქა ყარამიჯინის მოსლვა მშთან-შაჰის შემწედ


Line of ed.: 13       რა ყარამიჯინს თვისის ძმის სიკვდილის ამბავი მიუვიდა, გაბ\რაზებული
Line of ed.: 14    
ძაღლივით თავის ხორცს გლეჯა დაუწყო. ხან ადგა, ხან
Line of ed.: 15    
დაჯდა, ჯავრით არ იცოდა, რა ექნა. მაშინვე დაიძახა, ჩემი იარაღი
Line of ed.: 16    
ნახეთო, ახლავ წავიდე, ჩემის ძმის სისხლი ავიღოო. იმჟამად ქეთან\შაჰის
Line of ed.: 17    
წიგნიც მიუვიდა და რა წაიკითხა, მაშინვე ორასი ათასი კაც\თა
Line of ed.: 18    
მჭამელნი შეჰყარა, დღე და ღამე გაასწორა, შაჰრი-რომს მოვი\და.
Line of ed.: 19    
რა მისი მოსვლა ქეთან-შაჰს მოხსენდა, მაშინვე წინ მიეგება
Line of ed.: 20    
და დიდის პატივით მოიყვანა. სინდის დიდებულნი შემოვიდნენ,
Line of ed.: 21    
მიესალმნენ და პატივი სცეს.

Line of ed.: 22       
იმჟამად ქეთან-შაჰის წიგნი ოჰყალი ჯადოსაც მიუვიდა. რა
Line of ed.: 23    
წიგნი გახსნა, თავი აიღო და თქვა: მაინც ჩემის ძმის აზრაღ ჯადოს
Line of ed.: 24    
სისხლის აღება მეწადა და რადგანაც მიზეზი ეს არის, სჯობია, რომ
Line of ed.: 25    
წავიდე ქეთან-შაჰასთან. მაშინვე ბრძანა და სამასი ათასი ჯადოს
Line of ed.: 26    
ლაშქარი, უცხო და უცხოს ჯალათების მცოდნენი, უცხოს იარაღე\ბითა
Line of ed.: 27    
შეიკაზმნენ და ქეთან-შაჰისაკენ წამოვიდნენ. იმ ხანში სარჯან
Line of ed.: 28    
ჰინდსა და გულჩინსაც წიგნები მოუვიდათ. სარჯანმა თვისი უფრო\სი
Line of ed.: 29    
შვილი თვის სახელმწიფოში დატოვა და თვისი ორმოცდასამი
Line of ed.: 30    
შვილით და გულჩინით და რვაასი ათასის ლაშქრით წამოვიდა. ყო\ველნი
Line of ed.: 31    
სპილოსა და მარტორქას ამხედრდნენ და ქეთან-შაჰისაკენ
Line of ed.: 32    
წამოვიდნენ.

Line of ed.: 33       
ქეთან-შაჰას მოხსენდა, რომ ყარამან ქუი-ყაფის მთაში წავიდაო.
Page of ed.: 246  Line of ed.: 1    
რაჰინდ და სარვიხურამან აღარსად ჩანანო. რამდენი ხანია, რომ
Line of ed.: 2    
იმათი სახელი აღარსად ჩანსო. არ ვიცით, რომელს ქვეყანაში დაი\კარგნენო.
Line of ed.: 3    
მაგრამ ასე ვგონებთ, რომ ყარამან დევების ხელით მომ\კვდარაო.
Line of ed.: 4    
უშანგს შვიდი ციხე და ერთი ქალაქი აუშენებია და
Line of ed.: 5    
სახელად უშანგაბადი დაურქმევია და თვითონ იქ ბრძანდება და
Line of ed.: 6    
რაც ლაშქარი ჰყოლია, ინდოეთის სახელმწიფოში დაუფანტავს გა\მოსაკვებად
Line of ed.: 7    
და თვითონ სუბათ არისო. ორის ხელმწიფით
Line of ed.: 8    
დარჩო/მილა.

Line of ed.: 9       
რა ქეთან-შაჰმა ესე შეიტყო, დიდად იამა და ბრძანა: ლაშქრის
Line of ed.: 10    
რიცხვი ნახეთო! მათ მსწრაფლად ბრძანებისამებრ აღასრულეს,
Line of ed.: 11    
ასოცდაჩვიდმეტი ასი ათასი ლაშქარი შეჰყარეს, ას ორმოცდაათი
Line of ed.: 12    
ათასი სპილო და ქეთან-შაჰაც ერთს მარტორქაზედ შებრძანდა. დი\დის
Line of ed.: 13    
დიდებით გამობრძანდა და ლაშქრის გაწყობილებას ყურება
Line of ed.: 14    
დაუწყო. ლაშქრის გაწყობა დიდად მოიწონა. იმ ხანში სარჯანისა
Line of ed.: 15    
და გულჩინის ამბავიც მოხსენდა: რვაასი ათასის კაცით მოდიანო.
Line of ed.: 16    
რა ყარამიჯინმა გულჩინის მოსვლა გაიგონა, დიდად გამხიარულდა,
Line of ed.: 17    
ამ მიზეზითა, რომ გულჩინოს არშიყი იყო. მაგრამ ყარამიჯინს
Line of ed.: 18    
ეშინოდა გულჩინის მორევნისაგან და მისთვის სიყვარული ვერ გა\მოეჩინა.
Line of ed.: 19    
ქეთან-შაჰმა ბრძანა: სარჯანი ჰინდი დიდი ხელმწიფეაო,
Line of ed.: 20    
უნდა მივეგებნეთო. ქეთან-შაჰ, ყარამიჯინ და ჰინდის დიდებულნი
Line of ed.: 21    
მისაგებებლად წავიდნენ.სარჯან ჰინდის ლაშქარში მივიდნენ. სარ\ჯანი
Line of ed.: 22    
შვიდი ათასის დიდებულების შვილებით მოდიოდა, რადგანაც
Line of ed.: 23    
გულჩინის არშიყნი იყვნენ, სინდელ ფალავანთ ყარამიჯინის შიშით
Line of ed.: 24    
ვერ გამოეცხადებინათ.

Line of ed.: 25       
რა სარჯანმა ქეთან-შაჰ ნახა, სპილოდამ ჩამოხდა და ერთმა\ნერთსა
Line of ed.: 26    
მიესალმნენ. სარჯანმა რომ ყარამიჯინ დაინახა, თვისი
Line of ed.: 27    
მოსვლა ძალიან ინანა. გულჩინი მოვიდა შვიდასის დიდებულის ქა\ლებით,
Line of ed.: 28    
ჩამოხდა, მიესალმა, თვის ბიძას ხელსა აკოცა. რა გულჩინ
Line of ed.: 29    
დაინახეს, ყოველ კაცისა თვალი გულჩინის სილამაზეს უჭვრეტდა.
Line of ed.: 30    
შემდგომ ყოველნი ფალავანნი თვისსა სადგომსა წავიდნენ. მას
Line of ed.: 31    
უკან ქეთან-შაჰის კარავსა შეიყარნენ. ქეთან-შაჰმა ბრძანა, მეჯლი\სი
Line of ed.: 32    
გაიმართა. მარჯვენა მხარეს გულჩინ დაბრძანდა, ნადიმი დაიდ\ვეს.
Line of ed.: 33    
რა ღვინითა დაითვრნენ, ყოველმა ფალავანმა ქადილი დაიწყეს
Line of ed.: 34    
და სხვა და სხვა რიგად შეექცეოდნენ. ყარამიჯინ რომე ღვინით
Line of ed.: 35    
ზარხოში შეიქმნა, ვეშაპსავით ბრდვინვა დაიწყო. ქეთან-შაჰს მოახ\სენა:
Line of ed.: 36    
ამდენი ლაშქარი შეგიყრია, ბრძანეთ, რომე უშანგზედ

Page of ed.: 247  Line of ed.: 1    
წავიდეთ. ქეთან-შაჰმა ბრძანა: ოჰყალი ჯადო არ მოსულაო. ყარა\მიჯინ
Line of ed.: 2       
ადგა და მოახსენა: ამდენი ლაშქარი რომ გახლავსთ, ოჰყალი
Line of ed.: 3    
ჯადო რაღა საჭიროაო? მე რომე ერთ ალაგს ვიყო, ვის შეუძლიან
Line of ed.: 4    
ჩემს წინ იბრძოლოსო? ბრძანეთ და ავიყარნეთო. ქეთან-შაჰმა აყ\რა
Line of ed.: 5    
ბრძანა და ყოველნი ლაშქარნი აიყარნენ. ექვსი თვე იარეს და
Line of ed.: 6    
ინდოეთის სამზღვარზედ მოვიდნენ. უშანგის მხრიდამ ჯაშუში მო\ვიდა
Line of ed.: 7    
და ქეთან-შაჰს მოახსენა: უშანგ-შაჰ ასი ათასის კაცით უშანგა\ბადს
Line of ed.: 8    
ბრძანდებაო.

Line of ed.: 9       
რა ეს მოისმინეს ქეთან-შაჰმა, ყარამიჯინმა, სარჯანი ჰინდმა,
Line of ed.: 10    
მაშინვე შაჰრი-რომიდამ გამოვიდნენ და ხომალდებში ჩასხდნენ და
Line of ed.: 11    
სამი თვე ზღვით იარეს. დღესა ერთსა ზღვა აუღელდათ, ხომალდნი
Line of ed.: 12    
დაეფანტათ. ყარამიჯინის ხომალდი ზღვის ღელვამ ცალკე გაიტა\ცა.
Line of ed.: 13    
ექვს თვეზე მათი ხომალდები ხმელეთზედ ძლივს გავიდა და
Line of ed.: 14    
ქეთან-შაჰის და სარჯან ჰინდის ლაშქარი სულ ერთად შეიყარნენ.
Line of ed.: 15    
მაგრამ ყარამიჯინს მოელოდნენ. სამს მანზილზედ ჩამოხდნენ,
Line of ed.: 16    
უშანგზედ ახლოს დადგნენ.

Line of ed.: 17       
იმხანად რომ უშანგმა შირფანჯა აიარი ერანში გაგზავნა, თვი\თონ
Line of ed.: 18    
თვისის ძმითა შარიბ-შაჰითა და ქეივან-შაჰით და დოუთ-შა\ჰითი
Line of ed.: 19    
უშანგაბადს ბრძანდებოდნენ და სხვანი ლაშქარნი აქა-იქ
Line of ed.: 20    
დაეფანტა გამოსაკვებლად. ერთს დღეს შარიბ-შაჰს შვილი ხოს\როვშირ
Line of ed.: 21    
სანადიროდ წავიდა რამდენიმე ხელმწიფის შვილითა, ასიმ
Line of ed.: 22    
თარიც თან ახლდა. სარანდიბის მთისკენ ნადირობდნენ. ის დღე და
Line of ed.: 23    
ღამე იარეს და შეექცეოდნენ. ხოსროვშირს ის ჩვეულება ჰქონდა,
Line of ed.: 24    
რომე პირის საბურველს არ აიხდიდა ამ მიზეზისა გამო, რომე დიახ
Line of ed.: 25    
ლამაზი და მშვენიერი იყო, რომ თვალი არ მეცესო. იმ ნადირობა\ში
Line of ed.: 26    
ხოსროვშირ თვის ამხანაგებს ასცდა და დასავლეთისაკენ წავიდა
Line of ed.: 27    
ასიმ აიარით.



Next part



This text is part of the TITUS edition of Qaramaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 13.1.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.