


ვინმე მოგცეს შენ წოვნად ძუძუნი ტკბილნი დედისა ჩემისანი? გარე გპოვე და სურვილით ამბორს-გიყავ, არა უდებ-მყო, არცა შეურაცხ-მყო მე.



მოგეხჳე შენ და შეგიყვანე სახედ მუცლად მიღებისა ჩუენისა და საუნჯედ დედისად. გასუ შენ სულნელთა ღჳნისაგან და სინოტიე მწყურნებოანთა ჩემთაჲ.



მარცხენე მისი ზეშთა კერძო თავისა, ხოლო მარჯუენე გარემომეხჳა მე.



აწცა გაფუცებ, სიონისა ასულნო, ძლიერებისა მიმართ აგარაკთაჲსა, აღ-თუ-სდგეთ თქუენ და აღადგინოთ ტრფიალი, ვითარცა სთნდეს მას და სათნო იყოს მისსა.



ვინმე არს ესე, რომელი აღიმაღლებს აღმომავალი ელვარე სპეტაკებით, დავამტკიცოთ ჩუენ ესე დისწულსა ზედა? საგრილსა ქუეშე ვაშლთასა განგაღჳძე, მუნ ელმო შენთჳს მუცლად მიღებისა შენისა, მუნ ელმო შობაჲ შენი დედასა შენსა.



დადევ, ვითარცა ბეჭედი, გულსა შენსა, და ვითარცა-რაჲ დასაბეჭდავი მკლავისა. მტკიცე არს, ვითარ სიკუდილი, სიყუარული. ფიცხელ, ვითარცა ჯოჯოხეთი, არს შური, გარემოს მისსა გარემოსდგას კლდე მტკიცე, გარემოჲს მისსა კლდე ალთა ცეცხლისათაჲ.



წყალი მრავალი ვერ დაჰშრეტს სიყუარულსა და ვერცა წარჰრღუნიან მდინარისა ღელვანი. უკუეთუ მისცეს კაცმან ცხორებაჲ თჳსი ტრფიალებასა, უგულებელს- ყონ იგი,



მცირე არს დაჲ და არა ასხენ ძუძუნი. რაჲ უყოთ დასა მას დღესა შინა, რომელსა-იგი ითქუას რაჲ მისსა მიმართ?



ზღუდისზღუდენი ვეცხლით ქანდაკებულნი, და, თუ კარი არს, დავამსჭუალნეთ მას ზედა ყოვლად სულნელნი ფიცარნი ნაძჳსანი.



მე - ზღუდე, ხოლო ძუძუნი ჩემნი - გოდოლ. მე ვარ წინაშე თუალთა მისთა, ვითარცა-იგი ვერვინ მოიძიოს მშჳდობაჲ,



ვენაჴი აქუნდა სოლომონს ვევლამონს.



ვენაჴი ჩემი ჩემდა წინაშე ჩემსა. ათასის ვეცხლის არს კაცი ჟამსა მისსა, ათასეულნი სოლომონს და ორასნი მცველთა, რომელნი ჰკრძალვენ ნაყოფთა მისთა.



რომელი-იგი ზის მტილთა ზედა მისთა, მოყუასნი მისნი მოელიან სურვილით, მასმინე, გლოცავ, საწადელი ჴმაჲ შენი.



დისწულო ჩემო, ელოდებოდე და ემსგავსე ქურციკსა, ანუ ნაშობსა ირმისასა მწუერვალსა ზედა ღელოვანთა მთათასა.