TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 526
Previous part

Chapter: 42 
Verse: 1  Link to sept   მიუგო იობ და ჰრქუა უფალსა:

Verse: 2  Link to sept   
ვიცი, რამეთუ ყოველივე ძალ-გიც და შეუძლებელ არა რაჲ არს შენ მიერ.

Verse: 3  Link to sept   
ვინმე არს, რომელი გიმალავს შენ ზრახვასა? ერიდებოდის სიტყუათა და შენგან ჰგონებდეს დაფარვას? ვინ მომითხრას მე, რომელმან არა ვიცოდე დიდ-დიდნი და საკჳრველნი, რომელ არა უწყოდე.

Verse: 4  Link to sept   
ისმინე ჩემი, უფალო! რათა მეცა ვიტყოდე. მე გკითხო შენ და შენ მასწაო მე.

Verse: 5  Link to sept   
ჰამბავით ყურთა მესმინა შენთჳს პირველ და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ.

Verse: 6  Link to sept   
ამისთჳს განვიქარვე თავი ჩემი და დავაგდე. შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად.

Verse: 7  Link to sept   
შემდგომად სიტყჳსა მის უფლისა ყოველთა ამათ სიტყუათა იობის მიმართ ჰრქუა უფალმან ელიფას თემნელსა: სცოდე შენ და ორთა მათ მეგობართა შენთა, რამეთუ არა იტყოდეთ ჭეშმარიტსა ჩემ წინაშე არცა ერთსა რას, ვითარ-იგი მსახური ჩემი იობ.

Verse: 8  Link to sept   
ხოლო აწ მოიბთ შჳდი ზუარაკი და შჳდნი ვერძნი. და მივედით მსახურისა ჩემისა იობისა. და შეწიროს მსხუერპლი თქუენთჳს. ხოლო იობ, მსახურმან ჩემმან, ილოცოს თქუენთჳს, რამეთუ პირსა მისსა თუალსა ვაღებ, უკუეთუმცა არა მივხედე, წარ-მცა-გწყმიდე თქუენ, რამეთუ არა იტყოდეთ ჭეშმარიტსა მსახურისა ჩემისა იობისათჳს.

Verse: 9  Link to sept   
წარვიდა ელიფას თემანელი, და ბალდად სავაქელი, და სოფან მინეველი და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან, და მიუტევა მათ ცოდვანი მათნი იობისთჳს,

Verse: 10  Link to sept   
ხოლო უფალმან აღაორძინა იობ. და ილოცა მან მეგობართა მისთათჳს და მიუტევნა უფალმან ცოდვანი მათნი. და მოსცა უფალმან მრჩობლი, რავდენ-იგი იყვნეს პირველად იობისი, ორწილად

Verse: 11  Link to sept   
ხოლო ესმა ყოველთა ძმათა მისთა ყოველი, რაჲ-იგი შეემთხჳა მას. და ყოველი, რომელთა იცოდეს იგი პირველითგან, ჭამდეს და სუმიდეს მის წინაშე და ნუგეშინის-სცეს მას და უკჳრდა მათ ყოვლისა მისთჳს, რომელი-იგი მოაწია უფალმან მის ზედა და მოსცა მას კაცად-კაცადმან თჳთო ტარიგი. და ოთხსატირი ოქროსაჲ, ოქროსა უქმნელი თითოჲ.

Verse: 12  Link to sept   
ხოლო აკურთხა უფალმან უკუანაჲსკნელი იობისი უფროს, ვიდრე პირველი და იყო საცხოვარი მისი ცხოვარი ბევრი და ოთხ ათას, და აქლემები ექუს ათას, უღლეული ჴართა ათას, ვირი მძოვარი ჴდალი ათას.

Verse: 13  Link to sept   
და ესხნეს მას შჳდ ძე და სამ ასულ.

Verse: 14  Link to sept   
და უწოდა სახელი პირველსა მას დღე და მეორესა კასია და მესამესა მას მხიარულებისა რქაჲ.

Verse: 15  Link to sept   
და არა იპოვნეს ასულთაებრ იობისთა და ძეთა უმჯობესნი ცასა ქუეშე და მისცა იობ ასულთა თჳსთა სამკჳდრებელი ძმათა მათ თანა.

Verse: 16  Link to sept   
და ცხონდა შემდგომად წყლულებისა ასსამეოცდაათ წელ, ხოლო ყოველნი, რავდენ ცხონდა, იყუნეს ორასორმეოცდარვა წელ. და იხილა იობ ძენი თჳსნი და ძენი ძეთა მისთანი, მეოთხე ნათესავი და აღესრულა იობ მოხუცებული და სავსე დღითა (დაწერილ არს იგი კუალად აღდგინებად მათ თანა, რომელნი-იგი უფალმან აღადგინნეს. ესე ითარგმანა ასურეთისაგან წიგნისა. ხოლო მკჳდრ იყო იგი ქუეყანასა ავსიტელთასა, საზვართა იდუმიასათა და არაბიასათა, პირველად იყო სახელი მისი იობაბ. და მოიყვანა ცოლი არაბიელი. და ესვა ძე, რომლისა სახელი ენონ, ხოლო იყო ესე მამისა ზარესი, ესავის ძეთა ძე და დედით ბოსორელი. ვითარმედ იყო ესე აბრაჰამისითგან მეოთხე ნათესავი).
Section:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.