TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 782
Previous part

Chapter: 50 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   ესრეთ იტყჳს უფალი: ვქმენ ესე წიგნი დედისა თქუენისა, რომლითა განვავლინე იგი? ანუ ვისმან მოვალემან განგყიდენ თქუენ? აჰა, ცოდვათა მიერ თქუენთა განისყიდენით და უშჯულოებათა თქუენთათჳს განვავლინე დედა თქუენი

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
მით, რამეთუ მოვედ და არა იყო კაცი, უწოდდი და არა იყო მსმენელი: ნუ ვერ ძალ-უცა ჴელსა ჩემსა გამოჴსნად, ანუ ვერ შემძლებელ ვარ განრინებად? აჰა; მხილებითა ჩემითა მოვაოჴრე ზღუაჲ და დავსხნე მდინარენი ოჴრად, და განჴმენ თევზნი მათნი არყოფისაგან წყლისა და მოკუდენ წყურილისა მიერ.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
შევჰმოსო ცასა ბნელი და, ვითარცა ძაძა შევქმენ, შესამოსელი მისი.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
უფალმან, უფალმან მცეს მე ენა სწავლულებისა ცნობად, ოდეს ჯერარს თქუმად სიტყჳსა, დამდვა მე განთიად, შემძინა მე ყური სმენად.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
და სწავლა უფლისაჲ განახუამს ყურთა ჩემთა, ხოლო მე არა ურჩ ვარ, არცა ვაცილობ.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
ზურგი ჩემი მივეც გუემათა და ღაწუნი ჩემნი ყურმილის-ცემათა, ხოლო პირი ჩემი არ განვაყენე სირცხჳლისაგან ნერწყუვათასა.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
და უფალი შემწე ჩემდა იქმნა, ამისთჳს არა მრცხუენა, არამედ დავდევ პირი ჩემი, ვითარცა მყარი კლდე, და ვაგრძენ, ვითარმედ არა მრცხუენეს,

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ მახლობელ არს განმამართლებელი ჩემი, ვინ არს მოსაჯული ჩემი? წინააღმიდეგინ მე და ვინ არს განმკითხველ ჩემდა? მომეახლენ მე.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
აჰა, უფალი შემეწევის მე. ვინ განმაბოროტოს მე? აჰა, ყოველნი თქვენ, ვითარცა სამოსელი, დასძუელდეთ და ვითარცა მღილმან, შეგჭამნეს თქუენ.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
ვინ არს თქუენ შორის მოშიში უფლისაჲ? ისმინედ ჴმისა მონისა მისისა, რომელნი ვლენან ბნელსა შინა, არა არს მათდა ნათელი. ესევდით სახელისა მიმართ უფლისა და განმტკიცდით ღმრთისა მიმართ.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
აჰა, ყოველნი თქუენ ცეცხლსა აღაგზებთ და განაძლიერებთ ალსა. ვიდოდეთ ნათლითა ცეცხლისა თქუენისაჲთა და ალითა, რომელი აღაგზენით ჩემთჳს. იქმნეს თქუენდა ესენი, მწუხარებასა შინა დაიძინოთ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.