TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 914
Previous part

Chapter: 5 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept Link to sept   ვალტასარ მეფემან უქმნა სერი დიდი დიდებულთა მისთა მამრთა ათასთა და წინაშე ათასთასა ღჳნოჲ, და მსუმელმან ვალტასარ მეფემან გემებათა შინა ღჳნისასა

Verse: 2  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ბრძანა შემოხუმად ჭურჭელთა ოქროჲსა და ვეცხლისათა, რომელნი გამოიღო ნაბუქოდონოსორმან, მამამან მისმან, ტაძრისაგან იერუსალჱმისა, და სუმიდეს მათ მიერ მეფე და დიდებულნი მისნი, და თანამწოლნი მისნი და ხარჭნი მისნი.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მოიღეს ჭურჭელნი ოქროსანი და ვეცხლისანი, რომელი გამოღებულ იყო ტაძრისაგან ღმრთისა, რომელი იერუსალჱმს, და სუეს მეფემან და დიდებულთა მისთა, და ხარჭთა მათთა და თანამწოლთა მათთა,

Verse: 4  Link to oskijer Link to sept Link to sept   
სუმიდეს ღჳნოსა და აქებდეს ღმერთთა ოქროსათა, და ვეცხლისათა, და რვალისა, და რკინისათა, და ძელისათა და ქვისათა.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მას ჟამსა შინა გამოვიდეს თითნი ჴელისა კაცისანი და წერდეს პირისპრ ლამპრისა, საგოზელსა ზედა კედლისასა სახლისა მეფისაჲსა და მეფე ხედვიდა თითთა მათ ჴელისა მწერლისასა.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ შესახედავი მეფისა შეიცვალა, და გულისზრახვანი მისნი აღშფოთებულ იქმნეს, და სანაწევრონი წელთა მისთანი ყოვლითურთ დაიჴსნებოდეს და მუჴლნი მისნი ერეკებოდეს.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ღაღად-ყო მეფემან ძლიერად შეყუანება მოგუთა, ქალდეველთა, და ღაზარინელთა. მიუგო მეფემან და ჰრქუა ბრძენთა ბაბილონისათა, ვითარმედ: ყოველმან კაცმან, რომელმან წარიკითხოს ნაწერი ესე და თანშეტყუება მისი მაუწყოს მე, პორფირი შეიმოსოს და მანიაკი ოქროსაჲ ქედსა ზედა მისსა, და მესამედ მთავრობდეს მეფობასა შორის ჩემსა.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შევიდოდეს ყოველნი ბრძენნი მეფისანი და ვერ შეუძლებდეს წარკითხვასა ნაწერისასა, ვერცა თანშეტყუებასა უწყებად მეფისა.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მეფე ვალტასარ აღშფოთნა და შესახედავი მისი იცვალა მის ზედა და დიდებულნი მისნი შეშფოთნებოდეს.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მეფეაჲ პირისპირ სიტყუათა მეფისათა და დიდებულთა მისთასა სახიდ სუმისაჲსა შევიდა. და მიუგო მეფეამან და ჰრქუა: მეფე, საუკუნოთადმი ცოცხლებდ, ნუ აღგაშფოთებენ შენ გულისზრახვანი შენნი და შესახედავი შენი ნუ იცვალებინ.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept Link to sept   
არს მამაკაცი მეფობისა შენსა ქუეშე, რომლისა შორის სული ღმრთისაჲ წმიდაჲ არს მის თანა. და დღეთა შინა მამისა შენისათა მღჳძარებაჲ და გულისხმის-ყოფაჲ იპოა მის შორის და მეფემან ნაბუქოდონოსორმა, მამამან შენმან, მთავრად მსახრვალთა, მოგუთა და ქალდეველთა და ღაზარინელთა დაადგინა იგი.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept Link to sept   
რამეთუ სული მეტი არს მის შორის და ცნობაჲ და გულისხმის-ყოფაჲ თანშემტყუები ძილისშორისთა და მიმთხრობი დაფარულთაჲ, და განმჴსნელი საკრველთაჲ - დანიელ. და მეფემან დასდვა მას სახელი ვალტასარ. აწ იწოდენ დანიელი და თანაშეტყუებაჲ მიგითხრას შენ.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ დანიელ შეიყვანა წინაშე მეფისა და მეფემან ჰრქუა დანიილს: შენ ხარა დანიელ, ძეთაგანი ტყუეობისა იუდაჲსათაჲ, რომელი წარმოიღო მეფემან, მამამან ჩემმან, იუდეაჲთ?

Verse: 14  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მესმა შენთჳს, ვითარმედ სული ღმრთისაჲ შენ შორის არს და მღჳძარებაჲ, და გულისხმის-ყოფაჲ და სიბრძნე ნამეტნავი იპოვა შენ შორის.

Verse: 15  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და აწ შემოვიდეს წინაშე ჩემსა ბრძენნი მოგუნი, ღაზარინელნი, რაჲთა წერილი ესე აღმოიკითხონ. და თანაშეტყუება მისი მამცნონ მე, და ვერ შეუძლეს შეტყუებასა სიტყჳსასა მოთხრობად ჩემისა.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მე მესმა შენთჳს, ვითარმედ ძალ-გიც მსჯავრთა თანშეტყუებად და დაჴსნად საკრველთა. და აწ შემძლებელ თუ იქმნე წარკითხვად წერილისა ამის და თანშეტყუებასა მისსა უწყებად ჩემდა, პორფირი შეიმოსო და მანიაკი ოქროსაჲ იყოს ქედსა ზედა შენსა, და მესამედ ჰმთავრობდე მეფობასა შინა ჩემსა.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ მიუგო დანიელმან და თქუა წინაშე მეფისა: საცემელნი შენნი შენდა იყუნენ, და ნიჭნი სახლისა შენისაჲ სხუათა მიეც, ხოლო მე ნაწერი წაუკითხო მეფესა და შეტყუებაჲ მისი გამცნო შენ.

Verse: 18  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მეფე, ღმერთმან მაღალმან მეფობა, და სიდიდე და პატივი, და დიდება მისცა ნაბუქოდონოსორს, მამასა შენსა.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და სიდიდისაგან, რომელი მისცა მას, ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი იყუნეს მძრწოლარენი და მოშიშნი პირისაგან მისისა, რომელთა ენება, მას მოჰკლვიდა, და რომელთა ენება, სცემდა, და, რომელთა ენება, მას აღამაღლებდა, და, რომელთა ენება, მას დაამდაბლებდა.

Verse: 20  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ოდეს ამაღლდა გული მისი და სული მისი განძლიერდა გაამპარტავნებად შთამოქუევდა საყდრისაგან მეფობისა მისისა და პატივი მისი მიეღო მისგან,

Verse: 21  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და კაცთაგან განიდევნა, და გული მისი მჴეცთა თანა მიეცა, და ვირთა თანა ველურთა მკჳდრობა მისი, და თივასა, ვითარცა ზროხასა, აჭამებდეს მას და ცუარისაგან ცისა სხეული მისი შეიღება, ვიდრეღა ცნა, ვითარმედ უფლებს ღმერთი მაღალი მეფობასა ზედა კაცთასა და, რომლისაცა უნდეს, მისცეს მას.

Verse: 22  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შენ, ძეო მისო ვალტასარ, არ დაიმდაბლე გული შენი წინაშე ღმრთისა, რომელმან ესე ყოველნი იცოდენ,

Verse: 23  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და უფალსა და ღმერთსა ცათასა აჰმაღლდი, და ჭურჭელნი სახლისა მისისანი მოიხუენ წინაშე შენსა, და შენ, და დიდებულნი შენნი, და თანამყოფნი შენნი და ხარჭნი შენნი ღჳნოსა სუემდით მათ მიერ, და ღმერთთა ოქროსა და ვეცხლისა, რვალისა და რკინისა, და ძელისა და ქვისათა, რომელნი არა ჰხედვენ, და არა ესმის და არა იცნობენ, აქებდით. ხოლო ღმერთი, რომლისა მშჳნვაჲ შენი ჴელსა შინა მისსა და ყოველნი გზანი შენნი, იგი არა ადიდე.

Verse: 24  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ამისთჳს პირისაგან მისისა მოივლინა უსაქციელოჲ ჴელი და ნაწერი მისი დასახა.

Verse: 25  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ესე არს ნაწერი დასახული: მაკი, თეკელ, ფარეს.

Verse: 26  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ესე თანშეტყუებაჲ სიტყჳსაჲ: მაკი - განზომა ღმერთმან მეფობა შენი და აღავსო იგი.

Verse: 27  Link to oskijer Link to sept Link to sept   
თეკელ - აღწონა უღლითა და იპოვა მოკლებულად.

Verse: 28  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ფარეს - განიწვალა მეფობაჲ შენი და მიეცა მიდთა და სპარსთა.

Verse: 29  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და თქუა ვალტასარმან, და შეჰმოსეს დანიელსა პორფირი, და მანიაკი ოქროჲსაჲ გარემოსდვეს გარემოს ქედისა მისისა, და ქადაგა მისთჳს ყოფად იგი მესამედ მთავრად სამეფოსა შინა.

Verse: 30  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ამას ღამესა შინა მოიკლა ვალტასარ, მეფე ქალდეველი.

Verse: 31  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და დარიოს მიდმან მიიღო მეფობა, მყოფმან წელთა სამეოცდაორთად.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.