TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 915
Previous part

Chapter: 6 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept Link to sept   და სათნო იქმნა წინაშე დარიოს მეფისა და დაადგინნა სამეფოსა ზედა სატრაპესნი ასოცნი ყოფად იგინი ყოველსა შინა მეფობასა მისსა

Verse: 2  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ზედაჲთ მათსა მეწესენი სამნი და იყო დანიელ ერთი მათგანი, რაჲთა მათ მისცემდენ სატრაპესნი სიტყუასა, და არა შფოთებდეს მეფე.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და იყო დანიელ ზეშთამძლეველ ზეშთა მეწესეთა და სატრაპესთა პირისპირ, რამეთუ სული მეტი იყო მის შორის.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მეფემან დაადგინა იგი ყოველსა ზედა მეფობასა მისსა. და მეწესენი და სატრაპესნი ეძიებდეს პოვნად მიზეზსა ძჳნად დანიელისსა მეფობისაგან. და ყოველი მიზეზი და ცთომაჲ ვერ პოეს ძჳნად მისსა, რამეთუ სარწმუნო იყო.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და თქუეს მეწესეთა მათ: ვერ ვპოოთ მიზეზი ძჳნად დანიილისა თჳნიერ შჯულიერთა შორის ღმრთისა მისისა თანა.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ მეწესენი სატრაპესნი წარმოუდგეს მეფესა და ჰრქუეს მას: დარიე მეფე, საუკუნეთა ცოცხლებდ!

Verse: 7  Link to oskijer Link to sept Link to sept   
თანაზრახვა-ყვეს ყოველთა სპათმთავართა და სატრაპესთა მეფობისა შენისა ზედა და ჳპატოსთა, და ადგილისმთავართა დადგინებად დგომათა მეფობრივითა და განძლიერებად განსაზღვრა, რაჲთა რომელმანცა ითხოოს თუ თხოაჲ ყოვლისაგანვე ღმრთისა და კაცისა ვიდრე დღეთამდე ოცდაათთა, გარნა თჳნიერ შენსა, მეფე, შევარდეს მღჳმესა ლომთასა.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept Link to sept   
აწ, უკუე, მეფე, დაადგინე განსაზღურება და დაწერე წერილი, რაჲთა არა შეიშალოს რწმენა მიდთა და სპარსთა.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ მეფემან დარიოს ბრძანა დაწერად რწმენაჲ.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და დანიელმან, ვითარცა ცნა, ვითარმედ დაიწერა რწმენაჲ, შევიდა სახიდ თჳსსა, და სარკმელნი განღებულ მისდა ქორედთა შორის მისთა დამართით იერუსალიმისა, და ჟამთა დღისათა სამთა იყო მოდრეკილ მუჴლთა ზედა მისთა და მლოცველ და აღმსაარებელ წინაშე ღმრთისა მისისა, ვითარცა იყვის მოქმედი წინაპარ.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ კაცთა მათ დაუმზირეს და პოეს დანიილი მოქენედ და მვედრებლად წინაშე ღმრთისა თჳსისა.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მოსრულნი ეტყჳან მეფესა: მეფე, არა განსაზღურებაჲ დააწესეა, რაჲთა ყოველმან კაცმან, რომელმანცა ითხოოს ყოვლისაგან ღმრთისა და კაცისა სათხოველი ვიდრე დღეთამდე ოცდაათთა, გარნა თჳნიერ შენსა, მეფე, შთავარდეს მღჳმესა ლომთასა? და თქუა მეფემან: ჭეშმარიტ არს სიტყუა და რწმენაჲ მიდთა და სპარსთაჲ და არა წარჴდეს.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ მიუგეს და თქუეს წინაშე მეფისა: დანიელ ძეთაგანი ტყუეობისა იუდაჲსთაჲ არა ერჩდა რწმენასა შენსა განსაზღურებისათჳს, რომელ დააწესე, და ჟამთა დღისათა სამთა ითხოვს ღმრთისაგან თჳსისა თხოათა მისთა.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ მეფესა ვითარცა ესმა სიტყუა, ფრიად შეწუხნა მის ზედა და დანიილისათჳს იღუწიდა, ვითარ განარინოს იგი, და ვიდრე მწუხრამდე ღუაწლსა შინა იყო განრინებად მისსა.

Verse: 15  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ კაცთა მათ მიუგეს მეფისა მიმართ: უწყოდე, მეფე, ვითარმედ რწმენისა მიდთა და სპარსთაჲსა ყოვლისათჳს განსაზღურებისა დადგომასა, რომელიცა მეფემან დაადგინოს, არ ჯერ-არს გარდაცვალება.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ მეფემან თქუა, და მოიყვანეს დანიელი და შთააგდეს იგი მღჳმესა ლომთასა. და ჰრქუა მეფემან დანიილსა: ღმერთმან შენმან, რომლისა შენ მიმდემად მკუთნველ ხარ, მან განგარინენ შენ.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მოიღეს ლოდი დიდი და დასდვეს პირსა ზედა მღჳმისასა. და დაჰბეჭდა მეფემან ბეჭდისა მიერ მისისა და ბეჭდისა მიერ დიდებულთა მისთაჲსა, რაჲთა არ შეიცვალოს საქმე დანიელის ზედა.

Verse: 18  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და წარვიდა მეფე სახიდ თჳსსა და დაწვა უსეროდ, და სანოაგენი არა მოართუნეს მას, და ძილი განეყენა მისგან. და დაჴშნა ღმერთმან პირნი მათ ლომთანი და არა შეეხნეს დანიელს.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ მეფე აღდგა განთიად სანთლითა და სწრაფისა მიერ მოვიდა მღჳმესა მას ლომთასა.

Verse: 20  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მიახლებასა მისსა მღჳმისა მიმართ, ჴმა-უყო დანიილსა ძლიერითა ჴმითა. და მიუგო მეფემან და ჰრქუა დანიელს: დანიილ, მონაო ღმრთისა ცხოველისაო, ღმერთმან შენმან, რომლისა განმკუთვნელ ხარ მიმდემად, უკეთუ შეუძლო განრინებაჲ შენი პირისაგან ლომთასა?

Verse: 21  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ეუბნა დანიელ მეფესა და თქუა: მეფე, საუკუნეთა ცოცხლებდ!

Verse: 22  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ღმერთმან ჩემმან მოავლინა ანგელოზი თჳსი და დაჴშნა პირნი ლომთანი და არა განმრყუნეს მე, რამეთუ წინაშე მისსა სიწრფოება ჩემი იპოვა და წინაშე შენსაცა, მეფე, შეცოდება არა ვყავ.

Verse: 23  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ მეფე მრავლად მხიარულ იქმნა მის ზედა და დანიილისი თქუა აღმოყვანება მღჳმისაგან. და აღმოყვანებულ იქმნა დანიილ მღჳმით. და ყოველი განხრწნილება არა იპოვა მის თანა, რამეთუ ჰრწმენა ღმრთისა მიმართ მისისა.

Verse: 24  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და თქუა მეფემან, და მოიყვანნეს კაცნი, შემასმენელნი დანიილისნი, და მღჳმესა ლომთასა შთაიყარნეს იგინი, და ძენი მათნი, და ცოლნი მათნი, და არღა მიწევნილ იყვნეს იატაკად მღჳმესა, ვიდრე ეუფლნეს მათ ლომნი და ყოველნი ძუალნი მათნი დააწულილნეს.

Verse: 25  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ დარიოს მეფემან მიუწერა ყოველთა ერთა, ტომთა, ენათა, მკჳდრთა ყოვლისა შორის ქუეყანისა: მშჳდობა თქუენი განმრავლდინ!

Verse: 26  Link to oskijer Link to sept Link to sept   
პირისაგან ჩემისა დაიდვა რწმენაჲ ყოველსა შორის მთავრობასა მეფობისა ჩემისასა ყოფა მძრწოლარეთა და მოშიშთა პირისაგან ღმრთისა დანიილისისა, რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი და გებული საუკუნეთა, მეფობა მისი არა განირყუნეს და უფლება მისი ვიდრე დასასრულამდე.

Verse: 27  Link to oskijer Link to sept Link to sept   
შეეწევის, და იჴსნის და იქმს სასწაულთა და ნიშთა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, რომელმან იჴსნა დანიილი პირისაგან ლომთასა.

Verse: 28  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და დანიელ ესრეთ წარემართა მეფობასა შინა დარიოსისსა და მეფობასა შინა კჳროზ სპარსისასა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.