TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 434
Previous part

Chapter: 6  
Verse: 1   Link to septLink to mcat Link to sept   და სათნო უჩნდა წინაშე მისსა, და დაადგინ<ნ>ა სამეუფოსა თჳსსა ზედა მთავარნი იგი ას და ოცნი, რაჲთა იყვნენ იგინი ზედა სამეუფოსა მისსა.

Verse: 2   Link to septLink to mcat Link to sept   
და მათ ზედა სხუანი დაწესებულნი სამნი, დანიელ იყო ერთი მათგანი, რაჲთა მისცემდენ მთავარნი იგი სიტყუასა, რაჲთა მეფჱ არა რაჲთ უცალო იყოს.

Verse: 3   Link to septLink to mcat Link to sept   
და იყო დანიელ უფროჲს მათსა, რამეთუ სული უმეტჱსი იყო მის თანა, და მეფემან დაადგინა იგი ყოველსა ზედა სამეუფოსა თჳსსა.

Verse: 4   Link to septLink to mcat Link to sept   
და დაწესებულნი იგი და მთავარნი ეძიებდეს მიზეზსა პოვნად დანიელისთჳს, და ყოველი მიზეზი და შეცოდებაჲ და შეურაცხებაჲ არა პოვეს მისთჳს, რამეთუ სარწმუნო იყო დანიელ;

Verse: 5   Link to septLink to mcat Link to sept   
და თქუეს დაწესებულთა მათ, არა ვპოვეთ დანიელისთჳს მიზეზი გარნა შჯულიერებითა ღმრთისა თჳსისაჲთა.

Verse: 6   Link to septLink to mcat Link to sept   
მაშინ დაწესებულნი იგი და მთავარნი მოუჴდეს მეფესა და ჰრქუეს მას, დარიოზ მეფჱ უკუნისამდე ცხონდი,

Verse: 7   Link to septLink to mcat Link to sept   
შეიზრახნეს ყოველნი სუფევისა შენისანი ერის-თავნი და სოფლებისა მთავარნი მარზ<ა>პნები და ნახპეტები დამტკიცებად სიმტკიცჱ სამეუფოჲ და განძლიერებად განჩინებაჲ, რაჲთა რომელმან Page of ms. J: B127v  ითხოვოს თხოვაჲ ყოვლისა ღმრთისა და კაცისა/ ვიდრემდე დღედმდე ოც და ათად, არამედ შენგან ხოლო მეფჱ შთავედინ ჯურღმულსა მას ლომთასა.

Verse: 8   Link to septLink to mcat Link to sept   
აწ მეფჱ დაამტკიცე ბრძანებაჲ და მიმოეც წიგნები, რაჲთა არა იქცეს ბრძანებაჲ უჟიკთა და სპარსთაჲ.

Verse: 9   Link to septLink to mcat Link to sept   
მაშინ დარიოზ მეფემან უბრძანა დაწერად შჯული ესე; და ვითარცა ესმა დანიელს რამეთუ დაწერა ბრძანებაჲ ესე,

Verse: 10   Link to septLink to mcat Link to sept   
შევიდა სახლსა თჳსსა, და სარკუმელნი იყვნეს მისნი განღებულ ქორსა მას ზედა მისსა წინაშე იჱრუსალემსა, და სამსა ჟამსა დღესა მოიდრიკნის მუჴლნი ილოცავნ და აღუვარებნ ღმერთსა თჳსსა ვითარცა იგი ჰყოფნ პირველცა.

Verse: 11   Link to septLink to mcat Link to sept   
მაშინ კაცთა მათ მზირ უყვეს მას, და პოვეს დანიელ ვედრებასა ზედა და ლოცვასა ღმრთისა თჳსისასა.

Verse: 12   Link to septLink to mcat Link to sept   
და მოუჴდეს და ჰრქუეს მეფესა; არა ბრძანებაჲ დააწესეა, რაჲთა ყოველმან კაცმან, რომელმან ითხოვოს ყოვლისაგან ღმრთისა და კაცისა სათხოველი, ვიდრე დღედმდე ოც და ათად, არამედ შენგან ხოლო მეფჱ, შთავარდეს იგი ჯურღმულსა მას ლომთასა. და თქუა მეფემან; ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ, და ბრძანებაჲ უჟიკთა და სპარსთაჲ არა წარჴდეს.

Verse: 13   Link to septLink to mcat Link to sept   
მაშინ მიუგეს და ჰრქუეს წინაშე მეფისა; დანიელ ძეთაგანი ნატყუენავისა ჰურიასტანისათაჲ არა დაემორჩილა ბრძანებასა შენსა მეფჱ, და ჟამთა სამთა დღესა შინა ითხოვს ღმრთისაგან თჳსისა.

Verse: 14   Link to septLink to mcat Link to sept   
მაშინ მეფესა ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე, ფრიად შეწუხდა დანიელისთჳს, და შურებოდა მისთჳს რაჲთა განარინოს იგი, და ვიდრე მწუხრადმდე ღუაწლსა შინა იყო რაჲთამცა განარინა იგი.

Verse: 15   Link to septLink to mcat Link to sept   
მაშინ კაცთა მათ ჰრქუეს მეფესა; უწყოდე მეფჱ რამეთუ ბრძანებაჲ უჟიკთაჲ და სპარსთაჲ და განჩინებაჲ და წესი, რომელი მეფემან დაამტკიცოს, არა ჯერ არს ცვალებად.

Verse: 16   Link to septLink to mcat Link to sept   
მაშინ მეფემან თქუა, და მოიყვანეს დანიელ და შთააგდეს იგი ჯურღმულსა ლომთასა; და ჰრქუა მეფემან დანიელს, ღმერთმან შენმან, რომელსა Page of ms. J: B128r  ჰმსახურებ მარადის, მან განგარინოს შენ./

Verse: 17   Link to septLink to mcat Link to sept   
და მოიღეს ლოდი და დასდვეს პირსა მის ჯურღმულისასა, და დაჰბეჭდა მეფემან ბეჭდითა თჳსითა და ბეჭდითა მთავართა თჳსთაჲთა, რაჲთა არა იქცეს რაჲ მე საქმჱ დანიელის ზედა.

Verse: 18   Link to septLink to mcat Link to sept   
და წარვიდა მეფჱ სახედ თჳსა, და დაწვა უსეროდ, და საჭმელი არა რაჲ მოითხოვა, და ძილი განეშოვრა მისგან, და დაჰჴშნა ღმერთმან პირნი მათ ლომთანი, და არა შეეხნეს დანიელს.

Verse: 19   Link to septLink to mcat Link to sept   
მაშინ მეფჱ აღდგა მსთუად განთიად, და წრაფით მივიდა ჯურღმულსა მას ლომთასა.

Verse: 20   Link to septLink to mcat Link to sept   
და ვითარცა მიიწია ჯურღმულსა მას, ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა; დანიელ მონაო ღმრთისა ცხოვლისაო, ღმერთსა რომელსა ჰმსახურებდ შენ მარადის, უკუეთუ შეუძლო განრინებად შენდა პირისაგან ლომთაჲსა.

Verse: 21   Link to septLink to mcat Link to sept   
და ჰრქუა დანიელ მეფესა; მეფჱ უკუნისამდე ცხონდი.

Verse: 22   Link to septLink to mcat Link to sept   
ღმერთმან ჩემმან მოავლინა ანგელოზი თჳსი, და დაუყენა პირნი ლომთანი, და არა შემჭამეს მე, რამეთუ წინაშე მისსა სიწრფოებაჲ ჩემი იპოვა; შენ წინაშეცა მეფჱ შეცოდებაჲ არა რაჲ მექმნა.

Verse: 23   Link to septLink to mcat Link to sept   
მაშინ მეფემან განიხარა მის ზედა, და ბრძანა აღმოყვანებაჲ დანიელისი ჯურღმულისა მისგან, და აღმოიყვანეს დანიელ მღჳმისა მისგან, და განრყუნილებაჲ არა რაჲ იპოვა მის თანა, რამეთუ ჰრწმენა მას ღმერთი თჳსი.

Verse: 24   Link to septLink to mcat Link to sept   
და უბრძანა მეფემან, და მოიყვანნეს კაცნი იგი შემასმენელნი დანიელისნი, და შთასთხინეს ჯურღმულსა მას ლომთასა იგინი და ძენი მათნი და ცოლნი მათნი, და ვიდრე არღარა მიწევნულ იყვნეს იატაკსა ჯურღმულისა მის, ეუფლნეს მათ ლომნი იგი, და ყოველნი ძუალნი მათნი დამუსრნეს და დაამწულილნეს.

Verse: 25   Link to septLink to mcat Link to sept   
მაშინ დარიოზ მეფემან მიწერა ყოველთა მიმართ ერთა ტომთა და ენათა, რომელნი მკჳდრ ხართ ყოველსა ქუეყანასა, მშჳდობაჲ თქუენ ზედა განმრავლდინ.

Verse: 26   Link to septLink to mcat Link to sept   
პირისა ჩემისაგან დაიდვა ბრძანებაჲ ყოველთა მიმართ სამთავროთა Page of ms. J: B128v  სუფევისა ჩემისათა, რაჲთა ეშინოდის და ძრწოდიან/ პირისაგან ღმრთისა დანიელისისა, რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი, და ჰგიეს საუკუნეთა, და სუფევაჲ მისი არა განირყუნეს, და უფლებაჲ მისი ვიდრე სრულიად.

Verse: 27   Link to septLink to mcat Link to sept   
შეეწევის და იჴსნის და იქმს სასწაულებსა და ნიშებსა ზეცასა და ქუეყანასა, რომელმან იჴსნა დანიელ პირისაგან ლომთაჲსა.

Verse: 28   Link to septLink to mcat Link to sept   
და დანიელ წარჩინებულ იყო სუფევასა დარიოს მეფისასა, და სუფევასა კჳროს სპარსისასა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.