TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 913
Previous part

Chapter: 4 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept Link to sept   მე, ნაბუქოდონოსორ, წარმართებით ვიყავ სახლსა შორის ჩემსა და კეთილმყუავან საყდარსა ზედა ჩემსა.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ძილისშორისი ვიხილე და შემაშინა მე. და შევშფოთენ საწოლსა ზედა ჩემსა და ხილვათა თავისა ჩემისათა აღმაშფოთეს მე.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ჩემ მიერ დაიდვა რწმენაჲ შემოყვანებად წინაშე ჩემსა ყოველთა ბრძენთა ბაბილონისათა, რაჲთა თანშეტყუებაჲ ძილისშორისისაჲ მაუწყონ მე.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შემოვიდოდეს მსახრვალნი, მოგუნი, ღაზარისნი, ქალდეველნი, და ძილისშორისი მე ვთქუ წინაშე მათსა, და თანშეტყუება მისი არა მაუწყეს მე,

Verse: 5  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ვიდრე არა სხუაჲ ვინმე შემოვიდა წინაშე ჩემსა დანიილი, რომლისა სახელი ვალტასარ, სახელისაებრ ღმრთისა ჩუენისა, რომელსა სული ღმრთისა წმიდაჲ აქუს მის შორის და მე ძილისშორისი წინაშე მისსა ვთქუ.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ვალტასარ, მთავარო მსახრვალთაო, რომლისა მე უწყი, ვითარმედ სული ღმრთისაჲ წმიდაჲ შენ შორის და ყოველი საიდუმლო არშეუძლებელ არს შენდა, ისმინე ხილვაჲ ძილისშორისისაჲ, რომელი ვიხილე და თანშეტყუება მისი მითხარ მე.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ხილვანი თავისა ჩემისანი საწოლსა ჩემსა ზედა, ვხედევდ, და, აჰა, ხე შორის ქუეყანისა და სიმაღლე მისი მრავალ.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept Link to sept   
განდიდნა ხე და განძლიერდა; და სიმაღლე მისი მისწუდა ვიდრე ცამდე და სივრცე მისი კიდეთა ყოვლისა ქუეყანისათა,

Verse: 9  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ფურცელნი მისნი შუენიერებ და ნაყოფი მისი მრავალ, და საზრდელი ყოველთაჲ მის შორის და მის ქუეშე დაიმკჳდრებდეს მჴეცნი ველურნი და რტოთა მისთა შორის მყოფობდეს მფრინველნი ცისანი, მისგან იზრდებოდა ყოველი ჴორცი.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა სარეცელსა ზედა ჩემსა, და, აჰა, ირისე და წმიდაჲ ცით გამო გარდამოვიდა,

Verse: 11  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ჴმა-ყო ძალისა თანა და ესრეთ თქუა: მოჰკუეთეთ ხე ეგე და მოჰკაფენით რტონი მისნი და შთამობერტყენით ფურცელნი მისნი და განაბნიენით ნაყოფნი მისნი! შეიძრნედ მჴეცნი ქუეშე კერძო მისსა და მფრინველნი რტოთაგან მისთა,

Verse: 12  Link to oskijer Link to sept Link to sept   
თჳნიერ მორჩი ძირთა მისთა შორის ქვეყანისა მიუშჳთ და საკრველისა შორის რკინისა და რვალისაჲსა და მწუანვილისა შორის გარისა და ცუარისა შორის ცისაჲსა სადგურიანობდეს; და მჴეცთა თანა ნაწილი მისი თივასა შორის ქუეყანისასა.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept Link to sept   
გული მისი კაცთაგან იცვალოს და გული მჴეცისა მოეცეს მას. და შჳდნი ჟამნი იცვალნენ მის ზედა.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept Link to sept   
თანშეტყუებისა მიერ ირისე სიტყუაჲ და თქმული წმიდათაჲ ზედნაკითხი, რაჲთა ცნან ცოცხალთა, ვითარმედ უფალ არს მაღალი მეფობისა კაცთაჲსა და, ვისიცა სთნდეს, მისცემს მას და შეურაცხებაჲ კაცთაჲ აღადგინის მის ზედა.

Verse: 15  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ესე ძილისშორისი ვიხილე მე, მეფემან ნაბუქოდონოსორ, და შენ, ვალტასარ, თქუ შეტყუება წინაშე, რამეთუ ყოველნი ბრძენნი მეფობისა ჩემისანი ვერ შემძლებელ არიან თანშეტყუებასა მისსა ცხად-ქმნად ჩემდა, ხოლო შენ, დანიელო, ძალ-გიც, რამეთუ სული ღმრთისაჲ წმიდაჲ შენ შორის.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მაშინ დანიილ, რომლისა სახელი ვალტასარ, დაყმუნდა ვითარ ჟამ ერთ და გულისზრახვანი მისნი შეაშფოთებდეს მას. და მიუგო მეფემან და ჰრქუა: ვალტასარ, ძილისშორისი და თანშეტყუებაჲ მისი ნუ აგაჩქარებენ შენ. და მიუგო ვალტასარ და თქვა: უფალო, ძილისშორისი ესე მოძულეთა შენთა და თანშეტყუება მისი მტერთა შენთა.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ხე, რომელ იხილე განდიდებული და განძლიერებული, რომლისა სიმაღლე მისწუთა ცამდე, და სივრცე მისი ყოვლისა ქუეყანისადმი,

Verse: 18  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ფურცელნი მისნი კეთილმცენნი, და ნაყოფი მისი მრავალ და საზრდელი ყოველთა მის შორის, ქუეშე მისსა მკჳდრ იყუნეს მჴეცნი ველურნი და რტოთა შორის მისთა მყოფობდეს მფრინველნი ცისანი,

Verse: 19  Link to oskijer Link to sept Link to sept   
შენ ხარ, მეფე, რამეთუ განსდიდენ და განძლიერდი და სიდიდე შენი განდიდნა და მისწუდა ცად მიმართ და უფლება შენი კიდეთა მიმართ ქუეყანისათა.

Verse: 20  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და რამეთუ იხილა მეფემან ირისე და წმიდაჲ გარდამომავალი ზეცისაგან, და თქუა: დაკაფეთ ხე და განხრწენით იგი, თჳნიერ მორჩი ძირთა მისთა ქუეყანისა შორის აცადეთ და საკრველისა მიერ რკინისა და რვალისაჲსა, და მწუანვილითა გარისაჲთა და ცუარისა მიერ ცისაჲსა სრულიად გუარიანობდეს, და მჴეცთა თანა ველურთა ნაწილი მისი, ვიდრე არა შჳდნი ჟამნი იცვალნენ მის ზედა.

Verse: 21  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ესე თანშეტყუება მისი, მეფე, და თანშეტყუება მაღლისა არს, რომელი მოიწია უფალსა ჩემსა ზედა მეფესა.

Verse: 22  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შენ განგდევნონ კაცთაგან და მჴეცთა თანა ველურთა იყოს მკჳდრობა შენი. და თივასა, ვითარცა ზროხასა, გაჭამებდენ შენ და ცუარისაგან ცისა სხეული შენი შეიღებოს. და შჳდნი ჟამნი იცვალნენ შენ ზედა, ვიდრემდის სცნა, ვითარმედ უფალ არს მაღალი მეფობისა კაცთაჲსა და, რომლისაჲცა სთნდის, მისცის იგი.

Verse: 23  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და რამეთუ თქუა: აცადოთ მორჩი ძირთა ხისათაჲ. მეფობა შენი შენ გიგებდეს, ვიდრემდის სცნობდე ჴელმწიფებასა ზეციერსა.

Verse: 24  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ამისთჳს, მეფე, განზრახვაჲ ჩემი სათნო-გეყავნ შენ. და ცოდვანი შენნი მოწყალებითა იჴსნენ და უსამართლოებანი შენნი შეწყნარებითა დავრდომილთა თანა, ნუუკუე სულგრძელ ექმნის შეცოდებათა შენთა.

Verse: 25  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ესე ყოველნი მოიწინენ ნაბუქოდონოსორსა ზედა მეფისასა,

Verse: 26  Link to oskijer Link to sept Link to sept   
შემდგომად ათორმეტთა თთუეთასა ტაძარსა შინა მეფობისა მისისასა ბაბილონს შინა მავალ იყო.

Verse: 27  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მიუგო მეფემან და თქუა: არა ესე არსა ბაბილონი დიდი, რომელი მე აღვაშენე სახლად სამეუფოდ სიმტკიცისა მიერ ძალისა ჩემისაჲსა პატივად დიდებისა ჩემისა?

Verse: 28  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ვიდრე იყოღა სიტყჳსა პირსავე შინა მეფისასა ყოფასა, ჴმაჲ წამებდა ზეცით: შენ გერქუმის ნაბუქოდონოსორ მეფე; მეფობა შენი წარჴდა შენგან,

Verse: 29  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და კაცთაგან განგდევნონ შენ, და მჴეცთა თანა ველურთა იყოს მკჳდრობა შენი და თივასა, ვითარცა ზროხასა, გაჭამებდენ შენ, და შჳდნი ჟამნი იცვალნენ შენ ზედა, ვიდრე არა სცნა, ვითარმედ უფალ არს მაღალი მეფობასა კაცთაჲსა და, რომლისა სთნდეს, მისცემს მას.

Verse: 30  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მასვე ჟამსა სიტყუაჲ შესრულდა ნაბუქოდონოსორის ზედა, და კაცთაგან განიდევნა, და თივასა, ვითარცა ზროხა, ჭამდა, და ცუარისაგან ცისა სხეული მისი შეიღებვოდა, და თმანი მისნი, ვითარცა ლომთანი, განდიდნეს, და ფრჩხილნი მისნი, ვითარცა მფრინველთანი.

Verse: 31  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შემდგომად დღეთასა მე, ნაბუქოდონოსორ, თუალნი ჩემნი ცად მიმართ აღვიხუენ და გრძნობანი ჩემნი მოიქცეს ჩემდამო, და მაღალი ვაკურთხე, და მცხოვნი საუკუნოდ ვაქე და ვადიდე, რამეთუ ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, და მეფობა მისი ნათესავად და ნათესავად.

Verse: 32  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანისანი, ვითარცა არარა, შეირაცხნეს და ნებისაებრ მისისა ჰყოფს ძალსა შორის ცისასა და მკჳდრობასა შორის ქუეყანისასა და არა არს, რომელი წინადაუდგეს ჴელსა მისსა და ჰრქუას მას: რაჲ ჰყავ?

Verse: 33  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მას ჟამსა გრძნობანი ჩემნი მოიქცეს ჩემდამო, და პატივად მეფობისა ჩემისა მოვედ, და შესახედავი ჩემი მოიქცა ჩემ ზედა, და მძლავრნი ჩემნი და დიდებულნი ჩემნი მეძიებდეს მე, და მეფობასა ჩემსა ზედა განვმტკიცენ, და სიდიდე უმეტესი მომემატა მე.

Verse: 34  Link to oskijer Link to sept Link to sept   
აწ მე, ნაბუქოდონოსორ, ვაქებ და ზეშთა ავამაღლებ და ვადიდებ მეფესა ცისასა, რამეთუ ყოველნი საქმენი მისნი ჭეშმარიტებ და ალაგნი მისნი მსჯავრ, და ყოველთა მავალთა ამპარტავანებით შემძლებელ არს დამდაბლებად.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.