TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 49
Previous part

Chapter: 10  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to sept   ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მივედ შენ ფარაოჲსა, ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოჲსი და მსახურთა მისთაჲ. რაჲთა შემდგომ თი-შემდგომად მოვიდენ სასწაულნი ესე მათ ზედა,

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to sept   
რაჲთა მიუთხრობდენ ყურთა შვილთა თქუენთასა და შვილის შვილთა თქუენთასა, რავდენ მოვკიცხნე მეეგჳპტელნი ეგე, და სასწაულნი ჩემნი, რომელ ვქმნნე მათ შორის, და სცნათ. რამეთუ მე ვარ.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to sept   
შევიდეს მოსე და აჰრონ ფარაოჲსა და ჰრქუეს მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ებრაელთაჲ: არა გნებავს, რაჲთამცა შეიკდიმე ჩემგან? გამოუტევე ერი ჩემი, რაჲთა მსახურებდენ მე

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to sept   
უკუეთუ არა ინებო გამოვლინებად ერისა ჩემისა, აჰა ესერა მე მოვავლინო ხვალე ამასვე ჟამსა ოდენ მკალი დიდძალი ფრიად ყოველთა საზღვართა შენთა.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to sept   
და დაფაროს პირი ქუეყანისაჲ და ვერ უძლო ხილვად ქუეყანისა და შეჭამოს ყოველი ნეშტი ქნეყანისაჲ, რომელი დაგიშთა თქუენ სეტყჳსაგან, და შეჭამოს ყოველი ხჱ მცენარჱ თქუენი ქუეყანასა ზედა.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to sept   
და აღივსნენ სახლნი შენნი და სახლნი მსახურთა Page of ms. O: 85v  შენთანი და ყოველი სახლები, რავდენ-რაჲ არს ქუეყანასა ეგჳპტისასა, რომელი არასადა ეხილვოს მამათა შენთა, არცა უწინარესთა მამათა მათთა, ვინაჲთგან იყვნეს ქუეყანასა ზედა ვიდრე დღეჱნდელად [!] დღედმდე. მოიქცა მოსე და გამოვიდა ფარაოჲსგან.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to sept   
ჰრქუეს მსახურთა ფარაოჲსთა ფარაოს: ვიდრემდე იყოს ესე ჩუენ ზედა ტანჯვაჲ? განუტევენ კაცნი ესე, რაჲთა ჰმსახურონ უფალსა ღმერთსა მათსა. ანუ არა უწყი, რამეთუ წარწყმდა ეგჳპტე?

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to sept   
მოაქციეს მოსე და აჰრონ ფარაოჲსა. ჰრქუა მათ ფარაო: განვედით და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა. ვინ და ვინ არიან, რომელნი განვლენ?

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to sept   
ჰრქუა მას მოსე: ჭაბუკით ჩუენითურთ და მოხუცებულით განვიდეთ, ძეებითურთ და ასულებით, ცხოვრით და ზროხით, რამეთუ დღესაწაული არს უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to sept   
ჰრქუა მათ ფარაო: იყავნ ეგრჱთ! უფალი თქუენ თანა! რამეთუ განგიტევნე თქუენ, ნუუკუე ჭურჭერიცა თქუენი? იხილეთ, რამეთუ ბოროტი წინა-გიც თქუენ.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to sept   
ნუ ეგრე, არამედ განვიდედ მამანი და ჰმსახურედ ღმერთსა, რამეთუ ეძიებთვე თქუენ მაგას. და გამოასხნეს იგინი პირისაგან ფარაოჲსისა.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს: განირთხ ჴელი შენი ქუეყანასა ზედა ეგჳპტისასა და აღმოჴდეს მკალი ქუეყანასა ზედა და შეჭამოს მწუანვილი ქუეყანისაჲ Page of ms. O: 86r  და ყოველი ნაყოფი ხეთაჲ, რომელი დაუშთა სეტყუასა.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to sept   
და აღიპყრა მოსე კუერთხი იგი ცად და უფალმან მოჰჴადა ქარი სამხრით ქუეყანასა ზედა დღე ყოველ. მას დღეს შინა და ღამე ყოველ. და ვითარ განთენა. ქარმან ქუეაღმომან აღმოიღო მკალი

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to sept   
და მიჰფინა ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. და დაადგრა ყოველთა ზედა საზღვართა ეგჳპტისათა დიდძალი ფრიად, რომელი უწინარჱს მისსა არა იყო მკალი და მისა შემდგომად არავე იყო ეგრჱთ.

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to sept   
და დაფარა პირი ქუეყანისაჲ და მოქამა ყოველი მწუანვილი ქუეყანისაჲ და ნაყოფი ხეთაჲ, რომელღა-იგი დაშთომილ იყო სეტყჳსაგან. არარაჲ დაშთა ნედლი არცა ერთ ხეთა შინა და ყოველსა მწუანვილსა ქუეყანისასა ყოველსა ეგჳპტესა.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to sept   
ასწრაფებდა ფარაო მოწოდებად მოსესა და აჰრონისა და ჰრქუა მათ: ვცოდე წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და თქუენდა მიმართ.

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to sept   
აწ ესე ხოლო ცოდვაჲ თავსიდევით და ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა თქუენისა და აღიღეთ ჩემგან სიკუდილი ესე.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to sept   
გამოვიდა მოსე ფარაოჲსგან და ილოცა ღმრთისა მიმართ.

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to sept   
და მოსცა უფალმან ქარი ზღჳთ სასტიკი. აღიღო მკალი იგი და შთაყარა ზღუასა მას მეწამულსა და არა დაშთა მკალი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to sept   
და Page of ms. O: 86v  განუფიცხა უფალმან გული ფარაოს და არა გამოუტევნა ძენი ისრაჱლისანი.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს: განირთხ ჴელი შენი ცად და იყავნ ბნელი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, ჴელით საძიებელი ბნელი.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to sept   
განირთხა მოსე ჴელი ცად და იყო ბნელი წყუდიადი, ნისლი და არმური ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა სამ დღე.

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to sept   
... და არავინ აღდგა საწოლით თჳსით სამ დღე, ხოლო ყოველთა ზედა ძეთა ისრაჱლისათა იყო ნათელი ყოველსა შინა, ვიდრეცა ვიდოდეს.

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to sept   
მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: განვედით და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, გარნა ცხოვარი და ზროხაჲ დაუტევეთ და ჭურჭერიცა თქუენი გან-ვე-იღეთ თქუენ თანა.

Verse: 25   Link to exakLink to mcatLink to sept   
ჰრქუა მოსე: არამედ შენცა გუეც რაჲ ჩუენ მსხუერპლად და შესაწირავად და შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა

Verse: 26   Link to exakLink to mcatLink to sept   
და საცხოვარიცა ჩუენი განვიდეს ჩუენ თანა და არა ღაუტეოთ მისგანი ჭლაკიცა ერთი, რამეთუ მათგანი მოვიღოთ სამსახურებლად უფლისა ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ ჩუენ არა ვიცით, რაჲ შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა ვიდრე მისლვადმდე ჩუენდა მუნ.

Verse: 27   Link to exakLink to mcatLink to sept   
განუფიცხა უფალმან გული ფარაოჲსი და არა ინება გამოვლინებაჲ მათი.

Verse: 28   Link to exakLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა ფარაო მოსეს: განგუალე ჩემგან და ეკრძალე თავსა შენსა და ნუღარა შესძინებ ხილვად პირისა ჩემისა: Page of ms. O: 87r  რომელსა დღესა მეჩუენო მე, მოჰკუდე.

Verse: 29   Link to exakLink to mcatLink to sept   
თქუა მოსე: არღა გეჩუენო პირსა შენსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.