TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 50
Previous part

Chapter: 11  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to sept   ჰრქუა უფალმან მოსეს: ერთი-ღა ტანჯვაჲ მოვჰჴადო ფარაოს ზედა და ეგჳპტესა ყოველსა და ამისა შემდგომად განგიტევნეს თქუენ ამიერ. და რაჟამს განგიტევნეს, ყოვლითურთ განგასხნეს თქუენ განსხმით.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to sept   
ეტყოდე იდუმალ ყურთა ერისათა და ითხოენ კაცად-კაცადმან მახლობელისაგან თჳსისა და დედაკაცმან მოძმისაგან თჳსისა ჭურჭერი ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ და სამოსელი.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to sept   
და მოსცა უფალმან მადლი ერსა თჳსსა წინაშე ეგჳპტელთა და აჴმიეს მათ. და კაცი იგი მოსე განდიდნა ფრიად წინაშე ეგჳპტელთა მათ და წინაშე ფარაოჲსსა და წინაშე მსახურთა მისთა.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to sept   
ჰრქუა მოსე: ამას იტყჳს უფალი: შუაღამეს ოდენ მე შევიდე შოვრის ეგჳპტესა.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to sept   
და მოწყდეს ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა პირმშოჲთგან ფარაოჲსით, რომელი ზის საყდართა ზედა, ვიდრე პირმშოდმდე მჴევლისა, რომელი ზის ფქვილთა თანა, და ვიდრე პირმშოდმდე ყოვლისა პირუტყჳსა.

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to sept   
და იყოს ღაღადებაჲ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა, რომელ ეგევითარი... არღა შეეძინოს ყოფად.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to sept   
და ყოველთა შოვრის ძეთა ისრაჱლისათა არა განძრას ძაღლმან ენაჲ თჳსი კაცითგან მიპირუტყუამდე, Page of ms. O: 87v  რაჲთა უწყოდი, რავდენ ადიდოს უფალმან შოვრის ეგჳპტელთა და შოვრის ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to sept   
და მოვიდოდიან ჩემდა ყოველნი ესე მონანი შენნი, თაყუანის მცემდენ მე და მეტყოდიან: განვედ შენ და ყოველი ერი შენი, რომელსა-ეგე შენ იტყჳ, და ამისა შემდგომად განხჳდე. გამოვიდა მოსე პირისაგან ფარაოჲსა გულის წყრომით.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს: არა ისმინოს თქუენი ფარაო, რაჲთა განვამრავლნე სასწაულნი ჩემნი და ნიშნი ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to sept   
მოსე და აჰრონ ქმნეს ესე ყოველი ქუეყანასა ეგჳპტისასა წინაშე ფარაოჲსსა და განუფიცხა უფალმან გული ფარაოჲსი. და არა ისმინა ძეთა ისრაჱლისათაჲ [განტევებად იგინი] ქუეყანით ეგჳპტით.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.